IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ტელეფონი უნდა იყოს ფორმატში
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

შეიძინე მომავლის პროფესია სკოლის ასაკშივე!

ალბათ კომუნისტების დროს ძნელად წარმოსადგენი, მაგრამ ადვილად განსახორციელებელი იყო სასკოლო პროგრამის პარალელურად დაუფლებოდი კომპიუტერულ ოსტატობასა და პროგრამირების საფუძვლებს.

წარმოიდგინეთ საკუთარი შვილი, რომელიც არა მარტო სასკოლო პროგრამას ითვისებს, არამედ ამავდროულად მომავლის პროფესიასაც ეუფლება-ამაზე ოცნება უახლოეს წარსულში წარმოუდგენელი იყო.  11 წელი საშუალო განათლება, 5-6 წ. უმაღლესი განათლება მაგისტრატურით და ხელში დიპლომით - ეს  გარანტია იყო ერთი პროფესიისა, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ემსახურებოდა ადამიანი.

ჩვენ კი,  საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP, გთავაზობთ ძვირფასო მშობლებო, რომ  თქვენმა შვილებმა  სასკოლო ასაკშივე შეიძინონ 6 ან 7 პროფესია. მას შეუძლია შეისწავლოს პროგრამირება და გრაფიკული დიზაინი. 

 

1. პროგრამირება 

 

 

 

გაიარე რეგისტრაცია 

 

 

იცოდი, რომ ვიდეო და მობილური თამაშების შექმნაში პროგრამისტები მონაწილეობენ? ალბათ ისიც გეცოდინება, რომ ვიდეო თამაშების ონლაინ სტრიმინგში თინეიჯერებიც კი ათასობით დოლარს იღებენ, ხოლო თამაშების დეველოპერები კი წარმატებული და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან.

 

IT აკადემია Step კი გაძლევს შანსს, დაეუფლო ამ პროფესიას სკოლის პარალელურად. არ დაკარგო არც ერთი წამი და ახლავე დაიწყე სასურველი პროფესიის შესწავლა.

  • მზად ხარ დაიწყო ვებგვერდების და ვებ აპლიკაციების შექმნა?
  • მოახდინო შენი იდეების სტარტაპებად რეალიზება?
  • შექმნა კომპიუტერული თამაშები?

 

ჩვენი კურსი დაგეხმარება შეისწავლო მოთხოვნადი პროფესია, რომელიც არ გაუჩინარდება 10-20 წლის შემდეგ. ასეთი ტემპით, სულაც არ მოგიწევს რაიმეს ლოდინი - პროფესიის ათვისებას ახლავე დაიწყებ.

არ იფიქრო, რომ სწავლის პარალელურად პროფესიული განათლების მიღება ხელს შეგიშლის სკოლაში. დღეს, ბევრი პროფესიონალი სწავლობს და მუშაობს ერთდროულად. შენ კი შეგეძლება ეს უკვე პატარა ასაკიდან აკეთო.

 

 

რას შევისწავლი კურსის განმავლობაში?

  • ვებ დეველოპმენტს - იმუშავებ ვებ-საიტებისა და პროგრამების შექმნასა და მართვაზე;
  • C# პროგრამირების ენის საშუალებით აითვისებთ back-end პროგრამირებას, იმუშავებთ ბაზებთან და შექმნით თამაშებს
  • UNITY-ს ძრავს, სადაც შეძლებ ვიდეო თამაშების შექმნას.

 

 

რის გაკეთებას შევძლებ კურსის დასრულების შემდეგ?

  • შენ შეძლებ შექმნა მოქმედი ვებ-საიტი შენთვის და ნებისმიერი კომპანიისთვის
  • შეძლებ ჩამოაყალიბო ვიდეო თამაშების იდეები, დიზაინი და დააგენერირო UNITY-ს გენერატორზე
  • შეძლებ შეიმუშაო, დააპროექტო და მართო ნებისმიერი სახის მონაცემთა ბაზა
  • შეძლებ მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება და წლების განმავლობაში დაიკავო მაღალი/მენეჯერული თანამდებობები კომპანიების IT დეპარტამენტებში

 

 

2. გრაფიკა და დიზაინი 

 

 

 

გაიარე რეგისტრაცია 

 

 

სკოლის პერიოდში დასაქმება საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და ძალიან სასიამოვნოა, როცა პატარა ასაკიდანვე გსურს პროფესიული განვითარება. ალბათ სკოლის მოსწავლის დასაქმების ერთადერთ საშუალებად სწრაფი კვების ობიექტებს ხედავდი აქამდე, არა? დღეს, უკვე სხვანაირი რეალობაა შექმნილი და გაცილებით მეტი მოქნილობით შეგიძლია იმუშაო და ისწავლო პარალელურად.

ერთ-ერთი ასეთი პროფესია, რომელიც მოქნილობასაც გაძლევს, თავსებადია დისტანციური მუშაობის პირობებთან და მომავალშიც მოთხოვნადი იქნება, არის გრაფიკა და დიზაინი.

დღეს, გლობალურად, თინეიჯერები და სკოლის მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ სოციალურ მედია პოსტების ვიზუალზე, ბლოგ-პოსტების ვიზუალისა და ლოგოების შექმნაზე, ერთობიან და ფულს შოულობენ ვიდეო რგოლების შექმნით და გამოქვეყნებით. და რაც მთავარია, უკვე ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს.

არ შეშინდე და არ იფიქრო, რომ მუშაობას სწავლას ვერ შეუწყობ და ერთი მეორეს ხელს შეუშლის. პირიქით, პროფესიული განვითარება დაგეხმარება ანალიტიკური და ციფრული უნარების განვითარებაში. 

 

  • როგორ ვაქციოთ ჩვენი ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორი უნდა იყოს კომპანიის ლოგო და როგორ შევქმნათ კომპანიის ბრენდი ?

თუ გსურთ გაეცნოთ წარმატების ამ ფორმულას და პროფესიონალური გამოცდილება მიიღოთ, მაშინ ეს პროგრამა თქვენთვისაა!

 

 

რას შევისწავლი კურსის განმავლობაში?

ჩვენი კურსი მოიცავს თეორიული და პრაქტიკული ელემენტების კომბინაციას. რისი გავლის შემდეგაც, თამამად შეაბიჯებთ დიზაინის სამყაროში. თქვენ აქ ისწავლით:

  • ციფრული და მედია წიგნიერება
  • რასტრული ედითორი (Adobe Photoshop)
  • ვექტორული ედითორი (Adobe Illustrator)
  • სერტიფიცირება (Adobe Photoshop, Adobe Illustrator)
  • ციფრული ხატვა
  • დიზაინის საფუძლები
  • ფოტოგრაფია
  • ფოტოების დამუშავება (Adobe Lightroom)
  • ბრენდინგის შექმნა
  • სოც. მედია მენეჯმენტის საფუძლები

 

 

 

რის გაკეთებას შევძლებ კურსის დასრულების შემდეგ?

  • შეძლებ იმუშაო კომპანიის ბრენდის ფერებისა და ლოგოს შექმნაზე;
  • შეძლებ დაამუშაო შიდა და გარე რეკლამები, შექმნა თანამედროვე დიზაინები და იმუშაო სარეკლამო სააგენტოებში;
  • შეძლებ შექმნა ვიზუალური ელემენტის მქონე მასალები სოციალური მედია პოსტებისთვის;
  • შეძლებ შექმნა და დაამუშაო პროფესიონალური ფოტოკოლაჟი - პორტრეტები, კომპოზიციები;
  • შეძლებ მომიჯნავე სფეროს პროფესიონალებთან გუნდურად მუშაობას;
  • შეძლებ გამოიყენო ჩვენთან ნასწავლი პროფესია ონლაინ/დისტანციურად მუშაობისთვის;

 

 

უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას თქვენი მოზარდი უკვე თავად გააკეთებს არჩევანს და  ფინანსური კუთხითაც შეძლებს შემდგომი  ინტელექტუალური განვითარების მატერიალურად უზრუნველყოფას. ამ ყველაფრის საშუალებას მისცემს უზარმაზარი კომპიუტერული ცოდნა და გამოცდილება, რის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელადაც შეძლებს იმუშაოს და მოიწყოს უზრუნველი ცხოვრება და მომავალი. 

 

 

ვის შეუძლია კურსებზე დასწრება?

  • მოსწავლეებს
  • ყველას, ვისაც სურს შეისწავლოს 21-ე საუკუნის პროფესია და გახდეს მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი თავის სფეროში.

 

 

სასწავლო პროგრამის დეტალები:

სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა სასწავლო პროგრამის დეტალები 2 წელი (20 თვე)

320 GLH (პედაგოგის მიერ ჩატარებული სინქრონული ონლაინ საათი), კვირაში 2-ჯერ 2-3 საათი, 36 სთ ასინქრონული ვიდეო გაკვეთილი.

 

 

ღირებულება:

ფიზიკურ სივრცეში  268₾ (თვეში, განვადებით) 

ონლაინ სივრცეში 240₾ (თვეში, განვადებით)

 

 

სწავლების მეთოდები

კურსი მიმდინარეობს ონლაინ/დისტანციურ რეჟიმში და დატვირთულია, როგორც სინქრონული,
ასევე ასინქრონული სწავლების ელემენტებითა და პრაქტიკული დავალებებით. 

  • სინქრონული სწავლების მეთოდი, გულისხმობს თანმიმდევრულ რეჟიმში სწავლებას, სადაც სტუდენტისა და ლექტორის ინტერაქცია მიმდინარეობს რეალურ დროში. ასეთ დროს თქვენ გექნებათ საშუალება ჩაერთოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და პედაგოგის მიერ მოცემულ პრაქტიკულ სამუშაოებში.
  • ასინქრონული დისტანციური მეთოდის დროს გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო კურსი – რომელიც შედგება ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალისა და ტესტებისაგან.
  • პრაქტიკული დავალებები სრული კურსის განმავლობაში გექნებათ და დაგეხმარებათ ნელ-ნელა განავითაროთ თქვენი უნარები. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეძლებთ დააგროვოთ გამოცდილება, რასაც შემდეგ, ასახავთ პორტფოლიოში და გამოგადგებათ კლიენტებთან ურთიერთობის დროს.

 

 

გაიარე რეგისტრაცია 

 

 

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა