IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ ფორმას მიიღებს მომავალში განათლება?!

20.03.2021

952 დათვალიერება

მოდი, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთადერთი უცვლელი რამ, ჩვენს ცხოვრებაში, ცვლილებების უწყვეტი ნაკადია. ამ ცვლილების იმაზე მალე განჭვრეტა და შემჩნევა, ვიდრე ის მოხდება არის იშვიათი უნარი, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

 

ჰოდა, ცვლილებას განათლებაშიც ვერსად გავექცევით. სკოლის მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად ძველ, მტვრიან ენციკლოპედიებში აღარ იქექებიან. სტუდენტებს კი საგანმანათლებლო მასალის უმეტესობა თავიანთ ლეპტოპებში აქვთ. მოკლედ, დღევანდელ განათლებას ცოტა რამ აქვს საერთო 20 წლის წინანდელთან. როგორი იქნება განათლების მომავალი? როგორი იქნება სკოლა და უნივერსიტეტები? ან კი იქნება საერთოდ? რა შეიცვლება სწავლების მეთოდებში?

 

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემას ვერ შევძლებთ და არც ვეცდებით. ჩვენ კი არა, ბრიტანელ მეცნიერებსაც კი ვერ გაურკვევიათ ეს ამბავი დაზუსტებით. ჰოდა, უბრალოდ გონივრული ვარაუდების შესახებ მოგიყვებით, რა იქნება პრიორიტეტული მომავლის განათლებაში.

 

შემოქმედებითობა

ჰეი, სირი. რომელია ყველაზე ღრმა წერტილი ოკეანეში? სირი ამ კითხვაზე აუცილებლად გიპასუხებს. თანაც უშეცდომოდ და სხაპასხუპით. და რა კავშირია ამასა და მომავლის განათლებას შორის? ახლავე გეტყვით: თუ სირის, ალექსას, კორტანასა თუ გუგლს შეუძლიათ ასეთ ფაქტობრივ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაშინ რატომ უნდა ფასდებოდეს ადამიანი იმავე კრიტერიუმით? ან რა კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მან ტექნოლოგიებს? იმის გამო, რომ ასეთ ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა ყველას გვაქვს, მხოლოდ მსგავსი ცოდნის ადამიანი ახალს ვერაფერს იტყვის და შექმნის, თუ ეს ცოდნა რამესთან არ დააკავშირა, გააანალიზა, ასოციაცია არ გაუჩნდა და ა.შ. სწორედ ეს გამოწვევა ექნება სკოლასაც - მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარები გამოუმუშაოს, მათ კრიტიკული აზროვნება და მსჯელობის ლოგიკური ჯაჭვის აგება ასწავლოს.

 

გუნდური მუშაობა

მომავალში განათლების ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იქნება. ამ იდეას გუგლშიც იზიარებენ და ქმნიან კიდეც შესაბამის პროდუქტებს, როგორებიცაა G Suite for Education, Google Classroom, Jamboard და ა.შ.

 

გუგლის საგანმანათლებლო აპლიკაციების პროდუქტების მენეჯერის - ჯონათან როჩელის თქმით, სკოლა 50 წელში ის ადგილი იქნება, სადაც ბავშვები ისწავლიან კოლაბორაციასა და იდეების გაზიარებას. როჩელი ასევე Google Docs - ის ერთ-ერთი შემქმნელია.

 

„სკოლებში კალკულუსსა თუ კოდის წერას ასწავლიან, მაგრამ მოდი არ დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს ვასწავლოთ როგორ ეურთიერთონ ერთმანეთს”. - ამბობს ის. იმისათვის, რომ გუნდური მუშაობა უფრო მარტივად შეძლონ მოსწავლეებმა, სამომავლოდ ვარაუდობენ, რომ კლასები ინტერესებისა და უნარების მიხედვით შეიქმნება და არა აუცილებლად ასაკის.

 

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

გამოცდები

ჩვენი ცოდნისა და უნარების შემოწმება სწავლის ყველა საფეხურზე გვიწევს. სკოლაში, უნივერსიტეტში და სამსახურშიც კი. საინტერესოა, როგორ შეიცვლება გამოცდები. როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს, გამოცდები ნელ-ნელა ციფრულდება და ონლაინ სივრცეში ინაცვლებს. მეტ კომფორტთან ერთად, ონლაინ გამოცდები გარემოსთან უფრო მეგობრულიც ხდება და ზოგავს რესურსებს: დროს, ენერგიას, და ჰო - ფურცლებსაც.

 

და საერთოდაც, რა უნდა შეამოწმოს გამოცდამ? როგორ დავიმახსოვრეთ რაღაც ფაქტები თუ როგორ შეგვიძლია ამ ცოდნის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში? როგორც ვარაუდობენ, სტუდენტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება და არა ცალკეული ფაქტების ცოდნა.

 

,,მათემატიკას ისწავლიან ისე, როგორც თავსატეხებისა და პრობლემების გადაჭრას. ლიტერატურის სწავლისას კი სტუდენტებს ჰკითხავენ, რას ნიშნავს ეს კონკრეტული ნაწარმოები მათთვის. ტესტების მაგივრად კი, სტუდენტები ცოდნას გამოამჟღავნებენ სხვადასხვა შემოქმედებით პროექტში”, - ამბობს მიჩიგანელი მასწავლებელი, ნიკოლას პროვენზანო TED-Ed Innovative Educators-ის წარმომადგენლები.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ თანამედროვე, მომავლის პროფესიები, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა