IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

5 საუკეთესო პროგრამული ენა ბავშვებს!

07.12.2021

814 დათვალიერება

პროგრამირების საფუძვლებში გარკვევა აუცილებელია, მომავალში კომპიუტერთან მუშაობას და თანამედროვე პროფესიების ათვისებას თუ აპირებთ, სწორედ ამიტომ, პროგრამირების შესწავლა და დახვეწა ნებისმიერი ბავშვისთვის შესანიშნავი უნარია. თუმცა, იმდენი განსხვავებული პროგრამირების ენა არსებობს, რთულია გადაწყვიტო რომელი იქნება საუკეთესო თქვენი შვილისთვის

 

ბლოგში შემოგთავაზებთ პროგრამირების ხუთი საუკეთესო ენის მიმოხილვას ბავშვებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კოდირების სწავლით.

 

1. Python

Python არის პროგრამირების ენა, რომელიც იკითხება როგორც ჩვეულებრივი სიტყვა. კოდში იშვიათად გიწევთ კომენტარების დამატება, რადგან Python-ის კოდი, რომელიც საკმარისად კარგად არის დაწერილი, ისე იკითხება, თითქოს კომენტარები უკვე ჩასმულია კოდში. თუ თქვენი შვილები ან სტუდენტები აპირებენ ისწავლონ კოდირება, მაშინ სასურველია მათ იცოდნენ, როგორ იფიქრონ პროგრამისტივით. Python-ით, სტუდენტებს ძალიან ცოტა დაბრკოლება შეხვდებათ პროგრამირების სწავლასთან დაკავშირებით. მათ შეეძლებათ ისწავლონ პროგრამირების სქემის აგება საკუთარ გონებაში და შემდეგ ამ იდეების გადატანა ინსტრუქციებში, რომელთა ინტერპრეტაციაც ტექნოლოგიებს შეუძლია. Python ასევე აქვს "დამუხტული ბატარეების" ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს საქმის იმ უზარმაზარ მოცულობას, რაც შეიძლება გაკეთდეს Python-ის ძირითადი ბიბლიოთეკების უბრალოდ გამოკვლევით და გამოყენებით. ბევრი ძირითადი ფუნქციონალი, რომელიც პროგრამისტებს სჭირდებათ, უკვე ჩაშენებულია პროგრამირების ენაში, რაც მას შესანიშნავ ენად აქცევს ახალგაზრდებისთვის.

 

2. Ruby

Ruby-ს აქვს ყველაზე წაკითხვადი სინტაქსი დამწყები პროგრამისტებისთვის. იმის ნაცვლად, რომ მენტორმა ბევრი დრო დახარჯოს კოდის ახსნაზე, რომელსაც სტუდენტები აკრეფენ მოწყობილობებში, მათი უმეტესობა მოსწავლეებისთვის ადვილად გასაგები იქნება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ პროგრამირების ცნებებს. დღის ბოლოს, ბავშვებმა უნდა ისწავლონ ცნებები, რათა დაწერონ კარგი სკრიპტები. Ruby არის ძალიან ძლიერი ენა და ის თავდაპირველად გამოიყენებოდა Twitter-ის შესაქმნელად, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ სტუდენტებს, რომ ეს აპლიკაცია არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პოპულარულ პლატფორმებზე.

 

3. Java

Java-ს შესწავლა, ცოტა უფრო რთულია, ვიდრე Ruby-ს ან Python-ს, მაგრამ Java-ს არჩევა, როგორც შესასწავლად პირველი პროგრამირების ენა, სტუდენტებს გაუადვილებს ნებისმიერი შემდგომი ენის შესწავლას. ბევრ ახალგაზრდას უკვე უფიქრია საკუთარი აპლიკაციების ან ვებსაიტების შექმნაზე, მაგრამ უბრალოდ არ იცის საიდან დაიწყოს. Java უკვე ორი ათეული წელია არსებობს და ხელმისაწვდომია უამრავი ონლაინ რესურსი, ინსტრუმენტების ნაკრები და გაკვეთილები, რომელთა დახმარებითაც Java-ს გამოყენებით პრაქტიკულად ყველაფრის შექმნა შეიძლება ნულიდან. საჭიროა რამდენიმე თავდაპირველი დაბრკოლების გადალახვა, როგორიცაა JDK-ის დაყენება და სინტაქსების პრინციპების გაგება, მაგრამ პროგრამირების ენის ობიექტზე ორიენტირება სტუდენტების პროგრესს ამარტივებს. Java ჰგავს C-ს და C++-ს, თუმცა ის გთავაზობთ უფრო მეტ ფუნქციონირებას, რითაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შექმნან უფრო ძლიერი პროგრამები.

 

არ დაკარგოთ დრო! ჩვენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. C++

კომპიუტერული მეცნიერების ბევრ ექსპერტს და დეველოპერს განსხვავებული მოსაზრება აქვს იმაზე, უნდა დაიწყოს თუ არა სტუდენტმა კოდირების სწავლა C++-ით. ეს პროგრამირების ენა ცოტათი წააგავს მათემატიკას და შესაძლოა მოსწავლეებს გადააფიქრებინოს კოდირების შესწავლის იდეა. თუმცა მას შემდეგ რაც პროგრამირების ძირითად საფუძვლებს გაეცნობიან, C++-ს შეუძლია მრავალი კარი გააღოს პროგრამირების სამყაროში. ბევრმა წარმატებულმა პროგრამისტმა კოდირების სწავლა სწორედ C-ით ან C++-ით დაიწყო.

 

5. Scratch

თუ თქვენი შვილი და მისი მეგობრები, დაინტერესებულნი არიან ანიმაციების, ინტერაქტიული ისტორიების, ხელოვნებისა თუ მუსიკის შექმნით, მაშინ Scratch არის კოდირების ენა, რომლის სწავლაც შესაძლებელია ონლაინ უფასოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა საკმაოდ მარტივია ბავშვებისთვის, მას გააჩნია საკმარისი ფუნქციონალი და ვარიანტები, რომლებსაც გამოცდილი პროგრამისტებიც კი იყენებენ.

 

Scratch-ს ასევე ყავს ძალიან ინტერაქტიული ონლაინ საზოგადოება, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ნამუშევრებს და თამაშებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო ჩართოს ამ პროცესში თქვენი ახალგაზრდები.

 

მოდით შევაჯამოთ

პროგრამირება დღესდღეობით, განურჩევლად ასაკისა, ძალიან სასარგებლო უნარია. ის დაგაფიქრებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესები და როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, რა უნდა ასწავლოთ თქვენს შვილს იმაზე კარგი, ვიდრე მომავლის პროფესიები და უნარები?!

 

აუცილებელია იცოდეთ, რომ თითოეულ ენას თან სდევს, როგორც დადებითი მხარეები, ასევე მათთან დაკავშირებული სირთულეები. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა შვილებმა ისწავლონ პროგრამირების მიღმა არსებული ცნებები, როგორიცაა კოდის წერის ლოგიკა, კონსტრუქციების გამოყენება და პროფესიული ხრიკები.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა