IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

პროგრამირების უფასოდ შესწავლის 6 უტყუარი მეთოდი

12.06.2021

1813 დათვალიერება

გიცდიათ პროგრამირების ნულიდან სწავლა? ყოველთვის საწყის ეტაპზევე ნებდებით? ეს თქვენი ბრალი არ არის. კოდირების შესწავლა საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე პროცესია, მითუმეტეს თუ ინტერნეტში უფასო რესურსების გამოყენებით გადაწყვიტეთ სწავლა. მაგრამ, თქვენ შეგიძლიათ გამართოთ საწყისი ბრძოლა და გარდაქმნათ იგი დიიდ წარმატებად, მთავარია ბრძოლის დროს სწორი მეთოდები გამოიყენოთ. 

 

არ აქვს მნიშვნელობა პროგრამირების რომელი ასპექტი გაინტერესებთ; დადასტურებული ტექნიკები ყოველთვის დაგეხმარებათ თქვენი უნარის გაუმჯობესებაში. ასე რომ,  დაყოვნებების გარეშე, მოდით დავიწყოთ.

 

1. გაუზიარეთ სხვებს რასაც თქვენ შეისწავლით

ინტერნეტისა და ტექნოლოგიის სწრაფი ტემპით განვითრების გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები Livecoding-ზე გადმოსცემენ თავიანთი პროდუქტის განვითარების პროცესებს. მაგალითად, აშშ-ს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში მყოფი Inkblotty თავისი არხის მიმდევრებისთვის გადმოსცემს მისი სწავლის პროცესს.

 

როგორც დამწყებს, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებსაიტით და გაუზიაროთ თქვენი სასწავლო პროცესი მთელ მსოფლიოს. Livecoding ითვლის მსოფლიოს 194 ქვეყნის საზოგადოებას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ უკუკავშირი გამოცდილი, პროფესიონალი ინჟინრებისგან, რომლებიც მუშაობენ Google-ში, Facebook-ში, SAP-ში და ა.შ.

 

2. პრაქტიკა, პრაქტიკა და პრაქტიკა!

პროგრამირების შესწავლის ნომერ პირველი დადასტურებული გზა არის ბევრი პრაქტიკა. ეს პროცესი მოითხოვს მოთმინებას, გამძლეობას და უამრავ პრაქტიკას რათა გახდეთ კარგი პროფესიონალი. თავდაპირველად გაგიჭირდებათ მარტივი ამოცანებისთვის თავის გართმევა, თუმცა, დროთა განმავლობაში, თქვენ დამოუკიდებლად დაიწყებთ პრობლემების გადაჭრას.

 

საბოლოოდ, თქვენ თავად შეძლებთ მოიფიქროთ გადაწყვეტები Google-ის დახმარების გარეშე და სწორედ აქ დაიწყებთ შუალედურ დონეზე გადასვლას. სწორედ ამ დროს გადაინაცვლებთ პროგრამირების შემდეგ ეტაპზე.

 

3. უამრავი პროექტი.

როდესაც ინტერნეტში დაიწყებთ ძებნას, ნახავთ გზებს მცირე პრობლემების გადასაჭრელად. ისინი ამ კონკრეტულ მომენტში შრომის დროს წამოიჭრება და აქვე მოგვარდება. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ პროექტზე მუშაობთ. ეს შეიძლება იყოს მარტივი, რთული, პატარა, დიდი – ის დაგეხმარებათ თქვენი უნარების გამომუშავებაში.

 

ყოველთვის ეცადეთ იპოვოთ თქვენთვის საინტერესო პროექტები.სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა დაგეხმარებათ ააშენოთ ისეთი რამ, რასაც რეალური ღირებულება ექნება. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სწავლის მოტივის პოვნა. ყოველთვის იყავით ყურადღებით რეალურ პრობლემების მიმართ, რომელთა მოგვარებაც პროგრამირების უნარების საშუალებით შეგიძლიათ.

 

შეისწავლეთ Python პროგრამირება ჩვენთან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. იყავით გუნდური მოთამაშე

პროექტის შემუშავება არ არის ერთი ადამიანის საქმე. ეს მოითხოვს მრავალ დონეზე თანამშრომლობას, მათ შორის დიზაინის, განვითარების, ტესტირების და დოკუმენირების დონეზე. როდესაც დაიწყებთ პროგრამირების სწავლას, სავარაუდოდ ერთ პროექტს თავად გაუმკლავდებით. თუმცა, დროთა განმავლობაში, თქვენ უნდა იპოვოთ გუნდის წევრები, რომლებიც დაგეხმარებათ პროექტის სხვადასხვა ასპექტის მართვაში.

 

ასევე, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მიიღოთ სხვა დამწყებთაგან ან თანაკურსელთაგან, რომლებიც თქვენზე მეტად გამოცდილი არიან. არ აქვს მნიშვნელობა სწავლის რომელ ეტაპზე ხართ ამჟამად; თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, ვისთან ერთადაც ითანამშრომლებთ თქვენს პროექტზე და მათგან ერთ-ორ ახალ რამესაც კი ისწავლით. Livecoding, სოციალური ცენტრი ინჟინრებისთვის, ამის საშუალებას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ სხვა მაუწყებლებს და ასევე დაიწყოთ საკუთარი მაუწყებლობა.

 

ეს ასევე კარგი შანსია შეხვდეთ სხვა დამწყებებს, რომლებიც სწავლობენ სხვებთან თანამშრომლობით. მაგალითად, Kreskow პოლონეთიდან აშენებს iOS მობილურ აპლიკაციებს Santi-სთან ერთად სან-ფრანცისკოდან და Karmarr-თან ერთად გერმანიიდან.

 

5. ღია წყაროების კონტრიბუცია

ღია წყაროს კონტრიბუცია უზარმაზარ ღირებულებას ანიჭებს თქვენი პროგრამირების უნარებს. ღია წყაროს გამოყენების დასაწყებად უნდა გაეცნოთ GIT-ს და შემდეგ აირჩიოთ ღია წყაროს პროექტი, რომელზეც იმუშავებთ. ღია წყაროს პროექტების უმეტესობას მოყვება სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა დავიწყოთ მასზე მუშაობა. თუ თქვენ არ იცნობთ ღია წყაროების კონტრიბუციებს და დაწყების მიდგომებს, წაიკითხეთ Quora-ს ეს შესანიშნავი post, რათა შეიქმნათ წარმოდგენა.

 

6. კონკურენტუნარიანი პროგრამირება.

კონკურენტული პროგრამირება შესანიშნავი გზაა თქვენი პროგრამირებისადმი სიყვარულის შესასწავლად. კონკურენტული პროგრამირების პლატფორმები, როგორიცაა HackerRank, HackerEarth, TopCoder და ა.შ., საშუალებას გაძლევთ უფასოდ გამოსცადოთ გადასაჭრელი პრობლემები, და ასევე გაძლევთ შესაძლებლობას დაუკავშირდეთ მსოფლიო დონის პროგრამისტებს. კონკურენტული პროგრამირების საშუალებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ალგორითმული და პრობლემების გადაჭრის უნარები.

 

შესანიშნავი რესურსების მოპოვება შეგვიძლკია ინტერნეტით, მაგრამ მათით სარგებლობის უნარი უკვე თავად ინდივიდზეა დამოკიდებული. ზემოთ ჩამოთვლილი ექვსი გზა ნამდვილად დაგეხმარებათ პროგრამირების ათვისებაში და იმაში, რომ გახდეთ პროგრამული უზრუნველყოფის პროფესიონალი დეველოპერი.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ Python პროგრამირება,მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა