სტეპის ონლაინ აკადემია,
მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და საქართველოს ყველა ქალაქიდან ხელმისაწვდომია. ამისთვის, მხოლოდ ინტერნეტია საჭირო.
შიდა გამოკითხვების შედეგად, სტეპერების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, დავალებების მომზადება და გამოცდების ჩაბარება რთული არ არის. სტეპის სასწავლო პროცესი აგებულია ისე, რომ მოხდეს ათვისებული ცოდნის გამყარება, რადგან მოსწავლეებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ გამოცდების ჩაბარება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მათ ასევე ჰქონდეთ თავისუფალი დრო თავიანთი ჰობისთვის და მშობლებთან ურთიერთობისთვის, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
სასწავლო პროცესისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ ონლაინ სწავლების გამოცდილება, უყვართ სწავლების პროცესი, მზად არიან, მხარი დაუჭირონ სტეპერების იდეებს, სასწავლო პროცესს და მთლიანად, სტეპის სასწავლო პროგრამებს, რაც მაქსიმალურად ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს