IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ერთი დღე ქოფირაითერის ცხოვრებიდან და მცირე ინფორმაცია სფეროს შესახებ

222

News

მოტივაცია

05.12.2022

2579 დათვალიერება

დავიწყოთ შესავლით და ვეცადოთ ეს დღე ინფორმაციულად ძალიან დატვირთული გამოვიდეს, ზუსტად ისე როგორც ჩემი დღეა, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ყურსასმენებში ათასგვარ პოდკასტს რომ ვუსმენ და ვცდილობ გავერკვიო სხვადასხვა სფეროში, რომელიც ჩემთვის საინტერესოა

 

რა არის ქოფირაითინგი?

ქოფირაითინგი პროფესიული საქმიანობაა, რომლის საკვანძო მიმართულებასაც სარეკლამო და საპრეზენტაციო ტექსტების წერა წარმოადგენს, ქოფირაითერი – ეს ის ადამიანია, რომელიც წერს გაყიდვების სარეკლამო ტექსტებს და ადამიანს კონკრეტული მოქმედებების განხორციელების მოტივაციას უღვივებს. არსებობს გაყიდვების ტექსტების ჟანრთა დიდძალი რაოდენობა.

 

რაში გამოიყენება ქოფირაითინგი?!

  • სარეკლამო სტატიების დასაწერად;
  • საიტების ტექსტების დასაწერად;
  • პროდუქტების კატალოგების შესავსებად;
  • კონტექსტური რეკლამისთვის;
  • განცხადებების დასაწერად;
  • ბანერებისა და სარეკლამო ბუკლეტებისთვის;
  • სარეკლამო რგოლების სცენარების დასაწერად [სკრიპტი];
  • დასაგზავნი ტექსტების [მეილები] დასაწერად;
  • გამყიდველი სკრიპტების დასაწერად.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, გამოვყოთ გასაყიდი პროდუქციისთვის დაწერილი ტექსტების  ორი ძირითადი თავისებურება, რომელზეც ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება 2023 წლისთვის.

 

კონვერსია - ეს არის კარგი სარეკლამო ტექსტის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – რომელიც  უზრუნველყოფს მკითხველის პოტენციურ ლოიალურ კლიენტად გადაქცევას, ანუ ახდენს კონვერსას

 

მუდმივობა - შეგიძლიათ საიტზე აწარმოოთ ბლოგი, გააკეთოთ ბანერი, სარეკლამო ბუკლეტი, სტატია ან გაყიდვებისთვის "მესიჯ ბოქსი"… თქვენ მიერ დაწერილი ტექსტი იმუშავებს 24 საათი დღე-ღამეში, შეუსვენებლივ. ის არ მოგთხოვთ საკვებს, არც ხელფასს.გამყიდველი ტექსტის ძალა მის მუდმივობასა და ადამიანური ფაქტორის არ არსებობაშია. 

 

მე მჯერა, როდესაც სხვას ასწავლი გაცილებით უკეთ სწალობ და ითავისებ ამ ცოდნას, სწორედ ამიტომ გაგიზიარებთ ქოფირაითინგის  წარმოშობის ისტორიას?

 

ქოფირაითინგი წარმოიშვა ამერიკაში, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო არც ტელევიზორები, არც კომპიუტერები და არც ინტერნეტი. კომპანიები გაყიდვებს ქაღალდის კატალოგების მეშვეობით ახორციელებდნენ - კატალოგი მომხმარებელთან ფოსტით მიდიოდა სახლში…  ის დაათვალიერებდა, აირჩევდა პროდუქტს, ამოჭრიდა კუპონს, ფულთან ერთად დებდა საფოსტო კონვერტში და თავის შენაძენს 2-3 კვირა ელოდებოდა.

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვემოთხოვნებსდა გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

დღეს ჩვენ 2 დღეც კი არ გვსურს მოცდა. მაშინ კი სხვა შესაძლებლობები არ არსებობდა – მხოლოდ კატალოგები და გაყიდვების მხოლოდ ასეთი საშუალება.

 

პირველი ქოფირაითერები რთულ მდგომარეობაში იყვნენ ვიდრე მე და ჩემი კოლეგები დღეს… მათ დაიწყეს ადამიანების ქცევითი მოდელის  შესწავლა – გაყიდვების ფსიქოლოგია. ისინი აანალიზებდნენ, სინჯავდნენ, წერდნენ, ტესტავდნენ ახალ მოდელებს, სიტყვებს, ფრაზებს და საბოლოო ჯამში, შეადგინეს "გამყიდველი" ტექსტის სტრუქტურა.  მათ გამოავლინეს გაყიდვების ტექნიკები და ტრიგერები, რომლებიც მაგნიტივით იზიდავს მიზნობრივი აუდიტორიის ყურადღებას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კონვერსიას. 

 

ეფექტური "გამყიდველის"  ტექსტის  მოდელი AIDA  გამოავლინეს ამერიკელებმა, როდესაც კატალოგებისა და ბუკლეტების მეშვეობით ჰყიდდნენ პროდუქტებს, ეწოდება  AIDA – ყურადღება, ინტერესი, სურვილი, მოქმედება.

 

  • ყურადღება [Attention]-გამყიდველმა ტექსტმა, პირველ რიგში, უნდა მიიზიდოს ადამიანის ყურადღება. ეს მიიღწევა ძლიერი სათაურებისა და ფოტოების დახმარებით… და რაც მთავარია, საბოლოო შედეგისა და ემოციის დანახებით.
  • ინტერესი [Interest]-როდესაც ადამიანის ყურადღება მონადირებულია, მას სურს გაიგოს, თუ რა იქნება შემდეგ, რის შესახებ მოუყვებიან, რა სარგებელს მოუტანს მას ეს პროდუქტი თუ მომსახურება. მოცემულ ეტაპზე საჭიროა კლიენტის იმ დონეზე დაინტერესება, რომ წაიკითხოს მთელი ტექსტი. ინტერესი ჩნდება სარგებლის და უპირატესობის დაწვრილებითი აღწერის დახმარებით, რომელიც ადამიანს რეკლამირებული პროდუქტის შეძენის შემდეგ ექნება. საჭიროა უამბოთ, როგორ გამოიყურება პროდუქტი, რა შესანიშნავ თვისებებს ფლობს იგი, რატომ იქნება ეს პროდუქტი ადამიანისთვის სასარგებლო, მისცეთ ინფორმაცია გამოხმაურებებზე, გარანტიაზე, მიტანის სერვისზე.
  • სურვილი [Desire]-სურვილი AIDA მოდელის მიხედვით, ჩნდება მომატებული ინტერესიდან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მკითხველის ფიქრები იმის შესახებ, რომ მას თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტი სჭირდება – ჯერ კიდევ არაა სურვილი. ის კვლავაც ინტერესის დონეზეა. სურვილი ჩნდება მას შემდეგ, როდესაც ჩნდება ყიდვის მოტივაცია. სურვილის აღძვრის უამრავი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი უძლიერესი არის ჩარჩოებში მოქცევა, შეზღუდვის შექმნა
  • მოქმედება [Action]-არსებობს ბევრი კარგი ტექსტი – საინტერესო, სახალისო, სამოტივაციო და ა.შ.  მაგრამ მათში ხშირად არ არის მთავარი –  მოწოდება მოქმედებისკენ… არ არის ზუსტი მითითება, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ტექსტის წაკითხვის შემდეგ.  როდესაც ჩვენ ადამიანს არ ვეუბნებით, თუ რა უნდა გააკეთოს ტექსტის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი ტექსტის ეფექტურობა მკვეთრად ეცემა. გამყიდველი ტექსტის დაწერისას მოქმედებისკენ მოწოდების გარეშე, ჩვენ სტატისტიკის თანახმად,  სარეკლამო ბიუჯეტის 50-80%-ს ვატანთ ქარს.

 

ეს მოქმედებები შეიძლება იყოს კომპანიაში დარეკვა, დარეგისტრირება, შეკვეთის გაფორმება, სხვა საიტზე გადასვლა, კომენტარის დატოვება, გაზიარება, დაგზავნის გამოწერა და ა.შ. 

ეს კეთდება ბრძანებითი ტონალობის ფრაზით:  „მოიწერე“, „დააკლიკე“, „დარეკე“,  „გაიგე“, „ამოჭერი“, „დაწერე“.

პ.ს.ადამიანი ინფორმაციის 80%-ს  ადამიანი თვალებით აღიქვამს, შესაბამისად, სარეკლამო განცხადებების უმრავლესობა – ვიზუალურია. ამასთან, ქოფირაითინგის შესაძლებლობები იმდენად უსაზღვროა, რომ ვინც ღრმად არ იცნობს ამ სფეროს, უბრალოდ, ვერ ხვდება და სათანადოდ ვერ აფასებს მის ძალას. სიტყვის ძალა ძალიან დიდია, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად "ავლესოთ" ჩვენი ტექსტური და ვიზუალური ხმალი.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა