IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

გთხოვთ დაადასტუროთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას გამოვიყენოთ მიღებული ინფორმაცია მხოლოდ ჩვენს კომპანიაში და არ გავუზიაროთ იგი მესამე პირებს.

დეტალები

გაუფრთხილდით დროს, იგი ოქროზე ძვირფასია!

ჩვენც განვაახლეთ სასწავლო პროცესი, ზუსტად რომ საუკეთესო დროა ცოდნის გასაღრმავებლად. 

დამეთანხმებით, ყოველთვის ასეა: როცა გარეთ ცივა - ისეთ თბილ, კომფორტულ და ყოველმხრივ მოწყობილ გარემოში, რასაც გიქმნით IT აკადემია STEP, მაქსიმალურად გინდა გაატარო მთელი დრო საკუთარ მეგობარ-სტუდენტებთან ერთად, რომლებიც ყოველმხრივ ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში, მუშაობენ საკუთარ თავზე, ეუფლებიან აიტი მიმართულებებს, სწრაფად და ეფექტურად მიიწევენ დასახული მიზნისკენ.  სწავლისგან თავისუფალ დროს კი,  რა უნდა იყოს  უკეთესი აკადემიის კაფე Seventh Floor-ში ცხელ ფინჯან ყავას ან ჩაისთან ერთად  განიხილოთ და გაუზიაროთ საკუთარი მიღწევები სტეპერებმა. 

მრავალი მათგანი  ტკბება საკუთარი წარმატებებით,  დიდი უმრავლესობა კმაყოფილია თავისი პროდუქტიული ნამუშევრებით, რომლის პრეზენტაციასაც აწყობენ  წამყვანი ტელევიზიების მეშვეობით,  სხვანი კი ჩაფლულნი არიან სტარტაპების მომზადებაში, რითიც სასიამოვნოდ გაგვაკვირვებენ უახლოეს მომავალში. ჩვენი მომავალი თაობა,  დროს სასიამოვნოდ ატარებენ რა თავის ინტელექტუალურ მეგობარ-რობოტებთან, ასევე მთელ ძალისხმევას მიმართავენ აკადემიაში ნასწავლი ცოდნის რეალობაში განსახორციელებლად და საკუთარი მშობლების აღსაფრთოვანებლად. 

და მოგმართავთ თქვენ, ვინც ჯერ კიდევ სახლებში იმყოფებით და ისევ გეგმების დაწყობით ხართ დაკავებული,  დრო ხომ უფრო სწრაფად და სწრაფად  მიქრის და  ვერც კი  მოასწრებთ უკან მოხედვას, რომ ზაფხული მოგიკაკუნებთ კარზე, დრო დასვენების და უქმეების, ხოლო სწავლის მიღების პროდუქტიული დრო თქვენთვის უკვე დაკარგული იქნება.

გამონახეთ დრო, გამოსცადეთ ჩვენი აკადემიის  ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ არა ერთი, არამედ მთელი 7 სპეციალობა აიტი მიმართულებით. მოდით ჩვენთან და თქვენ არ ინანებთ!

7 სპეციალობა 1-ს ნაცვლად, ახალი მეგობრები ჩვენი სტუდენტი სტეპერების სახით, საინტერესო  ლექციებით დატვირთული   პროდუქტიული დღეები,  მრავალი პრაქტიკოსი ლექტორი, რომელთა სახითაც  გაიფართოვებთ პროფესიონალურ სანაცნობო წრეს, სტარტაპები- რომლებშიც სავარაუდოდ თქვენც მალე მიიღებთ მონაწილეობას და მრავალნი გაგიცნობენ როგორც ნიჭიერ სპეციალისტს, და ბოლოს,  წარმატებული მომავლის ოქროს გასაღები:  მყარი გარანტი ჩვენთან მიღებული მაღალპროფესიული ცოდნის, რომელიც გაგიღებთ  ყველა წამყვან აიტი კომპანიის კარს, სადაც ითხოვენ ისეთ წარმატებულ პროფესიონალებს, როგორიც იქნებით მომავალში თქვენ.

დაფიქრდით კარგად, რას გინდათ რომ მიაღწიოთ ცხოვრებაში? 

თუმცა იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ამად ღირს !! 

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია  Step

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა