IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

გამოაღვიძე შენი პოტენციალი Frontend Development-ში გზამკვლევის დახმარებით

9999

პროგრამირება

13.09.2023

862 დათვალიერება

სამყაროს გაციფრულების გლობალური ტენდენციების ფონზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არ არსებობს არც ერთი კომპანია, რომელსაც არ აქვს საკუთარი ვებ გვერდი. მათ კი, Front-End დეველოპერები ქმნიან. დღეს, ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, შესაბამისად, ფრონტ-ენდ დეველოპმენტი ძალიან სწრაფად განვითარებად სფეროთ ჩამოყალიბდა, რომელიც გამორჩეული ინტერფეისებისა და ინტერაქციული ვებ გამოცდილების შესაქმნელად სხვადასხვა უნარების ერთობლიაბას მოითხოვს

 

ამ ბლოგში ჩვენ წარმოგიდგენთ შესაბამის გზამკვლევს, რომელიც სფეროს საფუძვლების გააზრებაში დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, ხარ დამწყები თუ უკვე გამოცდილი დეველოპერი, რომელიც თავისი უნარების გაფართოების საშუალებებს ეძებს, ეს რუკა დაგეხმარება მართო შენი გზა თანამედროვე, ამაღელვებელ ფრონტ-ენდ დეველოპმენტში. 

 

სწავლა ყოველთვის იწყება HTML და CSS საფუძვლებით

ამ ნაწილში აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ HTML-ისა და CSS-ის საფუძვლებს. განვიხილოთ HTML-ის სინტაქსის სტრუქტურა, ელემენტები, ატრიბუტები და სემანტიკური მარქაფები. CSS-ზე გადასვლისას კი - სელექტორები, ბოქსის მოდელები, ლეიაუთებისა და რესპონსიული დიზაინის პრინციპები. აუცილაბელია ხაზი გაუსვათ სუფთა კოდის წერის მნიშვნელობას და განიხილეთ საუკეთესო პრაქტიკული მაგალითები.

 

JavaScript და ES6

JavaScript-ზე გადასვლისას, ენას, რომელიც ვების ინტერაქციულობას უზრუნველყოფს. დაიწყეთ ბაზისებიდან და ცვლადებიდან, მონაცემთა ტიპები, კონტროლის ნაკადებისა და ფუნქციების საკითხები. ამის შემდეგ გადადით უფრო დახვეწილი თემების შესწავლაზე, როგორიცაა ობიექტები, მასივები, DOM მანიპულაციები, ივენთ ჰენდლინგები და ასინქრონული პროგრამირება. ასევე გაეცანით ES6-ის მახასიათებლებს, როგორიცაა ერიუ ფუნქციები, კლასები, მოდულები და დესტრუქტურინგი. 

 

Frontend Frameworks

ამ ნაწილში აუცილებლად უნდა გაეცნოთ ფრონტ-ენდის პოპულარულ ფრეიმვორქებს React-ს, Angular-ს, Vue.js-ს. განიხილეთ მათი ძირეული კონცეფციები, კომპონენტზე დაფუნებული არქიტექტურა, მდგომარეობის მენეჯმენტი, რუტინგი და ინტეგრაციას ჩაშენებული ხელსაწყოები. განასხვავეთ თითოეული ფრეიმვორქის დადებით და უარყოფით მხარეები და უზრუნველყავით რესურსები შემდგომი სწავლისთვის.

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

UI Libraries და Component Libraries

აქ თქვენ განიხილავთ UI ბიბლიოთეკებსა და კომპონენტების ბიბლიოთეკებს, რომლებიც ასწრაფებენ დეველოპმენტს და აუმჯობესებენ მომხმარებლის ინტერფეისს. აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ბიბლიოთეკებზე, როგორიცაა Bootstrap, Material-UI და Tailwind CSS,  ეს ბიბლიოთეკები ძალიან მობილურია თანმიმდევრული და ვიზუალურად მომხიბვლელი UI კომპონენტების შექმნაში.

 

შესრულების ოპტიმიზაცია

აქ თქვენ განიხილავთ ფრონტ-ენდზე მუშაობის ოპტიმიზაციის ტექნიკებს. გაიაზრებთ ისეთ თემებს, როგორიცაა ასეტების ოპტიმიზაცია, lazy loading, კოდის გაყოფა, caching და ქსელის მოთხოვნების შემცირება, ასევე ხელსაწყოებს, როგორიცაა Lighthouse და WebPageTest იმისათვის, რომ გავზომოთ და გავაანალიზოთ შესრულების საზომები.

 

რესპონსიული დიზაინი და ქროსს-ბრაუზერ შესაბამისომა

ამ ნაწილში თქვენ აღმოაჩენთ რესპონსიული დიზაინის მნიშვნელობას და დარწმუნდებით ქროსს-ბრაუზერ შესაბამისობაში. განიხილავთ მედია მოთხოვნებს, თხევად ლეიაუთებს და ტექნიკებს სხვადასხვა ეკრანის ზომების მართვაში. ასევე მოიცავთ სტრატეგიებს ტესტირებისთვის და დარწმუნდებით შესაბამისობაში სხვადასხვა ბრაუზერებსა და მოწყობილობებს შორის. 

 

ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომი ვებ გამოცდილების შექმნა უმნიშვნელოვანესია. ასევე აუცილებელია გაეცნოთ ხელმისაწვდომობის სტანდარტს, HTML სემანტიკაზე, ARIA ატრიბუტებზე, კლავიატურის ნავიგაციაზე და ეკრანის კითხვადობის შესაბამისობაზე. განიხილეთ ინკლუზიური დიზაინის მნიშვნელობა და ვებსაიტები, რომლებიც ყველა მომხმარებლისთვის ერთნაირად გამართული და გამოყენებადია.

 

Build Tools and Workflow

ამ ნაწილსი შეისწავლეთ ფრონტ-ენდში ჩაშენებული ხელსაწყოები, webpack, Gulp, npm scripts. განიხილეთ მათი როლი დავალებების ავტომატიზაციაში, კოდის ტრანსპილაციაში, აქტივების შეფუთვაში და დეველოპმენტის ვორქფლოუს ოპტიმიზაციაში. უზრუნველყავით პრაქტიკული მაგალითებისა და კონფიგურაციების გამოყენებით პროდუქტიული ფრონტ-ენდ დეველოპმენტის გარემოს შექმნა. 

 

და ბოლოს:

არასდროს ყოფილა სუფთა კოდით მუშაობისა და აპლიკაციის კონფიგურირების მნიშვნელობა ისე მაღალი, როგორც ახლაა. ტექ ბაზარზე უფრო ხშირია დეველოპერების როტაცია და შესასრულებელი ტასკების სირთულიდან გამომდინარე, საჭიროა უფრო დიდი თიმის შეკვრა. ამდენად, კოდის კარგი წაკითხვადობა და წერის სტილის სტანდარტიზება აპლიკაციის სწრაფი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც თავის მხრივ, ყოველ ჯერზე ახალი პროექტის უკეთესად დაგეგმვისა და ახალი სტანდარტების მოძიება-დანერგვის უნარებსაც მოითხოვს, სეორედ ამიტომ აცულებელი მუდმივი სწავლა და მოგზარობა. ამ გზამკვლევის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მყარი საფუძველი HTML, CSS, JavaScript, framework, შესრულების ოპტიმიზაციაში, ხელმისაწდვომობასა და ა.შ. გახსოვდეთმ პრაქტიკა, ექსპერიმენტები და აქტუალურობის შენარჩუნება უახლეს ტექნოლოგიებთან არის საუკეთესო პრაქტიკა და მთავარი რამ ფრონტ-ენდ დეველოპმენტში წარმატების მისაღწევად. 

 

გარდა მრავალმხრივი ცოდნისა, IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობს. ამ კუთხით პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა