IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

პირველი კაცი მთვარეზე - ეს დღე ისტორიაში

52 წლის წინ, ზუსტად 20 ივლისს, ერთმა ადამიანმა პატარა ნაბიჯი გადადგა და კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ისტორიას ყოველთვის წლები და საუკუნეები არ ქმნიან. ზოგჯერ, ის შეიძლება ადამიანის მხოლოდ ერთი ნაბიჯით დაიწეროს და კაცობრიობის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს.

მსოფლიოს ისტორიაში, ასეთი ნაბიჯი 1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელმა კოსმონავტმა და მფრინავმა, ნილ არმსტრონგმა გადადგა, რომელიც ,,NASA’’-ს პირველ პილოტირებულ მისიას, ,,აპოლო 11’’-ს ხელმძღვანელობდა.

1962 წელს, ,,NASA’’-ს მიერ შერჩეული პირველი ადამიანი, რომელიც მთვარეზე გაივლიდა ნილ არმსტრონგი იყო.

1969 წლის 19 ივლისს, ,,NASA’’-ს კოსმოსურ სადგურზე ,,აპოლო 11’’-ის მისიაში ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი: ედვინ ბაზ ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინსი (საკომანდო მოდულის პილოტი) მონაწილეობდნენ. მისიას ნილ არმსტრონგი ხელმძღვანელობდა, მისიის საბოლოო მიზანი ადამიანის მთვარეზე დაჯდომა და დედამიწაზე დაბრუნება იყო.

1969 წლის 20 ივლისს, ,,აპოლო 11’’ მთვარეზე დაეშვა. კაფსულა ,,არწივიდან’’ დედამიწაზე მყოფი 600 მილიონი ადამიანის გასაგონად, რომლებიც ,,აპოლო 11’’ -ის მისიას ტელევიზიით გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს, გაისმა ნილ არმსტრონგის ხმა: ,,ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა, არწივი დაჯდა’’.

1969 წლის 21 ივლისის დილას, ედვინ ოლდრინმა პირველმა აღმართა აშშ-ს დროშა მთვარის ზედაპირზე.

ნილ არმსტრონგი მთვარეზე 2 საათსა და 31 წუთს იმყოფებოდა. მან ამ დროში 250 მეტრი გაიარა.

კოსმონავტებისთვის პატარა, ხოლო კაცობრიობისთვის უდიდესმა ნაბიჯმა, 1969 წლის 20 ივლისიდან დღემდე, ადამიანისა და კოსმოსის ურთიერთობის ახალ ერას ჩაუყარა საფუძველი.

დღეს, 2021 წლის 20 ივლისს ისტორიული მოვლენიდან 52 წელი გავიდა, კოსმოსის შესწავლა კვლავ გრძელდება. ეს ხომ სივრცეა, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს გვინახავს. 

 

 

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა