IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ონლაინ კურსი

AI აგენტები & ავტომატიზაცია - n8n

ნუ შეასრულებთ რუტინულ სამუშაოს ხელით, ასწავლე ხელოვნურ ინტელექტს შენი საქმის კეთება

მომავლის პრიორიტეტული IT მიმართულება

AI უკვე აღარ არის მხოლოდ ჩატი, რომელსაც კითხვებს უსვამ, ის რეალურ საქმეს აკეთებს.

მ კურსზე შენ ისწავლი როგორ ააწყო ავტონომიური AI ასისტენტები, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ ამოცანებს, კლიენტებთან კომუნიკაციას, მონაცემების დამუშავებას, რეპორტების მომზადებას. შედეგად ნაცვლად საათობით ხელით საქმის კეთებისა, შეგეძლება ბიზნესს მისცე ისეთი გადაწყვეტა, რომელიც წამებში მუშაობს და 24/7 არ ჩერდება.

რატომ უნდა შეისწავლოთ AI ავტომატიზაცია?

გახდით შეუცვლელი კადრი
კომპანიები ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც AI-სა და ავტომატიზაციის გამოყენებით პროცესებს აუმჯობესებენ და ხარჯებს ამცირებენ. ამ კურსის გავლის შემდეგ, შენ აღნიშნულ კრიტიკულ უნარებს დაეუფლები და შრომის ბაზარზე საკუთარ ანაზღაურებას თავადვე განსაზღვრავ.
მიიღეთ კონკურენტული უპირატესობა
სანამ სხვები რუტინას ხელით ასრულებენ, შენ უკვე გექნება AI აგენტები, რომლებიც შენი ნაცვლად 24/7 მუშაობენ. ეს ის უპირატესობაა, რომელიც კარიერულ ზრდას აჩქარებს და უფრო მაღალანაზღაურებად პროექტებზე გასცემს წვდომას.
იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან
ავტომატიზაციის სპეციალისტი არის ერთ-ერთი იმ პროფესიათაგანი, რომელიც სრულად ერგება დისტანციურ სამუშაოს. შენ გჭირდება მხოლოდ ლეპტოპი და ინტერნეტი — დანარჩენი შენი არჩევანია: სახლი, კაფე, თუ მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი.
დაიწყეთ კოდის წერის გარეშე
პროგრამირების წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის. n8n-ის ვიზუალური პლატფორმის გამოყენებით შენ ააწყობ რთულ ავტომატიზაციებსა და AI აგენტებს, ბლოკების ერთმანეთთან დაკავშირებით. სწავლა გაცილებით სწრაფი და ნაკლებად დამღლელია, ვიდრე კლასიკური პროგრამირების კურსები.

კურსზე თქვენ შეისწავლით:

როგორ ააწყო ავტომატური სისტემები, რომლებიც შენი ნაცვლად ასრულებენ რუტინულ საქმეებს n8n პლატფორმაზე

როგორ იმუშაო No-Code და Low-Code პრინციპებით — რთული ამოცანების მარტივად გადასაჭრელად

როგორ დააკავშირო ერთმანეთთან ნებისმიერი აპლიკაცია — Gmail, Google Sheets, Telegram, CRM სისტემები, მონაცემთა ბაზები — კოდის წერის გარეშე

როგორ გამოიყენო ChatGPT, Claude და Gemini ისე, რომ ისინი დამოუკიდებლად პასუხობდნენ კლიენტებს, წერდნენ კონტენტს ან აანალიზებდნენ მონაცემებს

როგორ გაიგო ავტონომიური AI აგენტების კონცეფცია და დაეუფლო მათი შექმნის მეთოდოლოგიას

როგორ მისცე AI აგენტს მეხსიერება, რომ მუშაობდეს კონტექსტში და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები

როგორ შექმნა და დააკავშირო ციფრული ხელსაწყოები AI აგენტებთან (კალკულატორი, კალენდარი, შიდა სისტემები)

როგორ ასწავლო AI აგენტს ინტერნეტში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება

როგორ ააწყო ბოტი, რომელიც კომპანიის დოკუმენტებზე დაყრდნობით პასუხობს კითხვებს — RAG ტექნოლოგია

ვისთვის არის ეს კურსი?

პროექტის ან პროდუქტის მენეჯერი
თუ გსურთ, გაამარტივოთ დავალებების განაწილება, რეპორტების მომზადება და გუნდური კომუნიკაცია ავტომატიზებული სისტემების დახმარებით.
დამწყები IT სპეციალისტი
თუ ეძებთ გზას, რომ შეხვიდეთ ტექნოლოგიების სფეროში პროგრამირების ღრმა ცოდნის გარეშე და სწრაფად დაეუფლოთ მაღალანაზღაურებად პროფესიას.
ნებისმიერი ოფისის თანამშრომელი
თუ თქვენი სამუშაო მოიცავს განმეორებად ამოცანებს, როგორიცაა მონაცემების შეყვანა, ფაილების გადატანა ან ანგარიშების მომზადება და გსურთ, ეს პროცესები მიანდოთ AI ასისტენტს.
ფრილანსერი ან კონსულტანტი
თუ გსურთ, თქვენს კლიენტებს შესთავაზოთ ახალი, ინოვაციური და მაღალანაზღაურებადი სერვისი ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

Სასწავლო პროგრამა

კურსი მოიცავს 2 ლოგიკურ ბლოკს, რომელშიც სტუდენტი ნულიდან მიდის რთული AI პროექტების შექმნამდე. პროგრამა აგებულია პრაქტიკული პროექტებზე, ლექციებს ერთვის რეალური დავალებები ლექტორის ხელმძღვანელობით, ხოლო კურსის ბოლოს სტუდენტი ქმნის საკუთარ სადიპლომო პროექტს.

ბლოკი 1 — ავტომატიზაცია, ინტეგრაციები და მონაცემები

შესავალი პროცესების ავტომატიზაციაში — BPA, n8n vs Make vs Zapier

n8n-ის ინტერფეისი — Canvas, ნოდები და Workflow-ების აგება

მონაცემთა ტიპები და JSON სტრუქტურა

Trigger-ები, Credentials და API-ის ავტორიზაცია

Gmail-ის ავტომატიზაცია — შემოსული მეილების დამუშავება

პირობითი ლოგიკა — IF, Switch და განშტოვება

Webhook-ები და მონაცემთა გადაბმა

გამოსახულებები (Expressions) და სტრიქონული ფუნქციები

Google-ის სერვისებთან მუშაობა

CRM სისტემის აგება — პრაქტიკული პროექტი

შეცდომების მართვა და სისტემის მდგრადობა

HTTP Request და API-ებთან მუშაობა

SQL საფუძვლები და Supabase/Postgres ბაზებთან მუშაობა

JavaScript-ის საფუძვლები n8n-ში (Code Node)

End-to-End Pipeline — პრაქტიკული პროექტი #

ბლოკი 2. ხელოვნური ინტელექტი

Generative AI და LLM მოდელები n8n-ში — GPT-4o, Claude, Gemini

Prompt Engineering და სტრუქტურირებული პასუხები

Embeddings და ვექტორული ბაზები — RAG-ის თეორია

RAG სისტემის იმპლემენტაცია — კომპანიის ცოდნის ბოტი

AI აგენტები — მეხსიერება, ციფრული ხელსაწყოები და გადაწყვეტილების მიღება

მულტიმოდალური AI და ინტერნეტ აგენტები

სადიპლომო პროექტი — დაგეგმვა, იმპლემენტაცია და Demo Day

სწავლის ფორმები

სწავლის ფორმები

AI აგენტები & ავტომატიზაცია n8n

განრიგი
კვირაში 2-ჯერ
ხანგრძლივობა
3 თვე
ასაკი
17-55 წელი
გაკვეთილის დრო:
2 საათი

მზად ხართ სწავლის დასაწყებად?

დაჯავშნეთ თქვენი ადგილი ჯგუფში! - მოითხოვეთ კონსულტაცია და მიიღეთ პასუხი ყველა კითხვაზე.

Ხშირად დასმული შეკითხვები

სწავლის პერიოდში და დასრულების შემდეგ თუ შევძლებ დასაქმებას და თქვენ თუ უწყობთ ხელს დასაქმებაში ?

ჩვენს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ კარიერული დაგეგმვის და განვითარების ტრენინგი, სადაც მიიღებენ ინფორმაციას, როგორ შექმნან ეფექტური პორტფოლიო და ელექტრონული რეზიუმე სხვადასხვა პლატფორმებზე. ასევე აკადემია თანამშრომლობს 20 ზე მეტ დიდ კომპანიასთან, რომელთანაც შეთანხმების საფუძველზე, ხდება ჩვენი წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების შეთავაზება მათ ვაკანსიებზე.

რა ფორმატში ტარდება ლექციები?

ლექციები ტარდება ონლაინ რეჟიმში, კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომია სტუდენტისთვის 24/7-ზე.

რა დოკუმენტი გადმომეცემა სწავლის დასრულების შემდეგ?

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ IT Academy STEP-ის საერთაშორისო სერტიფიკატი.

რა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება აქვთ ლექტორებს?

აკადემიაში ასწავლიან ინდუსტრიაში გამოცდილი ლექტორები, რომლებიც მაღალ დონეზე ფლობენ, როგორც ტექნიკურ უნარებს ასევე პედაგოგიურ მეთოდოლოგიას, აკადემიის ლექტორები სასწავლო წლის განმავლობაში გადიან არაერთ, როგორც ტექნიკურ ასევე სწავლების მეთოდოლოგიურ ტრენინგებს.

მჭირდება თუ არა პროგრამირების ან რაიმე ტექნიკური ცოდნა კურსის დასაწყებად?

არა, კურსი შექმნილია დამწყებთათვის. ჩვენ ვიყენებთ No-Code/Low-Code პლატფორმებს (როგორიცაა n8n), რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ რთული ავტომატიზაციებისა და AI აგენტების შექმნას ვიზუალური ინტერფეისით, კოდის წერის გარეშე. ჩვენ გასწავლით ყველაფერს ნულიდან, ეტაპობრივად.

კონკრეტულად რაში გამომადგება ამ კურსის გავლა და შევძლებ თუ არა დასაქმებას?

კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გეუფლებით უნარს, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე — ბიზნესის ეფექტურობის გაზრდა ავტომატიზაციის გზით.

დაიწყეთ სწავლა

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა