IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

დაიწყე Front-end პროგრამირების შესწავლა ნულიდან!

 

დიდ კორპორაციაში მუშაობა გინდა თუ ფრილანსერად ფიქრობ ჩამოყალიბებას, Front-end ვებ-პროგრამირება იდეალურია შენი გეგმებისთვის.

 

იცი რატომ გეძლევა ამხელა მოქნილობა ამ პროფესიასთან ერთად?

 

იმიტომ, რომ Front-end დეველოპერები, დღეს ძალიან მოთხოვნადი პროფესიონალები არიან.

 

ვებსაიტი კომპანიის სავიზიტო ბარათია და დღეს, თითქმის ყველა კომპანიას აქვს ვებ-გვერდი, სადაც წარმოაჩენს თავის საქმიანობას. შენ კი შეგიძლია დაეხმარო კომპანიას მათი საიტის ვიზუალისა და ფუნქციონირების შექმნაში. შენ შექმნი და ჩამოაყალიბებ ყველაფერს, რასაც მომხმარებელი ხედავს და რასთანაც შედის ურთიერთობაში.

 

ამაში დაგეხმარება HTML5, CSS3 და JavaScript კომპიუტერული ენები, რისი შესწავლის საშუალებაც გექნება IT აკადემია Step-ში.

 

 

 

დღევანდელი მომხმარებელი ძალიან ბევრ მოწყობილობას ხმარობს (კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი და სხვა). მათი მოთხოვნები და სურვილებიც იცვლება და იზრდება. მათი გამოცდილება კი, ვებსაიტებთან ურთიერთობისა, კომფორტული, სწრაფი და მოსახერხებელი უნდა იყოს.

 

 

 

  • ისწავლე როგორ უნდა შექმნა სასიამოვნო და პრაქტიკული ვებ-გვერდი
  • ისწავლე ვებ-გვერდის სტრუქტურირების პრინციპები, რათა ინფორმაცია ადვილი წასაკითხი და მიმზიდველი იყოს
  • ისწავლე ისეთი ვებ-გვერდის აწყობა, რომელსაც მომხმარებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან გახსნის იდეალურად
  • ისწავლე როგორ უნდა შექმნა ლენდინგ გვერდები - ერთ გვერდიანი საიტები, რომლებიც დღეს კომპანიის წარმატებისა და SEO-ს განუყოფელი ნაწილია
  • ისწავლე ვებ-გვერდის ინტერნეტში გამოქვეყნების საბოლოო ნაბიჯები 

 

 რასთან მექნება საქმე კურსის განმავლობაში?

 

  • ისწავლი HTML5-ს, ენას, რომელიც დაგეხმარება შეცვალო ტექსტი ვებსაიტზე, დაყო პარაგრაფებად, სათაურებად და სიებად.
  • გაიგებ თუ როგორ მუშაობს ვებ-სივრცე, რა არის სერვერი და ჰოსტინგი და სხვა.
  • აიმაღლებ ციფრულ წიგნიერებას
  • შეისწავლი Javascript-ს და შეძლებ ვებგვერდის ანიმაციებითა და სხვა ელემენტებით დატვირთვას (სლაიდშოუ, დროპ-მენიუ, სხვა). Javascript-ის მეშვეობით, ვებსაიტს მომხმარებლისთვის უფრო პრაქტიკულს და მიმზიდველს გახდი.
  • შეისწავლი CSS3, რომლის მეშვეობითაც შეუთავსებ ვებსაიტს ყველა ტიპის მოწყობილობას და გახდი მას Google-სთვის ხილვადს.
  • შეისწავლი ვებგვერდის ვიზუალური ელემენტებით დატვირთვის ტექნიკას UI/UX დიზაინის მეშვეობით
  • გაიგებ თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვებსაიტზე ჩააშენო Google maps, Facebook Apk, Google analytics.

 

 

 

დეტალური ინფორმაცია 

 

 რის გაკეთებას შევძლებ პროგრამის დასრულებისას?

 

  • დაეხმარო კომპანიებს შექმნან ვებსაიტი და წარადგინონ თავიანთი თავი მომხმარებლების წინაშე ყველაზე პრაქტიკული სახით.
  •  შექმნა მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი, რომელიც მათ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის ყველაზე მიმზიდველი სახით
  • შეძლებ გამოიყენო სხვადასხვა ვებ-ინსტრუმენტი საიტის შექმნისა და მართვისთვის
  • შეეხება გექნება Back-end დეველოპმენტის საფუძვლებთან და დაიწყებ მომზადებას პროფესიული განვითარების ახალი ეტაპისთვის.

 

 ვის შეუძლია კურსზე დასწრება?

 

  • სტუდენტებს
  • მარკეტერებს
  • აბიტურიენტებს
  • სხვა პროფესიონალებს
  • ყველას, ვისაც სურს შეისწავლოს 21-ე საუკუნის პროფესია და გახდეს მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი თავის სფეროში.

 

IT აკადემია Step-ის პროგრამა ყველა მსურველზეა გათვლილი. განსაკუთრებით შედეგიანია პრაქტიკული ამოცანები, რომლის შედეგადაც ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შექმნათ პორტფოლიო.

 

რა თქმა უნდა, წარმატებული სტუდენტების, პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზეც ვზრუნავთ.  

 სწავლების მეთოდები

 

კურსი მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით.

 

 

  • სინქრონული სწავლების მეთოდი, გულისხმობს თანმიმდევრულ რეჟიმში სწავლებას, სადაც სტუდენტისა და პედაგოგის ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში.

    ასეთ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და პედაგოგის მიერ მოცემულ პრაქტიკულ სამუშაოებში.
  • ასინქრონული სწავლების დროს, თქვენ მოგეცემათ ვიდეო ლექციები, ტექსტური სასწავლო მასალა და პრაქტიკული დავალებები, რომლებიც წინასწარ არის გამზადებული.
  • პრაქტიკული დავალებები სრული კურსის განმავლობაში გექნებათ და დაგეხმარებათ ნელ-ნელა განავითაროთ თქვენი უნარები. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეძლებთ დააგროვოთ გამოცდილება, რასაც შემდეგ, ასახავთ პორტფოლიოში და გამოგადგებათ კლიენტებთან ურთიერთობის დროს.

 

 

შერეული სწავლების მეთოდი მხოლოდ ჩვენთან არ გამოგადგებათ. ეს არის ერთგვარი შემზადება მომავლის პროფესიებისთვის, მომავლის სამუშო პირობებისა და სწავლის მეთოდებისთვის.

 

 

 

 კურსი ხანგრძლივობა:

 

  • 6 თვე
    • 12 საათი ვიდეო გაკვეთილები
    • 144 საათი ასინქრონული ლექცია პედაგოგთან

 

 ღირებულება

 

IT აკადემია Step-ში კურსის ღირებულების დაფარვა შეგიძლიათ სრულად  განვადებით.

 

ვითვალისწინებთ რა, დღევანდელ პირობებს, გთავაზობთ შემსუბუქებულ ღირებულებას გადახდის ორივე მეთოდისთვის:

 

  • განვადება - 283 ლარი თვეში ( 347 ლარის ნაცვლად)
  • სრული დაფარვა - 1698 ლარი (2082 ლარის ნაცვლად)

 

 აქციები და ფასდაკლებები

 

  • 8%-იანი ფასდაკლება - თუ კი კურსის ღირებულებას სრულად დაფარავ
  • 10%-იანი ფასდაკლება - თუ კი მოიყვან მეგობარს (თითოეულ მოყვანილ მეგობარზე, 10%-იანი ფასდაკლება ემატება)
  • უფასო სწავლება - თუ კი მოიყვან 10 მეგობარს

 

 

 სპეციალური შეთავაზებები

 

ერთი კურსის შეძენის შემთხვევაში, ყოველი მომდევნო კურსის საწყის საფასურს 40% აკლდება. ამით, ჩვენ ვრწმუნდებით რომ თქვენ გაქვთ საშუალება კიდევ უფრო განავითაროთ თქვენი უნარები და შეისწავლოთ სხვადასხვა პროფესია.

 

 

 

 აი კიდევ რა დაგაინტერესებთ IT აკადემია Step-ში:

 

 

 

თუ დაინტერესდი, მაშინ 

 

დეტალური ინფორმაცია 

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 

 

 

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა