IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

მათთვის ვინც არასწორად ფიქრობს ჩვენზე!

ამ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გაჟღერდა არაკეთილმოსურნე ადამიანების პოსტები, რომელიც ტალახს სცხებს აკადემიას და ხშირ შემთხვევაში ვითომდა ჩვენი სტუდენტების სახელით საუბრობენ.

ჩვენს აკადემიაში თავიდანვე ჩადებულია არამარტო განათლების ფუნდამენტი, არამედ ყურადღება  ეთმობა აკადემიასა და მის სტუდენტებს შორის  ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერას, როგორც ეს ხდება ოჯახში. რა თქმა უნდა გვქონდა ბევრი პრობლემა და გაუგებრობა, რომლებსაც ჩვენს სტუდენტებთან ერთად ვჭრიდით და  საღი მსჯელობის დამსახურებით ვპოულობდით ერთობლივ გამოსავალს, ბევრ საკითხში რჩევებს ვიღებდით საერთაშორისო სპეციალისტებისგან და გამოცდილი ადამიანებისგან, მათი დახმარებით ჩვენ მუდმივად ვამაღლებთ გაწეული სერვისის ხარისხს.

თუ ფიქრობენ, რომ ვართ ასეთი გამოუცდელები, არაკომპეტენტურები, გაუნათლებლები და ჩვენი სტუდენტები ჩვენგან გარბიან, მაშინ თავად  ასეთმა „განვითარებულებმა“ ბრმად რატომ გადაწყვიტეს დაეწყოთ სწავლა ჩვენს აკადემიაში? თუ ისინი შეხვდნენ რაიმე პრობლემას რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ თავდაპირველად ჩვენს ლექტორებთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან მოეგვარებინათ  შექმნილი პრობლემა?

მათი მხრიდან წამოსული ბრალდებები ცარიელი და უსაფუძვლოა, ეს ყველაფერი იმის შესახებ ხომ არ მეტყველებს, რომ მათ თავად აქვთ პირადი პრობლემები, რომლის შესახებ საუბარიც კი არ სურთ, უაზროდ საუბრობენ ფინანსურ სქემებზე, სწავლების ხარისხის გამო სტუდენტების გადინებაზე, სინამდვილეში კი არც კი უნდათ ყურად იღონ ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში შექმნილი პანდემიური და  ეკონომიკური კრიზისი, რომლის გამო უამრავი ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და საარსებო პურის ფულიც კი აღარ აქვთ.  სახლში თბილად მოკალათებული ჯდომა და იქიდან ხალხის დამოძღვრა, ყველაზე მარტივია, როდესაც ქვა ქვაზე არ დაგიდია არც ქვეყნის და არც გაჭირვებულის სასიკეთოდ.  ჩვენ ბევრჯერ შევხვდით ამ სახის უსაფუძვლო ინტრიგებს და ეს ჩვენთვის სიახლე არ არის. თუ პრობლემა არსებობს აკადემიის შიგნით ის ყოველთვის მოგვარებადია და ერთობლივი თანამშრომლობით უნდა გადაიჭრას.

ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები და პოპულისტური გამოხტომები მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი პიარია, რომელიც კონკურენტების ხრიკებს ჰგავს, თქვენდა სამწუხაროდ ასეთი გამოხტომები  ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს.

აკადემია გირჩევთ აიმაღლოთ თქვენი ემოციური ინტელექტი, იყავით ობიექტური, არსებითად ისაუბრეთ, თუ გაქვთ შეკითხვები დასვით სწორი მისამართით და რაც მთავარია გიყვარდეთ მოყვასი თქვენი.

ვისაც გაქვთ სურვილი აკადემიას შეუძლია მოიწვიოს გამოცდილი პროფესიონალები და თავისი საქმის ექსპერტები და გავმართოთ ღია დებატები პირდაპირ ეთერში.

 

თქვენი სანდო პარტნიორი, მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP, დღეს უკვე 100+  ფილიალით მთელ მსოფლიოში.

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა