კარგი ლოგო პოტენციურ მომხმარებლებთან პირველი კონტაქტის დამყარების საშუალებას გვაძლევს და მსგავსად, ნებისმიერი ბიზნესის ბრენდინგისთვის ცენტრალური ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ, ცნობილი ლოგოები ყველასთვის ნაცნობ ბრენდებს ეკუთვნით. ეს ლოგოები შეიძლება არ იყვნენ რთული დიზაინის, თუმცა გამოირჩევიან ფარული მნიშვნელობით, დასამახსოვრებელი ვიზუალით და გავლენის მოხდენის გენიაური უნარით, ზოგიერთი მათგანი დროსთან ერთად განახლდა და დაიხვეწა
მოცემული ბლოგით შევეცადეთ უფრო ღრმად ამოგვეხსნა წარმატებული ლოგოს საიდუმლო
1. Nike
Nike -ის, იგივე swoosh ლოგო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ლოგოა მსოფლიოში, კაროლინ დევიდსონის მიერ არის შექმნილი.
სვუში ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს ფრთებს იმიტირებს. ის ასევე მიზნის მიღწევის აღმნიშვნელია, ან სხვა სიტყვებით, - "უბრალოდ გააკეტე ეს". ლოგოს თხევადი სილუეტი, რომელიც მოძრაობას და სიჩქარეს განასახიერებს , შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რამდენად დიდი სივრცეა ბრენდის ღირებულებების განსახორციელებლად აბსტრაქტულ, მინიმალისტურ დიზაინში
2. Chanel
Chanel - მოდის სიმბოლო, ფუფუნების, ელეგანტურობის და მისი დამფუძნებლის პარიზული იდენტობის სინონიმი, აქედან გამომდინარე, მისი ინიციალები ერთმანეთში ერწყმის ლოგოს, რომელსაც დღეს ყველა ვცნობთ.
ფერთა გამა- შავ-თეთრი. სავაჭრო ნიშნები როგორიცაა, ლოგოტიპი და სახელწოდება ხშირად ცარიელ ადგილას არის განთავსებული და არანაირ დამატებით ეფექტს არ შეიცავს. ეს ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და იდეალურად სიმეტრიულია. ასეთი ესთეტიკა იდეალურია მოდის სახლისთვის, რომელიც ცნობილია ორიგინალური "პატარა, შავი კაბის" გამო. ზუსტად ამ უბრალოების დამსახურებით არის შანელის ლოგო ასეთი ეფექტური.
3. McDonald’s
მაკდონალდსის ლოგო, ასევე ცნობილი როგორც "ოქროს თაღები", შთაგონებულია ნამდვილი ოქროს თაღებით, რომლებიც სწრაფი კვების ქსელის თავდაპირველი რესტორნის დიზაინის ნაწილი იყო. ლოგოს დიზაინი აერთიანებს ორ თაღს, რომლებიც ამშვენებდა რესტორნების ქსელებს და აქცევს მას ასოთა ნიშნის ლოგოდ, "M".
წითელ ფონზე განთავსებული ოქროსფერი თაღები „50-იანი წლების "დრაივ-ინ“ რესტორნების ქსელების ესთეტიკას ქმნის. ეს იმიჯი სინქრონულია მაკდონალდსის ბრენდთან და შესაბამისად მას ყველგან ნახავს - შეფუთვაზე, უნიფორმებზე, შენობებზე, რეკლამებზე - ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც მაკდონალდს ეხება, მოიცავს ამ ლოგოს. რა გაკვეთილის გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან? იყავით თანმიმდევრული.
4. ტესლა
კომპანიის ლოგო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიაზე გასაკვირი არ არის რომ ფუტურისტულად გამოიყურება და ერთი შეხედვით უბრალოდ ლამაზად დახატულ ასო "Т"-ს წარმოადგენს. კომპანიის დამფუძნებელმა ის ახსნა როგორც "ელექტროძრავის ჯვარედინი გადაკვეთა". სხვა ცნობილი ბრენდის ლოგოების მსგავსად, Tesla-ც ასევე კომპანიის პირველ ასოს იყენებს. "T" ასო იმგვარად არის შექმნილი , რომ ელექტროენერგიის საშუალებით ზევით მოძრაობის, მომავლისკენ მოძრაობის განცდა შექმნას. წვრილმან დეტალებს შეუძლია დიდი მნიშვნელობა შესძინოს სტატიკურ მონოგრამა ლოგოს.
5. Apple
ადამისა და ევას ბიბლიური ისტორიიდან დაწყებული, დამთავრებული ვაშლამდე რომელიც ისააკ ნიუტონს თავზე დაეცა, ეს ხილი ყოველთვის მნიშვნელოვან სიმბოლიკას ატარებდა. რატომ აირჩია Apple-მა ვაშლი თავის ლოგოდ და რატომ არის მასზე ნაკბეჩი, ამ ყველაფერმა მრავალი ლეგენდა შექმნა, დაწყებული ციანიდით მოწამლული ვაშლიდან, რომელიც ალან ტურინგმა მოკბიჩა, დამთავრებული სიტყვა "ბაიტის" ვიზუალური მინიშნებით.
დიზაინერი რობ ჯანოფის თქმით ნაკბეჩი ეს არის ვაშლის სხვა ხილისგან გარჩევის საშუალება. თუმცა ფაქტი, რომ ლოგო იმდენად პოპულარულია, რომ მასზე არაერთი მითი შეიქმნა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ვაშლის სიმბოლო წარმოადგენს ძალიან დახვეწილ და პირდაპირ ვიზუალურ გზავნილს. ეს ლოგო აერთიანებს მრავალსაუკუნოვან მიწიერ სიბრძნეს, იმ ყველაფერთან რაც თანამედროვე, მუდმივად ცვალებადი და წარმავალია. ეს სიმბოლო როგორც დაპირება ისე შეგვიძლია წავიკითხოთ.
6. Shell
Shell კიდევ ერთხელ აჩვენებს ასოციაციის ძალას სიტყვასა და ობიექტს შორის. კომპანიის ლოგო წლების განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ერთი რამ, რა უცვლელი რჩებოდა - ნიჟარაა.
შელის ლოგო ასევე ცნობილია როგორც "პექტენი", რადგან ის Pecten Maximus-ის მიხედვით არის შექმნილი, ეს არის მოლუსკი გამორჩეული და დიდი ნაჭუჭით. ამჟამინდელი დიზაინი რომლის ძირითად ფერებს წითელი და ყვითელი წარმოადგენს, არტ დეკოს გავლენაზე მიუთითებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ინდუსტრიაში საქმიანობთ, არ ნიშნავს რომ მხოლოდ ამ სფეროში უნდა იპოვოთ თქვენი ვიზუალური შთაგონება. Shell არ ეძებდა ავტოფარეხებს ან ზეთს, რათა ეპოვა საფუძველი ლოგოსთვის - იფიქრეთ წარმოსახვით.
7. სტარბაქსი
"Starbucks Siren"-ის ლოგოს დიზაინი თქმულებების და მითების შთაგონებით არის შექმნილი. კომპანიის დამფუძნებლებმა სახელი Starbucks მობი დიკის ყველაზე კეთილგონიერი პერსონაჟის, Starbucks-ის მიხედვით მოიფიქრეს.
მათი თქმით ისინი სწავლობდნენ ძველ საზღვაო წიგნებს, რათა მოეძებნათ მითური არსება - სირენა, რომელიც მათი აზრით განასახიერებდა კომპანიას. ეს საზღვაო სიმბოლოები , ასევე ჰარმონიულად ერწყმის კომპანიის დაბადების ადგილს, საპორტო ქალაქ სიეტლს.
ნიშური კომპონენტების შემოტანით ლოგოს ინდივიდუალურობას და სითბოს შესძენთ. ეს ქმნის უფრო ღრმა და მსუყე ბრენდის სურათს, რომელიც მომხმარებელთან კავშირის დამყარებას და დამახსოვრებას უწყობს ხელს. კარგი იდეაა იფიქროთ წიგნებზე, რომლებიც წაიკითხეთ წლების განმავლობაში - იქნება თუ არა რომელიმე პერსონაჟი დაკავშირებული სიმბოლურად თქვენს ბრენდთან, ეს შეიძლება იყოს პერსონაჟის პიროვნების მხოლოდ ერთი ასპექტი, რომელსაც თქვენი ბრენდი იზიარებს ღირებულებების თვალსაზრისით და რომელსაც თქვენ ეძებთ. როგორც Starbucks-ის ლოგოში ვხედავთ, დიზაინში კულტურული ელემენტების გამოყენება ყველაზე დასამახსოვრებელ ლოგოს ქმნის.
8. ტობლერონი
Toblerone-ის ლოგო დაუვიწყარი და შესანიშნავი ბრენდინგის მაგალითი რამდენიმე მიზეზის გამოა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლოგო, რომელიც შთაგონებულია მდებარეობიდან. იგი შედგება სიტყვისგან და მთისგან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მატერჰორნის მთისგან და სწორედ ეს მთაა შთაგონება შოკოლადის უნიკალური ფორმის მიღმა: გემრიელი პატარა სამკუთხედები, თითქოს ერთმანეთთან შეკრული მთის ქედებია.
ლოგოს ასევე ოპტიკური ილუზიის ელემენტი გააჩნია, რომლის გამოტოვებაც მარტივია, მაგრამ რთულია ვერ შეამჩნიო. Reddit-ზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მთაზე გამოსახულმა ცარიელმა სივრცემ, როცა მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ ტობლერონის მთის გრავიურაში დათვი იყო გამოსახული. მსგავსი ტაქტიკა ყურადღების მიქცევის და ბრენდის გაძლიერების კარგი საშუალებაა.
9. კოკა-კოლა
Coca-Cola-ს ჰქონდა ლოგოს ერთი კომპონენტი, რომელიც ყოველთვის უცვლელი რჩებოდა - მოძრავი, კურსორი და დახრილი სიტყვა-ნიშანი, ტალღის ან ლენტის მსგავსი კუდით, რომელიც ხაზს უსვამს პირველ ასო „C“-ს.
კომპანიამ ასევე დააბრუნა "წითელი დისკის" ლოგოს დიზაინი, რომელიც ზემოთ არის გამოსახული, რათა გაერთიანდეს კოკა-კოლას სხვადასხვა ალტერნატიული პროდუქტები და ლოგოები.
10. ნასა
ნასას ამჟამინდელი სფერული ლოგო, რომელიც წარმოსახვით „გუფთას“ ჰგავს, სინამდვილეში მათი პირველი ლოგო იყო. გამოსახულება, პირდაპირი მნიშვნელობით პლანეტის მსგავს სილუეტს წარმოადგენს, მთლიანი ლოგოტიპი ვარსკვლავებს და ორბიტას ასახავს გადაწყვეტილს ამერიკის დროშის ფერებში.
1975-1992 წლებში "გუფთა" შეიცვალა სხვა ლოგოთი სახელწოდებით "ჭია". ამ ლოგოში გამოსახულია უწყვეტი, მრგვალი ასოები, რომლებიც ჭიის სხეულის მოძრაობას იმეორებს. თავდაპირველად როცა ეს ლოგო შეიქმნა ის თანამედროვე, მინიმალისტურად და ფუტურისტულად ითვლებოდა, თუმცა ახლა ცოტა რეტრო და ვარსკვლავური ომების ესთეტიკა დაჰყვება.
ნასა ნოსტალგიურ ბრენდირებას დაუბრუნდა, როცა ე.წ. "გუფთა" კვლავ ბრენდის ლოგოდ აქცია, თუმცა დატოვა "ჭიაც", რომელსაც ძირითადად რაკეტებისთვის იყენებს. მათ იციან თუ როგორი ძლიერი ასოციაციები აქვთ ადამიანებს ამ ლოგოებთან. "გუფთა" გამოიყენებოდა მათთვის ყველაზე არასასიამოვნო პერიოდში, ის ნილ არმსტრონგს მთვარეზე დაშვებისას მკერდზე ჰქონდა გამოსახული. ბრენდმა მონოპოლიზაცია მოახდინა ამ პოზიტიური მოგონებების და ასოციაციების რომლებიც დღესაც აუდიტორიის მიერ "გუფთასთან" რჩება დაკავშირებული და ამავე დროს იპოვა სივრცე მათი სტილიზებული "ჭიის" დიზაინისთვის.
თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე- დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!
→დარეგისტრირდი მარტივად
11. The London Underground - ლონდონის მეტრო
ლონდონის მეტროპოლიტენის ლოგო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "რგოლი", საუკუნეზე მეტია არსებობს. იგი ბორბლის გამოსახულების გამარტივების და Johnston Typeface-ის შრიფტის შექმნის შედეგად წარმოიშვა (მეტი სიცხადისთვის sans-serif ასოების არჩევის შემდეგ).
ლოგოს აქვს ალტერნატიული ფერის სქემები სხვადასხვა სადგურებისთვის და ტრანსპორტის ტიპებისთვის, მაგრამ წითელი და ლურჯი ვერსია არის ძირითადი. მთლიანობაში, ეს მინიმალისტური სიმბოლო ხელმისაწვდომი, ადვილად გასაგები და სანდოა- ამ ლოგოში მოცემულია ყველა ის თვისება რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ისურვებდით.
12. IBM (აი ბი ემ)
IBM-ის 8 ზოლიანი ლოგო მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც ის პირველად პოლ რენდიმ შექმნა, რომელიც ასევე ავტორია UPS-ის, Enron-ის, Westinghouse-ის ლოგოების. ზოლები გადმოსცემს სიჩქარეს და დინამიზმს, ხოლო მთავრული და თამამი ასოები გამოხატავს თავდაჯერებულობას, ავტორიტეტს და თანამედროვე მინიმალიზმის ძლიერ გრძნობას. მაშინ როცა ეს ლოგო იქმნებოდა, შრიფტით ნეგატიური სივრცის ამდაგვარი გამოყენება სუპერ ინოვაციურად ითვლებოდა, ახლა კი ასეთი დიზაინი აუდიტორიის ნოსტალგიური გრძნობების გაღვივებას ემსახურება.
13. პრადა
ძვირადღირებული მოდის სახლი Prada იმდენად უფრთხილდება თავის ლოგოს, რომ არასოდეს შეუცვლია იგი. ეს დამახასიათებელია ბრენდებისთვის, რომელთა ემბლემაც ტრადიციის და მემკვიდრეობის შინაარსის მატარებელია.
ასო “R”-ს დაბოლოება ბლოკირებული და კუთხოვანი აქვს. ის კონტრასტშია დანარჩენ ასოებთან და მის გვერდით განთავსებულ "A"-ს ფაქიზ შტრიხებთან. შრიფტის ასეთი მრავალფეროვნება ქმნის ნაკადს და მოძრაობას სტატიკურ გამოსახულებაში.
ემბლემა როგორც წესი ტრადიციას და მემკვიდრეობას გადმოსცემს. პრადას ნიშანი აერთიანებს თავის თავში კუთხოვან და მარტივ ფორმას, რომელიც შეიცავს სიტყვას, გერბს და ლენტს. ეს ერთდროულად თანამედროვეც არის და ტრადიციულიც. ასევე ხელსაყრელია გქონდეთ უნიკალური ლოგოს სილუეტი, რომლითაც დაამშვენებ პროდუქციას.
14. PlayStation
როდესაც PlayStation-მა გადაწყვიტა ფოკუსირება 3D პოლიგონურ გრაფიკაზე მოეხდინა , მას ამ ცვლილების გადმოსაცემად ლოგო სჭირდებოდა. დიზაინერმა მანაბუ საკამოტომ ლოგო ოპტიკური ილუზიის პრინციპის დაცვით შექმნა, რომელიც იდეალურია სათამაშო ბრენდისთვის. ეს არის ვერტიკალური ასო "P" და მის ფეხებთან მწოლიარე ასო "S".
ლოგოს ძირითადი შემადგენელი ფერებია წითელი, ლურჯი და ყვითელი, ხოლო მწვანე ფერი ძირითად ფერებს რბილ გადასვლაში ეხმარება. სიღრმის მარტივი ხრიკით, რაც ახალი და გაბედული ნაბიჯი იყო, ლოგო დაეხმარა PlayStation-ს გადმოეცა იდეა იმის შესახებ, რომ ეს ბრენდი ახალი ტექნოლოგიებისკენ მიისწრაფვის და რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს თავის კონკურენტებს. იმისათვის, რომ ლოგომ განასხვაოს კომპანია სხვა კონკურენტებისგან, აუცილებელია წინასწარი კვლების ჩატარება.
15. ოლიმპიადა
ხუთი რგოლი რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, მთელი მსოფლიოსთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს - მსოფლიოს საუკეთესოები სპორტში. ხუთი რგოლი, ხუთ კონტინენტს წარმოადგენს, ყველა მათგანს თავისი ფერი აქვს და მოძრაობაში არიან შეერთებული, რათა გადმოცემული ყოფილიყო ერთიანობის განცდა.
მთლიანობაში, ოლიმპიადის ლოგო არის კროს კულტურული დიზაინის ბრწყინვალე მაგალითი, რადგან დიზაინერებმა შეძლეს ისეთი სიმბოლოს შექმნა, რომელიც თანაბრად მოეწონებოდა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს. როგორ უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს? გამოიკვლიეთ თქვენი ბაზარი და დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ გამოყენებული ფერები, ფორმები, გამოსახულებები და ფიგურები არ წარმოადგენენ სენსიტიურ ან უარყოფითი შინაარსის მატარებელ ნიშნებს სხვადასხვა კულტურაში.
16. მარველი
Marvel-მა თავისი გაბედული წითელი და თეთრი ლოგო 2000-იანი წლების დასაწყისში წარადგინა და ლეგენდარული კომიქსების ახალ სახედ იქცა. „მარველი“ წითელ ფონზე სქელი თეთრი ასოებით არის დაწერილი, ხშირად ისინი ერთმანეთთან ახლოს, ზოგჯერ ერთმანეთზე გადადებული ან დაკავშირებელია. ეს მიზანმიმართული და ნაჩქარევი ეფექტი ქმნის ძალისა და გადაუდებლობის განცდას, ისევე როგორც სუპერგმირი, რომელიც მოქმედებისკენ არის მოწოდებული.
ზოგიერთ პროდუქტზე, განსაკუთრებით კომიქსებზე, დღემდე შეგიძლიათ იხილოთ ძველი , რეტრო სტილის ლოგო "Marvel Comics". ეს კომპანიის ნოსტალგიურ მარკეტინგს და სტრატეგიას ასახავს, რომელიც იყენებს პოზიტიურ ასოციაციებს მომხმარებელთან ნდობის გასაძლიერებლად.
17. ამაზონი
კომპანია ამაზონის ცნობილი ლოგო, სწორხაზოვნებით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს მრავალი დეტალი გააჩნია, რომელიც ბრენდის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს.
სუფთა შავ-თეთრი, გამოტოვებებით შესრულებული ლოგო ადვილად იკითხება. ისარი აკავშირებს "a"-ს "z"-ს ერთი სწრაფი მოძრაობით, ისევე როგორც თქვენი გამოცდილება იქნება პლატფორმაზე. ამ ისარს ხანდახან „ღიმილსაც“ უწოდებენ, რაც ლოგოს მეგობრულ ელფერს ანიჭებს. მრუდი „z“-ის ქვემოთ, სადაც ისარი ეშვება, ნაზად არის მოხრილი და მოძრაობის შეგრძნებას ანიჭებს დიზაინს.
საინტერესო კიდევ ის არის, რომ ეს ყველაფერი შეიძლება იყოს შეკუმშული ფავიკონში, სიმბოლოდ, რომელიც ზოგჯერ URL-ზე, ჩანართზე ან ვებგვერდზეა გამოსახული. შესაბამისად ისეთი ლოგოს შექმნა, რომელიც შეიძლება უფრო პატარა სიმბოლოდ გადაიქცეს, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ციფრული პროდუქტებისთვის.
18. ბარბი
Barbie-ს ლოგოს დიზაინი მისი დამფუძნებლების შექმნილია. ჯერ კიდევ 1959 წელს, თვალისმომჭრელი ღია ვარდისფერი და მხიარული სანსერიფის შრიფტი, რომელიც გაკრული ხელით არის შესრულებული, იყო ის, რაც სათამაშო თოჯინების ბიზნესს მანამდე არ ენახა.
ეს გამიზნულად იყო ჩაფიქრებული , რათა ბავშვებთან უშუალო კომუნიკაცია მომხდარიყო, რომლებიც მუდმივად მხიარულები, ახირებულები და სათამაშოდ მზად არიან. წლების განმავლობაში, ლოგო ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ კომპანია საბოლოოდ ორიგინალურ ლოგოს დაუბრუნდა რეტრო იერსახით. ის გახდა ბარბის საკულტო ესთეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელშიც ბევრი თავგადასავალი და თანამედროვე ტრენდია. ლოგო იმდენად დასამახსოვრებელი და კონკრეტულ დროსთან დაუკავშირებელი იყო რომ ბარბის თოჯინა მარტივად გადადიოდა სხვადასხვა დროში და სიტუაციაში - პლაჟის მოგზაურებიდან დაწყებული ასტრონავტობით დამთავრებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანიისთვის, რომელიც ხშირად უშვებს ახალ პროდუქციას აუცილებელია ისეთი ლოგო, რომელშიც მკაფიოდ არის გამოხატული სტილი და ვიბრაცია.
19. გუგლი
2015 წელს კომპანია Googleმა თავისი განახლებული ლოგო წარადგინა. მიზანი ისეთი ლოგოტიპის შექმნა იყო რომელსაც "მგრძნობიარე" დიზაინი ექნებოდა და შეძლებდა ნებისმიერ ეკრანს მორგებოდა მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე. დროთა განმავლობაში, ყოველი განახლებისას ლოგო უფრო და უფრო გამარტივდა. ეს იყო იგივე ლოგო, მაგრამ სულ უფრო ადვილი აღსაქმელი თვალებისთვის.
ეს არის ლოგო, რომელიც ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა ინარჩუნებს თავის ძირითად სტრუქტურას - იგულისხმება Google Doodle-ს. მარტივი ლოგოს ქონა კომპანიას საშუალებას აძლევს "ითამაშოს" მასთან მიმდინარე მოვლენების შესაბამისად და ეს დინამიკა აქტუალურობას ანიჭებს მას.
20. პეპსი
პეპსის საკულტო ლოგო - Pepsi Globe, წითელი, თეთრი და ლურჯი ფერებით თავდაპირველად ბოთლის თავსახურზე იყო განთავსებული, ამას პატრიოტული ქვეტექსტი ჰქონდა და ამერიკელების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.
პეპსის ლოგოს ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის კონკურენტ კოკა-კოლასთან. ეს არის წარმატებული ლოგოს მაგალითი, რადგან პეპსი მშვენივრად ახერხებს დარჩეს განსხვავებული თავისი კონკურენტებისგან. თავდაპირველად ლოგოზე კურსორის სტილის სიტყვის ნიშანი იყო გამოსახული, თუმცა მოგვიანებით ის შეიცვალა თანამედროვე შრიფტით სანსერიფით, რათა მომხმარებლებს მარტივად განესხვავებინათ იგი კოკა-კოლასგან.
21. ტეიტი
ლოგო წარმოადგენს სახელწოდების სიტყვიერ აღნიშვნას, რომელსაც წამყვანმა დიზაინერმა მარინა უილერმა ბუნდოვანი ეფექტი დაამატა. ბუნდოვანი ეფექტის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მაყურებელს ფოკუსირება მოეხდინა ტექსტზე და საფუძვლიანად დაჰკვირვებოდა მას.
შემდეგში, დიზაინერების გუნდმა შექმნა ერთი და იგივე TATE-ის 75 ოდნავ განსხვავებული ვერსია, ამ იდეამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ორიგინალურია და სხვას არაფერს ჰგავს, საბოლოოდ გარკვეული ორგანიზაციული დაბნეულობა გამოიწვია. 2016 წელს ლოგო „გამარტივდა“ და მეტი თანმიმდევრულობისთვის და დარჩა ვერსია, რომელსაც ზემოთ ვხედავთ.
22. National Geographic
National Geographic-ის ლოგო მარტივად გამოიყურება, თუმცა დიდი კვლევაა ჩატარებული მის შესაქმნელად, ცნობადი, მრავალმხრივი იდენტობის არსებობა დიზაინერული გუნდის Chermayeff & Geismar-ის მთავარი პრიორიტეტი იყო. დეტალებზე მიზანმიმართული ყურადღების მიქცევა არის მთავარი ახსნა იმისა, თუ როგორ მოხვდა ჟურნალის საკულტო ოქროს საზღვრის შეტანა ლოგოში, თეთრ შრიფტთან კომბინაციაში.
ლოგო მარტივად გადადის ნებისმიერ ფონზე,იდეალურია ჟურნალის ლეგენდარული ფოტოებისთვის და გარეკანებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც ჟურნალი გაიზარდა და შვილობილი კომპანიები დაემატა, ლოგოზე შესაძლებელია დამატებით სიტყვის განთავსება, რათა განვასხვაოთ ეს კომპანიები ერთმანეთისგან. ლოგო, რომელიც არ არის ძალიან ნიშური და სტრუქტურულად ხისტი, ინარჩუნებს თავის ძალას მიუხედავად ბრენდის ზრდისა და განშტოებისა.
23. მერსედეს ბენცი
კომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა, მერსედესის სამ პუნქტიანი ვარსკვლავი გარკვეული სიმბოლური შინაარსის გამო შეარჩიეს, რასაც მათთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო ვარსკვლავი რომელსაც თავიანთი მამა საცხოვრებელ სახლს ნიშნავდა. ამ ნიშანს ასევე გააჩნია მიწის, ზღვის და ჰაერის სიმბოლური შინაარსი.
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის სიმბოლო არ წარმოადგენს რაღაც ინოვაციურს დიზაინში, ძნელია იმის თქმა, რომ ეს უბრალოდ "ვარსკვლავია". Mercedes-Benz-ის ვარსკვლავის დიზაინს აქვს ძალიან მკაფიო ჩრდილები, რაც მას განზომილებას ანიჭებს და წარმოაჩენს მის მეტალში შესრულებულ 3D ფორმას , მთელი თავისი კუთხეებით და ნათებით. ვარსკვლავი ჩასმულია წრეში, რაც ქმნის განცდას, რომ ეს წრე შეიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა.
24. ინსტაგრამი
ინსტაგრამის ლოგო, პატარა ფოტოაპარატის სიმბოლო, რომელიც ამავე დროს ინსტაგრამის აპლიკაციის ნიშანიც არის, უცვლელია შექმნის დღიდან.
თავდაპირველად ლოგო პოლაროიდის კამერის მიხედვით შეიქმნა, რადგან აპლიკაცია საშუალებას იძლევა გადაიღოთ და გააზიაროთ ფოტოები მომენტალურად. დღევანდელი ლოგო არ გამოიყურება ისე, როგორც დასაწყისში გამოიყურებოდა, თუმცა პოლაროიდის კამერის ფორმა მაინც შეინარჩუნა, უბრალოდ უფრო სიმბოლური და ნაკლებად პირდაპირი გახდა. გაკვეთილი რომელიც ამ ყველაფრიდან შეიძლება გამოვიტანოთ არის ის, რომ წარმატებულ ლოგოს, ერთ პატარა სიმბოლოში შეუძლია წარმოაჩინოს კომპანიის როგორც მიზანი, ასევე მისწრაფება.
25. ფედექსი
FedEx-ის ლოგო ცნობილია დიზაინერული თვალსაზრისით. ის არა მხოლოდ მომხიბვლელია როგორც ნამუშევარი,არამედ აქვს ძალიან ლამაზი დიზაინერული ხრიკი - ნეგატიური სივრცის გამოყენება ისრის შესაქმნელად "E" და "x" შორის. ისარი გადმოსცემს სიჩქარეს, მიმართულების მტკიცე განცდას და მიტანის სერვისის ისე გამართულად და აურზაურის გარეშე მუშაობას , რომ თქვენ ვერც შეამჩნევთ, რომ ეს მოხდა.
ეს ცნობილი ლოგო არის კარგი მაგალითი პრინციპის - less is more - როცა სიმარტივე უფრო მომგებიანია, ვიდრე დატვირთული დიზაინი. ნეგატიური სივრცის გამოყენება დაგეხმარებათ ბევრი რამე მოათავსოთ ლოგოში გადატვირთვის გარეშე.
26. მასტერქარდი
საკრედიტო ბარათი თავისთავად უკვე სიმბოლური ობიექტია. ბარათის ფორმა უცვლელი უნდა დარჩეს მიუხედავად იმის თუ რომელი კომპანიის არის. რადგან ის ერთი დანიშნულებით გამოიყენება. ასე რომ, ერთი საკრედიტო ბარათის მეორისგან გარჩევის მთელი სამუშაოები თვითონ ბარათზე მარკერების გავლებაა.
Mastercard-მა იცოდა, რომ მას შეუმცდარი სიმბოლო სჭირდებოდა თავისი ბრენდის იდენტიფიკაციისთვის და ორ გადაჯაჭვულ წრეში სწორედ ეს მიიღო. როდესაც ვაკვირდებით, თუ როგორ შეიცვალა ლოგო წლების განმავლობაში, იგივე ამბავია, რაც სხვებში ვნახეთ. ფერადი ფენების ჭკვიანური გამოყენება მინიმალურ ლოგოს სიღრმეს მატებს. მცირე დიზაინერულმა ჩარევამ საგრძნობლად შეიძლება გააუმჯობესოს ლოგო და დასამახსოვრებელი დიზაინი შექმნას.
27. უოლტ დისნეი
Walt Disney-ს ლოგო მისი დამფუძნებლის ხელმოწერისგან შედგება, თუმცა გარკვეული კალიგრაფიული შტრიხების ჩარევით. მაგალითად "D" ასო, რომელიც ზოგიერთისთვის "G"- ს უფრო ჰგავს, ხოლო "I" ასო დახატულია ბრეცელის მსგავსად. ასეთი მცირე შტრიხები წარმოსახვას აღძრავს და ჯადოსნურობის განცდას ტოვებს, რომელიც იდეალური ლოგოს მაგალითია ბავშვებისთვის და ნოსტალგიური მოზრდილებისთვის.
კალიგრაფიული დიზაინით შესრულებული ლოგო ინდივიდუალურობის და ადამიანური თვისებების მატარებელია. ასეთი შინაარსის მქონე ლოგოები იმ ორგანიზაციებისთვის გამოდგება, რომლებსაც სურთ ხაზი გაუსვან თავიანთი კომპანიის არა მხოლოდ კორპორაციულ, არამედ ადამიანურ მხარესაც.
28. ფორმულა 1
Formula 1-ის წითელი-შავი-თეთრი ლოგო მაშინ შეიქმნა, როცა რბოლები საერთაშორისო აღიარებას და ცნობადობას იხვეჭდნენ. ეს ლოგო წარმატებული და მომხიბვლელი რამდენიმე მიზეზის გამო იყო - მისი დიზაინი დახრილია, წითელი ნაწილი შედგება პატარა ისრებისგან. ეს ხილული ორიენტაცია აძლევდა მფრინავი მანქანის ენერგიას და იდეალურად ერგება იმ ისტორიას, რომელსაც ბრენდი ჰყვება - სიჩქარე. და თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ "1" ნეგატიური სივრცით იქმნება.
ლოგოს განახლებული ვარიანტი უფრო მარტივად გამოიყურება რომელიც შეესაბამება მინიმალისტური მონოგრამ ლოგოების თანამედროვე სტილის ტენდენციებს. ეს არის დახვეწილი, მაგრამ ეფექტური ლოგო. მცირე განახლებები უფრო სასიამოვნოა ლოიალური აუდიტორიისთვის.
29. WWF
ბუნების დაცვის/ კონსერვაციის ორგანიზაციის WWF-ის ლოგო ცნობილია მთელ მსოფლიოში.
ლოგოზე გამოსახულია პანდა სახელად ჩი-ჩი. პანდა გადაშენების პირას მყოფი ყველაზე ცნობილი სახეობაა, შესაბამისად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც მისი ლოგოზე აღბეჭდვის. კომპანიას ჭირდებოდა სიმბოლო რომელიც მოჰყვებოდა მათ ბრძოლაზე ბუნების გადარჩენისთვის და ამას ენობრივი თუ სხვა სახის ბარიერების გარეშე გადმოსცემდა. კიდევ ერთი მიზეზი ამ სახეობის არჩევის , ბუნებრივად შავ-თეთრი ფერი იყო.
ეს ნახატი აჩვენებს, რომ თილისმა-სიმბოლოს გამოყენება გონივრული ნაბიჯია ბრენდისთვის, რომელსაც სურს უფრო მყარი კავშირი დაამყაროს თავის აუდიტორიასთან. ის ემოციურ ეფექტს ატარებს და კარგად ჰყვება ამბავს.
30. MTV
დღეს, MTV -ის აღარ აქვს ისეთივე ავტორიტეტი როგორც ადრე, მაგრამ 80-იან და 2000-იან წლებში არხი და მისი ლეგენდარული ლოგო ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში.
MTV -ის მსგავსი მანამდე არ არსებობდა, ამიტომ ლოგოს ფანტაზია უნდა აღეძრა. გიგანტური ასო "M" რომელიც განლაგებულია "TV“-ს უკან, წარმოადგენს ორი განსხვავებული სტილის გაერთიანებას - მუსიკის და ტელევიზიის. მისი სტილი და ტონი დაუვიწყარია, ფერადი სტატიკური ლოგო ძალიან ადვილად მანიპულირებადია სხვადასხვა ფერის, შაბლონების და მოძრაობის გრაფიკის გამოყენებით.
31. პლეიბოი
იმ დროს, როდესაც Playboy გამოვიდა ეს იყო პირველი ასეთი ტიპის გამოცემა რომელიც მიისწრაფოდა სექსუალური, დახვეწილი და მახვილგონივრული იმიჯის შექმნისკენ. როგორ მოხდა, რომ ეს შეძლო კურდღელმა, რომელსაც ბაფთიანი ჰალსტუხი ეკეთა?
"კურდღლის" გამოსახულებას ადამიანები სექს-სიმბოლოდ იყენებდნენ ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, მის ნაყოფიერებაზეც კი არის მინიშნებები კლასიკურ ანტიკურ ხანაში. აიღეთ ამ სიმბოლოს გამარტივებული ვერსია, გაუკეთეთ ჰალსტუხი და თქვენ ელეგანტური კურდღელი გყავთ, ხოლო შავ-თეთრმა ფერებმა ლოგოს ელეგანტურობის განცდა შესძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ჟურნალმა და მისმა ესთეტიკამ მრავალი ცვლილება განიცადა , ბრენდის იდენტობის შეგრძნება იგივე დარჩა, რაც ლოგოს დამსახურებაა.
32. ლეგო
ლეგო ამჟამინდელი ფორმით 1998 წლიდან არსებობს. მისი ყველაზე შესამჩნევი გამორჩეულობა მკვეთრი წითელი ფერი და გაბუშტული "LEGO შრიფტია".
ფონი და ფორმა ეს არის მიძღვნა სამშენებლო ბლოკებისთვის, რომლებიც კომპანიის მთავარი პროდუქტია. ლოგოზე გამოსახული მრგვალი ასოები შავი და ყვითელი საზღვრებით, ეს ყველაფერი ძალიან მხიარულ, დახვეწილ და სახალისო განწყობას გადმოსცემს.
33. ბი ბი სი
BBC-ის ცნობილი ლოგო სამი „ბლოკისგან“ შედგება. ემბლემა მონოქრომულია, ძირითადად შავი ან თეთრი და ზოგჯერ ოდნავ გამჭვირვალეც. ეს ძირითადი სტრუქტურა ფაქტობრივად იყო სამშენებლო ბლოკი, რომლის ბაზაზეც დროდადრო ლოგო ცვლილებას განიცდიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2021 წელს მოხდა , როდესაც BBC-მ თავისი კორპორაციული შრიფტი შემოიტანა ლოგოში. ეს იყო უფრო დიდი რებრენდინგის ნაწილი, რასაც BBC-ის სხვადასხვა შვილობილი კომპანიების ერთი შრიფტით და ერთი ესთეტიკით გაერთიანება მოყვა. ასევე, საკუთარი შრიფტის შექმნით, კომპანიას აღარ უწევდა წლიური საფასურის გადახდა შრიფტის გამოყენებისთვის.
34. უნიქლო
იაპონურმა ტანსაცმლის ბრენდმა Uniqlo-მ გადაწყვიტა თავისი ბრენდის განახლება და გლობალურ ბრენდად ქცევა.
ეს არის გლობალური ბრენდი, რომელსაც იაპონურ კულტურაში ფესვგადგმული იდენტობა გააჩნია. ლოგოს წითელი და თეთრი ფერი იაპონიის დროშის გათვალისწინებით შეირჩა . არსებობს მისი ორი ვერსია, ერთი ინგლისური და ერთი იაპონური ასოებით, რომლის ფორმაც ფორმა იაპონურ მელნის ბეჭედს მოგაგონებთ.
35. ვარსკვლავური ომები
ვარსკვლავური ომების ფილმებს მრავალი წლის განმავლობაში ლოგოს სხვადასხვა ვარიაციები ჰქონდათ, მაგრამ საკულტო სიტყვის ნიშანი, რომელიც ბოლომდე განასახიერებს ფილმის ატმოსფეროს, არის ის, რასაც ზემოთ ვხედავთ. ამ დიზაინმა შექმნა ძლიერი ესთეტიკა, რომელიც გაგრძელდა ათწლეულების განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც არჩეულია ნოსტალგიური მარკეტინგის და ბრენდის თანმიმდევრულობის მიდგომა ლოგოს საკულტო სტატუსის გასაძლიერებლად.
36. ვორნერ ბრაზერსი
თუ ბავშვობაში Looney Tunes-ს ან Harry Potter-ს უყურებდით, მაშინ თქვენთვის კარგად ნაცნობი იქნება Warner Bros-ის ლოგო. მისი სამგანზომილებიანი, სკეომორფული დიზაინი დრამატიზირებდა მის დომინანტურ ყოფნას რომელიც ეკრანზე გამოჩენისთანავე ჰოლივუდის გლამურს აფრქვევს. ამჟამინდელი ლოგო რომ წინა ვერსიებს შევადაროთ, მათთვის დამახასიათებელ ერთ საერთო ნიშანს დავინახავთ, ყველგან ფარია გამოყენებული.
37. ვაიო
თავდაპირველად Vaio-ს აბრევიატურა იშიფრებოდა ასე - "ვიდეო აუდიო ინტეგრირებული ოპერაცია". ლოგოს დათვალიერებისას შეამჩნევთ, რომ „VA“ შექმნილია სინუსური ტალღის, რხევადი და მოძრავი გეომეტრიული ტალღის ფორმის მსგავსად, ხოლო „IO“ წარმოადგენს ბინარულ ციფრებს 1 და 0. ერთად, ეს ელემენტები ანალოგ და ციფრულ სიმბოლოებს აერთიანებს, რაც კომპანია Sony -ს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლას მიანიშნებს.
რამდენიმე ასპექტიც არსებობს, რაც ლოგოს შექმნისას თქვენი საჭიროებებისა თუ ინდუსტრიების მიხედვით იცვლება. თუმცა საუკეთესო ლოგოების განსაზღვრისთვის 5 საერთო წესი გამოვყავით
- მარტივი
- რელევანტური
- დასამახსოვრებელი
- დროისგან დამოუკიდებელი
- მრავალმხრივი
თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ამჟამინდელი შემოსავლით და გსურთ წარმატებული კარიერა გქონდეთ, ინტერიერის დიზაინის კურსი კარგი არჩვენია თქვენი განვითარებისთვის და ახალი კარიერისთვის IT ინდუსტრიაში. აღმოაჩინეთ თქვენი კრეატიულობა, დატოვეთ კვალი და გახდით სხვების ინსპირაცია თქვენი არტისტული ხედვით.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში