IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

პროგრამისტის პერსპექტივა და პრივილეგიები

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენს დროში და მომავალშიც ავტომატიზაცია და კომპიუტერიზაცია გარდაუვალია. ელექტრონული მანქანების, კომპიუტერების და რობოტექნიკის უპირატესოა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პრაქტიკულად არ ისვენებენ, არ ავადმყოფობენ, არ აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში და ყველაზე მთავარი, მათთვის ხელფასის გადახდა საჭირო არ არის. ყველაფერი ამის წყალობით, პროგრამისტებს მუდმივად აქვთ სამუშაო. ყველა ამ პროცესთან ერთად მოძველდება და უბრალოდ გაქრება ბევრი პროფესია, ისეთები როგორიცაა: გამყიდველი, ქოლ ცენტრის ოპერატორი, მდივანი, ზოგიერთი საბანკო სამსახური და ა.შ. მათ ადგილს დაიკავებს ერთი პროგრამისტი, რომელიც მოემსახურება ნეიროქსელს. რადგან, როგორიც არ უნდა იყოს თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, მას მომსახურება სჭირდება, თვით პროგრამებიც (soft) სრულყოფას მოითხოვს. მაგალითისთვის ავიღოთ ტერმინალები, ავტომოპასუხეები. ყველაფერი ესენი დღევანდელი რეალობაა. მაგრამ ბევრს აზრადაც არ მოსდის, რომ მათ შეამცირეს ბევრი თანამშრომლის შტატი. მათ, ვისაც ეჭვი ეპარება პროგრამისტის პროფესიის აქტუალურობაში, შეუძლიათ დასკვნა თავად გამოიტანონ. კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი, სმარტ საათი, კომპიუტერული მართვის სისტემები, დრონი პროგრამისტების უამრავ რაოდენობას მოითხოვს.

პროგრამისტების პრივილეგიები კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მათ შეუძლიათ მუშაობა დისტანციურად, მაშინ, როცა მათთვის მოსახერხებელია, მთავარია შეასრულონ დამკვეთის მოთხოვნა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება სხვა ქვეყანაში წასვლა და იქიდან მუშაობა. ბევრი სახლიდან გაუსვლელადაც კი მუშაობს.

იმისთვის, რომ გახდეთ პროგრამისტი, საჭირო არ არის უნივერსიტეტში 5-6 წლის გატარება, პროგრამისტები ხდებიან თვითნასწავლი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ დიპლომი. STEP აკადემია გთავაზობთ გამოცდილების, პროფესიონალური უნარ-ჩვევების მიღებას, რის შემდეგაც სტუდენტი გადადის მაღალანაზღაურებად სამსახურში.

ჩვენთან ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მიმართულება, როგორიცაა ვებ-დეველოპერი, პროგრამისტი, ვებ დიზაინერი, კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი და ბევრი სხვა... აკადემიის დამთავრების შემდეგ მიიღებთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს.

მობრძანდით ჩვენთან, STEP-ის კარი თქვენთვის მუდმივად ღიაა, რადგან ჩვენ ვართ...

საერთაშორისო ბრენდი მთელ მსოფლიოში 83 ფილიალიდან ერთერთი

IT Academy STEP 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა