მართე სწორად კომპანიის სოციალური ქსელები, შეისწავლე ციფრული მარკეტინგი!
06.01.2021
ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნებაც
დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.
- როგორ მოვახდინოთ კომპანიის, ბიზნესის ან პროდუქტის პოზიციონირება?
- როგორ დავაინტერესოთ მომხმარებელი და გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია?
- როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
- როგორ ვაქციოთ ჩვენი ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
- როგორ გახდეთ ინფლუენსერი?
პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:
- რა არის ციფრული მარკეტინგი
- რა არის ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები
- როგორ შევქმნათ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
- როგორ შევქმნათ ჩვენი ბრენდი და სავიზიტო (ლენდინგ) გვერდი
- როგორ მოვახდინოთ ჩვენი გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO), Wordpres - ის ბაზაზე აწყობილი ვებგვერდის მაგალითზე.
- როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და დავსახოთ მათთან მისაწვდომი არხები
- როგორ შევქმნათ და ვმართოთ სოციალური ბიზნეს გვერდები
- როგორ შევქმნათ თვალის მომჭრელი რეკლამები სოციალური ქსელებისთვის
- როგორ მივაწოდოთ მომხმარებლებს სიახლეები, აქციები და ვაწარმოოთ მუდმივი ვიზუალური კომუნიკაცია მათთან
- როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით და მივიღოთ მეტი მოგება
- როგორ მოვახდინოთ ლიდების გენერაცია და ავაწყოთ გაყიდვების არხები (Funnel)
- როგორ მოვახდინოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯმენტი
აითვისეთ: Facebook Business/ADS Manager, Instagram, LinkedIn, YouTube, SEO, HTML5 საწყისები Wordpres და მრავალი სხვა
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე
დარეგისტრირდი ახლავე
სწავლების ფორმა
სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე, ინოვაციური შერეული დისტანციური სწავლების მეთოდზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს.
ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.
სინქრონული დისტანციური მეთოდის დროს – ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ პედაგოგს ექნებათ აქტიური მუშაობის და ურთიერთობის საშუალება ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმში.
პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკურ სივრცეში - აკადემიის ლაბორატორიაში განვლილი თეორიული მასალის შესაბამისი პრაქტიკული სავარჯიშოები
შერეული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!