IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

5 უნარი, რომელიც ყველა სოფტვეარ დეველოპერმა უნდა გამოიყენოს

2

პროგრამირება

15.09.2022

1090 დათვალიერება

არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში ხართ დასაქმებული პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, კარიერის რაღაც მომენტში, თქვენს სფეროსთან დაკავშირებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. საბედნიეროდ, ამ სტატიაში ნახსენები უნარების პრაქტიკით თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ამ სტატიაში აღნიშნული უნარები სხვადასხვა ხარისხით ვრცელდება ყველა დონის, ლეველის დეველოპერზე.

 

 

სუფთა კოდის წერა

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სუფთა კოდის წერა ნებისმიერი დეველოპერისთვის მნიშვნელოვანია. ყველამ იცის, რომ უნდა დაწეროს „სუფთა კოდი“, თუმცა, არც თუ ისე ბევრ მათგანს ესმის მისი რეალური მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევებში, სუფთა კოდის წერა გულისხმობს შემდეგს:

 

  • იყენებთ ცვლადის სახელებს, რომელსაც მნიშვნელობა აქვთ, თავი აარიდეთ არათემატური სახელების გამოყენებას.
  • თქვენ არ წერთ ზედმეტ კოდს, ისწავლეთ ამის თავიდან აცილება.
  • ეცადეთ თან დაურთოთ კომენტარები კოდს, რათა მარტივად გასაგები გახდეს სხვებისთვისაც.
  • მონაცემების სტრუქტურა

 

 

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში, ერთი-ერთი ფუნდამენტური საკითხი მონაცმების შენახვის არსის გაგებაა. უფრო ზუსტად, კონკრეტული ამოცანის შესრულების დროს, დეველოპერმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მეთოდი იქნება მონაცემების შესანახად ყველაზე ეფექტური. მაგალითად, თუ გარკვეული მნიშვნელობების ნაკრები უნდა იყოს შენახული, გარკვეული თანმიმდევრობით, მასივის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება. თუმცა, თუ არ გვაინტერესებს ელემენტების თანმიმდევრობა, შეიძლება გამოვიყენოთ „ლექსიკონი“. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის მონაცემთა სტრუქტურების გაგება ძალიან მნიშვნელოვანი უნარი.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მასივების და ლექსიკონების მიღმა არსებობს მონაცემთა შენახვის, სხვა უამრავი ხერხი. მაგალითად, თქვენ  შეგიძლიათ იმუშაოთ სიებთან, სტეკებთან, რიგებთან, ჰეშის ცხრილებთან და ა.შ.

 

თუგადაწყვეტკარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება -დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

ალგორითმები

პრობლემების ეფექტურად გადაჭრის ხერხები, შენს ალგორითმულ აზროვნებასთანაა დაკავშირებული. არა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ალგორითმის გამოყენება ზეპირად უნდა შეგეძლოს. დეველოპერებმა უნდა იცოდნენ რა აქცევს ალგორითმს ეფექტურად. ალგორითმების გამოყენების უნარების გასაუმჯობესებლად საუკეთესო პრაქტიკა LeetCode-ის ან HackerRank-ის პლატფორმების გამოყენებაა. ალგორითმები სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრის გზებს გვთავაზობენ. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შეძლებთ თქვენი, საკუთარი ალგორითმების შემუშავებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. გასაკვირი არ არის, რომ სოფტვეარ ინჟინერის პოზიციაზე მუშაობისთვის ალგორითმების შესწავლა დაგჭირდებათ.

 

 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ალგორითმი, რომლის სწავლაც შეგიძლიათ დაიწყოთ:

  • Merge Sort
  • Selection Sort
  • Bubble Sort
  • Quick Sort
  • Insertion Sort

 

გამოსადეგი კომენტარების დაწერა

 

 

რთულია დასაჯერებელია, მაგრამ ერთხელ კოდზე გამოსადეგი კომენტარების დართვის გამო დამატებითი ანაზღაურებაც შეიძლება დაიმსახუროთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს კომენტარების გაკეთების ძირითადი მოტივაცია. სხვა ადამიანები ნამდვილად დაგიფასებენ სწორად გამოყენებულ კომენტარებს. კოდში კომენტარების წერისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აღწეროთ მისი ცალკეული კომპონენტები და არა მთლიანი ფაილი. გაითვალისწინეთ, ადამიანებს ურჩევნიათ, რომ დაწეროთ ბევრი კომენტარი.

 

 

გამოსადეგი კომენტარების წერის ხერხები:

 

  • შეინარჩუნეთ ლაკონურობა და სიმარტივე (არავის სურს დიდი აბზაცების კითხვა).
  • აღწერეთ მხოლოდ ის ბლოკები, რომელიც ამას საჭიროებს, გამოუსადეგარი კომენტარები თქვენს კოდს უფრო გაუგებარს გახდის.

 

 

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება უამრავი პროგრამული ენის საფუძველია, მათ შორის: Java, C#, C++ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ენა უფრო მეტად ეყრდნობა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, მისი ცოდნა მაინც სასარგებლო უნარს წარმოადგენს.

 

 

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება ნიშნავს, რომ წერთ კოდს, რომელიც შეიძლება ხელახლა იქნას გამოყენებული, ობიექტის განსაზღვრის შედეგად, მისი დუბლიკატის შექმნის გარეშე. იგი პროგრამისტს შემდგომი ნიმუშების შემუშავების საშუალებას აძლევს, კოდის ბაზის საერთო ზომის შემცირების ხარჯზე.

 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა