IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

7 მიზეზი, თქვენს შემდეგ პროექტში Rust-ს გამოსაყენებლად!

18.05.2021

721 ხედი

2019 და 2020 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს,  რომ Rust არის ფავორიტი პროგრამული ენა (უპირატესობას ანიჭებს პროგრამისტების 83,5%) უკვე ოთხი წელია. ეს ნიშნავს, რომ მათ, ვინც გადაწყვიტა და რეალურად გამოიყენა Rust-ის პროგრამა, შთაგონებული და აღტაცებულია მისით.

 

მიუხედავად ამისა, Rust მაინც არ ხვდება ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამირების ენების ხუთეულში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ Rust პროგრამირება რჩება მეტწილად აუთვისებლად, რომელიც სავსეა გამოუყენებელი პოტენციალით. მისი პოპულარობის გათვალისწინებით, უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი მიემართება მისკენ,  რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე მიაღწევს ამ ხუთეულში შემავალის სტატუსს და დამკვიდრდება, როგორც მთავარი პროდუქტი პროგრამისტებისთვის.

 

დროს რომ არ ჩამოვრჩეთ, ერთად განვიხილოთ, თუ რა არის Rust პროგრამირების ენა და რატომ უნდა გამოიყენოთ Rust  სამოომავლო პროექტისთვის?

 

რას წარმოადგენს Rust პროგრამირების ენა?

სოკოს მსგავსად (დიახ, არსებობს დაბალი სახის სოკო, რომელსაც Rust ეწოდება!) რის მიხედვითაც დაერქვა მას ეს სახელი, Rust არის პროგრამირების ენა, რომელიც სწრაფად ვრცელდება პროგრამირების სამყაროში.

 

არსებითად, Rust არის პროგრამირების ენა, რომელიც აგებულია C ენის ნაკლოვანებების დასაძლევად. მიუხედავად იმისა, რომ C არის მძლავრი, ობიექტზე ორიენტირებული ენა, შეუზღუდავი შესაძლებლობებით, პროგრამისტებისთვის საკმაოდ რთულია მეხსიერების ხელით მართვა C-ში. Rust საშუალებას გაძლევთ დაწეროთ სწრაფი კოდი საოცრად მცირე მეხსიერებით, რაც იძლევა უაღრესად მძლავრ პროგრამირების ინსტრუმენტს.

 

Rust გამოუშვა Mozilla-მ 2012 წელს, მაგრამ იდეა გაჩნდა ენთუზიასტი ინჟინერის, გრეიდონ ჰოარის გონებაში. ჰოარმა ამ ენაზე მუშაობა დაიწყო 2006 წელს და, მალევე, Rust-ის პოტენციალმა მიიპყრო ადამიანების ყურადღება Mozilla-ში. ისინი შეუერთდნენ ჰოარესს და ჩამოაყალიბეს გუნდი, რომელიც ცდიდა და ანვითარებდა ენას საუკეთესო მეთოდებით. 

 

ჰოარის სიტყვებით, "ენა გამიზნულია იმედგაცრუებული C ++ დეველოპერებისთვის". მოდით გავიგოთ, რით სჯობს Rust ისეთ ენებს, როგორიცაა C ან C ++.

 

რატომ არის Rust საუკეთესო ენა თქვენი შემდეგი პროექტისთვის

Rust სავსეა მრავალი მახასიათებლით, რომელთა გამოყენება ძალიან უყვართ ვებ-დეველოპერებს. ქვემოთ მოცემულია ძირითადი მიზეზები, რის გამოც ვამჯობინებ Rust-ს გამოყენებას:

 

1. Rust აგვარებს მეხსიერების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებს

სისტემური პროგრამირება, როგორც წესი, მოითხოვს დაბალი დონის მეხსიერების კონტროლს და C-ის მეხსიერების ხელით მართვის გათვალისწინებით, ეს ამოცანა შეიძლება აღმოჩნდეს ნამდვილი კოშმარი.

 

Rust-ს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა შესაძლებლობა, შემოგვთავაზოს მოხერხებულობა დაბალი დონის დეტალებისთვის. მას აქვს პირდაპირი წვდომა აპარატურულ უზრუნველყოფაზე და მეხსიერებაზე, რადგან იგი არ საჭიროებს ნაგვის ამღებს იმისთვის, რომ უწყვეტად იმუშაოს ფონურად.

 

ეს ნიშნავს, რომ Rust-ში კოდის წერა გავს დაბალი დონის კოდების მიკროკონტროლერის პროგრამის გამოყენებას. თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, შეცვალოთ კოდების ნაწილები მეხსიერების უსაფრთხოების რისკების გარეშე.

 

2. Rust-ის დაბალი საზედნადებო ხარჯები იდეალურს ხდის მას ჩაშენებული პროგრამირებისთვის

შეზღუდული რესურსები არის ნორმა ჩაშენებული სისტემებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება დანადგარებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაში. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩაშენებულ სისტემებს ესაჭიროებათ თანამედროვე პროგრამირების ენა, როგორიცაა Rust, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი საზედნადებო ხარჯები. 

 

Rust არის რესურს-ეფექტური და მოთხოვნადი ფუნქცია ჩაშენებულ სისტემაში. ის საშუალებას აძლევს პროგრამისტებს, დროულად აღმოაჩინონ შეცდომები, რაც ხელს უშლის მოწყობილობის სამომავლო წარუმატებლობას.

 

ტორტზე ალუბალი არის Rust-ის ნულოვანი ღირებულების აბსტრაქციების ძალა. კოდის რა აბსტრაქციაც არ უნდა გამოიყენოთ, Rust საკმაოდ გულუხვია და ყველაფერს მიიღებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ “loop”, “closure” ან კოდის ნებისმიერი არომატი, რომლის განწყობაც გაქვთ ამ დღისთვის, და ისინი ყველა შედგება ერთი და იგივე ნაკრებად, თქვენი კოდის მუშაობაზე გავლენის მოხდენის გარეშე.

 

3. Rust ხელს უწყობს მძლავრი ვებ-პროგრამების შემუშავებას

თუ თქვენ შეჩვეული ხართ ვებ- აპლიკაციების შემუშავებას მაღალი დონის ენებში, როგორიცაა Java ან Python, მაშინ შეგიყვარდებათ Rust-თან მუშაობა. Rust-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ უფრო დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ კოდი იქნება შეცდომებისგან თავისუფალი.

 

Rust მარტივად სწავლებადია ყველასთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს C ენას. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ Rust-ის გამოყენება, წლების განმავლობაში მისი თეორიულად შესწავლის გარეშე.

 

Rust-ის გამოყენებით ვების განვითარების უპირატესობებია:

  • შეგიძლიათ Rust-ის კომპილირება WebAssembly-ში რათა მარტივი იყოს ნატიურთან მიახლოებული შესრულების მიღება ვებზე.
  • Rust საშუალებას აძლევს ნებისმიერ ენას კომპილირდეს WebAssemble-ში, რაც შესაძლებელს ხდის კოდის პორტატულ, შესრულებად მუშაობას ონლაინ.

 

 

გაიარე რეგისტრაცია ახლავე! მიღება დაწყებულია ახალი ჯგუფებისთვის, ნუ გაუშვებ შენს შანსს ხელიდან!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

4. Rust-ის სტატიკური ტიპირება უზრუნველყოფს მარტივ  წარმოებას

Rust სტატიკურად ტიპირებული ენააა, პროგრამირების დროს, ყველა ტიპი ცნობილია კომპილაციის დროს. Rust ასევე მკაცრად ტიპირებული ენაა, რაც ნიშნავს, რომ Rust-ით პროგრამების არასწორად დაწერა უფრო რთულია.

 

კომპლექსურობის მართვა არის წარმატებული პროგრამირების ძირითადი მახასიათებელი. კოდის ზრდასთან ერთად იზრდება სირთულეც. სტატიკურად ტიპირებული ენები გვთავაზობს მაღალი დონის სიმარტივეს ტაბულატორი წარმოებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კოდში.

 

Rust ასევე არ ითხოვს ცვლადის ტიპის გამეორებას რამდენჯერმე, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიან შენარჩუნებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, Rust მხარს უჭერს ‘nesting’ და ‘closure’ ფუნქციებს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კოდის მარტივ წარმოებას.

 

5. Rust მუშაობს სწრაფად და გამართულად

Rust-ის მუშაობა უთანაბრდება C++ -ის მუშაობას და ამ მხრივ უკან იტოვებს ისეთ ენას, როგორიცაა Python.

ნაგვის აღების და დაგროვების ფუნქციური არარსებობა ხელს უწყობს Rust-ის მაღალ სიჩქარეს. ბევრი სხვა ენისგან განსხვავებით, Rust-ს არ აქვს მუშაობის დროს შემოწმება და კომპილატორი არასწორ კოდს ჩანასახშივე კლავს. ეს ხელს უშლის მცდარი კოდის გამრავლებას და სისტემის ავარიულობას.

 

 

6. ჯვარედინი პლათფორმული განვითარება და მხარდაჭერა

Rust-ის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად ააშენოთ ჯვარედინი პლატფორმული გადაწყვეტები, რომლებიც მუშაობენ ოპერაციული სისტემების ფართო სპექტრზე, როგორიცაა Linux, macOS, Windows და სხვა პლატფორმები.

 

აღსანიშნავია, რომ ენა საშუალებას გაძლევთ შექმნათ კოდი აპლიკაციის როგორც front-end, ასევე back-end-სთვის. Rust-ის ვებ-ჩარჩოების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა Rocket, Nickel, და Actix განვითარებას მარტივს ხდის Rust-თან ერთად.

 

ძალიან მარტივია Rust-ით განვითარების დაწყება–უბრალოდ გახსენით Rustup, ინსტრუმენტთა ქსელის სწრაფი ინსტალატორი და ვერსიების მართვის ინსტრუმენტი და მიჰყევით ინსტრუქციებს. თქვენ გაქვთ ფუნქცია, რომ დააფორმატოთ კოდი სურვილისამებრ. Rustfmt იძლევა კოდის ავტომატიზირების საშუალებას, რომელიც ფორმატირდება ფორმატირების დეფოლტ სტილებზე დაყრდნობით. Clippy, ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება იდიომატური კოდის სტილის შენარჩუნებას, ზრუნავს დანარჩენზე.

 

7. Rust-ს აქვს ექსპანსიური ეკოსისტემა

რეაქტიულად მზარდი პოპულარობის გათვალისწინებით, Rust-ის ეკოსისტემა სწრაფად ფართოვდება. უდიდესი ეკოსისტემის მთავარი ფაქტორია ის, რომ ეს უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ენა ან კომპილატორი. პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების ხარისხი კიდევ ბევრ ასპექტს მოითხოვს და Rust-ის ეკოსისტემა ყველა მათგანს ძალზე მნიშვნელოვნად თვლის.

 

  • Cargo ბრძანების სტრიქონის ინსტრუმენტია, რომელსაც Rust-ის პროგრამისტები იყენებენ, რაც მათ ეხმარება დამოკიდებულებების მართვაში, ტესტების ჩატარებასა და დოკუმენტაციის წარმოებაში.
  • საზოგადოებრივი საიტი, crates.io ზრუნავს Rust ბიბლიოთეკასთან დაკავშირებულ თქვენ საჭიროებებზე. Crates.io-ზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ბიბლიოთეკის დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ docs.rs-ზე.
  • თვისობრივი ტესტირება, ბენჩმარკინგი და შეცდომების ძებნა ასევე ადვილად ხელმისაწვდომია Rust-ის დამწყები დეველოპერებისთვის.
  • კავშირების დამყარება და პროფესიონალებისგან სწავლა ასევე მარტივია. არსებობს Rust-ის უამრავი კონფერენცია, როგორიცაა RustConf, RustBelt, და RustFest რომლებიც ცოდნის ოქროს მაღაროა Rust-ის დეველოპერებისთვის.

 

Rust პროგრამირება: გამოყენების საუკეთესო გზაბი

ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ, მარტივია დავინახოთ, თუ როგორი შესანიშნავია  Rust-ის გამოყენება ყველა სამომავლო პროექტში.

 

მაგრამ ზუსტად სად და როდის ვიყენებთ Rust პროგრამირებას? 

 

ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს „ერთი ზომა ერგება ყველაფერს“ გადაწყვეტა როდესაც საქმე კოდის წერას ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ შემთხვევები, სადაც Rust-ის გამოყენება უკეთესი გამოსავალი იქნება.

 

აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, სადაც შესანიშნავია Rust-ის გამოყენება პროგრამირებისთვის:

  • Rust დაგიმტკიცებთ, რომ არის შესანიშნავი არჩევანი, როდესაც ქმნით პროგრამას, სადაც შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
  • გამოიყენეთ Rust, როდესაც თქვენს გადაწყვეტას სჭირდება უზარმაზარი მონაცემების დამუშავება მოკლე დროში.
  • გამოიყენეთ Rust, როდესაც გსურთ უკეთესად გააკონტროლოთ რესურსების განაწილება მწკრივებში.
  • Rust უზრუნველყოფს მეხსიერების უსაფრთხოებას, მაგრამ ამას გარკვეული სირთულეც მოყვება, ამიტომ აირჩიეთ იგი, როდესაც მეხსიერების უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
  • გამოიყენეთ Rust აპლიკაციების მგრძნობიარე ნაწილების გადასაწერად, სადაც პროგრამის სიჩქარე არსებითია.

 

ზემოხსენებული ფაქტორები Rust-ს იდეალურ კანდიდატად აქცევს ისეთი პროგრამების განვითარებისთვის, როგორიცაა სათამაშო ძრავები, ოპერაციული სისტემები, ფაილური სისტემები, ბრაუზერის კომპონენტები და VR სიმულაციური ძრავები.

 

კვლავ ფიქრობ თუ რომელია მომავლის პროფესია?
→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Rust შესანიშნავი ენაა საგნების ინტერნეტისთვის (IoT) კოდის დასაწერად

Rust არის საუკეთესო ენა პროგრამისტებისთვის, რომლებიც წერენ კოდს IoT პროგრამებისთვის.

 

შემქმნელის მოძრაობას უდიდესი გასაქანი აქვს ისეთი მოწყობილობების გამოჩენით, როგორიცაა Raspberry Pi და Arduino. თუ თქვენ ხართ ერთ-ერთი პროგრამისტი, რომელიც IoT-ს ხედავს, როგორც შემდეგ მილიარდ დოლარიან შესაძლებლობას, მაშინ თქვენ ვერ უგულებელყოფთ Rust პროგრამირების სწავლის შესაძლებლობას.

 

Rust-ის გამოყენება შეგიძლიათ იქაც, სადაც მეხსიერების რეზერვები შეზღუდულია.

 

ამის გამო Rust შესანიშნავი ეგაა მიკროკონტროლერის ისეთი აპარატურისთვის კოდის დასაწერად, როგორიცაა Raspberry Pi, Arduino ან Tessel.

Rust პროგრამირება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მაღალი შესრულების კომპიუტერული გამოთვლებისთვის“ (HPC)

HPC-ს მიზნით Rust-ის გამოყენების პრობლემა ისაა, რომ თქვენი კოდის უმეტესობა დაწერილი იქნება C-ში. მშვენიერია ის, რომ მისი FFI-ს (უცხო ფუნქციის ინტერფეისით) გამოყენებით შეგიძლიათ Rust კოდის შესრულება ზედმეტი ხარჯების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Rust საშუალებას გაძლევთ მოდულები ერთმანეთის მიყოლებით ხელახლა გადაწეროთ.

დეველოპერის გამოცდილება Rust-თან ასევე გაცილებით უკეთესია, რადგან ეს გავლენას არ ახდენს პროგრამის შესრულებაზე. Rust ასევე საშუალებას მისცემს თქვენს პროგრამას უკეთ იმუშაოს ბირთვების სიმრავლის შესაბამისად, რაც კრიტიკულია HPC-ში.

აღმოაჩინეთ Rust-ის პოტენციალი

Rust პროგრამირების გამოყენების მთავარი სარგებელი არის მეხსიერების ეფექტურად მართვის შესაძლებლობები.

 

ამასთან, ის გთავაზობთ მაღალ სიჩქარესა და უსაფრთხოებას სხვადასხვა სახის პროგრამებისთვის, განსაკუთრებით ვებ პროგრამებისთვის. იმის გამო, რომ მას აქვს ბრძანების ხაზის ინტერფეისის მძლავრი ინსტრუმენტი, ეს ასევე შესანიშნავი ინსტრუმენტია ჯვარედინი პლატფორმული პროგრამების შესაქმნელად. ძალიან შესაფერისია მცირე რესურსების მქონე გარემოსთვის, ასევე ზოგავს განვითარებისთვის საჭირო დროს და პროგრამისტებს საშუალებას აძლევს, ჯვარედინი კომპილაციის წესით შეადგინონ ახალი კოდი არსებული კოდის საშუალებით.

 

გარდა ამისა, ეს არის იდეალური ინსტრუმენტი სათამაშო ძრავებისა და ოპერაციული სისტემების განვითარებისათვის, Rust პროგრამირებას აქვს უზარმაზარი პოტენციალი IoT-ის განვითარებისათვის.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა