IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

phone_validation_text
Х ХХХ ХХХ-ХХ-ХХ

30 საინტერესო რჩევა, რომლებიც პროფესიონალ დიზაინერებს სურთ რომ გაგიზაირონ

დიზაინი შეიძლება იყოს ხელოვნება, შეიძლება იყოს ესთეტიკა, ის ძლიან მარტივი და ამავდროულად რთულია. ამბობს Paul Rand-ი.

 

იყო გრაფიკული დიზაინერი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ჟღერს. ეს არის იდეების მოსმენა და შემდეგ მათი ისტორიად გადაქცევა. რაღაც, რაც მთავარ იდეას ხორცს შეასხამს და ამას ხალხის რეზონანსი მოჰყვება. როგორც დიზაინერმა, თქვენ ეს ამბავი შემოქმედებითად, ფერებით, შრიფტებით, ელემენტებით, ტექსტურით და გრაფიკული ნიშნებით უნდა მოგვითხროთ.

 

თითოეული დიზაინი არის ამ სამყაროში დაბადებული ახალი, უნიკალური ხელოვნება და სანამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ შემოქმედებითი და გააკეთოთ თქვენი საკუთარი სტილის არჩევანი, შემოგთავაზებთ გრაფიკული დიზაინის რამდენიმე მთავარ რჩევას და საფუძვლებს, რომლებიც ყველა დიზაინერმა უნდა იცოდეს.

 

სწორედ ამ მიზეზის გამო დავიწყე გარკვევა, ვესაუბრე ბევრ სხვადასხვა პროფესიონალ გრაფიკულ დიზაინერს და ვკითხე, გრაფიკული დიზაინის რა რჩევებს ითვალისწინებენ ცხოვრებაში და რას გაუზიარებდნენ თავის კოლეგა დიზაინერებს.

 

უამრავი განსხვავებული აზრისა და გრაფიკული დიზაინის საფუძვლების შეგროვების შემდეგ, 30 გრაფიკული დიზაინის რჩევების ჩამონათვალს წავაწყდი, რომელთა დამუშავებაც შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი მიმდინარე და სამომავლო დიზაინის პროექტებში.

 

3D გრაფიკული დიზაინის რჩევები პროფესიონალებისგან

ასე რომ, ზედმეტი აურზაურის გარეშე, მოდით უბრალოდ წინ წავიწიოთ და პირდაპირ შევეხოთ თემას, რომ დავიწყოთ ტექნიკის სწავლა და მივაღწიოთ გრაფიკული დიზაინის დიდ შედეგებს.

 

1. შეზღუდეთ თქვენს მიერ გამოყენებული შრიფტების რაოდენობა

ეს შეიძლება იყოს ყველაზე ხშირად მიღებული რჩევა, რაც იმ დიზაინერებისგან მოვისმინე, ვისაც ვესაუბრე. ისინი მიესალმებიან იმას, რომ ერთ დიზაინში სხვადასხვა შრიფტს იყენებთ, მაგრამ ზედმეტად ნუ გადააჭარბებთ და თემას ნუ გადაუხვევთ. გირჩევთ შრიფტების ნაირსახეობის რაოდენობა სამამდე შეზღუდოთ. ატარეთ ექსპერიმენტები და დაათვალიერეთ შრიფტები, რომლებიც უკვე გაქვთ იმ პროგრამულ უზრუნველყოფაში, რომელთანაც მუშაობთ ან ყოველთვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასო შრიფტის ცნობილი ვებსაიტებიდან.

 

2. შეცვალეთ თქვენი ტექსტის ზომა და სიმაღლე, რომ იგი სრულყოფილად მოერგოს თქვენს დიზაინს

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაერთოთ ტექსტით, ივარჯიშოთ, ისწავლოთ ახლა ტრენდული "ყუთის ეფექტის" შექმნა, შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ ასოების სიმაღლე და მათ შორის ინტერვალი. ტექსტი ზოგჯერ ძალიან მოკლეა, მაგრამ სწორად შერჩეული ზომა მას ძალიან ეფექტურს ხდის.

 

3. გამოიყენეთ კონტრასტული შრიფტები. ისინი სრულყოფილ წყვილს ქმნიან

დიზაინის შედგენისას, მთავარი მიზანია მომხმარებლის ან დამკვეთის ყურადღება მიიპყრო და მათ აჩვენო ის, რის თქმასაც ცდილობთ. შეგიძლიათ გააკეთოთ დიდი განცხადება პატარა ხრიკების გამოყენებით, მაგალითად როგორიც ეს არის. გამოიყენეთ კონტრასტული შრიფტები. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი sans serif შრიფტი, ხელნაწერის ტიპის, რომანტიკული შრიფტი, რათა ხალხი ტექსტის განწყობას მიხვდეს.

 

4. ნუ შეგეშინდებათ სიდიდეების

თქვენი დიზაინისთვის ელემენტების არჩევისას, გახსოვდეთ:  დიდი ობიექტები ზოგჯერ ყურადღებას პატარა ობიექტებზე მეტად იპყრობს. თუ თქვენ იყენებთ მრავალ ელემენტს, დარწმუნდით, რომ თქვენი ძირითადი ობიექტი უფრო დიდია ვიდრე სხვები, რადგან თქვენი მნახველის თვალს ავტომატურად ორი ობიექტიდან უფრო დიდი მიიპყრობს. გაზომეთ თქვენი დიზაინის ყველა დეტალი: ტექსტი, ელემენტები, ღილაკები, ყველაფერი.

 

5. აკონტროლეთ ტექსტი, თითოეულ ასოს თავისი პირადი სივრცე დაუთმეთ!

თითოეულ ასოს თავისი პირადი სივრცე უნდა გამოუყოთ და სუნთქვისთვის ადგილი და საშუალება მისცეთ. ხუმრობა იქით იყოს და ასოებს შორის დაშორება მთავარი საკითხია. მას ნამდვილად შეუძლია დიზაინის შექმნა ან დაშლა. სტანდარტულად ზოგიერთ შრიფტს აქვს ასოების უცნაური ინტერვალი, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის ის, რაზეც შეგიძლიათ იზრუნოთ და მოიქცეთ ისე, როგორც პროფესიონალები იქცევიან. გაზარდეთ ან შეამცირეთ ასოებს შორის ინტერვალი სიტუაციიდან გამომდინარე და კიდევ ბევრჯერ სცადეთ, სანამ სწორი შესახედაობა და თითოეულ ასოს თავისი შესანიშნავი ნიშანი არ ექნება.

 

6. გამოიყენეთ კონტრასტული ფერები

კონტრასტული ფერები ერთმანეთს იზიდავენ და ეს ფაქტია. ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ისეთი თვისება, რომ უჩვეულო რამით დავინტერესდეთ. ამიტომ აუცილებელია კონტრასტული ფერების გამოყენება გრაფიკულ დიზაინში. ეს თვალისმომჭრელია, თავად აკეთებს განცხადებას, ეს არის შესანიშნავი გრაფიკული დიზაინი.

 

7. გამოიყენეთ თთრი სივრცე, როცა შეგიძლიათ

როგორც იტყვიან რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო ბევრია. ზოგჯერ საჭირო არ არის ტონის ფერის, ელემენტების, შრიფტების და ა.შ. დამატება, რომ თქვენი შეტყობინება მისახვედრი იყოს. მე კონკრეტულად ერთ დიზაინერს გავესაუბრე და მან თქვა, რომ უნდა გამოიყენოთ თეთრი სივრცე, სადაც შეგიძლიათ. როდესაც თეთრ სივრცეს იყენებთ, თავიდან იცილებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი შეტყობინება დაიკარგება თქვენს მიერ შექმნილი დიზაინის ქაოსსა და ხმაურში. თეთრი სივრცე ელეგანტური, მარტივი, მაგრამ რთული და ლამაზია. ამ ტექნიკასთან დაკავშირებით ყველაზე მთავარი რამ ის არის, რომ თქვენ ამისთვის თითქმის არაფრის გაკეთება არ გიწევთ! მაგრამ აქვე შეკითხვა, როდის არ მუშაობს დიზაინერი?

 

8. იყავით თანმიმდევრული დიზაინის შექმნის დროს

თანმიმდევრულობა არის ერთი ისეთი რაღაც, რამაც შეიძლება თქვენი დიზაინის ყველა განსხვავებული ელემენტი გააერთიანოს, ყველაფერი ერთმანეთთან დააკავშიროს და აამუშაოს. თანმიმდევრულობა შემეცნებით კამპანიაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ადამიანებმა დაიწყონ გაერთიანება და მიზეზის ამოცნობა. თანმიმდევრულობა იწვევს ხალხის ინტერესს. ასე რომ, მუდმივად იყავით თანმიმდევრული ფერებში. გამოიყენეთ ფერადი პალიტრები თქვენს დიზაინში და თქვენი ტიპოგრაფიის ზომა, ინტერვალი და პოზიცია. როცა თქვენი დიზაინი თანმიმდევრული იქნება, თქვენი კლიენტიც ბედნიერი იქნება.

 

9. გამოიყენეთ მინიმალისტური დიზაინი თქვენი უპირატესობის მიხედვით

პოპულარული აზრის მიუხედავად, საჭირო არ არის დაუსრულებლად, ღამეების და საათების განმავლობაში იმუშაოთ, საოცარი დიზაინის შესაქმნელად, რთული 3D ელემენტების გამოყენებით. მინიმალისტური დიზაინი თქვენი მეგობარია. ეს ყოველთვის გახსოვდეთ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მინიმალისტური დიზაინის შესახებ, ის წლების განმავლობაში უფრო პოპულარული გახდა, რაც შესანიშნავი სიახლეა დამწყებთათვის და მოწინავე დიზაინერისთვის.

 

10. მიეცით თქვენს ტექსტს კარგი სტრუქტურა

თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ გასწორების ინსტრუმენტები ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში. როცა თქვენს გრაფიკულ დიზაინს ტექსტს დაამატებთ, დარწმუნდით, რომ იგი თქვენს დიზაინში არსებულ სხვა ელემენტების შესაბამისად დაალაგეთ, რათა ის ვიზუალურად სასიამოვნო სანახავი გახდეს. ტექსტის გასწორება და ლამაზი სტრუქტურის მიცემა, გაზრდის თქვენი მნახველის მხრიდან მისი წაკითხვის შესაძლებლობას. ასევე, დარწმუნდით, რომ ტექსტს მინიმუმამდე ინარჩუნებთ, რადგან მნახველების ყურადღების ხანგრძლივობა, სამწუხაროდ, შეიძლება ძალიან მოკლე იყოს.  

 

11. ნიშნები, ნიშნები, ნიშნები

ნიშნების გამოყენებით, შეგიძლიათ მაყურებლის ყურადღება ნებისმიერ დროს მიიქციოთ. ნიშნები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცნობილი ლოგოებით, როგორებიცაა Twitter ან Instagram. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა სახის ნიშანი, რომ დამატებითი ვიზუალური ელფერი მიანიჭოთ. შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი ნიშნები, რომლებიც მარტივი B&W ან ნათელი ფერისაა. მიეცით მათ მინიმალისტური დიზაინი ან გააკეთეთ 3D-ში. გააკეთეთ მათი თქვენს დიზაინში ინტეგრირება დიზაინის ესთეტიკური ღირებულების ასამაღლებლად და მაყურებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, სანამ ისინი თქვენი შესანიშნავი გრაფიკული დიზაინით არიან გატაცებული.

 

12. ხაზიდან ნუ ამოვარდებით!

მაყურებლის თვალები შეგიძლიათ დააინტერესოთ არა მხოლოდ ნიშნების გამოყენებით, იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ხაზების გამოყენებითაც. ხაზების გამოყენებისას ასევე შეგიძლიათ შექმნათ განაწილების განცდა. თუ მინიმალისტური დიზაინი გაქვთ, კარგი იდეა შეიძლება იყოს რამდენიმე სტრიქონის დამატება სიღრმისთვის და მნახველის ინტერესის შექმნა.


13. გამოიყენეთ ფერების პალიტრა

ფერების თანმიმდევრულობა აუცილებელია. თუ არ ცდილობთ შექმნათ გიჟური კონტრასტი თქვენს დიზაინში, მაშინ შესანიშნავი იდეა იქნებოდა ფერების პალიტრის გამოყენება მთელ დიზაინში. ეს ქვეცნობიერად დააინტერესებს მაყურებლებს და ასევე სასიამოვნო იქნება მათი ნახვა. ნებისმიერი გამვლელი შეჩერდება იმის სანახავად, რაც თავად უნდა ნახოთ, თუნდაც თქვენს დიზაინს არანაირი კავშირი არ ჰქონდეს მათთან, იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ის შესახედავად ძალან ლამაზია. ასე რომ, მთავარი იდეა აქ ძირითადად ასეთია: ასიამოვნეთ ხალხს, კარგი გრაფიკული დიზაინის სიყვარულისთვის, გამოიყენეთ თქვენი ფერების პალიტრები. კარგი გრაფიკული დიზაინის სიყვარულისთვის.

 

14. შექმენით ვიზუალური იერარქია

რაც შეეხება იერარქიულ გრაფიკულ დიზაინს, თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს წესრიგს. იერარქია გრაფიკულ დიზაინში დამთვალიერებლებს ეხმარება დაინახონ მკაფიო განლაგება, რისი გამოსახვა გსურთ, ეს მათ აღქმას გაუადვილებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საშუალო ყურადღების ხანგრძლივობა, თუ ამას ნამდვილად ვცდილობთ, დაახლოებით 8 წამია. ამიტომ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს შრომას აზრი აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა.

 

15. მოარგეთ გამოსახულების და ფონის დონეები ისე, რომ ტექსტი გამოირჩეოდეს

ზოგჯერ დიზაინის ფონი ბუნდოვანია. როცა ტექსტს გამოსახულების ზევით აყენებთ, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა დამთვალიერებლებმა შეძლონ ტექსტის გაგება, ზოგჯერ კი ეს ნიშნავს gaussian-ის პრინციპით გაბუნდოვანებას ან ფოტოს გაფერმკრთალებას, რომ ტექსტი წაკითხვადი იყოს.

 

16. ყოველთვის იფიქრეთ თქვენს მთავარ აუდიტორიაზე

როცა დიზაინს ქმნით, იმაზე უნდა იფიქროთ, ვისთვის ქმნით მას. ზოგჯერ ეს ნიშნავს თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლას იმისთვის, რომ თქვენი კლიენტი გაახაროთ. ეს ყოველთვის არ არის ცუდი; ეს ნამდვილად ზრდის თქვენს შემოქმედებას და შლის თქვენს ლიმიტებს!


17. შეინარჩუნეთ სიმარტივე
შეიძლება შეგეშინდეთ მინიმალისტური დიზაინის შექმნის, რადგან იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ძალიან მარტივია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მინიმალისტური დიზაინის გაკეთება შეგიძლიათ ისე, რომ ის მოსაწყენი არ გამოვიდეს! გააცოცხლეთ თქვენი დიზაინი ცოტ-ცოტა ფერებით ან სახალისო შრიფტით. მაგრამ ზოგჯერ, რაც უფრო ნაკლებია, მით უფრო ბევრია, სწორედ ამ მიდგომით უნდა ვიცხოვროთ.

 

18. ეს არის განწყობა და აურა

როცა დიზაინს ქმნით, თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ: "როგორი იქნება ხმის ტონი ან აურა, რომლის შექმნასაც აქ ვაპირებ?". მას ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია, მაგალითად იმ ელემენტების, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ, ფერთა სქემა, რომლითაც უნდა იმუშაოთ და სხვა მრავალი რამ. განსაზღვრეთ თქვენი დიზაინის განწყობა, შემდეგ დაიწყეთ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება.

 

19. შრიფტის ოჯახები ერთად უნდა იყვნენ

თუ გსურთ გააფორმოთ ტექსტი თქვენს გრაფიკულ დიზაინში, მაგრამ არ გსურთ გაიაროთ სხვა შრიფტის მოძებნის პროცესი, რომელიც ისევე კარგად მუშაობს სხვა დანარჩენ ელემენტებთან, როგორც ის, რომელიც უკვე უკვე შერჩეული გაქვთ, შემიძლია გამოსავალი შემოგთავაზოთ! თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ვარიანტები უნდა გამოიყენოთ შრიფტების ოჯახში. ვთქვათ, რომ თქვენ იყენებთ Helvetica- ს შრიფტს თქვენს დიზაინში. გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Helvetica- ს ტიპის შრიფტის გამუქებული ვარიანტი. შემდეგ მისი კიდევ სხვა ტიპი - დაწვენილი შრიფტი. ამჩნევთ საით მიმყავხართ?

 

20. მოიძიეთ ფაქტები არსის სწორად გაგებისთვის

სანამ კლიენტისთვის დიზაინის შექმნას შეუდგებით, გარკვეული კვლევა ჩაატარეთ. მეტს ვერაფერს დავამატებ. დააკვირდით კონკურენტებს, ნახეთ რას აკეთებენ ისინი, შემდეგ შეეცადეთ თქვენ უკეთესად გამოგივიდეთ.

 

21. გამორჩეული გამორჩეული გამორჩეული

სცადეთ მთელი ხალხისგან გამოყოფა და იყავით განსხვავებული; გახდით გამორჩეული. ზოგჯერ განსხვავებულად უნდა იფიქროთ და საკუთარ თავს ჰკითხოთ, თუ როგორ შეიძლება იყოთ განსხვავებული და გამორჩეული. ზოგჯერ ეს ნიშნავს კონტრასტული ფერების გამოყენებას გრაფიკულ დიზაინში დრამის შესაქმნელად და ზოგჯერ ეს ნიშნავს ტექსტის გამოყენებას, რომელიც ძალიან შესამჩნევი იქნება. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, შეეცადეთ შეინარჩუნოთ გამორჩეულობა.

 

22. იყავით განსხვავებული

ძალიან კარგია, თუ ტენდენციებს აჰყვებით. მაგრამ რატომ უნდა იყოთ ყველას მსგავსი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს? იმის მაგივრად, რომ ყველას დაემსგავსოთ და მისდიოთ მთავარ ტენდენციებს, გადახედეთ ამ ტენდენციებს, შეისწავლეთ ისინი, აქციეთ ისინი შთაგონების წყაროდ, მაგრამ საკუთარი ხელწერაც შეიტანეთ, რომელიც გამოგარჩევთ და თქვენს პროდუქტს ცნობადს გახდის!

 

23. არ გამოგრჩეთ ესთეტიკაც

თქვენც ისევე კარგად მოგეხსენებათ ის ფაქტი, რომ ესთეტიკა ყველაფერია. ზოგჯერ ეს ნიშნავს, თქვენი ტექსტის ფონის სურათთან შესაბამისობაში მოყვანას. თუ გამოსახულება დახრილია, ტექსტიც მისი შესაბამისი უნდა იყოს. სწორ ხაზად დაალაგეთ ფორმები და ობიექტები, თუ ასეა საჭირო. ეს თქვენ და თქვენს დამთვალიერებლებს შეგიქმნით იმ ესთეტიკურ სასიამოვნო აურას, რომელსაც ყველა ასე ძალიან ეძებს.

 

24. იყავით გამჭვირვალე

იყავით გამჭვირვალე. დღეს ეს გამოთქმა გეხებათ არა მხოლოდ თქვენ, როგორც დიზაინერს, არამედ თქვენს შრიფტებსაც. ზოგჯერ, არ გინდათ, რომ თქვენი ტექსტი წაართვან თქვენს გამოსახულებას, მაგრამ მაინც გაქვთ დიდი, თამამი გზავნილი, რომლის მიღებასაც გჭირდებათ. არის შემთხვევები, როცა არ გსურთ, რომ ტექსტმა ღირებულებები დაუკარგოს გამოსახულებას, მაგრამ ამავდროულად გაქვთ დიდი, გამორჩეული შეტყობინება, რომელიც ხალხის ყურამდე უნდა მიიტანოთ და მათთვის გასაგები გახადოთ. გთავაზობთ პასუხს თქვენს საკითხზე: გამოიყენეთ გამჭვირვალე შრიფტები. გამოიყენეთ თქვენს მიერ არჩეული ნებისმიერი შრიფტი, შემდეგ უბრალოდ შეცვალეთ გამჭვირვალეობის დონე, ისე რომ კვლავ შეძლოთ ტექსტის დანახვა, მაგრამ ამავდროულად გამოსახულებასაც შეუნარჩუნოთ ღირებულებები.

 

25. შეგიძლიათ არეული კომბინაცია შექმნათ

ეს ჩემი ერთერთი ფავორიტი ელემენტია. ეს იდეა იმდენად სახალისო და გიჟურია, რაც ძალიან მაბედნიერებს. დარწმუნებული ვარ, ეს ის აურაა, რომელსაც ბევრი დამთვალიერებელი შენიშნავს და მოიწონებს. ეს განსხვავებული შრიფტია და კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი შრიფტით, შეგიძლიათ ასოები ინდივიდუალურად, ცალცალკე აკრიფოთ, შეარჩიოთ მათი ზომა და როტაცია და შემდეგ დაალაგოთ იმ თანმიმდევრობით, რომ სიტყვა მიიღოთ. ეს ტექნიკა ნამდვილად ღირს სწავლად, თან შეძლებთ შესაფერისი ტიპის პროექტში გამოყენებას!

 

26. ჩაიწერეთ თქვენი იდეები

შემოქმედებითობა ყოველთვის არ არის გამოსადეგი, მაგრამ თქვენ იცით, რა შეიძლება მოხდეს? იდეებით სავსე რვეული. ატარეთ პატარა უწყინარი რვეული, გადაშალეთ და ჩანახატის სახით შექმენით თქვენი დიზაინის იდეები, როცა ეს იდეები გეწვევათ. ვინ იცის, იქნებ თქვენც გეწვიოთ შთაგონება ქალაქგარეთ სეირნობის დროს და არ მოისურვოთ თქვენი შემდეგი დიდი იდეის ჩაწერის შანსის დაკარგვა.

 

27. ყოველ დღე თითო დიზაინი შექმენით, რომ ივარჯიშოთ

ყოველი დღე ახალი დღეა, როცა შეგიძლიათ გაუმჯობესდეთ და უკეთესი გახდეთ, უკეთესი დიზაინერი. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გრძნობთ თავს, დღეიდან დღეში ერთი დიზაინი მაინც უნდა შექმნათ, მარტივი ან თუნდაც რთული. უბრალოდ გონება აამუშავეთ და ცოტა ხნით მაინც შემოუშვით შემოქმედებითობა ყოველდღე, ასე უკეთ შეძლებთ ურთიერთობას თქვენს დიზაინერულ მხარესთან.

 

28. შეისვენეთ, შემდეგ ისევ გააგრძელეთ მუშაობა

ცხოვრებაში სხვადასხვა სიტუაციების მსგავსად, შეიძლება დიზაინის შექმნითაც გადაიღალოთ და გადაიწვათ. ზოგჯერ, როცა რაღაც კარგად გამოგდით და ბედნიერი ხართ, აუცილებელია მუშაობა შეწყვიტოთ, გარეთ გახვიდეთ, შემოქმედებითი შესვენება გააკეთოთ და თქვენი ტვინი დაასვენოთ. შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს. იჯდეთ კომპიუტერთან, მაგრამ არანაირი იდეები არ მოგივიდეთ თავში. ჭიქა წყლის ან ფინჯანი ყავის დალევით და ცოტა ხნით გასერინებით მოახერხებთ ძალების აღდგენას. შემოქმედებითი მუზა კვლავ დაგიბრუნდებათ. უბრალოდ დაისვენეთ, შემდეგ კი მუშაობა გააგრძელეთ. ამის გაკეთება აუცილებელია.

 

29. შექმენით საკუთარი წესები

დიზაინის შექმნის დროს წესები არ არსებობს. ყოველ დიზაინერს აქვს უფლება იყოს ნამდვილი. ცხადია, სხვებისგან შეგიძლიათ აიღოთ მითითებები და მიყვეთ ტენდენციებს, მაგრამ თქვენ თვითონ უნდა შექმნათ საკუთარი შემოქმედებითი წესები. ხალხი ნამდვილად დააფასებს თქვენს ნამდვილობას, ამით კი გრაფიკული დიზაინის ჩემს საბოლოო რჩევას გაგიზიარებთ.

 

30. იყავით ის, ვინც ხართ სინამდვილეში.

ეს ნამდვილად საუკეთესო რჩევაა, რომლის მოცემაც ნებისმიერ დიზაინერს ან ადამიანს შეუძლია. იყავით ის, რაც სინამდვილეში ხართ! მსოფლიოში თქვენ ერთადერთი ხართ, სხვა თქვენნაირი არ არსებობს, საჭირო არ არის ყველას დაემსგავსოთ, რადგან საკუთარი დიზაინი ყველას უკვე შექმნილი აქვს.

 

 

პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია, თავის მხრივ, იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

საერთაშორისო ბრენდი 82 ფილიალით მთელ მსოფლიოში IT აკადემია Step

ონლაინ რეგისტრაცია გრძელდება!

 

რეგისტრაცია

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

კონფიდენციალობის პოლიტიკა და იურიდიული ინფორმაცია