IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურები

28.04.2020

2389 დათვალიერება

დაინტერესებული ხართ მონაცემების მეცნიერებით? იქნებ ხელოვნური ინტელექტუთ ხართ გატაცებული? ან უბრალოდ კოდირება მოგწონთ? ყოველ შემთხვევაში, თქვენი მომავალი ნათელია!

IT ინდუსტრია არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ინდუსტრია, რომელზეც 2019 წელს დაიხარჯა  $3,360 მილიარდი

ყველაზე განვითარებადი უახლესი ტექნოლოგიებია, როგორებიც არის: ხელოვნური ინტელექტი, IoT, Augmented და ვირთუალური რეალობა, დიდი მონაცემები, რობოტები. ცხადია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურები დაკავშირებულია ამ ტექნოლოგიებთან.

 

განვიხილოთ 2020 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები

 

1. მონაცემების მეცნიერი

ჩვენს ეპოქაში, მონაცემთა მეცნიერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია მსოფლიოში. Harvard Business Review არტიკლმა უწოდა მას 21-ე საუკუნის ყველაზე სექსუალური სამსახური! მონაცემთა მეცნიერი ანალიზს უკეთებს რთულ მონაცემებს, რომ იპოვოს გავრცელებული ტრენდები, რაც ეხმარება ინფრომაციული გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს მოიცავს მონაცემთა სხვადასხვა წყაროდან მოძიებას, მის გაწმენდას სიზუსტის უზრუნველსაყოფად, შემდეგ სხვადასხვა მონაცემთა მოდელის და ალგორითმის გამოყენებას მომაცემების ანალიზისთვის. ამის შემდეგ, მონაცემთა მეცნიერს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკა, რომ მიაწოდოს მონაცემები კომპანიის ხელმძღვანელებს.

 

ზოგიერთი უნარი, რაც საჭიროა მონაცემთა მეცნიერისთვის, არის სტატისტიკური ანალიზის ცოდნა, პროგრამული ენების ცოდნა, როგორიცაა: Python, SQL და სხვა, ასევე, კარგი მონაცემების ინტიუცია და ბიზნესში სწრაფი რეაგირება.

წლიური ანაზღაურება მონაცემთა მეცნიერის იწყება $141,000-დან

 

2. IoT Solutions Architect

Internet of Things და ხელოვნური ინტელექტი არის ყველაზე დიდი ტრენდები თანამედროვე სამყაროში! IoT-ს შეუძლია დააკავშიროს სხვადახვა დივაისები ინტერნეტის მეშვეობით, რასაც მივყავართ ჭკვიან სახლებამდე, ჭკვიან ქალაქებამდე და სხვა. ასე რომ, გასაკვირი არაა, რომ IoT Solutions Architect არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო! IoT Solutions Architect პასუხისმგებელია loT გადაწყვეტილებებზე და აპლიკაციებზე, loT ტექნოლოგიის გამოყენებით. ძირითადად, IoT Solutions Architect-ი ქმნის მთლიადნ loT ეკოსისტემას. ეს მოიცავს loT იდეების აბსტრაქტის შექმნას, ასევე, ეხმარება IOT კონსტრუქტებს და ა.შ.

 

IoT Solutions Architect-სთვის საჭირო უნარებია: პროგრამული უნარ-ჩვევები, ჰარდვეარ არქიტექტურის ცოდნა, IoT solutions-ის ცოდნა და სხვა.

საშუალო წლიური ანაზღაურება არის $133,000

 

3. სოფთვეარ ინჟინერია

სოფთვეარ ინჟინერია ინდუსტრიული ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, განსაკუთრებით ახლა, როცა პროგრამული სიახლეები პიკს აღწევს. სოფთვეარ ინჟინერი ინტერაქციას ახდენს კლიენტებთან და შემდეგ ქმნის დიზაინს, ავითარებს, ინარჩუნებს და ტესტავს  შექმნილ კომპიუტერული პროგრამას. ეს საჭიროებს სოფთვეარ არქიტექტურის კარგ გაგებას, ასევე, სოფთვეარ პროტოტიპებს ქმნის სოფთვეარ ინჟინერი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ ნამდვილად ხარისხიანი იყოს შექმნილი დიზაინი.

 

სოფთვეარ ინჟინერისთვის საჭირო უნარები: ტექნიკური ცოდნა, კარგი ანალიტიკური და პროგრამული უნარები, ასევე, კომუნიკაციის და მენეჯმენტის უნარები.

საშუალო წლიური ანაზღაურებაა  $130,000

 

4. ბლოქჩეინ ინჟინერი

ბლოქჩეინი  ეს შედარებით ახალი ცნებაა, რომელიც იყენებს ჩანაწერებს (ან ბლოკებს), რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოგრაფიის გამოყენებასთან. ბლოქჩეინ ინჟინერი ქმნის ციფრულ გადაწყვეტილებებს BlockChain ტექნოლოგიის გამოყენებით. ასე რომ, სისტემის არქიტექტურა, დეცენტრალიზებული აპლიკაციები და სხვა, შეიძლება კონსტრუქტირებული იყოს ბლოქჩეინ ინჟინერის მიერ.

 

ბლოქჩეინ ინჟინერისთვის საჭირო უნრებია: იმ ტექნოლოგიეის ცოდნა, რაც გამოყენებულია Bitcoin, Ripple, Etherium-ში, ასევე, ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი.

წლიური ანაზღაურება ბლოქჩეინ ინჟინერის საშუალოდ არის $130,000

 

5.დევოფს ინჟინერი

ეს არის პრაქტიკის მთელი რიგი, რომლის საშუალებითაც შეიძლება დაჩქარდეს სამუშაოები, ტესტირება და სოფთვეარის გამოცემა გარკვეული პროცესების ავტომატიზაციით. დევოფს ინჯინერი საზღვრავს განლაგებას და ორგანიზაციის ნეთვორქ ოპერაციებს კოდის გამოცემის გადახედვით. მათ შორისაა განლაგების მოდელი, უზრუნველყოფის რესურსების მენეჯმენტი, შესრულების მონიტორინგი და სხვა.

 

დევოფს ინჯინერისთვის საჭირო უნარებია: კარგი კოდირება, სკრიპტის წერა, Gradle, Git, Jenkins-ის ცოდნა, ასევე, აუცილებელია Linux or Unix სისტემის ცოდნა.

წლიური საშუალო ანაზღაურებაა $123,000

 

6.ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორი

ხელოვნური ინტელექტი არის მსოფლიოს მომავალი! ამჯამად მასზე ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, მასში ჩადებულია უამრავი ინვესტიცია. ასე რომ, ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორი არის მოთხოვნადი პროფესია! ის ახორციელებს ორგანიზაციის AI- ის განვითარებას და მართვას. ეს მოიცავს AL გადაწყვეტილებების შექმნას კლიენტისთვის, ასევე, სისტემის არქიტექტურის შექმნას Al ფრეინვორქის გათვალისწინებით.

 

საჭირო უნარებია: ენების ცოდნა, როგორიცაა Python, R და სხვა, რომელიც გამოიყენება სტატისტუკური გამოთვლისთვის. ასევე, Machine Learning, Deep Learning, Statistical Learning, Neural Networks და სხვა.

საშაულო წლიური ანაზღაურება - $119,000

 

7.Cloud Architect

Cloud Architect შესაძლებელს ქმნის შექმნას ამბიციური და კომპლექსური პროექტები მსოფლიოს საუკეთსო მონაცემთა ცენტრების გამოყენებით. რატომაა ის ასეთი პოპულარული? Cloud გამოთვლების პოპულარობასთან ერთად მოდის Cloud Architect. ის მართავს ორგანიზაციის cloud გამოთვლების სტრატეგიებს, რაც მოიცავს cloud მენეჯმენტს, cloud აპლიკაციის დიზაინი, cloud არქიტექტურა და cloud განლაგების მოდელი.

 

საჭირო უნარებია: ოპერაციული სისტემის ცოდნა, როგორიცაა: Linux, Unix და სხვა, cloud გამოთვლითი სერვისები, cloud security და სხვა.

საშუალო წლიური ანაზღაურება: $118,000

 

8.Data Warehouse Architect

სანამ Big Data არის ახალი ზეთი სამყაროში ძრავისთვის, თუმცა იგი შენახული უნდა იყოს ფრთხილად, რომ მივაღწიოთ იდეების შესრულებას. აქაა საჭირო Data Warehouse-ი! მას ქმნის  Data Warehouse Architect-ი, ასევე, ქმნის გადაწყვეტილებებს, მუშაობს data warehouse ტექნოლოგიებთან ეფექტური მენეჯმენტისთვის კომპანიაში. დიდი რაოდენობით მონაცემები data warehouse-ში კონტროლდება  Data Warehouse Architect-ის მიერ.

 

მისთვის საჭირო უნარებია: data warehousing ტექნოლოგიების ცოდნა და  database დიზაინი, ისეთი ტექნოლოგიების ცოდნა, როგორიცაა J2EE, Cognos და კომუნიკაციის უნარი.

საშუალო წლიური ანაზღაურებაა $116,000

 

9.Full Stack Developer

Full Stack Developer-ს შეუძლია იმუშაოს ყველა ასპექტით აპლიკაციის დეველოპმენტში და, შესაბამისად, მოითხოვს ცოდნას როგორც ფრონტ ენდის, ასევე, ბექ ენდის დეველოპმენტის. ასევე, database, networking და სისტემის ინფრასტრუქტურა.

 

ამისთვის საჭირო უნარებია: database technologies, ვებ დეველოპმენტის, API დეველოპმენტის ცოდნა. ასევე, ისეთი ტექნოლოგიების ცოდნა, როგორიცაა: AngularJS, MongoDB, Node.js, და სხვა.

წლიური ანაზღაურება საშუალოდ $110,000

 

10.პროდუქტ მენეჯერი

არსებობს მრავალი უახლესი პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ტექნიკური კომპანიების მიერ. ნებისმიერი შექმნილი პროდუქტი საჭიროებს პროდუქტ მენეჯერს. ასე რომ, ესეც კარგად ანაზღაურებადი სამუშაოა ტექნოლოგიების სფეროში. პროდუქტ მენეჯერები აღწერენ დეტალებში პროდუქტს და არჩევენ ადამიანებს, ვინც იმუშავებს პროექტზე. ისინი, ასევე, თვალყურს ადევნებენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოების პროცესში და უზრუნველყოფენ გამოშვებას.

 

საჭირო უნარებია: Product Lifecycle Management (PLM)-ის დეტალური ცოდნა, ასევე, პროფუქტ მენეჯმენტის ინსტრუმენტების ცოდნა, მათ შორის: Asana, PivotalTracker, JIRA და სხვა.

წლიური ანაზღაურება საშუალოდ არის $100,000

 

ეს იყო 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურები

არ აქვს მნიშვნელობა, თუ თვეობით ეძებდით პასუხს, როგორ გახდეთ პროგრამისტი. პროგრამირება არის მრავალფეროვანი სფერო. არ აქვს მნიშვნელობა 18 წლის ხართ თუ 40-ის, თუ გინდათ, აუცილებლად გახდებით პროგრამისტი - ყველას შეუძლია ისწავლოს კოდის წერა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ სწავლა დღეს !

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მოტივაცია

სამაირა მეჰტა - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

სამაირა მეჰტას ისტორია - 8 წლის ასაკში შექმნილი "CoderBunnyz" თამაშიდან ბიზნესამდე. ახალგაზრდა მეწარმის წარმატების ისტორია და გაკვეთილები IT სფეროში.

2016 წელს, მხოლოდ 8 წლის ასაკში, სამაირა მეჰტამ შექმნა "CoderBunnyz" - პროგრამირების სასწავლო თამაში ბავშვებისთვის. ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა გოგომ პირველად აჩვენა, რომ ასაკი არ არის ბარიერი ინოვაციისა და წარმატებისთვის. მისმა იდეამ დაუყოვნებლივ მოიპოვა აღიარება და 9 წლის ასაკში სამაირა უკვე გამოდიოდა სპიკერად Microsoft-ისა და Google-ის ღონისძიებებზე. მისი იდეა მარტივი, მაგრამ გენიალურ

ШАГ логотип

AI თავდასხმა თუ AI თავდაცვა - კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები ციფრულ ეპოქაში

AI თავდასხმებს AI თავდაცვა უპირისპირდება - გაიგე, როგორ იცვლება კიბერუსაფრთხოების სფერო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რატომ არის კიბერუსაფრთხოება მომავალის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესია.

წარმოიდგინე, ყველაზე ცუდი სცენარი: კიბერკრიმინალები – ის ადამიანები, ვინც თქვენი ციფრული ცხოვრების მოპარვას ცდილობენ – ახლა ისინი იყენებენ  AI-ის,  რათა თავდასხმები რეალური გახადონ. ხელოვნური ინტელექტი ქმნის მიზნობრივ ფიშინგს – ყალბ ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ისე ზუსტად ჰგავს რეალურს, რომ შესაძლოა ეჭვიც არ გაგიჩნდეს და გაებათ მათ მახეში. კიდევ უფრო საშიშია Deepfake  – AI-ის მიე

ШАГ логотип

დიზაინერი AI-ის ეპოქაში - ახალი კომპეტენციების საჭიროება

AI-ის ეპოქაში დიზაინერის როლი რადიკალურად ტრანსფორმირდება — ხელოვნური ინტელექტი ხდება მისი ასისტენტი და პარტნიორი, რაც მოითხოვს ახალ კომპეტენციებს: prompt engineering, AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება, მონაცემთა ანალიზი, ეთიკური პასუხისმგებლობა და უწყვეტი განვითარება. თანამედროვე დიზაინერი უკვე აღარ არის მხოლოდ შემსრულებელი, ის სტრატეგიულად მართავს AI-ს, აძლევს მას ადამიანურ ღირებულებებს და ქმნის ინოვაციურ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებებს.

ყველა ვხედავთ, ყველა ვამჩნევთ გარდამტეხ, რევოლუციურ ფაზას, რასაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის დიზაინის სფეროში. კრეატიული პროცესების ავტომატიზაცია, უკვე უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა. ეს ტრანსფორმაცია არამხოლოდ ცვლის დიზაინერის ყოველდღიურ საქმიანობას, არამედ მოითხოვს მისგან ახალ კომპეტენციებსა და უნარებს, რომ წარმატებული იყოს, ამ მუდმივად ცვალებად გარემოში. AI როგო

ШАГ логотип

ერიკ ფინმანი - წარმატებული ისტორიები 20 წლამდე ასაკში

ერიკ ფინმანის შთამაგონებელი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 18 წლის ბიჭი მილიონერი. ახალგაზრდა ენტრეპრენერის წარმატების გზა.

ზოგჯერ ასაკი მხოლოდ რიცხვია. ერიკ ფინმანის ისტორია ამის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია - ახალგაზრდა ვიზიონერი, რომელმაც 12 წლის ასაკშივე გამოავლინა იმდენი გამჭრიახობა და მომავლის ხედვა, რომ 18 წლისთვის მილიონერი გახდა. 1998 წლის ოქტომბერში დაბადებული ერიკი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა თავისი ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 2011 წელს, მხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა