IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

10 ძირითადი შეკითხვა, რომელიც დამკვეთებს უნდა დაუსვათ, სანამ დიზაინის შექმნას დაიწყებთ

11.07.2020

823 დათვალიერება

ფრილანსერი კრეატიული დირექტორი და დიზაინერი ქეთი კუპერი გაგვიზიარებს  გამოცდილ და ეფექტურ ბრენდის კითხვარს, რომელიც ეხმარება მას და მის კლიენტებს, ზუსტად გაიგონ პროექტის არსი და წარმატებული დიზაინი შექმნან და წარმოადგინონ.

 

ეს გზა ყველას გავლილი გვაქვს - როცა დამკვეთს უნებლიედ შეცდომაში შევყავართ მეილზე მოწოდებული გაურკვეველი ფაილით, რომელსაც ეწოდება "FINAL-final5-iswearthisisthelastfinal.ai?"

რა გაკეთდა არასწორად? თქვენ ალბათ სწორ შეკითხვებს არ სვამთ.

 

მე მყარად მწამს იმის, რომ თავიდანვე დიდი შრომა უნდა გასწიო. რაც უფრო მეტ ენერგიას და ძალისხმევას ჩადებთ პროექტის კვლევასა და აღმოჩენაში, მით უფრო ადვილი გახდება დიზაინის პროცესი და უფრო მეტ მოგებასაც ნახავთ

 

აღმოჩენის ფაზა არის პროექტის გულისცემა და ის ადგილი, სადაც ნახავთ ბევრ ფასდაუდებელ ინფორმაციას, რომლებიც თქვენი პროექტის წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს ის შემთხვევა არ არის, რომ თქვენი კლიენტის შესახებ არაფერი არ მოიმოქმედოთ ან თქვენი მოდური შემოქმედებითი იდეები თავს მოახვიოთ. ეს არის კითხვების დასმის და მოსმენის დრო!

 

ჩემს კლიენტებს ბევრ შეკითხვას ვუსვამ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს ათი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი მუშაობის პროცესში:

 

1. აღწერეთ თქვენი კომპანია 30k ფუთი სიმაღლის ხედიდან

ამ შემთხვევაში იდეა დიდი სურათის გაგებაში მდგომარეობს. ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს საფუძველი, რაც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ თქვენი კლიენტის კომპანიისა და მათი ინდუსტრიის ძირითადი არსი.  მე, ჩვეულებრივ, ვთხოვ მათ იმ სერვისების ან / და პროდუქტების დეტალურ ჩამონათვალს, რომლებსაც ისინი სთავაზობენ მომხმარებელს და ასევე ვეკითხები მათი მისიისა და ღირებულებების შესახებ.

 

2. სად ხედავთ საკუთარ თავს და თქვენს კომპანიას 1, 5, 20 წლის შემდეგ?

თქვენ უნდა გესმოდეთ, საით მიემართება თქვენი კლიენტი და რისი მიღწევის იმედიც აქვს. მე ვარ მუდმივი ბრენდების შექმნის ბიზნესში და არა მოდურის. თქვენ უნდა იცოდეთ, აქვს თუ არა თქვენს კლიენტს გაფართოების ან ახალ ბაზარზე გასვლის გეგმა. ეს ასევე საშუალებას გაძლევთ ინვესტიცია ჩადოთ მათ ხედვაში მათთან ერთად და შესაძლოა შექმნათ მეტი შესაძლებლობები შემოქმედებითად პარტნიორობისთვის ან უფრო მეტი ღირებულება შესძინოთ პროექტს.

 

3. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგახართ, როგორც კომპანია?

როგორც დიზაინერები, ჩვენ აქ პრობლემების გადასაჭრელად ვართ - არა მხოლოდ იმისთვის, რომ ლამაზი გამოსახულებები შევქმნათ. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს კლიენტს დიზაინისა და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით. მნიშვნელოვანია იცოდეთ კლიენტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს მათაც დაეხმარება გახსნაში და საშუალებას მოგცემთ შესთავაზოთ რამდენიმე პოტენციური გადაწყვეტილება. ნდობის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ მათ გუნდში ხართ -  რაც კონტრაქტორისთვის არის ყველაფერი.

 

4. აღწერეთ თქვენი კომპანია 5 ზედსართავით

სწორედ ამ დროს დაიწყებთ კომპანიის თვისებების გაგებას. ექსპრესიულია თუ სერიოზული? ეფექტური თუ ძვირად ღირებული? ამ ზედსართავებს ხშირად ვუბრუნდები, როცა განწყობის სურათის შედგენას ვიწყებ.

 

5. რა პრობლემას წყვეტთ?

ეს არის თქვენი კლიენტის ბიზნესის ძირითადი ნაწილი. თქვენ უნდა გესმოდეთ პრობლემის არსი, რომ იცოდეთ როგორ მოაგვაროთ იგი. ყველა შეკითხვა პირდაპირ და მოურიდებლად დასვით დამკვეთთან, რადგან ის დიდი ალბათობით პრობლემებში დაკარგულია, ქვეცნობიერად იცის თუ რას აკეთებს ყოველდღიურად, მაგრამ შესაძლებელია დაკარგოს აქტუალური პრობლემის ხედვა ან თუნდაც ის, თუ რატომ ცდილობს მის მოგვარებას. 

 

6. რა ფუნქციონალურ და ემოციურ სარგებელს შესთავაზებთ თქვენს მომხმარებლებს?

დაიწყეთ საუბარი იმით, თუ რა აქცევს კომპანიას გამორჩეულად?  რაც შუქს მოჰფენს იმ პრობლემას, რომელსაც ისინი აგვარებენ. ეხმარებიან ისინი მომხმარებლებს დროის დაზოგვაში ან იმაში, რომ ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ?

 

7. რატომ, როგორ, რა?

ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ამ დროს არის „რატომ?“ რატომ დგებიან ისინი დილით საწოლიდან იმისთვის, რასაც აკეთებენ? რატომ განიცდიან? სწორედ ახლა თქვენ დაიწყებთ იმ ამბის გაგებას, რომლის მოსმენაც მომხმარებელს სურს. მე ხშირად მივმართავ ასეთი ტიპის საუბარს, როგორ აღწევენ წარმატებას დიდი ლიდერები - Simon Sinek-ის მიხედვით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი პროექტის განმავლობაში ყოველთვის ვეკითხები, "რატომ?" ეს ეხმარება და მხნეობას მატებს კლიენტებს, იფიქრონ თავიანთი პირადი შეხედულებების მიღმა და დაიწყონ მომხმარებლებზე ფიქრი. ისინი ახერხებენ სიტყვებით გადმოსცენ ფიქრები და შეგრძნებები, რომელთა ახსნაც შეიძლება გაუჭირდეთ. ეს არის ის, რასაც ბრენდ თერაპიას ვუწოდებ და ძალიან მომწონს.

 

8. ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

ამ შეკითხვას უბრალოდ არასოდეს ვსვამ, რადგან უმეტეს შემთხვევებში კლიენტები ფიქრობენ, რომ მათი სამიზნე არის ყველა მთელ სამყაროში. ამას პატარ-პატარა კატეგორიებად ვშლით. მათი სამიზნე აუდიტორია ათლეტები არიან თუ კონკრეტული სპორტის მიმდევრები? სხვადასხვა აუდიტორია ჰყავთ? იქნებ მათი სამიზნე სკოლაა, რომელსაც უნდა მიმართოს მასწავლებლებს, მშობლებს და დონორებს. შემდეგ ჩვენ ვქმნით მომხმარებელთა პერსონაჟებს, უბრალოდ ვფიქრობთ ერთი ინდივიდის შესახებ. ჩვენ ვუყურებთ მათ დემოგრაფიას, მაგრამ უფრო მეტად, მათ ქცევებს, სურვილებს და საჭიროებს, რადგან ამას კავშირი აქვს მათ საქმიანობასთან.

 

თქვენ ქმნით ბრენდს მათი სამიზნე აუდიტორიისთვის და არა კომპანიის მარკეტინგის ან კომპანიის გენერალური დირექტორისთვის. ზოგჯერ მათი პირადი დიზაინის პრეფერენციები შეიძლება გადამეტებული აღმოჩნდეს, მაგრამ ყოველთვის არა.

 

9. რას ამბობენ თქვენი მომხმარებლები თქვენს შესახებ? Კარგს და ცუდს

თუ ეს ახალი სტარტაპი იქნება, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას იტყვიან მომხმარებლები?

ეს შესანიშნავი გზაა მათი ბრენდის შეტყობინებების შემუშავების დასაწყებად. მოდით მომხმარებელთა მიმოხილვებმა დაწერონ ასლი თქვენთვის. გაიგეთ მათი ძლიერი მხარეები და რას ამჩნევს ხალხი, მაგრამ ასევე შეიტყვეთ რისი გაუმჯობესება შეიძლება. ამას ჩვეულებრივ დავამატებ, „რა გსურთ, რომ მათ თქვან?“ ამ გზით თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ პოტენციურ პრობლემაზე დაკვირვება და გამოსავლის პოვნა.

 

10. ვინ არიან თქვენი კონკურენტები? რა არის მათი სიძლიერე? რა უპირატესობები გაქვთ?

იდეების უმრავლესობა ახალი არ არის. ეს დაგეხმარებათ იმაში გაერკვეთ, თუ რა გახდის მათ ბიზნესს უნიკალურს და დაეხმარება მათ წინსვლაში კონკურენციის პროცესში. ეს ასევე დაგეხმარებათ გაიგოთ უფრო მეტი მათი ინდუსტრიის შესახებ და რა არის მათი ნორმები. ბრენდინგი შერწყმის დელიკატური ბალანსია, მაგრამ უნდა გამოირჩეოდეს ყველა კონკურენტისგან.

 

საბოლოო შეხედულებები

თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ არცერთი ეს კითხვა არ არის სპეციფიკური დიზაინისთვის ან ვიზუალური სტილისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ არ ვიცი რატომ, როგორ და რა, შეიძლება მე ბნელ ოთახში ისარი ვისროლო და იმედი მქონდეს, რომ სამიზნეს მოვახვედრე. როცა ამ პასუხებს ვკითხულობ, შემიძლია კავშირების დამყარება დავიწყო გონებაში, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს და იგრძნობოდეს ბრენდი. თუ ძირითადს გამოტოვებთ და მხოლოდ ჰკითხავთ კლიენტებს, რომელი სხვა ლოგოები მოსწონთ მათ და რომელია მათი საყვარელი ფერი, თქვენ საბოლოოდ შექმნით ბრენდს, რომელმაც შეიძლება მოწონება დაიმსახუროს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში არ იმუშაოს.

 

იმას არ ვამბობ, რომ მათ არ ვეკითხები მათი სტილის უპირატესობების შესახებ, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ მას იმ თვალსაზრისით, თუ რა არის ეფექტური ან არაეფექტური მათი აზრით (არა ის, სუბიექტურად რა მოსწონთ ან არ მოსწონთ), როდესაც საქმე ეხება მათ სამიზნე აუდიტორიას. ჩვენ ერთად შევხედავთ სხვა ბრენდებს და განვიხილავთ განწყობის სურათს, მაგრამ მათი სამიზნე აუდიტორიის თვალთახედვით. თქვენი, როგორც დიზაინერის სამუშაოა, პრობლემების გადაჭრა და არა მხოლოდ ლამაზი დიზაინების შექმნა.

 

ყოველთვის გახსოვდეთ - არასდროს ივარაუდო, ყოველთვის მოუსმინე და ჰკითხე რ ა ტ ო მ !

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ახალი პროფესიები, ახალი წესები 7 უნარი, რომელიც ნებისმიერ პროფესიონალს დასჭირდება 2030 წლამდე

შვიდი ფუნდამენტური უნარი, რომლებიც 2030 წლამდე ნებისმიერი პროფესიონალისთვის გადამწყვეტი გახდება. ეს უნარები სცდება ტექნიკურ ცოდნას და ეხება აზროვნების სტილს, თანამშრომლობას, ეთიკურ პასუხისმგებლობასა და ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის ახალ წესებს. თუ გსურთ მომავლის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა, აუცილებელია სწორედ ამ კომპეტენციების განვითარება.

თანამედროვე რეალობაში უკვე არავის უკვირს, როდესაც ერთი ადამიანის პროფესიული იდენტობა მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ როლს: პროგრამისტი, კონტენტის მენეჯერი, ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და პარალელურად სოციალური პროექტის განმავითარებელი. ეს მრავალმხრივობა არ წარმოადგენს ქაოტურ გამონაკლისს - ეს არის ახალი, სისტემური წესრიგი, სადაც პროფესიული საზღვრები იშლება, ტრანსფორ

ШАГ логотип

როგორ ზრდის AI დეველოპერების მოთხოვნებს?

ხელოვნური ინტელექტი არ ცვლის დეველოპერებს, ის ზრდის მათ მნიშვნელობას. AI-ის ეპოქაში მოთხოვნა იზრდება იმ პროფესიონალებზე, ვინც ფლობს როგორც პროგრამირების საფუძვლებს, ისე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას.

ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა ტექნოლოგიური სფეროს განვითარება სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა. დღეს უკვე პროგრამისტი აღარ არის მხოლოდ კოდირების შემსრულებელი — AI მას აძლევს საშუალებას, იფიქროს უფრო სტრატეგიულად, შექმნას უფრო რთული არქიტექტურები და მოერგოს სწრაფად ცვალებად გარემოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებზე მოთხოვნა იზრდება არა რაოდენობრივად, არამედ ხარ

ШАГ логотип

როგორ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

კოდს ხელოვნური ინტელექტიც წერს, მაგრამ ხედვას, ემპათიასა და სისტემურ აზროვნებას ჯერ ვერავინ ანაცვლებს. გაიგე, რა უნარებია აუცილებელი მომავლის ციფრულ სამყაროში და როგორ გვეხმარება პროფესიული განათლება მათ განვითარებაში.

ციფრული ტრანსფორმაციის ტალღა ყველა სფეროში შემოიჭრა და ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ არის საკმარისი წარმატებისთვის. დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს რეალობას: ეხმარება ორგანიზაციებს რთული პრობლემების გადაჭრაში, ავტომატიზებას უკეთებს რუტინულ პროცესებს და აყალიბებს სრულიად ახალ რეალობას. ამ მასშტაბური ცვლილე

ШАГ логотип

პროფესია თუ სისტემა როგორ ფიქრობენ მომავლის დეველოპერები

დღეს დეველოპერი მხოლოდ კოდის დამწერი აღარ არის — ის ხდება სისტემური მოაზროვნე, არქიტექტორი და სტრატეგი. გაიგე, რატომ არის აზროვნების სტილი მომავლის ყველაზე ფასეული ტექნიკური უნარი.

წარსულში პროგრამირება განიხილებოდა როგორც ერთი კონკრეტული პროფესია — კოდის წერა. თუმცა, ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, რომელმაც მოიტანა მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული ტალღები (Industry 4.0 დ ა 5.0), ფუნდამენტურად შეცვალა ეს აღქმა. დღეს უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ კონკრეტული პროგრამირების ენის ცოდნა. თანამედროვე დეველოპერი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შემსრულებელს — ის გარდაიქმ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა