IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

განივითარე დეველოპერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები

111

პროგრამირება

06.06.2023

869 დათვალიერება

უნარი ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობაა, პოტენციალი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაბადებიდან აქვს. უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, პოტენციის სახით  არის მოცემული  და  მისი  შემდგომი  განვითარება დამოკიდებულია  თუ  რამდენად გაუჩნდება ამ ადამიანს სურვილი ან მიეცემა უნარის განვითარების  შესაძლებლობა

ჩვევას უწოდებენ მრავალჯერადი გამეორებით შეძენილ მეტად თუ ნაკლებად ავტომატიზებულ მოქმედებას ან ქცევას. მოქმედება ან ქცევა,  იმდენად კარგადაა დასწავლილი და გამჯდარი, რომ ადამიანს არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა მათ განსახორციელებლად

 

თუმცა, 21-ე საუკუნეში ეს არ არის საკმარისი, იმისთვის რომ შეძლო საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ჩვენს დროში აუცილებელი უნარი გახდა კოდირება... საბედნიეროდ, ამ სტატიაში ნახსენები უნარების პრაქტიკით თქვენ შეგიძლიათ ეფექტურად გაუმკლავდეთ კარიერულ პრობლემებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ამ სტატიაში აღნიშნული უნარები სხვადასხვა ხარისხით ვრცელდება ყველა დონის კოდერზე რომელიც საბოლოოდ გახდება გამოცდილი, მაღალი ლეველის დეველოპერი

 

სუფთა კოდის წერა

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სუფთა კოდის წერა ნებისმიერი დეველოპერისთვის მნიშვნელოვანია. ყველამ იცის, რომ უნდა დაწეროს „სუფთად“, თუმცა, არც თუ ისე ბევრს ესმის მისი რეალური მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევებში, სუფთა კოდის წერა გულისხმობს შემდეგს:

 

  • იყენებთ ცვლადის სახელებს, რომელსაც მნიშვნელობა აქვთ, თავი აარიდეთ არათემატური სახელების გამოყენებას.
  • თქვენ არ წერთ ზედმეტ კოდს, ისწავლეთ ამის თავიდან აცილება.
  • ეცადეთ თან დაურთოთ კომენტარები კოდს, რათა მარტივად გასაგები გახდეს სხვებისთვისაც.

 

გადაწყვიტე კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო? მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება - დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

მონაცემების სტრუქტურა

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტში, ერთი-ერთი ფუნდამენტური საკითხი მონაცმების შენახვის არსის გაგებაა. უფრო ზუსტად, კონკრეტული ამოცანის შესრულების დროს, დეველოპერმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მეთოდი იქნება მონაცემების შესანახად ყველაზე ეფექტური. მაგალითად, თუ გარკვეული მნიშვნელობების ნაკრები უნდა იყოს შენახული, გარკვეული თანმიმდევრობით, მასივის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება. თუმცა, თუ არ გვაინტერესებს ელემენტების თანმიმდევრობა, შეიძლება გამოვიყენოთ „ლექსიკონი“. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის მონაცემთა სტრუქტურების გაგება ძალიან მნიშვნელოვანი უნარი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მასივების და ლექსიკონების მიღმა არსებობს მონაცემთა შენახვის, სხვა უამრავი ხერხი. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ სიებთან, სტეკებთან, რიგებთან, ჰეშის ცხრილებთან და ა.შ.
 

 

ალგორითმები

პრობლემების ეფექტურად გადაჭრის ხერხები, შენს ალგორითმულ აზროვნებასთანაა დაკავშირებული. არა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ალგორითმის გამოყენება ზეპირად უნდა შეგეძლოს. დეველოპერებმა უნდა იცოდნენ რა აქცევს ალგორითმს ეფექტურად. ალგორითმების გამოყენების უნარების გასაუმჯობესებლად საუკეთესო პრაქტიკა LeetCode-ის ან HackerRank-ის პლატფორმების გამოყენებაა. ალგორითმები სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრის გზებს გვთავაზობენ. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შეძლებთ თქვენი, საკუთარი ალგორითმების შემუშავებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია. გასაკვირი არ არის, რომ სოფტვეარ ინჟინერის პოზიციაზე მუშაობისთვის ალგორითმების შესწავლა დაგჭირდებათ.

 

ძირითადი ალგორითმებიი, რომლის სწავლაც შეგიძლიათ დაიწყოთ:

  1. Merge Sort
  2. Selection Sort
  3. Bubble Sort
  4. Quick Sort
  5. Insertion Sort

 

გამოსადეგი კომენტარების დაწერა

რთულია დასაჯერებელია, მაგრამ ერთხელ კოდზე გამოსადეგი კომენტარების დართვის გამო დამატებითი ანაზღაურებაც შეიძლება დაიმსახუროთ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს კომენტარების გაკეთების ძირითადი მოტივაცია. სხვა ადამიანები ნამდვილად დაგიფასებენ სწორად გამოყენებულ კომენტარებს. კოდში კომენტარების წერისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აღწეროთ მისი ცალკეული კომპონენტები და არა მთლიანი ფაილი. გაითვალისწინეთ, ადამიანებს ურჩევნიათ, რომ დაწეროთ ბევრი კომენტარი.

 

გამოსადეგი კომენტარების წერის ხერხები:

  • შეინარჩუნეთ ლაკონურობა და სიმარტივე (არავის სურს დიდი აბზაცების წაკითხვა).
  • აღწერეთ მხოლოდ ის ბლოკები, რომელიც ამას საჭიროებს, გამოუსადეგარი კომენტარები თქვენს კოდს უფრო გაუგებარს გახდის.
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება

 

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება უამრავი პროგრამული ენის საფუძველია, მათ შორის: Java, C#, C++ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ენა უფრო მეტად ეყრდნობა ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, მისი ცოდნა მაინც სასარგებლო უნარს წარმოადგენს.

 

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება ნიშნავს, რომ წერთ კოდს, რომელიც შეიძლება ხელახლა იქნას გამოყენებული, ობიექტის განსაზღვრის შედეგად, მისი დუბლიკატის შექმნის გარეშე. იგი პროგრამისტს შემდგომი ნიმუშების შემუშავების საშუალებას აძლევს, კოდის ბაზის საერთო ზომის შემცირების ხარჯზე.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდისოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა