IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

ახლა ჯეფ ბეზოსის ჯერია – შექმნას ისტორია კოსმოსში ფრენით!

და აი ეს დღეც დადგა!


დღეს კომპანია ,,ამაზონის’’ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ,,Blue Origin’’-ის ხომალდით ,,New Shepard’’ კოსმოსში მიფრინავს!

ის რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდით, ყოველთვის აუხდენელი და წარმოუდგენელი არ არის.

ზუსტად 52 წლის წინ, 1969 წელს, ჯეფ ბეზოსი 5 წლის ბავშვი იყო, რომელიც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა. იმ დროს, ალბათ სულ არ უფიქრია, რომ დადგებოდა დღე, როდესაც კოსმოსში საკუთარი კომპანიის კოსმოსური ხომალდით, საკუთარ ძმასთან ერთად გაფრინდებოდა.

და აი ეს დღეც დადგა.

2021 წლის 20 ივლისს, კომპანია ,,ამაზონის’’ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ,,Blue Origin’’-ის ხომალდით ,,New Shepard’’ კოსმოსში გაფრინდება.


 

„კოსმოსში მოგზაურობაზე ვოცნებობ მას შემდეგ, რაც ხუთი წლის გავხდი. 20 ივლისს ამ მოგზაურობაში ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. ეს იქნება უდიდესი მოგზაურობა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, - დაწერა ბეზოსმა 7 ივნისს, თავის ინტაგრამის გვერდზე.

,,Blue Origin’’-ის ცნობით, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა, მარკი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებიც კოსმოსში საკუთარი ხომალდით, ,,New Shepard’’-ით გაემგზავრებიან.

 

გაფრენამდე, ბეზოსმა დაანონსა აუქციონი. ვისაც სურდა კოსმოსში მასთან ერთად გაფრენა, კოსმოსური ხომალდის ბილეთში 28 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა.

გამარჯვებული შეირჩა, თუმცა მისი ვინაობა დღემდე უცნობია, რადგან ადამიანმა, რომელმაც 28 მლნ დოლარი გადაიხადა კოსმოსში წასვლას ვეღარ ახერხებს, რადგან უბრალოდ არ სცალია.
 

ეს შანსი კი 18 წლის ფიზიკის სტუდენტს ერგო.

როგორც ვიცით, ბეზოსისა და მარკის გარდა, ,,New Shepard’’-ით გაფრინდება კიდევ ორი ადამიანი - 18 წლის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ოლივერ დაემონი და 82 წლის ვოლი ფანკი, რომელიც ერთ-ერთი იყო ,,ნასას’’ მიერ დადგენილი მისიის, ,,Mercury 13’’-ის ეკიპაჟში. ისინი გახდებიან ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხნიერი ადამიანები, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ.
 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა