IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ დავეუფლოთ კოდირებას?

11

31.03.2023

477 დათვალიერება

თანამედროვე სამყაროში კოდირება ერთ-ერთი გამორჩეული უნარია, რომლის ასათვისებლადაც საჭიროა მხოლოდ გამონახოთ დრო და გამოიჩინოთ ცოტაოდენი თავდადება, ამ ორი კომპონენტით ყველას შეუძლია კოდირების შესწავლა.

 

დაწყებამდე დაფიქრდით — რატომ აკეთებთ ამას?

ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი პროგრამირების ენა უნდა ისწავლოთ პირველ რიგში, რა ტიპის პროექტები გინდათ შეასრულოთ?

 

კოდირება დაგეხმარებათ სხვა უამრავი უნარის განვითარებაშიც, აღსანიშნავია, რომ მისი ათვისება საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებშიც დაგასაქმებთ, მზარდ მოთხოვნადობასთან ერთად კოდირების უნარი, პროგრამირების სხვადასხვა მიმართულება კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მოქნილია დროსა და სივრცეში, ანუ შესაძლებელია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში ვიმუშაოთ, ონლაინ შევათანხმოთ თანამშრომლობის დეტალები და დავიწყოთ პროექტი. 

თავის მხრივ, უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო ტალანტებით და მათ შორის, ქართველი ტექსპეციალისტებითაც. პლატფორმაზე Linkedin არაერთ დიდ თუ საშუალო ორგანიზაციას შეხვდებით, რომელიც ქართველ დეველოპერებს, პროდუქტის დიზაინერებს და სხვა მსგავსი განხრის ადამიანებს ეძებს. 

 

კოდირება გეხმარებათ, გამოიმუშაოთ მეტი

შტატებში 2022 წლისთვის პროგრამირების სხვადასხვა მიმართულებაზე საშუალო ხელფასი $50,153-ი იყო. მაგრამ, დამწყებ საფეხურზე მყოფი კოდირების მცოდნე კანდიდატის საშუალო ხელფასი $95, 293-ს წარმოადგენს.  კოდირების სფეროს ხელფასი სხვა სფეროში დასაქმებულ პირთა ხელფასებს დაახლოებით ორჯერ აღემატება.

 

კოდირების სფეროში მაღალ ხელფასს ხშირად სპეციფიკური ტიპის კოდირების ცოდნა განაპირობებს.

 

მაგალითად, კოდირების სწავლისას თქვენ შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ გახდეთ დეველოპერი. გარდა კოდის წერისა, დეველოპერებს ევალებათ software-ის გამართვა და საწყის კოდთან მუშაობა. დეველოპერები ხშირად კონკრეტულ პროგრამირების ენებს სწავლობენ.

 

დეველოპერებს ხშირად პროგრამისტებზე მაღალი ხელფასი აქვთ და ამასთან, სამუშაო ადგილების მეტად პროგნოზირებადი ზრდა. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, დეველოპერებისთვის სამუშაო ადგილები 2030 წლისთვის 22%-ით გაიზრდება.

 

კოდირება გეხმარებათ, შექმნათ

კოდირების სწავლის გამორჩეული სარგებელია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ იდეები რეალობად აქციოთ. გაქვთ ვებ საიტის, აპლიკაციის ან კომპიუტერული თამაშის იდეა? კოდირება საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ის სწორედ ისე, როგორც თქვენ გსურთ და გაუზიაროთ მსოფლიოს.

 

კოდირება გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ მსოფლიო თქვენს გარშემო

პროგრამირების ყველაზე მარტივი ნაწილის სწავლაც კი დაგეხმარებათ, გაერკვეთ ტექნოლოგიური ლანდშაფტის ზრდის მასშტაბებსა და კომპონენტებში.

 

თქვენ ახლებურად გაიცნობთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ტექნოლოგიებს.

 

კოდირება სახალისოა

ბევრისთვის კოდირების სწავლა სასიამოვნო პროცესია. მას შემდეგ, რაც საწყის ინფორმაციას შეისწავლით და დაიწყებთ თქვენს იდეებსა და პროექტებზე მუშაობას, სწავლა დასვენებას დაემსგავსება.

 

ინტერნეტის დამსახურებით, ჩვენი რეალობა კოდირების სასწავლად საუკეთესო დროა. ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომია. თუმცა, ინფორმაციის სიმრავლემ, შესაძლოა, კოდირების შესწავლის სურვილის მქონე ადამიანი დააბნიოს.

 

მაგალითად, გინდათ რომ გახდეთ დეველოპერი მეტი თანხის გამომუშავების მიზნით. იცით, სად გინდათ მუშაობა და რა ტიპის პროექტებზე სჭირდებათ მათ დეველოპერები? მზად ხართ, რომ დათმოთ დრო კოდის შესასწავლად, სწორი პროგრამირების ენების გასაცნობად და შექმნათ პროექტები, რომლებიც აჩვენებს, რომ თქვენ საუკეთესო კანდიდატი ხართ?

 

დიდი მიზნების დასახვა, შესაძლოა, საკმაოდ გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს. ამის ნაცვლად, დაიწყეთ პატარა, უფრო კონკრეტული მიზნებით. მაგალითად, თქვით რომ გსურთ მობილური აპლიკაციის შექმნა თქვენი მეგობრისთვის, რომელიც ემზადება მომავალი წლის გამოცდისთვის.

 

  • ეს მიზანი დაგეხმარებათ, შეიძინოთ ის უნარი, რომელიც გჭირდებათ.
  • დაგანახებთ იდეას, თუ რომელი პროგრამირების ენის შესწავლა უნდა დაიწყოთ.
  • გააჩენს ვადებს, რომელიც დაგეხმარებათ სწავლისას დროის განაწილებაში.

 

აირჩიეთ კოდირების ენა, რომლის შესწავლაც პირველ რიგში გსურთ

თუ ცდილობთ, გაიგოთ რომელი პროგრამირების ენის შესწავლით უნდა დაიწყოთ, იფიქრეთ გრძელვადიან მიზნებზე. უბრალოდ გასართობად გსურთ კოდირების შესწავლა თუ სერიოზული საქმიანობისთვის? მოქნილი გრაფიკი გაქვთ თუ პროექტის მალე დასრულება გჭირდებათ?

 

დასაწყისისთვის, უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი ენა, რომელიც არ იყენებს მონაცემების სტრუქტურებსა და ალგორითმებს. ამ შემთხვევაში, HTML ან СSS საუკეთესო არჩევანია. თუმცა, Java-სა და Python-ით დაწყება ასევე შეიძლება.

 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

წაიკითხეთ ლიტერატურა

აირჩიეთ წიგნი თქვენს მიერ არჩეულ პროგრამირების ენასთან დაკავშირებით. წიგნები გაგაცნობენ ფუნდამენტურ კონცეფციებს და თქვენი კოდირების ცოდნას მეტად ინფორმატიულს გახდიან.

 

გთავაზობთ სხვადასხვა პროგრამირების ენებთან დაკავშირებულ ლიტერატურის ჩამონათვალს:

 

  • HTML/CSS: The Beginner’s Guide to HTML and CSS for Marketers
  • JavaScript: Eloquent JavaScript: A Modern Introduction to Programming
  • Python: Python Crash Course
  • C: C Programming Absolute Beginner’s Guide
  • C++: C++ Primer
  • C#: C# 8.0 and .NET Core 3.0 — Modern cross-platform development: Build applications with C#
  • Java: Effective Java
  • PHP: Head First PHP & MySQL
  • Ruby: The Well-Grounded Rubyist
  • SQL: SQL in 10 minutes, Sams Teach Yourself
  • Swift:  Swift Programming: The Big Nerd Ranch Guide

 

კოდის რედაქტორი

ტექსტის რედაქტორები შეიცავენ ისეთ ფუნქციებს, რომლებიც კოდირებას ამარტივებენ. მაგალითად, ფერით დაყოფა, ავტომატური შევსება, პოვნა და ჩანაცვლება და მუქი რეჟიმი.

პროფესიონალთა უმრავლესობა იყენებს კოდის რედაქტორს. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ სუფთა კოდის სწრაფად დაწერაში. კოდის რედაქტორები ტექსტისას ჰგავს,  მაგრამ აქვთ დამატებითი ფუნქციები: სინტაქსის ხაზგასმა, კოდის ძებნა, ჩაშენებული ტერმინალის სივრცე

 

დამწყებთათვის პოპულარული რედაქტორებია:

Notepad++, Sublime Text და Emacs.

 

კონსოლი

დაგჭირდებათ თქვენი კომპიუტერის უკეთ გაცნობა. კოდირების დაწყებისას უნდა ისწავლოთ კონსოლის მართვა. ეს არის ტექსტზე დაფუძნებული ინტერფეისი თქვენი ოპერატიული სისტემისთვის.

 

კონსოლი გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ ფაილები და შეასრულოთ ბრძანებები მათზე უფრო სწრაფად, გაიცანით მუშაობის პრინციპი, ასევე მარტივი UNIX ბრძანებები, რადგან დაიწყებთ ისეთი ბრძანებების შესრულებას, რომელსაც მარტივი გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი (GUI) ვერ ასრულებს.

 

პროექტის მენეჯმენტი

ბევრია ისეთი პროექტი, რომელიც მარტივად იწყება, თუმცა განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება. პროექტის მენეჯმენტის გამოყენება დაგეხმარებათ, გააზიაროთ ფაილები, განაახლოთ ვადები და გამოყოთ ცალკეული ნაწილები კოდირების პროექტებიდან. ეს უფრო მარტივს გახდის, თვალი ადევნოთ პროექტის განვითარებას.

 

როგორ დავრჩეთ მოტივირებულები კოდირებისას

როდესაც იწყებთ გრძელვადიან პროექტებზე მუშაობას, დაფიქრდით, რაში გსურთ დროის ჩადება. იქნება ეს პერსონალური ვებ საიტი, მობილურის აპლიკაცია თუ დესკტოპის მოწყობილობა, გზად წინაღობებს შეხვდებით. ისეთი პროექტის არჩევა, რომელზე მუშაობაც გსიამოვნებთ, ზრდის შანსებს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.

 

კოდირების პროექტებში ინტერესის შენარჩუნების კარგი საშუალებაა ფრილანსერობა. არ არის აუცილებელი, იყოთ ექსპერტი პროგრამისტი იმისთვის, რომ ვინმეს ესა თუ ის ხელსაწყო შეუქმნათ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ან ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებსაც სჭირდებათ რაიმე ტიპის ხელსაწყო ან ვებსაიტი.

 

იპოვეთ მენტორი და საზოგადოება

მეგობრის ან ონლაინ საზოგადოების ყოლა, რომლებიც დაგეხმარებიან რჩევებით, კოდირების სწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, იპოვეთ მენტორი. პროგრესთან ერთად გადააწყდებით პრობლემებს, რომლებსაც, რაც არ უნდა ეცადოთ, დამოუკიდებლად ვერ გადაჭრით. სწორედ ამ დროს დაგეხმარებათ მენტორი.

 

არ არის აუცილებელი, მენტორი იყოს ნამდვილი მასწავლებელი. მენტორად შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი, ვისაც თქვენს მიერ შერჩეული ენის ცოდნა აქვს. მათ უნდა შეეძლოთ რთული კონცეფციების ახსნა და თქვენთვის პრობლემის გადაჭრის გზების ჩვენება. ისინი ასევე მოგცემენ რჩევებს ტექნოლოგიურ სფეროში კარიერული წინსვლისათვის.

 

ასევე, კარგი იქნება თუ შეუერთდებით ტექნოლოგიებით დაინტერესებულ საზოგადოებას. მოძებნეთ ღონისძიებები და შეხვედრები თქვენს არეალში. ასევე ჰაკათონები. ეს დაგეხმარებათ შეიძინოთ სანაცნობო წრე პროგრამისტებს შორის. გთავაზობთ რამდენიმე სივრცეს:

 

  • Stack Overflow
  • GitHub
  • Women Who Code
  • r/learnprogramming

 

იფიქრეთ კოდირების ბუთქემფში მონაწილეობაზე

კოდირების ბუთქემფი მოკლევადიანი სავარჯიშო პროგრამაა, რომელიც აერთიანებს კოდირების განრიგებს რამდენიმე თვიან სისტემაში. ეს პროგრამები არის სწრაფი და საინტერესო და ერთგვარ გამშვები პუნქტი დეველოპერული კარიერის დასაწყებად.

 

ეს პროგრამები უმეტესად იმ დამწყებებისთვისაა, რომლებმაც აირჩიეს კარიერა დეველოპერულ სფეროში და მზად არიან ჩადონ დრო, ენერგია და ფული, რათა სწრაფად შეიძინონ საჭირო უნარები.

 

მიუხედავად იმისა, რომ კურსდამთავრებულები ძირითადად ახერხებენ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს არ არის გარანტირებული შედეგი. საკმაო დროსა და ენერგიას ჩადებთ ამ მიზნის მისაღწევად. თუმცა, რთულია, რომ აჯობო ცოცხალ რეჟიმში მიმდინარე სასწავლო გარემოს, რომელიც სავსეა ისეთივე მოტივირებული თანატოლებითა და მასწავლებლებით, როგორიც თქვენ ხართ.

 

მართალია, კოდირება მხოლოდ კომპიუტერითაც შეგიძლიათ, თუმცა პროგრამირების ზოგიერთ ტიპს შეიძლება, დასჭირდეს სპეციფიკურ სოფთვეარ მოწყობილობები. პროგრამირების პროექტები, ძირითად შემთხვევებში, უფრო დიდი და კომპლექსურია. შესაძლოა დასჭირდეთ მენეჯმენტი და უფრო მყარი საბაზისო ცოდნა.

 

პროგრამირების ენები

კოდირებისთვის აუცილებელია, სულ მცირე, პროგრამირების ერთი ენის ცოდნა, სინტაქსისა და წესების გაერთიანება, რომელიც კომპიუტერისთვის გასაგები იქნება. არსებობს კოდირების ასობით ენა, თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული დანიშნულება. 

 

ზოგი ენა სასწავლად უფრო მარტივია, ვიდრე დანარჩენი. უკეთესია, თუ ამ ენების შესწავლით დაიწყებთ, რადგან უფრო სწრაფად შეისწავლით პროგრამირების საფუძვლებს.

 

პროგრამირების ენები მოგცემთ სტრუქტურას თქვენი დაწერილი ინსტრუქციებისთვის. ეს ენები ინგლისურს ჰგავს. პროგრამისტები სიტყვა გრამატიკას პროგრამირებაში სინტაქსით ანაცვლებენ.

 

უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი ენები, როგორებიცაა Assembly ან Machine ტექნოლოგიებისთვის უფრო ადვილი გასაგებია, ვიდრე ადამიანებისთვის. შესაბამისად, შესაძლოა, რთული სასწავლი აღმოჩნდეს. საშუალო დონის ენები, როგორიცაა C++ გამოსადეგია, თუ გსურთ დაწეროთ:

 

ოპერატიული სისტემა

 

მონაცემთა ბაზის სისტემები

 

გამოსახულების ან ვიდეოს დამუშავების პროგრამა

 

მაღალი საფეხურის ენები დამწყებებისთვის უფრო ადვილი სასწავლია. ზოგიერთი ფოკუსირებულია სტრუქტურაზე, დანარჩენი ენები კი მეტად ინტერაქციულია და შეუძლიათ კომპლექსური ფუნქციების შესრულება.

 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ენები, რომლებიც კოდირების შესწავლის დასაწყებად უკეთესი საშუალებაა. ეცადეთ, რომ ერთ-ერთი პროგრამირების ენა თქვენი კომფორტის ზონად აქციოთ, მოარგოთ თქვენს მიზნებს. შემდეგ, თქვენ უკვე შეგიძლიათ სხვა ენებითაც დაინტერესდეთ.

 

არ შეგეშინდეთ არასწორი ენის არჩევის. პროგრამირების ენები იზიარებენ ერთ ძირითად კონცეფციას, ამიტომ თუ არჩეულ ენას შეცვლით, ნულიდან დაწყება აღარ მოგიწევთ.

 

HTML

Hypertext Markup Language ან HTML არის ინტერნეტის საფუძველი. ის გამოიყენება ვებ გვერდების კომპონენტების შესაქმნელად. როდესაც თქვენ ტვირთავთ ვებ გვერდს, ძირითადად ნახავთ, რომ თქვენი ბრაუზერი HTML დოკუმენტს არენდერებს.

 

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, ნამდვილად გაინტერესებთ პროგრამირება თუ — არა, HTML ყველაზე ადვილია გამოსაცდელად.

 

ასე მიიჩნევა იმიტომ, რომ ტექნიკურად, HTML ენა არ არის. ის არ ამუშავებს სკრიპტებს და მისი დახმარებით ფუნქციონირების უნარის მქონე პროგრამებს ვერ შექმნით. მიუხედავად ამისა, HTML ონლაინ სამყაროში ყველგანაა. ამიტომ, თუ გსურთ, კარგად გაუგოთ ინტერნეტს, პირველ რიგში HTML-ს უნდა იცნობდეთ.

 

CSS

HTML აკონტროლებს,  რა სახის კონტენტი გამოჩნდება ვებ გვერდზე.  თუმცა ის, თუ როგორ გამოიყურება კონტენტი, CSS-ს ეხება. Cascading Style Sheets, იგივე CSS ემსახურება HTML-ის დიზაინს — ფერი, ზომა, ფონტი და გვერდის განლაგებაც კი.

 

CSS ასევე არ არის პროგრამირების ენა. ეს არის წესების ერთობლიობა, რომელიც ერგება HTML-ს.

 

HTML და CSS თითქმის ყოველთვის ერთად გამოიყენება,

 

თუ არ იცით როგორ ისწავლოთ კოდირება, დაიწყეთ HTML-ისა და CSS-ის შესწავლით.

 

მათი სწავლა ადგილია, რადგან არ თქვენგან არ მოითხოვენ, გაიაზროთ კომპიუტერული პროგრამების გამოთვლითი ლოგიკა.

 

ამ ენების შესწავლა ნაკლებად აბსტრაქტულია, რადგან თქვენ მალე ხედავთ შედეგებს, მარტივად, შექმენით HTML ფაილი და გახსენით  ბრაუზერში.

 

ან გახსენით უკვე არსებული ვებ საიტი. გამოიყენეთ inspect tool და დააკვირდით კოდს. ეს დაგეხმარებათ შეისწავლოთ ისინი. მაგრამ თუ გსურთ თქვენმა ვებ საიტმა სხვადასხვა ფუნქციები შეასრულოს, დაგჭირდებათ: 

 

JavaScript

JavaScript პროგრამირების ენაა, რომელიც უძრავ ვებ საიტს დინამიკურად აქცევს. ის ელემენტებს აძლევს მოძრაობისა და რეაგირების უნარს, ფუნქციებს. 

 

თუ გაინტერესებთ ვებ დეველოპმენტი და უკვე გაქვთ წარმოდგენა რა არის HTML და CSS, JavaScript შემდეგი ნაბიჯია.

 

ისინი ერთად ქმნიან ვებ საიტებზე არსებული კონტენტის ძირითად ნაწილს. JavaScript-ის კოდი მარტივად შეგიძლიათ დატესტოთ თქვენს ბრაუზერებში.

 

Python

Python დამწყებთა შორის პოპულარული პროგრამირების ენაა მისი მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სინტაქსიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე.

 

Python-ის დიდი ნაწილი ინგლისური ენის მსგავსად იკითხება, რაც ეხმარება დამწყებებს ძირითადი კონცეპტების გაგებაში.

 

Python-ს ასევე აქვს კოდის ბიბლიოთეკები. ეს არის წინასწარ აგებული ფუნქციების ჯგუფები, რომლის კოდში პირდაპირ ჩასმა შეგიძლიათ ნაცვლად იმისა, რომ ფუნქციები თავად დაწეროთ. Python-ით თქვენ შეძლებთ  ბევრი განსხვავებული ტიპის პროგრამის შექმნას. შესავალი კურსების დიდი ნაწილი თავიანთ პროექტებს სწორედ ამ ენაზე აფუძნებს.

 

Python-ის სწავლა ონლაინ უფასოდ ქართულ ენაზე შეგიძლიათ

Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

თემის მიხედვით

Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

C/C++

C ასევე პოპულარული არჩევანია დამწყები კურსებისთვის. აქ უფრო მეტ სიტყვას შეხვდებით, ვიდრე Python-ში და ხშირად საჭიროებს კოდის დაწერას რაიმეს მისაღწევად.

 

უფრო მეტი სამუშაოა, თუმცა, გამოსადეგია აბსტრაქტული კონცეპტის გასაგებად. C-ს შესწავლით თქვენ შეიძენთ ისეთ უნარებს, რომლებიც მოერგება სხვა, უფრო ლაკონიურ ენებს.  

 

C++ არის C-ის გაგრძელება. C++-ის სინტაქსი C-ის სინტაქსს ჰგავს, საგნების, ცვლადების ძლიერი ტიპების დამატებით, რომელიც დახვეწილი აპლიკაციების პროგრამირებას ამარტივებს.

 

C#

C#, ასევე ცნობილი როგორც C-sharp, პოპულარულია ვიდეო თამაშების, მობილური და დესკტოპ აპლიკაციებისა და საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად. C# იზიარებს წყაროებს C++-თან, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ C++-ს C-სთან ბევრი საერთო აქვს, C# Java-ს უფრო ჰგავს.

 

C# მარტივი სასწავლია და მისი გამოყენების ბევრი გზა არსებობს. თუ აპირებთ C#-ისა და C++-ის ერთდროულად გამოყენებას უმჯობესია C++-ის სწავლით დაიწყოთ. ეს გაამარტივებს C#-ის გაგებას და დააჩქარებს შესწავლის პროცესს.

 

Java

Java არის ზოგადი დანიშნულების საგანზე ორიენტირებული პროგრამირების ენა.

 

Python-ის მსგავსად, Java-ს სინტაქსი ადვილად იკითხება. ხშირად კომპლექსური დავალებების ერთი ბრძანებით შესრულებაა შესაძლებელი.

 

Java-ს ხშირად იყენებენ ანდროიდის ტიპის მობილურ აპლიკაციებში. ისიც არის კიდევ ერთი კარგი ძირითადი ენა, რომლის პრინციპებიც ლოგიკურად ერგება სხვა პროგრამირების ენებს.

 

HyperText Preprocessor (PHP)

PHP არის სერვერთან დაკავშირებული ღია წყაროს პროგრამირების ენა ვებ აპლიკაციების შესაქმნელად. ის აადვილებს დინამიკური ინფორმაციის დამატებას, როგორიცაა ახალი ამბები ვებ საიტებზე.

 

თქვენ შეგიძლიათ ეს ენა HTML-ს მოარგოთ, რაც ადვილს ხდის ვებ საიტზე ფუნქციების დამატებას ზედმეტი ფაილების გამოყენების გარეშე. PHP ასევე კარგი საშუალებაა მონაცემთა ბაზაზე წვდომისთვის, რაც ამარტივებს მონაცემების შენახვას და მათზე წვდომას.

 

Ruby

Ruby, ასევე ცნობილი როგორც Ruby on Rails, არის მარტივი ენა, რომელიც გამოიყენება ავტომატიზებული ხელსაწყოების, დესკტოპ აპლიკაციებისა და სწრაფი პროტოტიპების შესაქმნელად.

 

Ruby ასევე არის სერვერთან დაკავშირებული ღია წყაროს პროგრამირების ენა. ის ასევე გვთავაზობს მთავარ სტრუქტურებს ვებ გვერდებზე, ვებ მომსახურებასა და მონაცემთა ბაზას. ეს მას ვებ აპლიკაციების შექმნისთვის გამოსადეგ ენად აქცევს.

 

მართალია, ეს ენა ადვილად იკითხება და იწერება, თუმცა არ არის საუკეთესო არჩევანი პირველი პროგრამირების ენისთვის, რადგან არ არის მოქნილი. 

 

SQL

SQL არის კიდევ ერთი გამოსადეგი ენა დამწყებთათვის. თქვენ შეგიძლიათ ამ ენის გამოყენება მონაცემთა ბაზაში მონაცემების განახლების, შენახვისა და მოპოვებისთვის. American National Standards Institute-ის ცნობით, ის არის სტანდარტული ენა მონაცემთა ბაზის მენეჯმენტის სისტემებისთვის.

 

SQL-ის შესწავლას დრო სჭირდება, თუ უკვე გარკვეული ცოდნა არ გაქვთ პროგრამირებაში. ეს ენა პოპულარულია ტექნოლოგიურ და მონაცემთა პროფესიონალებში, ამიტომაც საკმაოდ გამოსადეგია. 

 

Swift

თუ თქვენ სწავლობთ კოდირებასა და პროექტების შექმნას Apple-ის მოწყობილობებისთვის, Swift კარგი ენაა დასაწყებად. Apple-ის დიზაინერებმა ეს ენა დამწყებებისთვის შექმნეს. თუ თქვენი მთავარი მიზანი iOS მოწყობილობებისთვის მობილური აპლიკაციების შექმნაა, ეს ენა უნდა აირჩიოთ.

 

მართალია პროგრამისტებმა 2014 წლის შემდეგ ძირითადი პროდუქტი Swift-ით შექმნეს, მაგრამ ასევე კარგი იქნება თუ შეისწავლით   Objective-C-ის.

 

დეველოპერებმა ეს ენა 1980-იან წლებში შექმნეს. სწორედ ამ ენით შექმნეს iOS-ის ძირითადი მოწყობილობები. ის იყენებს C-ის სინტაქსის ნაწილს, ამიტომ თუ თქვენ უკვე შეისწავლეთ C ან C++ უმჯობესია Objective-C-ის შესწავლით დაიწყოთ.

 

კოდირება დამწყებთათვის

ბევრი გზა არსებობს იმისთვის, რომ კოდირებაში ვარჯიში დაიწყოთ და ასევე სხვადასხვა მეთოდები და ენები, რომლებიც თქვენთვის უფრო გამოსადეგი იქნება, ვიდრე დანარჩენები.

 

არ აქვს მნიშვნელობა რას ან როგორ ისწავლით, თუმცა მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ ეს რჩევები:

 

იყავით მომთმენი

ის რომ კოდირების სწავლა ყველას შეუძლია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს მარტივი პროცესია.

კოდირება თქვენგან მოითხოვს პრობლემებთან ისეთ მიდგომას, როგორიც აქამდე არ გქონიათ. გარკვეული საკითხები, შესაძლოა, აზრს მოკლებულად მოგეჩვენოთ, თუმცა წარმოადგენდნენ მთავარ ელემენტებს თქვენი ენის შესასწავლად. პრობლემები თავიდან, შესაძლოა, ადვილად მოგეჩვენოთ, თუმცა გადააწყდებით იმაზე მეტად რთულ პრობლემებს, ვიდრე მოელით. საათებიც კი დაგჭირდებათ ამა თუ იმ კოდზე სამუშაოდ, თუმცა შედეგს ვერ მიიღებთ.

 

მალევე მიხვდებით, რომ კომპიუტერები არ არის სუფთად გაწერილი მანქანები და ყოველთვის იმას არ გააკეთებენ, რასაც უბრძანებთ. პატარა შეცდომები ასოებში, გამოტოვებული მძიმე ან არასწორი ოპერატორი თქვენს მთლიან სისტემას ჩამოშლის, ხოლო შეცდომის პოვნის პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.

 

 

როდესაც საქმიანობას დაიწყებთ, მიხვდებით, რომ ეს არ არის მთელი სურათი. თქვენ უფრო მეტ დროს დაუთმობთ იმაზე ფიქრს, თუ რა უნდა დაწეროთ, ვიდრე უშუალოდ წერას.

კოდირება პრობლემიდან გამოსავალია,დიახ, თქვენ ისწავლით გასაოცარი კოდის წერას და საბოლოოდ შექმნით პროდუქტებს. მაგრამ, თავდაპირველად თქვენ შეიძენთ ფიქრის უნარს, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

11

11

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა