IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირების 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ენა!

07.01.2021

1544 დათვალიერება

პროგრამირება დღეს ყველაზე კარგად ანაზღაურებადი სამუშაოა, თუმცა მისი დაუფლება შეუძლებელია მხოლოდ ერთი ან ორი წიგნის შესწავლით. იმისთვის რომ გახდეთ კარგი პროგრამისტი, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ძირითად კონცეფციებზე და ივარჯიშოთ მანამ, სანამ სწორ გადაწყვეტილებამდე არ მიხვალთ.

 

მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უამრავი რესურსი გექნებათ ინტერნეტით ხელმისაწვდომი და შეძლებთ გამოცდილ პროგრამისტებთან დაკავშირებას, სხვების მიბაძვით შეიძლება არასწორი მიმართულება აირჩიოთ.რის შედეგი ეტაპიც განვითარბის დაბალი ტემპი და მცირე ხელფასი იქნება.

 

დღეს განვიხილავთ 2020 და 2021 წლისთვის პროგრამირების 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ენას Stack Overflow Developer Survey-ზე დაყრდნობით

 

  1. Clojure $177k
  2. F# $170k
  3. Go $163k
  4. Scala $158k
  5. Elixir $156k
  6. Ruby $156k
  7. WebAssembly $156k
  8. Rust $132k
  9. Erlang $111k
  10. Bash/Shell/PowerShell $109k
  11. R $104k
  12. Python $103k
  13. Objective-C $102k
  14. TypeScript $99k
  15. C# $98k
  16. Swift $97k
  17. Kotlin $97k
  18. SQL $89k
  19. JavaScript $86k
  20. C++ $85k
  21. HTML/CSS $85k
  22. VBA $85k
  23. Assembly $82k
  24. C $82k
  25. Java $82k

 

1. Clojure  

Clojure მთელ მსოფლიოში პროგრამირების ერთერთი მაღალ ანაზღაურებადი ენაა 2019 წლიდან. დეველოპერები წლიურად დაახლოებით $177.000 ხელფასს იღებენ Clojure ენაზე კოდის დაწერისთვის. მათთვის, ვინც არ იცის, Clojure არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც შედგება სკრიპტული ენის ინტერაქტივობისგან და უზრუნველყოფს ეფექტურ ინფრასტრუქტურას მრავალკავშირიანი პროგრამირებისთვის (multithreaded programming). Clojure გამოიყენება shell სკრიფტების დასაწერად, async webservers დასაწერად, ვებ გვერდების შესაქმნელად, თანდართული ამოცანებისთვის და ა.შ. სინამდვილეში ეს არის Lisp-ი და ეს საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ საბაზისო ენა მაკროსის გამოყენებით, რომ თქვენი სამუშაოსთვის შესაფერისი გახდეს.

 

2. F#

პროგრამირების ენა F# მეორე ადგილზეა მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფ მაღალ ანაზღაურებად ენებს შორის. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც F# ენაზე მუშაობენ, წელიწადში საშუალოდ $170.000 ხელფასს იღებენ. F# არის ღია წყაროს, ჯვარედინი პლათფორმის მქონე და ფუნქციონალური, პროგრამირების პირველი ენა. ის ძირითადად აპლიკაცეიბის სფეროში გამოიყენება, მაგრამ აქვს ორივეს, ღია საზოგადოების და კორპორაციული ორგანიზაციების მხარდაჭერა.

F# საშუალებას აძლევს პროგრამისტებს და კომპანიებს მოძებნონ კომპლექსური გამოთვლითი პრობლემების მარტივი და განხორციელებადი გადაწყვეტა ადვილად მოსავლელი და ძლიერი კოდით. დღეს F#-ს მიიჩნევა როგორც პროგრამირების ერთერთი ყველაზე ნაკლებად აღიარებული ენა.

 

თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში კი ის წერა-კითხვასავით აუცილებელი უნარი გახდება. კოდირება, ანუ პროგრამის წერა, თითქმის ყველა დარგში უფრო და უფრო მოთხოვნადი უნარი ხდება

 

           → დარეგისტრირდი ახლავე!

 

3. Go

Go არის ღია წყაროს პროცედურული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მარტივი და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად. ყველაზე კარგი Go ენას აქვს ის, რასაც გოურუტინებს (goroutines) უწოდებენ. მარტივი ენით, ის ჰგავს კავშირს, მაგრამ მისგან განსხვავებით ნაკლებ მეხსიერებას მოიხმარს. კვლევის რესპოდენტები აცხადებენ, რომ ისინი წლის განმავლობაში საშუალოდ Go ენაზე მუშაობისთვის $163.000 ხელფასს იღებენ.

 

4. Scala

Scala არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც შედგება ობიექტზე ორიენტირებული და ფუნქციონალური პროგრამისგან. Stack Overflow Developer Survey 2019-ის კვლევის შედეგად, ის მეოთხე ადგილზეა. დეველოპერები Scala ენაზე კოდის დაწერისთვის წელიწადში საშუალოდ $158.000 ხელფასს იღებენ. ის ეფექტურად არიდებს თავს ბაგებს კომპლექსურ აპლიკაციებში და დაგეხმარებათ მაღალი ხარისხის სისტემების შექმნაში ბიბლიოთეკების დიდი ეკოსისტემების გამოყენებით.

 

5. Elixir

Elixir არის მეხუთე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამირების ენა ჩვენს სიაში. დეველოპერები, რომლებიც Elixir ენაზე მუშაობენ, წელიწადში საშუალოდ $156.000 ხელფასს იღებენ. თუ არ იცით, მოგახსენებთ, Elixir არის დინამიური და ფუნქციონალური პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მასშტაბური და ადვიალდ მართვადი აპლიკაციების შესაქმნელად. Elixir იყენებს the Erlang VM-ს, რომელიც ცნობილია მუშაობის დაბალი შეყოვნებით, განაწილებული და დაზიანებების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე სისტემებით.

 

 

იმედია, აღნიშნული სიის დათვალიერების შემდეგ ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება: ამ ენებიდან ერთი კონკრეტული ენის გამოყენებით კოდის დაწერისთვის საშუალო ხელფასი ამ ენის პოპულარობის უკუპროპორციულია. მაგალითად, Java, რომელიც პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენაა, სიის ბოლო ადგილს იკავებს. მიზეზი აშკარაა, ჯავის მცოდნე დეველოპერები დიდი რაოდენობით არიან ხელმისაწვდომი, შედეგად, მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია და მუშახელიც გაიაფდა.

 

მაშ ასე, პროგრამირება ჩვენი მომავალია პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში, დაიწყე რომელიმე ენის შესწავლა ახლავე,  2021 წელს შენც დაამტკიცე რომ შეუძლებელი არაფერია!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რა სჭირდება თანამედროვე მარკეტერს ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა

თანამედროვე მარკეტინგი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის. წარმატებულ მარკეტერს სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, AI ინსტრუმენტების გამოყენება, კონტენტის შექმნის უნარი და აუდიტორიის ქცევის ანალიზი. გაიგე, რატომ გახდა ეს უნარები დღეს აუცილებელი და როგორ ცვლის ტექნოლოგია მარკეტინგის სფეროს.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა აღარ არის დღეს მარკეტინგი მხოლოდ ლამაზი პოსტის ან რეკლამის შექმნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე მარკეტერს უკვე სჭირდება იმის ცოდნა, როგორ ფიქრობს ადამიანი, რა იწვევს ინტერესს, რატომ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ამ პროცესზე. სწორედ ამიტომ, მარკეტინგი აერთიანებს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას, კონტენტს და ხელოვნურ ინტ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

განვითარდი და განავითარე: რატომ არის ცოდნის გაზიარება წარმატების გასაღები

რატომ არის ცოდნის გაზიარება თანამედროვე სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები? გაიგე, როგორ ეხმარება გამოცდილების გაცვლა ადამიანებს განვითარებაში, პროფესიული ურთიერთობების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ცოდნა, რომელიც მხოლოდ შენთან რჩება - არ იზრდება დღეს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და პროფესიები მუდმივად იცვლება, მხოლოდ ინფორმაციის მიღება უკვე საკმარისი აღარ არის. თანამედროვე გარემოში განსაკუთრებით ფასდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, ცოდნის გაზიარება დღეს ერთ-ერ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა