IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

გრაფიკული დიზაინის პროგრამა

სწავლება პრაქტიკითა და რეალურ პროექტებზე მუშაობით. შექმენი პორტფოლიო და მოემზადე კარიერის დასაწყებად.

ვისთვის არის ეს პროგრამა?

დამწყებთათვის, ვინც ნულიდან იწყებს
თუ გრაფიკულ დიზაინში გამოცდილება არ გაქვს, ეს პროგრამა საფუძვლებიდან დაგაწყებინებს. ეტაპობრივად შეისწავლი დიზაინის პრინციპებსა და ინსტრუმენტებს, და შექმნი პირველ დასრულებულ ნამუშევრებს.
მათთვის, ვისაც კარიერის შეცვლა სურს
თუ გსურს კრეატიულ სფეროში გადასვლა, პროგრამა მოგცემს პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ უნარებს, რაც გრაფიკულ დიზაინში მუშაობის დასაწყებად გჭირდებას.
მათთვის, ვისაც უკვე აქვს დიზაინთან შეხება
თუ უკვე გაქვს საბაზისო ცოდნა, ეს პროგრამა დაგეხმარება მის სისტემატიზაციაში, პროფესიულ გაღრმავებასა და პორტფოლიოს განვითარებაში.

რას შეისწავლი

დიზაინის საფუძვლები

როგორ იქმნება ვიზუალი, რომელიც სწორად გადმოსცემს იდეას: ფერები, შრიფტები, კომპოზიცია და დიზაინერული აზროვნება.

Adobe Photoshop

ფოტოებისა და ვიზუალური მასალის დამუშავება: ბანერები, პოსტერები, სოციალური მედიის გრაფიკა.

Adobe Illustrator

ლოგოების, აიქონებისა და გრაფიკული ელემენტების შექმნა, რომლებიც ზომის შეცვლისას ხარისხს არ კარგავს (ვექტორული გრაფიკა).

UI/UX დიზაინი

ვებ-საიტებისა და მობილური აპლიკაციების ვიზუალური დიზაინი და მომხმარებლის გამოცდილების დაგეგმვა.

Motion Design

მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია ვიდეოებისთვის, რეკლამებისა და სოციალური ქსელებისთვის.

AI ინსტრუმენტები დიზაინში

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იდეების გენერაციისა და სამუშაო პროცესის დასაჩქარებლად.

Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკაციისთვის მომზადება

ცოდნა და პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება Adobe-ის ოფიციალურ მოთხოვნებს.

პორტფოლიოს შექმნა

რეალური პროექტები, კრეათონები, შიდა კონკურსები და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი?

სწავლა საფუძვლებიდან

სწავლა იწყება ნულიდან და არ მოითხოვს წინასწარ დიზაინერულ ცოდნას. ეტაპობრივად ეცნობი გრაფიკული დიზაინის ძირითად პრინციპებს, ვიზუალურ აზროვნებასა და სამუშაო ინსტრუმენტებს.

თეორია, განმტკიცებული პრაქტიკით

ყოველი თეორიული თემა სრულდება პრაქტიკული დავალებით. ნასწავლ მასალას მაშინვე იყენებ ვიზუალური ნამუშევრების, დიზაინ ელემენტებისა და კომპოზიციების შექმნაში.

რეალურ პროექტებზე მუშაობა

სწავლის პროცესში მუშაობ რეალურ დიზაინ პროექტებზე, ბრენდინგზე, სარეკლამო ვიზუალებზე, ციფრულ და მოძრავ გრაფიკაზე, რაც გაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას.

ქრეათონები, შეჯიბრებები და გუნდური მუშაობა

პროგრამის ფარგლებში ტარდება ქრეათონები და შიდა კონკურსები, სადაც მუშაობთ გუნდურად, ქმნი ნამუშევრებს დროის შეზღუდვით და იღებ რეალურ დიზაინერულ გამოცდილებას. საუკეთესო პროექტები გამოიფინება და ჯილდოვდება.

პრაქტიკოსი მენტორების მხარდაჭერა

სწავლას წარმართავენ მოქმედი დიზაინერები და მენტორები, რომლებიც თითოეულ ეტაპზე გეხმარებიან ნამუშევრების გაუმჯობესებაში და პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

კარიერული განვითარება და დასაქმებისთვის მზადება

კარიერული განვითარების გუნდი გასწავლის CV-ის, LinkedIn პროფილისა და სამოტივაციო წერილის მომზადებას, პორტფოლიოს სწორად შეკვრას და ინტერვიუსთვის მზადებას. ასევე გეხმარება სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში

სწავლა საფუძვლებიდან

სწავლა იწყება ნულიდან და არ მოითხოვს წინასწარ დიზაინერულ ცოდნას. ეტაპობრივად ეცნობი გრაფიკული დიზაინის ძირითად პრინციპებს, ვიზუალურ აზროვნებასა და სამუშაო ინსტრუმენტებს.

თეორია, განმტკიცებული პრაქტიკით

ყოველი თეორიული თემა სრულდება პრაქტიკული დავალებით. ნასწავლ მასალას მაშინვე იყენებ ვიზუალური ნამუშევრების, დიზაინ ელემენტებისა და კომპოზიციების შექმნაში.

რეალურ პროექტებზე მუშაობა

სწავლის პროცესში მუშაობ რეალურ დიზაინ პროექტებზე, ბრენდინგზე, სარეკლამო ვიზუალებზე, ციფრულ და მოძრავ გრაფიკაზე, რაც გაძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას.

ქრეათონები, შეჯიბრებები და გუნდური მუშაობა

პროგრამის ფარგლებში ტარდება ქრეათონები და შიდა კონკურსები, სადაც მუშაობთ გუნდურად, ქმნი ნამუშევრებს დროის შეზღუდვით და იღებ რეალურ დიზაინერულ გამოცდილებას. საუკეთესო პროექტები გამოიფინება და ჯილდოვდება.

პრაქტიკოსი მენტორების მხარდაჭერა

სწავლას წარმართავენ მოქმედი დიზაინერები და მენტორები, რომლებიც თითოეულ ეტაპზე გეხმარებიან ნამუშევრების გაუმჯობესებაში და პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაში.

კარიერული განვითარება და დასაქმებისთვის მზადება

კარიერული განვითარების გუნდი გასწავლის CV-ის, LinkedIn პროფილისა და სამოტივაციო წერილის მომზადებას, პორტფოლიოს სწორად შეკვრას და ინტერვიუსთვის მზადებას. ასევე გეხმარება სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში

სასწავლო პროგრამა

გრაფიკული დიზაინის კურსი

ტექნოლოგიური და ციფრული საფუძვლები

ციფრული და მედია წიგნიერება

ციფრულ გარემოში მუშაობის პრინციპები

დიზაინერის სამუშაო ინსტრუმენტების ეკოსისტემა

დიზაინის საფუძვლები და ვიზუალური აზროვნება

დიზაინის თეორია — კომპოზიცია, ფერი, ტიპოგრაფია

გრაფიკული დიზაინის საფუძვლები

დიზაინი და ხელოვნება — ვიზუალური კულტურის საფუძვლები

რასტრული დიზაინი

Adobe Photoshop

ფოტო და გრაფიკული მასალის დამუშავება

სარეკლამო და ციფრული ვიზუალების შექმნა

Adobe Photoshop საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება

ვექტორული დიზაინი

Adobe Illustrator

ლოგოების, აიქონებისა და ილუსტრაციების შექმნა

ვექტორული გრაფიკის გამოყენება ბრენდინგში

Adobe Illustrator საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მომზადება

ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა

ბრენდის ვიზუალური სტრუქტურა

ლოგოს დიზაინი და ფერის სისტემა

ვიზუალური სტილის ჩამოყალიბება

Brand Book-ის შექმნის საფუძვლები

UI/UX დიზაინის საფუძვლები

ვებ და მობილური ინტერფეისების დიზაინი

მომხმარებლის გამოცდილების (UX) საბაზისო პრინციპები

ინტერფეისის ვიზუალური სტრუქტურა (UI)

Motion Design

მოძრავი გრაფიკის საფუძვლები

Adobe After Effects

ანიმაცია და დინამიკური ვიზუალები

დამატებითი პრაქტიკული მიმართულებები

AI ინსტრუმენტების გამოყენება დიზაინში

რეალურ პროექტებზე მუშაობა

ქრეათონები და შიდა დიზაინ კონკურსები

ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოება

პორტფოლიო და სადიპლომო პროექტი

პროფესიული პორტფოლიოს შეკვრა

ნამუშევრების პრეზენტაცია

სადიპლომო პროექტზე მუშაობა

კარიერული განვითარება

პროფესიული CV-ის შექმნა და რევიზია

LinkedIn პროფილის სწორად აწყობა და ოპტიმიზაცია

სამოტივაციო წერილის მომზადება

პორტფოლიოს სტრუქტურირება და პრეზენტაცია

გასაუბრებისთვის მომზადება

დეტალური ინფორმაციის გადმოწერა

სწავლის ფორმები

გრაფიკა და დიზაინი

განრიგი
კვირაში 3 დღე 2 საათი ჰიბრიდული სწავლება: აკადემიაში პრაქტიკული ლექციები და კვირაში ერთი ონლაინ შეხვედრა რეალური სამუშაო გარემოს გამოცდილებისთვის.
ხანგრძლივობა
18 თვე
ასაკი
18-55 წელი
გაკვეთილის დრო:
10:00-12:00; 18:00-20:00; 20:00-22:00

კომპანიები რომლებთანაც ვთანამშრომლობთ 👇

👇

companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work
companies where our students work

კურსდამთავრებულთა წარმატების ისტორიები

student avatar
კონსტანტინე თოხაძე
IT Academy Step Georgia, Kutaisi International University

სწვალობს IT Academy STEP-ში გრაფიკა და დიზაინის მიმართულების კურსზე 2 წელია, მან  გადაწყვეტილება მიიღო მიეტოვებინა მაგისტრატურის კურსი და სწავლა გაეგრძელებინა აკადემიაში, სწავლის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ IT Academy STEP-ში გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სტაჟირებაზე დაიწყო პრაქტიკების გავლა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება და პრაქტიკა შესძინა სწავლის პარალელურად თავის პროფესიაში.

ისტორიის სრულად წაკითხვა
student avatar
ლუკა ქარდავა
-

ლუკა თითქმის 2 წელია ჩვენი აკადემიის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტია. ჯერჯერობით არ მუშაობს, თუმცა თავისი პროფესია იპოვა და სწავლის დასრულების შემდეგაც გეგმავს იგივე მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა.

ისტორიის სრულად წაკითხვა
student avatar
გიორგი ბერიანიძე
ფრილანსერი

გიორგი ბერიანიძე - 18 წლის IT Academy STEP-ში სწავლობს დაახლოებით 2 წელია გრაფიკა-დიზანის მიმართულებაზე და იგი არის აკადემიის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი.

ისტორიის სრულად წაკითხვა
student avatar
გოგა მარგიანი
გასტრონავტი, უნივერსიტეტი (KIU), IT Academy Step Georgia

მზად ხართ სწავლის დასაწყებად?

დაჯავშნე ადგილი ჯგუფში — მოითხოვე კონსულტაცია და მიიღე ინფორმაცია პროგრამის შინაარსზე, გრაფიკზე, კურსზე ჩარიცხვის პირობებსა და თქვენზე მორგებულ გადახდის ფორმებზე.

ხშირად დასმული შეკითხვები

ვისთვის არის განკუთვნილი გრაფიკული დიზაინის პროგრამა და შემიძლია თუ არა ნულიდან დაწყება?

პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე მათთვის, ვისაც კარიერის შეცვლა სურს ან უკვე აქვს საბაზისო ცოდნა. სწავლა იწყება საფუძვლებიდან და არ მოითხოვს წინასწარ დიზაინერულ გამოცდილებას.

რას შევისწავლი პროგრამის განმავლობაში?

პროგრამა მოიცავს დიზაინის საფუძვლებს, Adobe Photoshop-სა და Illustrator-ს, ბრენდინგსა და ვიზუალურ იდენტობას, UI/UX დიზაინის საფუძვლებს, Motion Design-ს (After Effects), AI ინსტრუმენტების გამოყენებას დიზაინში და პროფესიული პორტფოლიოს შექმნას.

რამდენ ხანს გრძელდება პროგრამა და როგორი გრაფიკით მიმდინარეობს სწავლა?

პროგრამის ხანგრძლივობაა 18 თვე. სწავლა მიმდინარეობს ჰიბრიდულ ფორმატში — ლექციების ნაწილი ტარდება IT Academy STEP Georgia-ს აუდიტორიებში, ნაწილი კი ონლაინ. მოქნილი გრაფიკი საშუალებას გაძლევთ, სწავლა და სამუშაო ერთმანეთს შეუთავსოთ.

ვინ ასწავლის და როგორ უზრუნველყოფილია სწავლების ხარისხი?

სწავლება მიმდინარეობს აკადემიის მიერ შემუშავებული ერთიანი პროგრამისა და მეთოდოლოგიის მიხედვით. მენტორები არიან მოქმედი დიზაინერები და პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც გადიან მრავალსაფეხურიან შერჩევას. სწავლების ხარისხზე პასუხისმგებელია აკადემია.

შეიქმნება თუ არა პორტფოლიო და რას მოიცავს კარიერული მხარდაჭერა?

დიახ. პროგრამის განმავლობაში შექმნით პროფესიულ პორტფოლიოს რეალური პროექტებით. კარიერული განვითარების გუნდი დაგეხმარებათ CV-ის, LinkedIn- ის პროფილისა და სამოტივაციო წერილის მომზადებაში, ასევე სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში.

რა დოკუმენტს მივიღებ პროგრამის დასრულების შემდეგ?

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი დიპლომი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოემზადოთ და ჩააბაროთ Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკაციის გამოცდები.

განახლდება თუ არა სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ცვლილებების შესაბამისად?

დიახ. IT Academy STEP Georgia-ს სასწავლო პროგრამები ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებასა და გლობალურ ტექნოლოგიურ ტრენდებს. პროგრამა პერიოდულად განახლდება ინდუსტრიის ცვლილებებისა და საქართველოს ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით.

რა ღირს გრაფიკული დიზაინის პროგრამა?

პროგრამის ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია გადახდის ფორმაზე, მოქმედ შეთავაზებებსა და კონკრეტულ სასწავლო ნაკადზე. ზუსტი ინფორმაციისთვის დატოვეთ განაცხადი — IT Academy STEP Georgia-ს კონსულტანტი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით თქვენზე მორგებულ დეტალებს.

მჭირდება თუ არა ხატვის ნიჭი გრაფიკული დიზაინის შესასწავლად?

არა, ხატვის ნიჭი აუცილებელი არ არის. თანამედროვე გრაფიკული დიზაინი ეფუძნება ვიზუალური აზროვნების პრინციპებსა და ციფრული ინსტრუმენტების ფლობას — არა ხელით ხატვის უნარს. ამ პრინციპებსა და ინსტრუმენტებს კურსზე ნულიდან შეისწავლით.

რა კომპიუტერი ან აღჭურვილობა მჭირდება სწავლისთვის?

სწავლისთვის რეკომენდებულია კომპიუტერი მინიმუმ 16GB ოპერატიული მეხსიერებით (RAM), თანამედროვე მრავალბირთვიანი პროცესორითა და SSD დისკით. Adobe Photoshop-ისა და After Effects-ის კომფორტული მუშაობისთვის ეს მინიმალური მოთხოვნაა. კონკრეტულ სპეციფიკაციებს კონსულტანტი დაგიზუსტებთ რეგისტრაციისას.

დაიწყეთ სწავლა

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა