IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ ვისწავლოთ გრაფიკული დიზაინი

08.02.2021

19543 დათვალიერება

რა არის გრაფიკული დიზაინის განმარტება

 

სახელმძღვანელოს პირველი ნაბიჯი არის იმის გაგება, თუ რა არის გრაფიკული დიზაინი, ხოლო გრაფიკული დიზაინის განმარტება არის ვიზუალური კომუნიკაციის პროცესი ტიპოგრაფიული ელემენტების, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით პრობლემების გადასაჭრელად ან იდეების კომუნიკაციისთვის, მაგრამ მოდით, გავაკეთოთ მცირე სავარჯიშო, გაიხედეთ გარშემო და ნახავთ, რომ ყველგან არის ბრენდის ლოგოტიპის დიზაინი და მომხმარებლის სმარტფონში გამოყენებული აპების მომხმარებლის ინტერფეისის დიზაინი.

 

გრაფიკული დიზაინი არის კომუნიკაციის საშუალება სურათების, ტექსტის ან ილუსტრაციის გამოყენებით, შემოქმედებითად, რათა აჩვენოთ ბრენდის გზავნილები საუკეთესოდ და როგორ გვინდა, რომ ხალხი გრძნობდეს ბრენდს.

 

რა ტიპის გრაფიკული დიზაინი არსებობს და რას აკეთებს გრაფიკული დიზაინერი?

 

როგორც აღვნიშნეთ, დიზაინი ყველგან არის და გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა სახეობა არსებობს, განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი

 

მარკეტინგი და რეკლამის დიზაინი

 

მარკეტინგი და რეკლამის დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გრაფიკული დიზაინის ტიპი, რადგან გამომქვეყნებლებს სჭირდებათ თავიანთი პროდუქტის საუკეთესოდ წარმოჩენა პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებისთვის. მათ სჭირდებათ გრაფიკული დიზაინერები, რომ შექმნან ვიზუალები პროდუქტის  გასარეკლამებდლად.

 

მარკეტინგის და რეკლამის დიზაინერები არიან მნიშვნელოვანი კადრები, რადგან ფოტოები ქმნის მეტ ჩართულობას ადამიანებთან და მათ სჭირდებათ შექმნან ვიზუალები  და დააკმაყოფილონ კლიენტის საჭიროებები.

 

კარგ მარტეკინგის და რეკლამის დიზაინერს სჭირდება გრაფიკული დიზაინის და მარკეტინგის ცოდნა.

 

მარკეტინგის და რეკლამის დიზაინის მაგალითები არის:

  • ბროშურის დიზაინი
  • ჟურნალ-გაზეთების რეკლამები
  • სოციალური მედიის რეკლამები და გრაფიკები
  • პოსტერები და ბანერები
  • იმეილ მარკეტინგი
  • ინფოგრაფიკის დიზაინი

 

 

გარემოს დიზაინი

 

გარემოს დიზაინის მიზანია ხალხის დაკავშირება ადგილთან, სადაც ისინი ცხოვრობენ და Environment Graphic Designers აერთიანებს მათ გრაფიკული დიზაინის უნარ-ჩვევებს არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინთან, ლანდშაფტთან და სამრეწველო დიზაინთან, რათა შექმნან უნიკალური გამოცდილება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც იმ ადგილას იმყოფებიან.

 

კარგ გარემოს დიზაინს შეუძლია შექმნას უნიკალური სივრცე, რომელიც სტუმრებს უყვება ისტორიებს და აძლიერებს მათ გამოცდილებას. კარგი გრაფიკული დიზაინერი, რომელიც სპეციალიზირებულია გარემოს დიზაინში, ასევე უნდა ესმოდეს არქიტექტურა, რათა გამოიყენოს არქიტექტურული ელემენტები უნიკალური გამოცდილების შესაქმნელად.

 

გარემოს დიზაინის მაგალითებია:

 

  • ბრენდინგი
  • ფრესკები
  • გამოფენები
  • ივენთების სივრცეები

 

პუბლიკაცია და ბეჭდვის დიზაინი

 

პუბლიკაცია და ბეჭდვის დიზაინი არის ყველაზე ცნობილი გრაფიკული დიზაინის ტიპი  და ეს ეხება ბეჭდვით მედიას, როგორიცაა წიგნები, ჟურნალები ან გაზეთები, პუბლიკაცია და ბეჭდვის დიზაინი ძირითადად იყენებს ტრადიციულ ელემენტებს ხელოვნების როგორიცაა ფერები, სივრცე და ტიპოგრაფია.

 

როგორც ტექნოლოგია ვითარდება და ჟურნალები და გაზეთები ადაპტირდება თანამედროვე ტექნოლოგიასთან, პუბლიკაციის დიზაინერები ვითარდებიან ციფრულ პლატფორმებზე, რაც მოიცავს ელ. წიგნებს, იმეილებს, ონლაინ გაზეთებს.

პუბლიკაციის და ბეჭდვის დიზაინის მაგალითები:

  • წიგნები
  • ჟურნალები
  • გაზეთები
  • კატალოგები
  • ელ. წიგნები

 

 

მოძრაობის დიზაინი

 

მოძრაობის დიზაინი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინის ტიპი. თავდაპირველად, მოდით, გავიცნოთ რა არის მოძრაობის დიზაინი. მოძრაობის დიზაინი არის ციფურლი გრაფიკის შექმნა რომელიც ქმნის მოძრაობის ილუზიას ამიტომაც ის არის ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინის ტიპი.

 

მოძრაობის დიზაინის მაგალითები

  • ვიდეო თამაშები
  • აპლიკაციის დიზაინი
  • გიფი
  • ანიმირებული ტექსტი
  • რეკლამები
  • ბანერები

 

 

კორპორატიული დიზაინი

 

კორპორატიული დიზაინი გამოიყენება ბრენდებისა და კომპანიების მიერ,  რომ გადაიტანონ თავიანთი ფილოსოფია და მიზნები მომხმარებლებამდე ვიზუალური ელემენტებით და შექმნან ბრენდის იდენტობა. კორპორტატიული დიზაინი შექმნილია გრაფიკული დიზაინის ელემენტებისგან, როგორიც არის ფერი, ფორმა და გამოსახულება რომელსაც ბრენდი გამოიყენებს ყველაფერში.

 

კორპორატიული დიზაინი ან ბრენდინგი გამოიცავს ლოგო დიზაინს და ყველა ელემენტს რომელსაც იყენებს ბრენდი, როგორიც არის ბიზნეს ბარათები ან საკანცელარიო ნივთები, მათ აქვთ ერთი ფერი და ტიპოგრაფია.

 

კორპორატიული დიზაინის მაგალითები:

  • ლოგოს დიზაინი
  • ბიზნეს ბარათის დიზაინი
  • საკანცელარიო ნივთები
  • ვებ-საიტის დიზაინი
  • ბიზნეს სიახლეები

 

ვებ დიზაინი

 

დღეს ყველა ბრენდს უნდა ჰქონდეს ვებ-საიტი და ამ ვებ-საიტებმა უნდა გადაიტანონ თავიანთი ფილოსოფია და დაარწმუნოს მომხმარებელი რატომ უნდა აირჩიონ მათი პროდუქტი და ვებ დიზაინერი იყენებს ელემენტებს, როგორიც არის გვერდის გაფართოება, გამოსახულება და ტიპოგრაფია, რომ შექმნან კარგი ინტერფეისი.

 

 

შეფუთვის დიზაინი

 

შეფუთვის დიზაინი არის კავშირი გრაფიკული დიზაინის ელემენტებს, როგორიც არის სტრუქტურა, ფერთა გამოსახულება და ტიპოგრაფია პროდუქტთან, რომელსაც თქვენ ყიდით, რომ იგი იყოს უფრო შესაფერისი მარკეტინგული მიზნებისთვის.

 

შეფუთვის პირველი მიზანი არის პროდუქტის შიგნით დაცვა, მაგრამ ის ასევე დიდ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, რომ შესაძლო მომხმარებლების ყურადღება მიიპყრონ მარკეტინგითა და გრაფიკული დიზაინით, ამიტომ შეფუთვის დიზაინერს ასევე უნდა ჰქონდეს ცოდნა პროდუქტის მარკეტინგის ტაქტიკის შესახებ, რათა შექმნას დასამახსოვრებელი შეფუთვა.

 

როგორ შეგიძლიათ ცხოვრება როგორც გრაფიკულ დიზაინერს?

 

ახლა როდესაც უკვე იცით გრაფიკული დიზაინის ტიპების შესახებ მოდით ვისაუბროთ როგორ შეგიძლიათ თანხის გამომუშავება, როგორც გრაფიკულ დიზაინერს.

 

ყველაზე გავრცელებული გზა არის ერთ ან რამდენიმე გრაფიკული დიზაინის ტიპებში სპეციალიზირება და მუშობა გრაფიკული დიზაინის სააგენტოში, მარკეტინგის სააგენტოში ან კომპანიაში, რომელსაც სჭირდება გრაფიკული დიზაინი.

 

მეორე გზა დაკავშირებულია წინასთან მაგრამ თქვენ ხართ გრაფიკული სააგენტო, გახდეთ ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერი და იმუშაოთ სხვადასხვა კლიენტებთან.

 

ასწავლეთ სხვებს რაც იცით, ბევრს სურს გრაფიკული დიზაინის სწავლა.

 

შექმენით ციფრული ფაილები, რაც შეიძება იყოს შაბლონი ან მარქაფი და გაყიდეთ ისინი სხვადასხვა გრაფიკული დიზაინის ბაზარზე ან თქვენი საიტიდან.

 

შექმენით გრაფიკული დიზაინის ბლოგი და ისაუბრეთ გრაფიკული დიზაინის თემებზე.

 

თუ გსულს დაეუფლო გრაფიკულ დიზაინს შემოგვიერთდი 

 

 

 

 

გაიარე რეგისტრაცია 

 

 

რომელი გრაფიკული დიზაინის სოფთვეარი არის საუკეთესო?

 

Adobe Suite არის სტანდარტი გრაფიკული დიზაინისთვის, მოდით ვნახოთ ძირითადი პროგრამა, რასაც გრაფიკული დიზაინერები იყენებენ.

 

Adobe Illustrator

 

პირველი გრაფიკული დიზაინის სოფთვეარი სიაში არის  Adobe Illustrator ეს არის Vector graphics Editing პროგრამა, ვექტორული გრაფიკა იყენებს გზას საწყისი და საბოლოო წერტილიდან განსაზღვრით, რადგან ვექტორი არ იყენებს პიქსელებს და წერტილების სპეციფიკურ რაოდენობას. Adobe Illustrator არის საუკეთესო გრაფიკული დიზაინის პროგრამა, რომ შექმნათ ლოგოს დიზაინი, ილუსტრაცია.

 

Adobe Photoshop

 

Adobe Photoshop არის ფოტოს რედაქტირების პროგრამა ფოტოს რედაქტირებისთვის, სადაც შეგიძლიათ მანიპულირება, მოჭრა, ზომის შეცვლა და ფერის დაკორექტირება ციფრულ ფოტოგრფიაზე და ეს სოფთვეარი არის პოპულარული ფოტოს რედაქტირების პროექტებისთვის, პოსტერის დიზაინის შექმნისთვის.

 

Adobe InDesign

 

Adobe InDesign არის შრიფტისა და საგამომცემლო პროგრამა და გრაფიკული დიზაინერები იყენებენ InDesign- ს პლაკატების, ფლაერების, ბროშურების, ჟურნალების, გაზეთების, პრეზენტაციების, წიგნების და ელ. წიგნების, და მისი გრაფიკული დიზაინის შესანიშნავი სოფთვეარის სარედაქციო და ბეჭდვითი დიზაინის შესაქმნელად.

 

Adobe After Effects

 

Adobe After Effects არის კარგი გრაფიკული დიზაინის პროგრამა, რომ შექმნათ ანიმაციები 2D და 3D-ზე და ეს არის კარგი პროგრამა ეფექტების და ანიმაციების შექმნისთვის ვიდეოსთვის.

 

Adobe XD

 

Adobe XD არის Adobe Suite Software-ი UX / UI დიზაინისთვის რაც გეხმარებათ ვებსაიტების, მობილური აპლიკაციების დიზაინის შექმნაში და Adobe XD-ით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დიზაინი, პროტოტიპი და გააზიაროთ პროექტები თქვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან.

 

 

სად და როგორ შეგიძლიათ გრაფიკული დიზაინის სწავლა?

 

ახლა როდესაც ვთქვით რა არის გრაფიკული დიზაინი, თავის ტიპებთან ერთად, როგორ გამოვიმუშაოთ თანხა, როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა და საუკეთესო პროგრამები და თქვენ ხართ დაინტერესებული გრაფიკული დიზაინით, განახებთ სხვადასხვა გზას როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ გრაფიკული დიზაინი.

 

გრაფიკული დიზაინის სწალა კოლეჯში

 

პირველი ვარიანტი არის გრაფიკული დიზაინის სწავლა კოლეჯში და მიიღოთ დიპლომი, ეს კარგი ვარიანტია, რადგან გეყოლებათ პროფესიონალი გრაფიკული დიზაინის მასწავლებლები და გექნებათ პირდაპირი საუბარი მათთან.

 

გრაფიკული დიზაინის სწავლა ონლაინ

 

როდესაც ვსაუბრობთ გრაფიკული დიზაინის ონლაინ სწავლაზე არის ორი ვარიანტი: პირველი არის ონლაინ სწავლა კოლეჯში, მეორე ვარიანტია გრაფიკული დიზაინის კურსები, არის მათი დიდი არჩევანი და ისინი არის უფრო სწრაფი.

 

საუკეთესო გრაფიკული დიზაინის კურსები:

 

  • Skillshare
  • Udemy
  • Coursera

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!
+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ
https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

მოტივაცია

პროფესიები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ – და ახლა ყველაზე მოთხოვნადია

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სკოლის მერხიდან ვერ ვისწავლეთ.

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრ

ШАГ логотип

ყველაფერი ავტომატიზირდება, სად დარჩება ადამიანი?

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და იმ სფეროებს, სადაც ადამიანი კვლავაც შეუცვლელი რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა