IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

INTEL 53 წლის გახდა

1968 წლის 18 ივლისს ნახევარგამტარების ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია  - Intel-ი დაფუძნდა. დღეს მათი მიკროპროცესორების პოვნა თითქმის ყველა პერსონალურ კომპიუტერში არის შესაძლებელი.

Intel-ი ( ინტეგრირებული ელექტრონიკის კორპორაცია) ინჟინერმა გორდონ მურმა და ფიზიკოსმა რობერტ ნოისმა დააარსეს. მოგვიანებით მათ გუნდს ენდი გროუვი შეუერთა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა და Intel-ის სახე გახდა.

 

Intel-მა პირველ წარმატებას 1971 წელს მიაღწია, როდესაც იაპონური კომპანიის „Busicom-ის“ დაკვეთით 4-ბიტიანი მიკროპროცესორი - 4004 დაამზადა. იაპონური კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო, Intel-მა შეძლო მიკროპროცესორზე პატენტის მოპოვება, ხოლო მათი პროცესორით დამზადებულ კალკულატორებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მათი პოპულარულობაც.

Intel-მა გაამარტივა და გააუმჯობესა კომპიუტერების შექმნის პროცესი. დღეს კომპანია თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა Apple, Lenovo, HP და DELL. Apple-ს MacBook Air შექმნაც Intel-ს უკავშირდება, რომელმაც მოახერხა და ლეპტოპისთვის მინიატურული ფორმის პროცესორის დამზადება შეძლო.

 

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა