IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

გრძელდება აბიტურიენტთა მიღება IT Academy Step Georgia-ში. ვფიქრობ რეკლამა ნაკლებად გვჭირდება, რადგან 5 წლის განმავლობაში საკმაოდ მყარი ნიშა დავიმკვიდრეთ ინოვაციურ-ტექნოლოგიურ სფეროში, საქართველოს თითქმის მთელმა მოსახლეობამ გაგვიცნო, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩავატარეთ, ჩვენს თაობას ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია, გავუზიარეთ ჩვენი სამომავლო გეგმები, მიღწევები, სწავლების უნიკალური პროგრამა, ინოვაციური მეთოდები და რაც მთავარია, ახალგაზრდებს და მოზრდილებს გავაცანით ჩვენი სტეპერების სტუდენტების მეგობრობა, რომელსაც ასე ძალიან აფასებენ ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.

ჩვენს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ, თქვენ ხდებით არა მხოლოდ აკადემიის სტუდენტი, არამედ ჩვენი უზარმაზარი ოჯახის წევრი, სადაც ყველა პირობას მიიღებთ არა მხოლოდ სწავლისთვის, არამედ სოციალურ საზოგადოებაში განვითარებისთვის, რის დახმარებითაც ურთიერთობის წრეს გააფართოებთ, ბევრ საინტერესო მეგობარს შეიძენთ, გახდებით ინტელექტუალური მექანიზმის ნაწილი, რომლის ბორბალიც გაუჩერებლად ტრიალებს ზუსტი საათის მექანიზმის მსგავსად, რომლის დროც დიდი სისწრაფით და პროგრესიით მიგვაქროლებს, გადაგვაქცევს უფრო მყარ, გამძლე და განვითარებულ ადამიანად, ჩაგვითრევს თავის ბუნებრივ, შეუქცევად პროცესებში, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ და ვეცდებით გავაუმჯობესოთ და გავუადვილოთ ცხოვრება მთელს კაცობრიობას. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  და დავნერგოთ უნიკალური, ტექნოლოგიური პროგრამები, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლებთან ერთად გამოვიგონოთ ყველაფერი ის, რაც ხალხის და მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ იმუშავებს.

ნუ დაჯდებით უსაქმოდ, თქვენ ქვეყანას, მთელ მსოფლიოს სჭირდებით, თქვენი დაფარული უნარ-ჩვევები სჭირდება კაცობრიობის განვითარებას, მობრძანდით და ყველას დაუმტკიცეთ, რომ თქვენ გახდებით გენიალური პროგრამისტი, განუმეორებელი გრაფიკული დიზაინერი, მსხვილი ქსელების ადმინისტრატორი, დადგებით კიბერ უსაფრთხოების სადარაჯოზე, გახდებით შეუცვლელი სპეციალისტი, რომელიც სახელს გაუთქვამს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საკუთარ პროექტებს და მიღწევებს, საკუთარ იდეებს, რომლებიც მატერიალიზებული და განხორციელებული იქნება და მთელ კაცობრიობას სარგებელს მოუტანს.

IT აკადემია სტეპში კვლავ გრძელდება ახალგაზრდა სტუდენტების მიღება სასწავლებლად. მოზარდი სტეპერების წრე მუდმივად ფართოვდება და წინა მიღებისგან განსხვავებით, როცა მთელ მსოფლიოში 58 ფილიალი იყო შექმნილი, ახლა უკვე 100 ფილიალამდე გაიზარდა.

                                     დარეგისტრირდი ახლავე 

სირთულეების ნუ შეგეშინდებათ, გვერდზე გადადეთ საკუთარი კომპლექსები, თუ გაქვთ და წინსვლაში ხელს გიშლით, დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას, მოიკრიბეთ მთელი თქვენი ძალისხმევა და მობრძანდით ჩვენთან, სტეპერებთან და თქვენ გაიგებთ და იგრძნობთ, რომ თქვენი ადგილი იპოვეთ, თქვენი მეორე სახლი იპოვეთ, რადგან ჩვენ ვართ ...

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.com

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია