პროფესიით ეკონომისტი IT Academy STEP-ში ისწავლა 2 წელიწად ნახევარი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაზე. დავითი ამბობს,რომ გარდა დამატებით ახალი პროფესიისა დ ა იმ უნარჩვევეიბსა, რაც მას დაეხმარა,რომ დღეს ის დასაქმებულია თავისი პროფესიით Alta software-ში Backend Software Developer-ად მან ასევე საკმაოდ დიდი სამეგობრო წრე შეიძინა, რომლებთანაც სწავლის დასრულების შემდეგაც განაგრძო ურთიერთობა.
მისი თქმით IT Academy STEP-ში მან შეიძინა პრაქტიკული ცოდნა და ის უნარები,რომლებიც მნიშვნელოვანია პროგრამისტისთვის, როგორც კლიენტებთან ურთიერთობაში ასევე პროექტების მართვაში, რაშიც ასევე ჩვენი პრაქტიკოსი ლექტორების რჩევებიც დაეხმარა.
სწავლის პროცესში მას ძალიან ბევრ პროქტში მიუღია მონაწილეობა, და ასევე დამატებით ინდივიდუალურ პროექტებზეც უმუშავია. როდესაც დავითს ვკითხეთ რა როლი ითამაშა IT Academy STEP-მა მის კარიერაში გვიპასუხა ,,რომ მომცა შანსი მაქსიმალურად გამომეჟღავნებინა ჩემი უნარები, სწრაფად მომხდარიყო ჩემი კარიერული წინსვლა და სწავლის პროცესშივე ცონდა გამეზიარებინა სხვა სტუდენტებისათვის პროგრამული ინჟინერის კარიერის მიმართულებით პირველი ნაბიჯები სწორედ სტეპში გადავდგი, ამიტომ ვფიქრობ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს პროგრამისტად ჩამოყალიბებაში.“
IT Academy STEP-ის ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს ურჩია, რომ ,,იყავით მაქსიმალურად აქტიურები, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენთვის გამოყოფილი რესურსი (სასწავლო, ინფრასტრუქტურული და ა.შ.), გამოიყენეთ ლექტორის შესაძლებლობები, არ დანებდეთ და არ შეუშინდეთ სირთულებეს, რადგან ამ მომენტში ხდება თქვენი განვითარება და ამ სირთულეების დაძლევის შემდეგ გადადიხართ ახალ საფეხურზე, იყავით დამოუკიდებლები და ნუ დაელოდებით შანსს, თქვენ თვითონ შექმენით ის თქვენი აქტიურობით.“ IT Academy STEP-ი დავითს უსურვებს კარიერულ წინსვლას და განვითარებას.