IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ გავხდეთ Java-ს წარმატებული დეველოპერი?

27.10.2020

1781 ხედი

დღევანდელ ეპოქაში პროგრამირების უამრავი ენა არსებობს, რომლებიც ალბათ ჩვენს მომავალს აყალიბებენ. ამასთან, როცა პროგრამირების სწავლას ვიწყებთ, ვიწყებთ C ენას, შემდეგ გადავდივართ C++ -ზე ან პროგრამირების ბევრ სხვა ენებზე. დღეს ვისაუბრებ პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენაზე, რომელსაც Java ჰქვია. Java-ს პოპულარობა შეიძლება მისი მრავალფეროვნების დამსახურება იყოს, რადგან ის შეიძლება გამოვიყენოთ მორგებული აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებიც მსუბუქია, სწრაფია და მრავალფეროვან მიზნებს ემსახურება.

 

2019 წლის აპრილის TIOBE ინდექსის თანახმად, Java არის პროგრამირების ნომერ პირველი ენა. Java ფაქტიურად თითქმის ყველა კომპანიაში გამოიყენება, იქნება ეს პატარა კომპანიები თუ დიდი ტექნიკური გიგანტური კომპანიები, როგორებიცაა Google, Amazon და ა.შ. ასე, რომ დღევანდელ სამყაროში თუ Java-ს დეველოპერი გახდებით, ამან შეიძლება თქვენი კარიერა ძალიან წარმატებული გახადოს! სწორედ ამიტომ ვაპირებ გაგიზიაროთ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გახდეთ წარმატებული Java დეველოპერი:

 

1. კარგად შეისწავლეთ Core Java SE

პირველ რიგში, დაიწყეთ Core Java (Java SE) და აითვისეთ რაც შეიძლება ბევრი რამ. თქვენ უნდა იცოდეთ და გესმოდეთ ძირითადი ცნებები, როგორიცაა ციკლი, მასივები, ოპერატორები და მრავალი სხვა. Java SE-ს ასევე აქვს ზოგადი დანიშნულების API-ების ისეთი სერიები, როგორიცაა java.lang, java.io, java.math და ა.შ. და ისინი მინიმუმ საბაზისო დონეზე მაინც უნდა იცოდეთ. თქვენ ასევე უნდა დაიწყოთ OOP-ის კონცეფციების სწავლა, რადგან ისინი კარგად არის ცნობილი Java-ში.

 

2. მუდმივად ივარჯიშეთ Java-ზე

რაც არ უნდა ისწავლოთ Core Java-ში, აუცილებლად ივარჯიშეთ ნასწავლ მასალაზე ისე, რომ შეძლოთ სინტაქსის ჩაწერა ძირითადი შეცდომების გარეშე. ასევე, ადვილია თეორიულად პრობლემების მოგვარება, მაგრამ გამოწვევა მიდგომის პრაქტიკულად განხორციელებაში მდგომარეობს, რადგან თქვენ შეიტყობთ ენის შეზღუდვებს და შეიძენთ დიზაინის საუკეთესო პრაქტიკას. ასე რომ, მაქსიმალურად ივარჯიშეთ და წერეთ კოდები Java-ზე, ასევე შეეცადეთ შეასრულოთ მინი პროექტები თქვენს მიერ შესწავლილ ნებისმიერ თემაზე.

 

3. ისწავლეთ Java EE

Core Java-ს სწავლის დასრულების შემდეგ, დაიწყეთ Java EE-ს (Enterprise Edition)-ის შესწავლა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Advanced Java. როცა Java EE-ს სწავლას დაიწყებთ, შეგიძლიათ იმუშაოთ ვების განვითარებაზე, რადგან Java EE-ს აქვს სპეციფიკაციები დამატებითი ფუნქციების შესახებ, როგორიცაა განაწილებული კომპიუტერული და ვებ სერვისები. ეს მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Servlet, WebSocket, Java Server Faces და ა.შ. ვებ სპეციფიკაციებისთვის.

 

               

გაიარე რეგისტრაცია ახლავე! მიღება დაწყებულია ახალი ჯგუფებისთვის, ნუ გაუშვებ შენს შანსს ხელიდან!

                → დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. განახორციელეთ პროექტები Servlets და JSP-ით

რასაც Java EE-ში ისწავლით, უბრალოდ გააერთიანეთ Front End ტექნოლოგიებთან, როგორიცაა HTML, CSS, Javascript და შეეცადეთ გააკეთოთ მინი პროექტები კონკრეტულ თემებზე, რადგან ეს გონებას გაგიმახვილებთ. ასევე მნიშვნელოვანია შეადგინოთ მინიმუმ ორი პროექტი, ერთი Servlet-ით და მეორე JSP-ით. ეს იმიტომ არის კარგი, რომ თუ ამ თემებზე პროექტებს არ გააკეთებთ, ვერასდროს ვერ დარწმუნდებით იმაში, თუ რამდენი იცით პროგრამირების ამ ენაში.

 

5. ისწავლეთ Hibernate და Spring Frameworks

Java SE-ს და Java EE-ს შესწავლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად გადადით Java Frameworks-ების სწავლაზე, რომლებიც მოიცავს Hibernate Framework-ს და Spring Framework-ს. ესენი არის Java-ს ყველაზე პოპულარული Framework-ები. სინამდვილეში, Java-ს დეველოფმენთ კომპანიების უმეტესობა დღეს იყენებს Spring Framework-ს, როგორიცაა მაგალითად, Spring Boot, Spring MVC და Spring Cloud-ი ვებ აპლიკაციის განვითარებისთვის და ა.შ. Hibernate Framework-იც ასევე ძალიან პოპულარულია დომენის ობიექტზე ორიენტირებული მოდელის მეპირებისთვის რელაციურ მონაცემთა ბაზასთან და ასევე Hibernate Query Language. ასე რომ, თუ თქვენ იცით ეს Framework-ები და შეგიძლიათ შექმნათ პროექტები, მაშინ დიდი შანსი გაქვთ რომელიმე კომპანიაში Java Developer-ის პოზიციაზე აგირჩიონ.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 98 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა