IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა დროა საჭირო Python-ის შესასწავლად და შემდეგ სამსახურის დასაწყებად?

07.09.2021

1199 დათვალიერება

დამწყებთათვის, Python-ის დასაუფლებლად და ამ ენის ცოდნით პროგრამირების სფეროში სამსახურის მოსაძიებლად, სრულად საკმარისია 3 თვე. თუ თქვენ პროგრამირების სხვა ენებიდან მოდიხართ, როგორიცაა C++, Java და ა.შ.. მაშინ ერთი თვეც საკმარისი იქნება თქვენთვის Python-ში თქვენი ლოგიკის კომფორტულად დასაწერად!

 

უფრო მეტიც, ჩვენ ვსაუბრობთ Python-ის ისეთ დონეზე შესწავლაზე, რაც მაღალანაზღაურებად სამსახურს გაპოვნინებთ, ახლა ბევრი ადამიანი სწავლობს კოდის წერას Python-ში, მაგრამ ყველა ვერ პოულობს სათანადოდ კარგ სამსახურს. 

 

რატომ Python?

პითონი წარმოადგენს მაღალი დონის პროგრამირების დინამიურ ენას შესაძლებლობათა ფართო სპექტრით, რომლის დიზაინი ყურადღებას ამახვილებს კოდის ადვილად წაკითხვადობაზე.პითონის სტანდარტული ბიბლიოთეკა დიდია და ყოვლელმხრივი. ის იყენებს ძალზე იშვიათ გამომყოფებს ბლოკებისთვის – აბზაცებს.

 

ეს მულტიპარადიგმული ენაა და მოიცავს როგორც პროცედურული, იმპერატიული, ისე ფუნქციონალური პროგრამირების ელემენტებს. მას ხშირად ადარებენ ისეთ ენებს, როგორებიცაა Tcl, Perl, Ruby, Scheme და Java. პითონის მახასიათებელთა შორის აღსანიშნავია:

 

  1. უაღრესად ცხადი, გასაგები და კითხვადი სინტაქსი
  2. ინტროსპექცია
  3. ობიექტ ორიენტირებული მიდგომის მულტიპარადიგმული დიზაინი
  4. სრული მოდულარულობა
  5. მონაცემთა უაღრესად მაღალი დონის ტიპირება
  6. მეტაპროგრამირება
  7. ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა

 

არ დაკარგოთ დრო! ჩვენი სასწავლო პროგრამა დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

მრავალი წელია, Python მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენად ითვლება. ასე რომ, იგი თავის გავლენას ახდენს არა მხოლოდ კომპიუტერულ მეცნიერებაში, არამედ ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ანალიტიკა, მენეჯმენტი და მედიცინა. თქვენ სწრაფად შეგიძლიათ გახდეთ ფრილანსერი და იპოვოთ სამსახური Python-ის ცოდნით, ააშენოთ ვებ-საიტი, პროგრამული უზრუნველყოფა და თამაშები.

 

ჩვენ დავყავით Python-ის სწავლის პროცესი ოთხ დონედ და გავთვალეთ, რომ 3 თვეზე მეტი არ არის საჭირო დამწყებთათვის Python-ის საფუძვლიანად ასათვისებლად, რომ შეძლონ სფეროში კარიერის შექმნა!

 

  • დონე 0: Python-ის საფუძვლები – პროგრამირების ძირითადი საშენი ბლოკების შესწავლა, Python-ის საფუძვლები, ცვლადები, ფუნქციები, მარყუჟები, პირობითი კავშირები, მონაცემთა ტიპები.
  • დონე 1: საშუალო დონის Python – მას შემდეგ რაც შეძლებთ დაწეროთ თქვენი ლოგიკა ფუნქციონალური პროგრამირების მიდგომის გამოყენებით, შეგიძლიათ გადაინაცვლოთ საშუალო დონის Python-ზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პოპულარული Python მოდულების შესწავლა და მათი გამოყენება თქვენს პროექტებში. Turtle-თან, CSV-სთან, სიებთან და ლექსიკონის აღქმასთან, გამოყენებითი პროგრამების ინტერფეისებთან და ა.შ. მუშაობა ექცევა 1-ლი დონის ქვეშ.

 

0 და 1-ლი დონის დასრულების შემდეგ შეგეძლებათ მცირე პროგრამების შექმნა. თითოეულ დონეზე, თქვენ უნდა გქონდეთ საკმარისი პრაქტიკა და ეს არის ძირითადი მიმართულება რასაც მიაქვს დრო, სხვადასხვა მცირე პროექტის შექმნა და პრაქტიკა ძალიან დაგეხმარებათ Python პრაქტიკულად შესწავლაში. 

 

  • დონე 2: ზედა დონის Python – მე-2 დონეზე შეგიძლიათ ისწავლოთ იდეის ნოლიდან აგება იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ, რაც ასევე მოითხოვს დოკუმენტაციის წაკითხვის და პროფესიონალებთან მჭიდრო კომუნიკაციას! თქვენ პარარელურად სულ მუშაობთ python-ის გამოყენებით აწარმოებთ მონაცემებს, დიაგრამებს/გრაფიკებს და სხვა... სახალისოა ჩვეულებრივი ამოცანების ავტომატიზირება, თქვენი პატარა ბოტის გაკეთება,
  • დონე 3:პროექტების შექმნა უნიკალური და პროფესიონალური პორთფოლიოსთვის – თქვენ უნდა გესმოდეთ Python-ის სწავლის ძირითადი მიზანი და იფიქროთ, თუ როგორ წარმოაჩენთ დაგროვებულ პრაქტიკულ ცოდნას დამკვეთის თვალში

 

ბოლო და დაუსრულებელი ფაზაა შექმნათ თქვენი უნიკალური პორთფოლიო, შთამბეჭდავი პროექტებით!

 

დაიწყე სწავლა დღესვე, მიღება დაწყებულია

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

სამსახურის პოვნა Python-ის ათვისებით

Python-ის ათვისებისა და კოდირების პარარელურად, საჭიროა სხვა ტექნოლოგიების შესწავლაც, რაც კარგ პროგრამისტად გაქცევთ! თუ გსურთ იყოთ წარმატებული ვებ-დეველოპერი, მონაცემთა მეცნიერი, გსურთ მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ან მანქანური სწავლების სფეროში, Python-ს საფუძვლიანად ათვისება საუკეთესო ხერხია ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად. 

 

კარგ ინჟინერს შეუძლია გამოიყენოს მონაცემთა სტრუქტურა და ალგორითმი სწრაფი და მეხსიერების კუთხით ეფექტური პროგრამების დასაწერად. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ ამ სივრცეს, ისწავლოთ მონაცემთა სტრუქტურები და ალგორითმი დეტალურად. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის კარგი პოზიციის მიღება ნიშნავს, რომ კარგად იცით ოპერაციული სისტემები, სისტემის დიზაინი და ქსელები.

 

როგორ მოიფიქროთ Python-სთვის პროექტები?

სახალხოდ გავრცელებულია პროექტები, როგორცაა „Tic-Tac-Toe“, „ჯეირანი“ და კარტის თამაშები, თუმცა ისინი უფრო მეტად საფუძვლების სწავლისთვის გამოდგება. თქვენს პროფილში უნდა იყოს ისეთი რამ, რაც კარგ  შთაბეჭდილებას მოახდენს დამქირავებელზე.

 

მიმოიხედეთ თქვენ ირგვლივ, ეძებეთ პრობლემა, რომელსაც Python-ით გადაჭრით. ეს შეიძლება იყოს თქვენი ფანტაზიის ნაყოფი, თუნდაც სულელური, რადგან მას გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, Facebook დაიწყო როგორც პროექტი და მარკ ცუკერბერგს არ ეგონა, რომ მას შეეძლო მისი კარგად მარკეტირება. ასევე, ეს არ იყო პირველი პროექტი, მას შექმნილი აქვს სხვა, Facebook-ის მსგავსი 12 პროექტი

 

დროა გამოიწვიოთ საკუთარი თავი, რათა დომინირდეთ საკუთარ წარმოსახვაზე და მოახდინოთ თქვენი პროექტების კომერციალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევაა საჭირო, თუ პოტენციალის მქონე პროექტებს შექმნით, ეს უნიკალურს გაგხდით და თქვენი ცხოვრების ხარისხს საუცხოოდ შეცვლის უკეთესობისკენ

 

შეჯამება

შეისწავლეთ Python, ეს ხომ მარტივია,  შეარჩიეთ სფერო სადაც გსურთ დასაქმება. შემდეგ გადაინაცვლეთ მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმებისკენ. ააშენეთ სხვადასხვა რამ, ყველაფერი, რასაც პორთფოლიოში შეიტანთ და რაც გამოგარჩევთ. კარგი ინჟინრის ხარისხი ასევე მოიცავს არატექნიკურ უნარებს, როგორიცაა კომუნიკაცია, ხელმძღვანელობა და გუნდური მუშაობა. ასე რომ, ისიამოვნეთ Python-ის შესწავლით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა