IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რა არის ვებ-დეველოპერი? გავერკვეთ ვებ-დეველოპმენტში

08.06.2020

23801 ხედი

20-ე საუკუნიდან მოყოლებული, ინტერნეტი სულ უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. თანამედროვე სამყაროში, თითქმის ყველას აქვს ქსელში წვდომა რაიმე ფორმით, შესაბამისად, ვებ-დეველოპმენტიც ყალიბდება სულ უფრო მიმზიდველ და კარგად ანაზღაურებად პროფესიად, თანამედროვე სამყაროში დომინირებს აღნიშნული სფერო

 

მოდით გავერკვეთ, თუ ვინ არის ვებ-დეველოპერი და კონკრეტულად რას აკეთებს ის?

თქვენ შეიძლება გიფიქრიათ, რომ შეგესწავლათ პროგრამირების ერთი ან ორი ენა და გამხდარიყავით ვებ-დეველოპერი. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყოვლისმომცველ გაიდს, რომელიც თქვენს დასმულ ყოველ შეკითხვას უპასუხებს

 

თქვენთან ერთად გადავხედავთ სხვადასხვა სახის ვებ-დეველოპერებს და მათ დებატებს, თემაზე ვებ-დეველოპმენტი ვებ-დიზაინის წინააღმდეგ. ასევე, შევეხებით რამდენიმე პროგრამულ ენას, რომელიც საინტერესო იქნება მათთის, ვისაც სურს ვებ-დეველოპერი გახდეს.

 

რა არის ვებ-დეველოპერის პრიორიტეტი?

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ ჯერ უნდა ვნახოთ რას და როგორ აკეთებს იგი

 

ვებ დეველოპერი ან პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც იღებს ვებ დიზაინს - რომელიც შექმნილია კლიენტის ან დიზაინერების ჯგუფის მიერ - და აქცევს მას საიტად. ისინი ამას ახერხებენ კოდების წერით, სხვადასხვა ენების გამოყენებით. ვებ დეველოპერებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ, რადგან მათ უნდა აიღონ ენა, რომელიც ჩვენ გვესმის, მაგალითად ინგლისური და აქციოს ენად, რომელსაც კომპიუტერი გაიგებს მაგალითად - Python ან HTML.

 

ეს მოითხოვს გარკვეულ დროს და ძალისხმევას, სხვადასხვა პროგრამული ენების და მათი გმოყენების წესის ცოდნას. სხვადასხვა სახის ვებ-დეველოპერები სპეციალიზირდებიან სხვადასხვა განხრით, რაც ნიშნავს, რომ დიდი პროექტები, ძირითადად, ხორციელდება პროგრამისტების დიდი გუნდის მიერ.


რა ტიპის ვებ-დეველოპერები არსებობენ?
სამწუხაროდ, კითხვაზე „რას აკეთებენ ვებ დეველოპერები“ ერთი პასუხი არ არსებობს, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სხვადასხვა ტიპის ვებ დეველოპერები არსებობენ, ყოველი მათგანი ფოკუსირდება საიტის შექმნის სხვადასხვა ასპექტზე.

 

იმისთვის, რომ გავიგოთ რა არის ვებ დეველოპერი, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ

არსებობს სამი მთავარი ტიპის დეველოპერი: front-end, back-end, და full-stack დეველოპერები:

  1. ფრონტ-ენდ დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან ვებ-საიტის იმ მხარეზე, რომელსაც ხალხი ხედავს და ინტერაქციას ახდენს,
  2. ბექ-ენდ დეველოპერები პასუხისმგებელნი არიან კოდებზე, რომელიც აკონტროლებს როგორ იტვირთბა საიტი და როგორ მუშაობს,
  3. ფულ-სტაკ დეველოპერები ნაწილობრივ ყველაფერზე არიან პაუხისმგებელნი.

 

front-end დეველოპერი

front-end დეველოპერი იღებს კლიენტის ან დიზაინის ჯგუფის ვებ-საიტს დ წერს კოდს, რომელიც საჭიროა მისი ვებ-საიტად გადაქცევისთვის. კარგმა ფრონტ ენდ დეველოპერმა კარგად უნდა იცოდეს მინიმუმ სამი ენა: HTML, CSS, და JavaScript.

  1. HTML-ი საშაულებას იძლევა დაამატოთ კონტენტი საიტზე, მათი სათაურებად, პარაგრაფებად და ნაწილებად დაყოფით.
  2. CSS ეხმარება სტილის გაკეთებაში და ისეთი რაღაცეების შეცვლაში, როგორიცაა: ფერი, ზომა, საზღვარი.
  3. JavaScript-ი საშუალებას იძლევა ჩართოთ ინტერაქტიული ელემენტები, მაგალითად, ღილაკები.

 

რას აკეთებენ ვებ დეველოპერები, როდესაც ფრონტ ენდზე მუშაობენ?

  1. ვებ დეველოპერი პასუხისმგებელია იმაზე, რომ კონტენტი, რაც საჭიროა ვებ-საიტისთვის, იყოს გასაგები, ხედვადი და იყოს სწორ ადგილას. ზოგჯერ, შეიძლება ფრონტ ენდ დეველოპერებს ჰქონდეთ კონტენტის წერის უნარები, რაც დაეხმარებათ კონტენტის შექმნაში.
  2. ამოწმებენ, რომ სწორი ფერი სწორ ადილას იყოს, განსაკუთრებით, ტესქსტების ფერი, ზოგი საუკეთესო ფრონტ ენდ დეველოპერი არის კარგი დიზაინერი.
  3. ისინი ამოწმებენ, რომ გამავალი ბმულები იყოს კარგად დაფორმატებული, რომ ყველა ღილაკი მუშაობდეს და რომ საიტი არის რესპონსული და მიმზიდველი. მობილურის დიზაინი, ჩვეულებრივ, დიდი ნაწილია სამუშაოსი. ასევე, მნიშვნელოვანია შეამოწმონ, რომ საიტი კარგად იხსნება ვებ ბრაუზერზე.

 

როგორც ხედავთ, პასუხი კითხვაზე „რა არის ვებ დეველოპერი“ არ არის მარტივი. ფრონტ ენდ დეველოპერისთვისაც კი რთულია ამის თქმა, იმის მიუხედავად, რომ ეს ამ სამი ტიპის დეველოპერებისგან ყველაზე მარტივია.

 

Back-end  დეველოპერი

შეიძლება ჩანდეს, რომ ფრონტ ენდ დეველოპერებს აქვთ რთული საქმე ვებ-საიტის ვიზუალური გამართვის მხრივ, რომ მან კარგად იმუშაოს და კონტენტი სწორად იყოს შექმნილი, ბექ ენდ დეველოპერებს უფრო რთული სამუშაო აქვთ.

 

ფრონტ ენდ დეველოპერები კლიენტის მხარიდან მუშაოებ ვებ-საიტზე, ბექ ენდ დეველოპერები მუშაობენ სერვერის მხრიდან.

 

მათ უნდა შექმნან კოდები და პროგრამები, რომელიც აძლიერებს ვებ-საიტს სერვერს, მონაცემთა ბაზას და ყველა აპლიკაციას, რასაც იგი მოიცავს. ბექ ენდ დეველოპერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შექმნას გასაგები, ეფექტური კოდი, რაც აკეთებს იმას, რაც თქვენ გინდათ, რომ გააკეთოს, უსწრაფესად. search engine optimization (SEO)-სთვის მნიშვნელოვანია ვებ-საიტის სისწრაფე, ამიტომ ეს ბექ ენდ დეველოპერის მნიშვნელოვანი საქმეა.

 

რომ გავიგოთ რა არის ბექ ენდ დეველოპერი, უმთავრესია ვიცოდეთ, რომ ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით სერვერის მხარის ენებს, რომ შექმნან რთული პროგრამები. ყველაზე პოპულარული ენებია: PHP, Python, Java, და Ruby. JavaScript-იც ხდება გავრცელებული ენა ბექ ენდ დეველოპერებში. SQL ფართოდ გამოიყენება მონაცემების ანალიზისთვის მონაცემთა ბაზაში.

 

სხვადასხვა ტიპის საიტებს სხვადასხვა საჭიროება აქვთ

ბექ ენდ დეველოპერი უნდაიყოს მოქნილი, უნდა შეეძლოს სხვადასხვა პროგრამის შექმნა და ღრმა ცოდნა უნდა ჰქონდეთ იმ ენების, რასაც იყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ ყველაზე ეფექტური მეთოდის გამოყენება საჭირო პროგრამის შექმნისთვის და უნდა შეამოწმონ, რომ ის იყოს დაცული, მასშტაბური და მარტივად შენარჩუნებადი.

 

Full-Stack დეველოპერი

თუ ეძებთ მარტივ პასუხს კითხვაზე „რა არის დებ დეველოპერი“, Full-Stack დეველოპერი არის ყველაზე მიახლოებული პასუხი. Full-Stack დეველოპერებს ესმის ფრონტ ენდ და ბექ ენდ სტრატეგიების პროცესი, მათ შეუძლიათ მთელი პროცესის გადახედვა.

პატარა ვებ-საიტების შემთხვეავში, რომელთაც მცირე ბიუჯეტი აქვთ, ზოგჯერ მუშაობს Full-Stack დეველოპერი და ის აწყობს მთელ საიტს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კარგად იცოდნენ ფრონტ ენდ და ბექ ენდ დეველოპმენტი.

 

Full-Stack დეველოპმენტის ტექნიკის შესწავლას ბევრი უპირატესობა აქვს:

თქვენ გექნებათ სრული ცოდნა მთლიანი საიტის შექმნისთვის. ეს უფრო დაგეხმარებათ დასაქმებაში.

 

როგორც Full-Stack დეველოპერი, თქვენ მიხვდებით განსხვავებას ფრონტ ენდ და  ბექ ენდ დეველოპმენტს შორის, რაც დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური პროგრამა ვებ-საიტი ყველა ნაწილისთვის.

 

Full-Stack დეველოპერებს, ხსირად, სამსახურში იყვანენ იმისთვის, რომ გადახედოს მთლიან დიდ პროექტს, ასეთი სამსახურები უფრო მაღალანაზღაურებადია. Full-Stack დეველოპერი ხსნის, თუ რა არის ვებ დეველოპერი.

 

ზოგი დეველოპერი სწავლას იწყებს ფრონტ ენდ ან ბექ ენდით, მაგრამ არის მიზეზები, რატომ უნდა ისწავლოთ ორივე. ეს უფრო მიმზიდველს გაგხდით სამსაქმებლებისთვის, ვებ დეველოპმენტს უკეთ გაიგებთ, შეძლებთ მთელი ვებ-საიტის შექმნას.

 

როგორ გახდეთ ვებ დეელოპერი?

როდესაც გავეცით პასუხი კითხვაზე რა არის ვებ დეველოპერი, დროა ვიფიქროთ, როგორ გავხდეტ ვებ დეველოპერი. ზოგი ადამიანი იკვლევს, თუ რომელი პროგრამული ენა ისწავლოს, მაგრამ, საბოლოოდ, არ გამოსდის, რადგან მიმართულების არარსებობის გამო.

 

თუ გსურთ სერიოზული კარიერის აწყობა, როგორც ვებ დეველოპერმა, უნდა გქონდეთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ მიაღწევთ ამას. ქვემოთ მოყვანილი საფეხურები დაგეხმარებათ ამაში:

 

გადაწყვიტეთ, რომელი ტიპის დეველოპერი გსურთ, რომ იყოთ. ენები, რომელსაც ისწავლით, დამოკიდებული უნდა იყოს იმაზე, თუ რომელი ტიპის დეველოპმენტი გახდებით - ფრონტ ენდ თუ ბექ ენდ.

 

აირჩიეთ ზუსტი მიმართულება. შემდეგ, რამდენიმე კურსი, რომელიც გასწავლით ვებ დეველოპმენტის საწყისებს.სტეპში გვთავაზობს ვებ დეველოპმენტის თანამედროვე ინტრაქციული კურსებს კოდის წერისთვის, რომელიც გაგაცნობთ CSS, HTML და ვებ დეველოპმენტს. თუ ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა არ გაქვთ

 

სულაც არ არის რთული გახდე ვებ დეველოპერი. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია დროსთან, მუშაობასთან და მონდომებასთან, მაგრამ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას თუ ნამდვილად გსურთ!

 

ვებ-დიზაინი VS ვებ-დეველოპმენტი

ახლა უნდა ვიმსჯელოთ ვებ დიზაინი VS ვებ დეველოპმენტი-ს საკითხზე. სად არის ის განსხვავებული და სად მსგავსი?

 

დიზაინს და დეველოპმენტს შორის ბევრი განსხავვებაა და მოითხოვს გარკვეულ ცოდნას, ამ პროფესიებს აქვთ სხვადასხვა როლი:

ვებ დიზაინი

ვებ დიზაინერი პასუხისმგებელია ვებ-საიტის კონცეპტის შექმნაზე. მათ შეიძლება გააკეთონ ინფროგრაფიკები, ლოგოები და ვიდეოები, ისინი ეუბნებიან დეველოპერს, სად და რა უნდა განთვსდეს ვებ-საიტზე. არ იღებენ მონაწილეობას კოდის შექმნაში და ვებ-საიტის კონსტრუქციაში.

ვებ დეველოპერი

ვებ დეველოპერი იღებს დიზაინერის კონცეპტს და ქმნის კოდს, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ვებ დეველოპერი და ვებ დიზაინერი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, მაგრამ მათი როლი განსხვავებულია.

 

თუ გსურთ, რომ იყოთ დიზაინერი, არ არის აუცილებელი ისწავლოთ კოდირება. ასევე, ვებ დეველოპერს არ სჭირდება გრაფიკა და დიზაინის ცოდნა

 

პოპულარული ენები ვებ დეველოპმენტისთვის

არსებობს ბევრი ენა, რომელიც გამოიყენება ვებ დეველოპმენტისთვის. როგორც ზემოთ ვხსენეთ, ფრონტ და ბექ დეველოპერებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ენის სწავლა, როდესაც full-stack დეველოპერებისთვის საჭიროა ორივეს ცოდნა.

 

პოპულარული პროგრამული ენები:

HTML - ძირითადი ენაა თუ გსურთ გაიგოთ რა არის ვებ დეველოპმენტი და როგორ გახდეთ ფრონტ ენდ დეველოპერი. ამის კარგად გასაგებად - მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ windows ბრაუზერის, და დააჭირეთ view page source’.

 

თქვენ გადახვალთ ახალ თებზე, სადაც იქნება ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა ვებ-საიტის შექმნისთვის. რასაც თქვენ ხედავთ, არის HTML კოდი. ეს ეუბნება ვებ-საიტს რა კონტენტი აჩვენოს და როგორ აჩვენოს იგი. გვერდის ზევით, პირველ ხაზზე, თქვენ დაინახავთ   ბრძანებას. ეს ეუბნება თქვენს ბრაუზერს, რომ ელოდოს HTML კოდს.

თუ გააგრძელებთ გამოკვლევას, თქვენ დაიწყებთ გვერდზე რაღაცეების ცნ

ობას. დაინახავთ გარკვეულ ბრძანებებს, რომელსაც იცნობთ, როგორიცაა: ‘link’, ‘image’, და ‘video’. ეს არის კონტენტ ბრძანებები, რაც ეუბნება თქვენს ბრაუზერს რა გააკეთოს, საიდან მიიღოთ კონტენტ ფორმადა როგორ აჩვენოთ იგი.

 

HTML არის მარტივად სასწავლი ენა და ეს არის პირველი ენა, რომელსაც სწავლობენ დამწყები პროგრამისტები. თუ გაინტერესებთ HTML-ის სწავლა, უფრო ღრმაც გაიგეთ რა არის ვებ დეველოპმენტი, ეცადეთ გაიგაროთ HTML კოდირების კურსი დამწყებთათვის ან Comprehensive HTML5 Tutorial-ი.

 

 

CSS - არის მეორე ყველაზე ძირეული ენა ფრონტ ენდ დეველოპმენტის. CSS კოდი გამოიყენება  HTML-თან ერთად, HTML ეუბენბა ვებ-გვერდს რომელი კონტენტი ჩართოს,  CSS ეუბნება ვებ-გვერდს როგორ ჩართოს კონტენტი.

 

როდესაც ისწავლით CSS-ს, შეგეძლებათ მრავალი რამის გაკეთება, მათ შორის:

 

ფერთა შეცვლა, CSS-ი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალოს, თითქმის, ყველაფრის ფერი, დაწყებული პარაგრაფის ტექსტიდან დამთავრებული ბექგრაუნდით.

ფონტების შეცვლა. CSS-ი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალო ფონტები, რასაც აპირებ, რომ გამოიყენო შენს ვებ-საიტზე და სად აპირებ მათ გამოყენებას.

პოზიციონირების ელემენტები. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რისი განხორციელებაც შეუძლია ვებ დეველოპერს, არის ყველაფრის განსაზღვრა, რასაც ხედავ საიტზე. HTML გაძლევს სურათების და ვიდეოების შენს ვებ-საიტზე დამატების საშუალებას. მაგრამ, CSS ეუბნება შენს ბრაუზერს სად განათავსოს ისინი და რა ზომის იყოს.

ტექსტის ზომის შეცვლა. საიტს ქმნი ადამიანებისთვის, ვისაც ცუდი მხედველობა აქვს? ამ შემთხვევაში, დაგჭირდებათ CSS კოდირების ცოდნა, რომ ტესქტი უფრო დიდი გახადოთ.

CSS-ი თამაშობს დიდ როლს ფრონტ ენდ დეველოპმენტში.

თუ შეისწავლიდით  CSS-ს, სცადეთ CSS Coding for Beginners course, რაც ერთი საათის მანძილზე გასწავლით CSS-ის საწყისებს. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ Interactive Coding for Beginners, რაც გასწავლით HTML, CSS და რესპონსულ ვებ დეველოპმენტს.

 

JavaScript - რას აკეთებენ ვებ დეველოპერები? ზოგიერთი ვებ დეველოპერი იღებს ენებს, როგორიცაა Java ან HTML და ქმნიან ვებ-საიტის კონპონენტს. JavaScript დეველოპერებიც არ არიან განსხვავებულები. თუმცა, ისინი ქმნიან სპეფიციკურ კონტენტს

 

JavaScript დეველოპერების უმრავლესობა მუშაობს ვებ-საიტის ფრონტ ენდზე. ისინი ქმნიამ პატარა ნაწილებს JavaScript-ის კოდის, რაც ხდის საიტს რესპონსულს, ინტერაქტიულს და მიმზიდველს მომხმარებლისთვის.  ეს JavaScript -ის ნაწილები, ზოგჯერ, ჩაშენებულია HTML-ის კოდში. ვებ-საიტისთვის.

 

ტრადიციულად, ის იყო ფრონტ ენდ დეველოპმენტის ენა და რომელიც მათთვის არის ვიტალური ენა, JavaScript ხდება საოცრად პოპულარული ბექ ენდ დეველოპერებშიც. ბევრი ფრონტ ენდ დეველოპერი ეძებს სამსახურს, როგორც full-stack დეველოპერი, თავიანთი  JavaScript-ის ცოდნიდან გამომდინარე.

 

PHP - ისტორიულად, PHP დომინირებსი მის განსაზღვრაში, თუ რა არის ვებ დეველოპმენტი. ცნობილია, როგორც ინტერნეტის ენა და გამოიყენება  80% ვებ-საიტებში. იმის მიუხედვად, რომ მისი პოპულარობა ნელ-ნელა იკლებს, ის მაინც რჩება ბექ ენდ დეველოპერებისთვის მნიშვნელოვად ენად.

 

მისი სწავლა და გამოყენება ადვილია, რაც ხდის მას პოპულარულს დამწყებ დეველოპერები. ის პოპულარულია პატარა ვებ საიტებში, როგორიცაა WordPress ან Wix და არსებობს ბევრი ფრილანსერ სამუშაო PHP დეველოპერებისთვის

 

Java - ჩვენი სიის ბოლო ენა არის Java, არის მთავარი ნაწილი იმისი, რაც ნიშნავს იყო ვებ დეველოპერი. ეს არის ძველი ენა და ცნობილია სხვადასხვა პროგრამული გამოყენებით. Java გამოიყენება რესპონსიული, მასშტაბური ვებ-აპლიკაციის შექმნაში, რაც გამოიყენება რესპონსული, სწრაფი ვებ-საიტის დიზაინისთვის.

 

Java არის ძირითადი ენა ბევრი ბექ ენდ დეველოპერებისთვის. ის სასწავლად მარტივია, ის მასშტაბურია, რაც პოპულარულს ხდის დიდ ვებ-საიტებში, როგორიცაა,  eBay და Amazon,

 

თუ გსურთ Java სწავლა, შეგიძლიათ ნახოთ interactive Java course.

 

თქვენი გზა ვებ დეველოპერობისკენ

თუ გსურთ გახდეთ ვებ დეველოპერი, უნდა აირჩიოთ front-end, back-end, და full-stack დეველოპმენტს შორის. უნდა ისწავლოთ შესაბამისი ენები და უნდა სცადოთ ვებ-საიტების შექმნა და აპლიაკციების, რომელიც მართავს მათ.

 

შემოგვიერთდი, აკადემია იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებში დასაქმებაზეც

საერთაშორისო ბრენდი, 82 ფილიალით მთელ მსოფლიოში, IT აკადემია Step

ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება!



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა