IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი

AI გრაფიკული დიზაინი

გახდი Adobe-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი ვიზუალურ დიზაინში.
დარეგისტრირდი მარტივად

ვისთვის არის ეს კურსი?

.

თუ ხარ სკოლის მოსწავლე / ასაკი 15+
Შეისწავლი Adobe Illustrator-ს, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, მალე დასაქმდე, შეინარჩუნო თანამედროვეობა და იფიქრო მუდმივად კრეატიულად.
თუ ხარ სტუდენტი / ასაკი 18+
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, Შეისწავლი Adobe Illustrator-ს-ს, რომელიც აუცილებლად გამოგადგება შენ ძირითად პროფესიაშიც. დაგეხმარება, წარმოჩნდე ყოველთვის მოთხოვნად და თანამედროვე პროფესიონალად.
თუ პროფესიის შეცვლას ფიქრობ / ასაკი 23+
შეძლებ ნულიდან, მარტივად და მალე Შეისწავლო Adobe Illustrator, რომელზეც დღეს ძალიან მაღალი მოთხოვნაა. შენ შეძლებ დასაქმდე დისტანციურად ან იმუშაო ფრილანსერად. #სტეპი გაძლევს საშუალებას აიღო Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და იმუშაო გლობალური ბაზრისთვის.

რას შეისწავლი?

AI გრაფიკული დიზაინის კურსზე შენ შეისწავლი

დაეუფლები ვექტორული და რასტრული გრაფიკის საფუძვლებს: სრულად შეისწავლი Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის თანამედროვე სამუშაო გარემოს და დაიწყებ ინდუსტრიული ხელსაწყოების პროფესიულ გამოყენებას.

შეძლებ რთულ ობიექტებთან, ფოტოებთან და ტექსტთან მუშაობას უმაღლეს დონეზე: შექმნი, დაარედაქტირებ, დაამუშავებ (Retouching) და მოახდენ მათ ტრანსფორმაციას თანამედროვე ტექნიკებით.

აითვისებ ხელოვნური ინტელექტის (AI) უახლეს ინსტრუმენტებს: გამოიყენებ Adobe Firefly-ს, Generative Fill-ს, Generative Recolor-სა და Text to Vector-ს იდეების გენერირებისა და დიზაინის შექმნის პროცესის დასაჩქარებლად.

შექმნი ბრენდის ვიზუალურ იდენტობას, ლოგოებსა და ილუსტრაციებს: ისწავლი ფერთა თეორიას, ბრენდინგის პრინციპებს, Pen Tool-ის ოსტატურად ფლობას და საკუთარი კრეატიული სტილით განავითარებ უნიკალურ ვექტორულ გრაფიკას.

მოამზადებ სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის სრულფასოვან მასალებს: ააწყობ სტატიკურ პოსტებს, კარუსელებსა და სარეკლამო ბანერებს ტიპოგრაფიული იერარქიის, კომპოზიციისა და ბალანსის წესების დაცვით.

კურსის დასრულებისას გახდები Adobe-ს სერტიფიცირებული დიზაინერი: აკადემიის სრული დაფინანსებით მოემზადები და ჩააბარებ საერთაშორისო საგამოცდო ტესტირებას, შექმნი საკუთარ პორტფოლიოს (Behance/LinkedIn) და დაიწყებ კარიერას ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე.

Მიიღე 100%-იანი დაფინანსება Adobe-ის სასერტიფიკატო გამოცდაზე

diplom

რა უპირატესობებით ისარგებლებ სტეპში?

.

სტუდენტები იღებენ ოფიციალურ წვდომას Adobe CC-ის 30-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში.
კურსის წარმატებით დასრულებისას აკადემია სრულად აფინანსებს სტუდენტის ოფიციალურ საერთაშორისო სერტიფიცირებას Adobe-ს საგამოცდო პლატფორმაზე.
თითოეულ ლექციას ახლავს მდიდარი სასწავლო მასალები, დეტალური ვიდეო გაკვეთილები და დამატებითი პრაქტიკული სავარჯიშოები თვითმეცადინეობისთვის.
Microsoft 365 სერვისები - სრული ფასიანი პაკეტი ორგანიზებული, კომფორტული და ეფექტური კომუნიკაციისთვის.
კარიერული მხარდაჭერა და ქოუჩინგი - ცალკე მოდული CV-ის, Behance/LinkedIn პორტფოლიოს ასაწყობად და ქოუჩინგ-სესია ინდუსტრიის წამყვან ექსპერტთან.

მზად ხართ სწავლის დასაწყებად?

დაჯავშნე ადგილი ჯგუფში — მოითხოვე კონსულტაცია და მიიღე ინფორმაცია პროგრამის შინაარსზე, გრაფიკზე, კურსზე ჩარიცხვის პირობებსა და თქვენზე მორგებულ გადახდის ფორმებზე.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა სახის დოკუმენტი გადმომეცემა სწავლის დარულების შემდგომ?

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი და ასევე პარტნიორი კომპანიების სერტიფიკატები.

თუ სახლში არ მაქვს კომპიუტერი, შემიძლია ვისარგებლო კომპიუტერით აკადემიაში?

Კი, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს სამი სრულად აღჭურვილი საკლასო ოთახი კომპიუტერებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენი სტუდენტებისთვის.

რა დოკუმენტებია საჭირო კურსზე სწავლის დასაწყებად?

ხელშეკრულების გასაფორმებლად დაგჭირდებათ სრულწლოვანი დამკვეთის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გადასახადი გადახდის ფორმისა და გრაფიკის შესაბამისად.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ სწავლა?

ყველა სპეციალიზებული კურსი ტარდება ონლაინ.

რა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება აქვთ ლექტორებს?

აკადემიაში ასწავლიან ინდუსტრიაში გამოცდილი ლექტორები, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ, როგორც ტექნიკურ უნარებს ასევე პედაგოგიურ მეთოდოლოგიას, აკადემიის ლექტორები სასწავლო წლის განმავლობაში გადიან არაერთ, როგორც ტექნიკურ ასევე სწავლების მეთოდოლოგიურ ტრენინგებს.

გვჭირდება თუ არა კონკრეტული მონაცემების კომპიუტერი?

მინიმუმ 16GB ოეპრატიული მეხსიერება და მინიმუმ 4 ბირთვიანი პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორით.

რა საბაზისო უნარებს უნდა ფლობდეს პოტენციური სტუდენტი რომ დაიწყოს სწავლა?

სწავლა იწყება 0-დან, არ არსებობს რაიმე წინაპირობა სტუდენტის კვალიფიკაციაზე. რეკომენდებულია მოქნილი უნარები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, კრეატიული აზროვნება, თვითორგანიზება და ა.შ

დაიწყეთ სწავლა

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა