IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

2020 წლის ციფრული მარკეტინგი

02.04.2020

480 დათვალიერება

ტრადიციული, საერთო მასშტაბებზე გათვლილი რეკლამა კარგავს თავის ეფექტურობას. მომხმარებლები დღეს ითხოვენ პერსონალურად მათ საჭიროებებზე გათვლილ გეგმას, რომელიც ზუსტად უპასუხებს კონკრეტულად მათ მოთხოვნებს.

 

დღეს, აუცილებელია კარგად შეისწავლოთ თქვენი მომხმარებლები, გაითვალისწინოთ მათი ინტერესები და ამ გზით ეცადოთ პერსონალური კომუნიკაცია დაამყაროთ მათთან. Epsilon- ის გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელთა 80% ამბობს, რომ ისინი იმ ბრენდის მომხმარებლები იქნებიან, რომლებიც რეალურად გაითვალისწინებენ მათ სურვილებს და ყველა კითხვაზე ექნებათ პერსონიზირებული პასუხი.

 

2020 წლის ციფრული მარკეტინგი მოითხოვს გაზარდოთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება

ტექნოლოგიურ განვითარებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ უახლეს და ძალიან საინტერესო თემაზე – ხელოვნურ ინტელექტზე და მის გამოყენებაზე მარკეტინგში.

 

ხელოვნური ინტელექტის მთავარი დანიშნულებაა შეასრულოს და დახვეწოს იგივე ინტელექტუალური თუ აზრობრივი სამუშაო, რისი შესრულებაც ადამიანს შეუძლია.

 

მონაცემების უზარმაზარი ბაზების ევოლუციურმა და ანალიტიკურმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა, რომ მარკეტერებმა შექმნან თავიანთი სამიზნე აუდიტორიის კიდევ უფრო ნათელი სურათი, ვიდრე აქამდე.

 

ჩატბოტი არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთ-ერთი ინოვაციური ფორმა. ჩატბოტების სისტემა სულ უფრო სერიოზული და ეფექტური მარკეტინგული იარაღი ხდება. იგი არამარტო ავტო მოპასუხის როლს თამაშობს, არამედ მისი საშუალებით შეგიძლია შექმნა მომხმარებლების ბაზა, უკან დაიბრუნო დაკარგული მომხმარებლები და გაზარდო გაყიდვები. ჩატბოტის ინტეგრაცია შესაძლებელია ნებისმიერ ჩათში. მათ შორის Facebook Messenger – ში.  ჩატბოტებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს. განსაკუთრებით საინტერესოა მათი ბიზნესის სფეროში გამოყენება.

 

მეტი ინვესტიცია 

რეკლამა ციფრულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მომხმარებელზე. სწორედ რეკლამის დამსახურებაა, რომ ჩვენი ბიზნესის შესახებ შეგვიძლია ხმა მივაწვდინოთ მილიონობით ადამიანს და გავზარდოთ ჩვენი პროდუქტის შესახებ ცნობადობა.

ბიზნესის მფლობელები უნდობლობით არიან განწყობილი რეკლამის მიმართ. ხშირად, წარსულის ცუდი გამოცდილების გამო ბევრს ფიქრობენ, რამდენად ღირს რეკლამირებაში დიდი თანხების დახარჯვა.

 

გეტყვით, რომ რეკლამა უფრო ეფექტურია, როცა ის კრეატიულ კონტენტს მოიცავს, გათვალისწინებულია მომხმარებელთა ინტერესები და შესაბამისად გაშვებულია სწორ სეგმენტზე. ასეთი რეკლამა ქმნის ბრენდს, ინარჩუნებს პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირებას  და ზრდის გაყიდვებს.

შეუძლებელია ზუსტად განსაზღვროთ სარეკლამო ბიუჯეტი, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ კომპანიებს, რომლებიც რეცესიის დროს რეკლამას ინარჩუნებენ, საუკეთესო შედეგი აქვთ, მათ შორის გაზრდილი გაყიდვები.

 

გამოიყენეთ ინფლუენსერები

ინფლუენსერ მარკეტინგი უკვე რამდენიმე წელია ციფრული მარკეტინგის ტენდენციაა. მათი მხრიდან ბრენდის სტიმულირება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2020 წლისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთ საუკეთესო ციფრული მარკეტინგის ტრენდადაა საკმარისი არ არის მათთვის მხოლოდ პროდუქტების გაგზავნა იმ იმედით, რომ ისინი აუცილებლად თავიან გვერდზე დადებენ მას. არსებობს გადახდის ცხრილები და ფასების სიები, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული თუ გვინდა, რომ ინფლუენსერების სოციალური მედიაზე გავლენა მოხდეს სწორი გზით.

 

გააძლიერეთ იმეილ მარკეტინგი

იმეილ მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ შექმნათ მიზნობრივი და პერსონალური შეტყობინებები. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ დადებითი ურთიერთობა თქვენს მომხმარებლებთან. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი პირდაპირი მარკეტინგული კამპანიების ჩართულობა და აქტივობა.

 

ამასთანავე, მნივშენლოვანია გაითვალისწინოთ, რომ დღეს თითქმის ყველაფერს მობილურით ვაკეთებთ, ამიტომაც ნიუსლეთერები მორგებული უნდა იყოს როგორც დესკტოპ, ასევე მობილურ ვერსიაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი იმეილ მარკეტინგი ხშირად მოსაბეზრებელია, ამიტომაც სწორად დაგეგმეთ და შეიმუშავეთ ყოველთვიური სტრატეგია, თუ რამდენ მეილს გაგზავნით, ისე რომ არ გამოიწვიოთ ადამიანების გაღიზიანება.

 

გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალური კონტენტი

  • ყურადღებას იქცევს ის, რაც ვიზუალურად ლამაზია, ტექსტი კი მისი მომდევნო ნაწილია. არსებობს ფაქტები ვიზუალურ კონტენტთან დაკავშირებით:
  • ციფრული სივრცის მომხმარებლების 65% ვიზუალურად ნანახს უკეთ აღიქვამს
  • ფერადი ვიზუალი ადამიანების 80% -ს უბიძგებს, რომ წაიკითხოს პოსტზე ტექსტი
  • ადამიანების 85%-ს კიდევ უფრო უნდება თქვენი პროდუქტის შეძენა, მას შემდეგ რაც ვიდეოს ნახავს მასზე
  • კომუნიკაციის 93% ვიზუალურია, სწორედ ამიტომ მოქმედებს და იზიდავს ის მომხმარებლებს ასე ძალიან

 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფოკუსირდით ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებაზე

ბუნებრივია, მომხმარებლებთან კომუნიკაცია რეგულარულად უნდა გვქონდეს ტელეფონით, ფოსტით, ელ.ფოსტით, სოციალური მედიით და ა.შ. ეს ის ხალხია, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გაყიდვებზე და განვითარებაზე.  გაითვალისწინეთ მათი აზრი და აჩვენეთ, თუ რამდენად აფასებთ მათ. მომხმარებლების სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად შესთავაზეთ ფასდაკლებები, აქციები და ეცადეთ მათი თქვენდამი დამოკიდებულება კიდევ უფრო ლოიალური გახადოთ.

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!
გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - 2 უნარი, რასაც AI ვერ ჩაგინაცვლებს

კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება - უნარები, რომლებიც გხდიან შეუცვლელს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. გაიგე, როგორ შეიძლება განავითარო ისინი სწორი განათლებით და გადაიქცე იმ ინოვატორად, რომელიც მომავალს ქმნის.

დღეს ხელოვნური ინტელექტი გვკარნახობს მუსიკას, წერს ტექსტებს, ხატავს და ამყარებს დიალოგებს. ბევრი ფიქრობს, რომ მალე ყველაფერი ავტომატური გახდება,  მაგრამ ერთი რამ უცვლელია: ადამიანის უნარი იფიქროს, შექმნას და იკითხოს „რატომ?“ AI-ს შეუძლია განიხილოს ათასობით ვარიანტი წამებში, მაგრამ ვერ იგრძნობს ინსპირაციას. ის ვერ დაინახავს სილამაზეს შემთხვევითობაში და ვერ იგრძნობს ემოცი

ШАГ логотип

ლიდერობა დეველოპერებისთვის — როგორ ვაქციოთ საკუთარი თავი ლიდერად

ლიდერობა დეველოპერებისთვის ხშირად სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე გვგონია. საზოგადოება ლიდერს ხშირად თანამდებობასთან, სტატუსთან ან ხელმძღვანელობასთან აიგივებს. თუმცა, დეველოპერის სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა: ლიდერობა იწყება იქ, სადაც პროგრამისტი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ განვითარებაზე და არ ელოდება, რომ სხვამ მისცეს მიმართულება. საკუთარი თავის ლიდერად ქცევა ნ

ШАГ логотип

ქსელური უსაფრთხოება: როგორ დავიცვათ სისტემა კიბერთავდასხმისგან

სტატია მოგცემს მთლიან სურათს - როგორ დავიცვათ სისტემა კიბერთავდასხმისგან. აქ ნახავ როგორც ტექნიკურ გადაწყვეტილებებს (ძლიერი პაროლები, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, სარეზერვო ასლები), ასევე იმ ადამიანურ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოებას - თანამშრომელთა განათლება, ცნობიერება და პასუხისმგებლობა.

კიბერთავდასხმების რეალური საფრთხე კიბერთავდასხმა შეიძლება შეეხოს ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას - დაწყებული მცირე ბიზნესით, დამთავრებული საერთაშორისო კორპორაციით. საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება: ფიშინგი, ვირუსები, მონაცემთა მოპარვა, სისტემის გათიშვა და კიდევ უამრავი მეთოდი გამოიყენება თავდამსხმელების მიერ. მთავარი გამოწვევა იმაშია, რომ თავდამსხმელს სჭირდებ

ШАГ логотип

AI და გრაფიკული დიზაინი: მეგობარი თუ კონკურენტი?

ხელოვნური ინტელექტი გრაფიკულ დიზაინში არა კონკურენტი, არამედ ძლიერი პარტნიორია. AI-ის საშუალებით დიზაინერები დროის ეკონომიას აკეთებენ და უფრო კრეატიულ პროექტებზე ფოკუსირდებიან. მომავალი ეკუთვნის მას, ვინც ადამიანურ შემოქმედებითობას ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს შეუთავსებს.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად იპყრობს გრაფიკული დიზაინის სფეროს. პროგრამები, რომლებსაც რამდენიმე წამში შეუძლიათ ლოგოს, პოსტერის ან სრული ბრენდინგ-კონცეფციის შექმნა, დიზაინერებს ხშირად აფიქრებინებს: „ნუთუ ჩემი პროფესია საფრთხის ქვეშაა?“ სინამდვილეში, AI-სთან თანამშრომლობა უფრო მეტ შესაძლებლობას ხსნის, ვიდრე კონკურენციას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა