IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ჩვენი ახალი აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტთა მიღება გრძელდება, როგორც აღმოჩნდა IT განათლების მიღების მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია. მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი ახალგაზრდობისთვის მიგვეწოდებინა ის, რომ ეს არა მხოლოდ დღევანდელი დღის აქტუალური საკითხია, არამედ მომავლის, თან როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ჩვენთვისაც.

ამ ყველაფრის მიღმა დგას განვითარების მთელი ტექნოლოგიური პროგრესი მსოფლიოში. ბევრი პროფესია, როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ აღარ არსებობს, ხოლო ბევრი უფრო სრულყოფილმა პროფესიებმა ჩაანაცვლეს, ნებისმიერი ტექნიკის მსგავსად, შედარებით მოძველებული შეცვალა უფრო ახალმა, კომპიუტერიზირებულმა, უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით. თუ შეამჩნიეთ, დრო ისე სწრაფად გარბის, რომ რთულია დაეწიო მაღალ ტექნოლოგიურ მიღწევებს.

კომპიუტერი, ლეპტოპი, პლანშეტი, სმართფონი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაღაზიებში მხოლოდ ახალს ვხედავთ, რომელსაც სხვადასხვა ფირმები წარმოადგენენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ჩვენ არ ვიცით, მხედველობაში გვაქვს ის ნამუშევრები, რომლებიც ძალიან მალე გამოჩნდება. ამ ყველაფერზე მუშაობენ სპეციალისტები, ინჟინრები, ელექტრიკოსები, პროგრამისტები და ა.შ. ამ ყველაფრიდან კი შეგვიძლია დასკვნა გამოვიტანოთ, რომ IT განათლება არის მომავალი, რომელიც არ ძველდება, პირიქით მუდმივად ვითარდება. IT Academy Step-ში, თქვენ, ჩვენი ბავშვები, ახალგაზრდები მიიღებთ მრავალმხრივ განვითარებას, აიმაღლებთ საკუთარ ინტელექტუალურ დონეს და გახდებით ჩვენი მაღალ განვითარებული ცივილიზაციის უზარმაზარი მექანიზმის ნაწილი.

შეიძინეთ უნარ-ჩვევები, სპეციალობა, არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ერთდროულად და მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრების/წლების განმავლობაში დაკავებული იქნებით საინტერესო, მაღალ ანაზღაურებადი საქმით.

დაგვირეკეთ, მობრძანდით და არ გადადოთ საკუთარი კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის, ჩვენ მუდამ თქვენთან ვართ, რადგან ჩვენ ვართ...

საერთაშორისო ბრენდი, მთელ მსოფლიოში არსებული 83 ფილიალიდან ერთ-ერთი

IT Academy Step 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა