ლუკა თითქმის 2 წელია ჩვენი აკადემიის გრაფიკული დიზაინის მიმართულების სტუდენტია.
ჯერჯერობით არ მუშაობს, თუმცა თავისი პროფესია იპოვა და სწავლის დასრულების
შემდეგაც გეგმავს იგივე მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა.
ვთხოვეთ მოკლე მიმოხილვა გაეკეთებინა აკადემიაში შესწავლილი კურსის შესახებ. მან
უკვე შეძლო პრაქტიკაში გამოეყენებინა გავლილი კურსებიდან ვებ დეველოპმენტი,
ხოლო თვლის რომ მნიშვნელოვანი უნარი და ცოდნა, რომელიც აკადემიაში შეიძინა არის
გუნდური მუშაობის, დროის ეფექტურად მართვის და ტექნიკურ მხარეზე
ორიენტირებულობის უნარი.
ლუკამ მომავალ და მიმდინარე სტუდენტებს ურჩია, გამოიყენონ IT academy STEP-ის
რესურსი, სადაც საკმარისი გარემოა იმისთვის რომ დაეხმარონ პროფესიულ ზრდაში და
მისცენ საშუალება თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
რჩევა აიტი აკადემიას : სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნება, IT Academy STEP -ში
პრაქტიკის/სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, აუდიტორულ გარემოში დაბრუნების
შემდეგაც შენარჩუნდეს დისტანციური ჩართვის შესაძლებლობა, მეტი სასწავლო
მასალის ქართულ ენაზე ადაპტირება.
იდეა სტეპერებისთვის: მნიშვნელოვანია, რომ ლუკას აქვს სურვილი და იდეა რომ IT
academy STEP -ს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ სტუდენტებთან ითანამშრომლონ
და ერთად გააკეთონ პროექტი/სტარტაპი ან აპლიკაცია, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
აიტი აკადემია ყოველთვის ცდილობს სხვადასხვა იდეების და პროექტების
განხორციელებას სტურენტებისთვის, წარმატებებს ვუსურვებთ და მადლობას ვუხდით
მას საინტერესო იდეებისთვის.