IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ განვაახლოთ ბრენდი 2023 წელს?

156

News

22.02.2023

1006 დათვალიერება

დღეს ბრენდის შექმნა ბიზნესის წარმატების გასაღებია. ბრენდინგი ბიზნესს უზრუნველყოფს იდენტობით პროდუქტებისა და სერვისების მიღმა, რაც ქმნის რაღაც უნიკალურს, რომელთანაც მომხმარებელს შეუძლია დაკავშირება. ხართ ბიზნესის მფლობელი თუ დიზაინერი, რომელიც მუშაობს კლიენტისთვის ბრენდინგის პროექტზე, ძლიერი, შესაბამისი და ცნობადი ბრენდის შექმნა აუცილებელია თქვენი ბიზნესის გასაზრდელად და ლოიალური, მასშტაბური მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად.


რა არის ბრენდინგი?

საბაზისო დონეზე, ბრენდინგი არის თქვენი ბრენდის აღქმის კვლევის, განვითარების, შექმნისა და იტერაციის პროცესი თქვენი ხედვის, მისიის, პიროვნებისა და მიზნის ზუსტად გადმოცემის მიზნით. მოიცავს ყველაფერს, ბრენდის ვიზუალური იდენტობიდან და დიზაინიდან დაწყებული შეტყობინებებისა და ხმის ტემბრამდე, ბრენდინგი შედგება ყველანაირი გარე აღქმისგან, იდეებისა და კონცეფციებისგან, რომლებიც განასხვავებს ბიზნესს მისი კონკურენტებისგან.


 

რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?

თქვენი ბრენდინგი არის თქვენი ბრენდის პიროვნება, ისევე როგორც გაყიდვის უნიკალური მახასიათებელი,  რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოირჩეოდეთ იმით, რასაც აკეთებთ. რადგან მუდმივად ჩნდება ახალი პროდუქტები, პირველი შთაბეჭდილებები მნიშვნელოვანია – და როგორც თქვენი კომპანიის პროფილი, თქვენი ბრენდი უნდა წარმოადგენდეს იმას თუ ვინ ხართ, რას აკეთებთ და რისი გჯერათ. სწორად შესრულებულ ბრენდინგს შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენს ბიზნესს, წარმოაჩინოს თქვენი პროდუქტები, შეინარჩუნოს არსებული მომხმარებლების ჩართულობა და მიიპყროს ახლის ყურადღება. ამასთანავე არასწორად გაკეთებულმა ბრენდინგმა შეიძლება გაანადგუროს ბრენდის წარმატების შანსები ბაზარზე.


 

როგორ შევქმნათ ძლიერი ბრენდის იდენტობა

პირველ რიგში, თქვენი ბრენდინგი უნდა იყოს ნათელი, ორიგინალური და დასამახსოვრებელი. ის ასევე თანმიმდევრული უნდა იყოს ყველგან, სადაც თქვენი ბრენდი ჩანს – მათ შორის, თქვენს მარკეტინგსა და რეკლამაში, თქვენი ბიზნესის საკანცელარიო ნივთებისა და პროდუქტების შეფუთვაში, თქვენი სოციალური მედიის არხებში, ვებსაიტებსა და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციებში და, რა თქმა უნდა, თქვენს პროდუქტებსა და სერვისებში.

 

რაც ყველაზე მთავარია, თქვენი მისია ან ხედვა უნდა იყოს ძლიერი, თანმიმდევრული და ჩაქსოვილი თქვენი ბრენდინგის ყველა ელემენტში. ყოველი დიდი ბრენდის უკან კიდევ უფრო დიდი მიზანი დგას და წარმატებული ბრენდის შესაქმნელად საჭიროა ზუსტად იცოდეთ რას აკეთებთ და რატომ აკეთებთ ამას. თქვენი ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია გააგრძელოთ თქვენი ბრენდის განვითარება, რათა უზრუნველყოთ მისი თანხვედრა თქვენს მიზანთან ყოველ ნაბიჯზე.

 

როგორც თავად ბრენდები იზრდება და იცვლება, ბრენდინგის ტენდენციები ასევე ვითარდება წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, არსებობს ბრენდინგის წესები და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც უკეთესია, რომ დაიცვათ, მაგრამ უახლესი და უმნიშვნელოვანესი ტენდენციების დაცვა უტყუარი გზაა, რომ დარჩეთ ერთი ნაბიჯით წინ კონკურენტებზე და მუდამ იყოთ თანამედროვე, სიახლეებით სავსე და რელევანტური.

 

თუ თქვენ აკეთებთ ბრენდინგის პროექტს ან რედიზაინს, მაგრამ არ გსურთ ნულიდან დაწყება, ნუ შეგეშინდებათ! სოციალური მედიის შაბლონებიდან და ბრენდინგის პაკეტებიდან დაწყებული კონფიგურირებადი სავიზიტო ბარათებით, ლოგოს დიზაინით და უნიკალური შრიფტებით დამთავრებული, Envato Elements-ს აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ თქვენი ბრენდინგის შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად – სწრაფად და მარტივად.

 

მიმდინარე წლის საუკეთესო ბრენდინგის ტენდენციები

 

1. ბრენდის აქტივიზმი

ბრენდის აქტივიზმი სულაც არ არის წარმავალი ტენდენცია ან მოდა. გულის ტარება მკლავზე და იმის დემონსტრირება, თუ როგორ უერთგულებთ იმას, რისიც გჯერათ არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. მომხმარებლებს სურთ ურთიერთქმედება ბრენდებთან, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს, მდგრადობიდან სოციალურ სამართლიანობამდე. ბრენდის აქტივიზმისკენ მიდრეკილება არის პოზიტიური ცვლილებების განხორციელების თქვენი ვალდებულების კომუნიკაცია.

 

„როგორ ერგება ბრენდი თქვენს ღირებულებებს, რწმენის სისტემას და ცხოვრების წესს, უეჭველად განსაზღვრავს იმას, შეიძენთ თუ არა ამ ბრენდისგან“, განმარტავს Envato-ს ბრენდის დიზაინერი, სოფი დანი. „ბრენდის მისია და დანიშნულება დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ ვისგან ყიდულობთ პროდუქტს უწყვეტად და ვის ირჩევთ, რომ იყოს თქვენი თანამგზავრი - მომხმარებლებს შორის იზრდება მოლოდინი, რომ ბრენდები მხოლოდ მოგების მისაღებად არ არსებობენ”, - განაგრძობს სოფო. ”მათი ღირებულებები, საფულეები და ლოიალობა დამოკიდებულია ბრენდებზე, რომლებიც მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ უფრო დიდ კეთილ მიზანს. ეს არის ერთ-ერთი უმარტივესი, ყველაზე მძლავრი გზა, რათა მომხმარებლებმა იგრძნონ, რომ ისინი თავიანთ როლს თამაშობენ.“

 

2. მინიმალიზმი

"ნაკლები-მეტია" მანტრას დაცვით, მინიმალიზმი ეფუძნება მხოლოდ არსებითი ელემენტების გამოყენებას - როგორიცაა საბაზისო ფორმები, მარტივი ტექსტი, შეზღუდული ფერთა პალიტრები და "ცარიელი" სივრცე - შეუფერხებელი ესთეტიკის შესაქმნელად. გრაფიკული დიზაინისა და ვებ დიზაინის ეს ტენდენცია, რომელიც ხშირად შეიცავს ორგანული დიზაინის ელემენტებს, შესანიშნავია იმ ბრენდებისთვის, რომლებსაც სურთ დაუბრუნდნენ საფუძვლებს, გადმოსცენ მარტივი პიროვნება ან უბრალოდ მისცენ უფლება თავიანთ პროდუქტებს თავად ისაუბრონ.

 

„მინიმალიზმი შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ მაყურებელი ფოკუსირებულია ზუსტად იმაზე, რაზეც გსურთ, რომ ყურადღება მიმართოს თქვენს ბრენდინგში“, - ამბობს სოფი. „უამრავი ღია სივრცის დატოვებით და ერთი ფოკუსური წერტილის მიყოლით, მინიმალიზმი დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს მთავარ სათქმელს გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდეს. ეს იდეალური სტილია განსაცვიფრებელი ფოტოგრაფიის მქონე პროექტებისთვის - როცა ფოტოებს შეუძლიათ თავად ისაუბრონ საკუთარ თავზე - ან ბრენდინგში, როდესაც უნიკალური შრიფტი არის შოუს ვარსკვლავი."

 


3.  "ახირებული" ბრენდინგი

"ახირებული" ბრენდინგი მოიცავს ყველაფერს, ხელით დახატული ილუსტრაციებიდან და უცნაური გამოსახულებებიდან ერთმანეთის გადამფარავ ელემენტებამდე, ასიმეტრიულ და ქაოტურ დიზაინამდე. ეს არის ტენდენცია, რომელიც მიღებულია ბრენდების ფართო სპექტრის მიერ - მათ შორის ტრადიციულ ინდუსტრიებში, როგორიცაა ფინანსები და ჯანმრთელობის დაზღვევა. ამ ტიპის ბრენდინგის მიზანია წესების წიგნების დახევა და დიზაინის მოულოდნელი ელემენტების გამოყენება გართობისა და ინდივიდუალურობის განცდის შესაქმნელად.

 

ხშირად წარმოდგენილია DIY ელემენტები, კოლაჟი, უცნაური გამოსახულება ან ნამუშევარი, სახალისო ტიპოგრაფია, ილუსტრაცია, გადამფარავი ელემენტები, ნათელი ან კონფლიქტური ფერები და მრუდე ფორმები, "ახირებული" ბრენდინგის ტექნიკა ეხმარება ბრენდებს განცხადების გაკეთებაში. გარდა იმისა, რომ მხიარული და თვალისმომჭრელია, ამ „ხრიკებს“ შეუძლიათ წარმოაჩინონ ბრენდის უფრო ხელმისაწვდომი, პერსონალური მხარე. 

 

"უცნაური სხეულები ახალი ნორმაა", - ამბობს Envato-ს დიზაინერი, ტეილორ კონაჩერი. „გამახალისებელია ბრენდინგის დიზაინის ილუსტრაციებში წარმომადგენლობის უფრო ფართო სპექტრის ხილვა. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის გლობალური ადვოკატირება დადებითად ცვლის დიზაინის ტენდენციებს და ჩვენ ამას აუცილებლად ვიხილავთ მომავალში. ”

 

4. ბაუჰაუსი

ბაუჰაუსის დიზაინის ტენდენცია დაიბადა ამავე სახელწოდების ცნობილი გერმანული ხელოვნების სკოლიდან, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. იგი მოიცავს ელემენტებს როგორც ხელოვნების, ასევე ინდუსტრიისგან, რომელიც გამოიხატება გეომეტრიული ფორმებით, ძლიერი ხაზებითა და მახვილი კუთხეებით. ბაუჰაუსს აქვს მინიმალური, თანამედროვე და ფუნქციონალური შეგრძნება, რომელიც ეყრდნობა რეტრო დიზაინის ელემენტებს – რაც მას სრულყოფილ და მრავალმხრივ არჩევანს ხდის ბრენდინგის დიზაინისთვის.

 

მაგალითად, ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმის UKO-ს ბრენდინგი, რაც არის ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს გუნდებს და აუმჯობესებს სამუშაო პროცესებს - შეიცავს ბაუჰაუსის გამორჩეულ ელემენტებს, როგორიცაა თამამი ფორმები, თხელი ხაზები და სხვა გეომეტრიული ელემენტები, რომლებიც ქმნიან ფერად, თვალისმომჭრელ ეფექტს. როგორც სტატიკური გამოსახულებების, ასევე ანიმაციური ილუსტრაციების გამოყენებით, UKO-ს ბრენდინგი მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი მიზნად ისახავს ორგანიზებას, დაკავშირებას და პრობლემის გადაჭრას.

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები!

დარეგისტრირდი მარტივად

 

 

5. გრადიენტები

ფერების გრადიენტები გამოიყენეს, როგორც Powerpoint-ისა და Microsoft WordArt-ის სახალისო მახასიათებელი, მაგრამ ახლა ყველგან ჩნდება, დიზაინიდან და ციფრული ხელოვნებიდან დაწყებული სოციალური მედიის პოსტებით, ვებსაიტებით, პრეზენტაციებით და – რა თქმა უნდა – ბრენდინგით დამთავრებული. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფერების გრადიენტები ასე პოპულარულია, არის ის, რომ ისინი წარმოუდგენლად მრავალმხრივია კრეატიული აპლიკაციების ფართო სპექტრით.

 

ჩვენ ვხედავთ გრადიენტებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში – მაგალითად, ფოტოს შიგა გადაფარვებში, რომლებიც აკავშირებს სურათებს ბრენდის ფერთა პალიტრასთან, როგორც ტექსტის ან ტიპების დამატებითი ვიზუალური ინტერესის დამატების საშუალება, და როგორც დახვეწილი ან გამორჩეული ფონი ილუსტრაციებისთვის.

 

„გრადიენტებს ხშირად ცუდი რეპუტაცია აქვთ, მაგრამ როცა კარგად კეთდება, ისინი მშვენიერი შედეგის მომტანია“, - განმარტავს სოფი. ”კარგად შემუშავებული გრადიენტი არის უნაკლო და თვალებისთვის "არამღვრიე". კარგი წესია სამი ან მეტი ფერის გამოყენება, რომლებიც არის ერთმანეთის შემავსებელი, მონოქრომატული ან ანალოგური. მიუხედავად იმისა, რომ რადიალური და წრფივი გრადიენტები ზოგადად ხშირი გამოყენებისაა, სამკუთხა გრადიენტებს აქვთ სინათლის მრავალი წყარო სიღრმისა და განზომილებისთვის - გაძლევთ უფრო თანამედროვე, მარადიულ იერს.

 

6. ნოსტალგია

ნოსტალგია გახდა დომინანტური ძალა ბრენდინგსა და მარკეტინგში. მრავალი ბრენდისთვის წარსული კვლავ რჩება შთაგონების მდიდარ წყაროდ და, შედეგად, ბევრი ახლებურად უყურებს ძალიან საყვარელ სიმბოლოს და მყისიერად ცნობად პიქტოგრამებს. ჩვენ ასევე ვხედავთ დიზაინის ელემენტების და პოპ-კულტურული ცნობების აღორძინებას უახლესი ისტორიიდან - კერძოდ, 1990-იანი და 2000-იანი წლებიდან - რომლებიც ჩნდება ფილმებში, სატელევიზიო შოუებში, მარკეტინგულ მასალებში, ბრენდინგისა და სოციალური მედიის კედლებზე.

 

„ნოსტალგიური ტენდენცია არ არის ახალი, მაგრამ ის გამწვავდა გლობალური პანდემიის დროს, როდესაც ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებდნენ შენობაში, უყურებდნენ თავიანთ საყვარელ ფილმებს, ბრენდებს სურდათ გამოეყენებინათ ჩვენი განცდები მათ მარკეტინგში.“, - ამბობს Envato-ს მარკეტინგის მენეჯერი, ჯულია ფერნანდესი.

 

7. ბრენდის იმერსული გამოცდილება

ინოვაციური ტენდენცია, რომელიც ყალიბდება ბრენდის თხრობის განუყოფელ ნაწილად, ბრენდის იმერსული გამოცდილება ეხება აუდიტორიის მიპატიჟებას თქვენს სამყაროში, ურთიერთობის დაწყებას და ერთმანეთთან დაკავშირებული და ჩართული საზოგადოების შექმნას. იქნება ეს თემატური ღონისძიების მასპინძლობის გზით, ონლაინ თამაშის ან ინტერაქტიული გამოცდილების შექმნით, თუ თქვენი პროდუქტის შეფუთვაზე ზრუნვით, თქვენი მომხმარებლებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, ეჭვგარეშეა, რომ ბრენდის იმერსული გამოცდილება მომავლის გზაა.

 

მაგალითისთვის ავიღოთ Stranger Things-ის იმერსული გამოცდიელბა. იგი მდებარეობს როგორც სან-ფრანცისკოში, ასევე ნიუ-იორკში, და ის თაყვანისმცემლებს პირდაპირ შოუში გამოსახულ ჰოკინსის ლაბორატორიაში ათავსებს, სადაც მათ შეუძლიათ "აღმოაჩინონ საიდუმლოებები კედლებში". მარკეტირებული გლუვი მიკროსაიტით, რომელშიც წარმოდგენილია შოუთი შთაგონებული ილუსტრაციები და კულისებს მიღმა სურათები იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ღამით, გამოცდილება ნამდვილად მომხიბლავია და კიდევ უფრო ამყარებს მაყურებლის კავშირს Stranger Things-ის ბრენდთან.

 

8. თამამი და სახალისო ტიპი

როდესაც საქმე ეხება თქვენი ბრენდის გზავნილს, სწორი შრიფტის ან ანაბეჭდის არჩევა პროცესის განუყოფელი ნაწილია. თქვენი სიტყვების სწორ "პაკეტში" შეფუთვით, შეგიძლიათ გადმოსცეთ ძლიერი გზავნილი, რომელიც შეესაბამება თქვენი ბრენდის ტონს. თუ თქვენი ბრენდი თამამი, მხიარული და სახალისოა, მაშინ ეს არის ტენდენცია თქვენთვისაა!

 

„სურათმა შეიძლება ათასი სიტყვა თქვას, მაგრამ არასოდეს დააკნინოთ მხიარული, სახალისო შრიფტის ძალა“, - ამბობს სოფი. „slab serif“-ის ან დისპლეის შრიფტის არჩევამ შეიძლება თქვენი ბრენდინგს შემატოს პიროვნება. დაამატეთ მოძრაობა და თამამი ფერი, რომ გააცოცხლოთ იგი.”

 

სქელი ასოებით, მხიარული ფორმებით, ფერებითა და დიზაინის ელემენტებით, ტექსტი ნამდვილად იძენს საკუთარ პიროვნებას ბრენდინგის ამ ტენდენციით, რაც უბიძგებს დიზაინერებს, ჰქონდეთ სახალისო მიდგომა ტიპოგრაფიასთან. თამამი და მხიარული ტიპის ტენდენცია ეხება პიროვნების კომუნიკაციას და ასევე მოიცავს დიზაინის რთულ სტილებს, როგორიცაა 3D შრიფტები, ანიმაციური ასოები, კინეტიკური ტიპოგრაფია და ფორმის შემცვლელი წინადადებები.

 

და ბოლოს!

სასწავლო პროგრამა "კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი" ყველასთვისაა, ვისაც სურს მიიღოს შემოქმედებითი პროფესია, საკუთარ თავში განავითაროს დიზაინერული ხედვა და კრეატიულობა, გაითავისოს დიზაინერისთვის განკუთვნილი კომპიუტერული პროგრამები.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტის როლი დასაქმების სფეროში შესაძლებლობები და გამოწვევები

თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა, ის აქტიურად ცვლის შრომის ბაზარს, ქმნის ახალ პროფესიებს და გარდაქმნის არსებულ სამუშაო პროცესებს. გაეცანი, თუ რა შესაძლებლობებს უხსნის AI დასაქმებულებს, რა გამოწვევების წინაშე აყენებს მათ და როგორ უნდა მოვემზადო მომავლის კარიერისთვის, სადაც ტექნოლოგია და ადამიანი ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სამუშაო ადგილებზე რევოლუციურ ცვლილებებს იწვევს. ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიებს, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რუტინულ დავალებებს, რაც თანამშრომლებს უფრო კრეატიული და სტრატეგიული საკითხების გადაჭრისთვის ათავისუფლებს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება შესაბამისი ცოდნის შეძენა.  IT აკადემია Step-ის AI – ხელოვნური ინტელექტის ინ

ШАГ логотип

AI

პროფესიები რომლებიც გაქრება (გადაშენების პირას) რა გავლენას ახდენს AI და ავტომატიზაცია?

გაიგე, რომელი პროფესიები დგას გადაშენების პირას AI-სა და ავტომატიზაციის ეპოქაში. ტექნოლოგიური გავლენა შრომის ბაზარზე გარდაუვალია, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სფეროების ცოდნა, რომლებსაც ჩანაცვლება ემუქრებათ. აღმოაჩინე გზები, რომლებიც მომავლის კარიერის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაგეხმარება.

ციფრული ერა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაცია თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი (AI) და ავტომატიზაცია აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაო გარემოს განუყოფელი ელემენტები გახდნენ. ტექნოლოგიური პროგრესი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარს, რაც გარკვეული ტრადიციული პროფესიების გაქრობას ან მათ სრულ ტრანსფორმაციას იწვევს. პროც

ШАГ логотип

AI

Generative AI-ს გავლენა კრეატიული პროფესიების შემცირებაზე

ტექნოლოგიური პროგრესი მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, თუმცა Generative AI-ს გამოჩენამ კრეატიულ სფეროში განსაკუთრებული კითხვები გააჩინა. რეალურად, ემუქრება თუ არა საფრთხე დიზაინერებსა და ქოფირაითერებს, თუ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ ახალი ეპოქის დამხმარე ხელსაწყოა, რომელიც შემოქმედებით პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

საფრთხე თუ ახალი შესაძლებლობა? ბოლო პერიოდში Generative AI (გენერაციული ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიურ სამყაროში ნამდვილ რევოლუციად იქცა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Midjourney და ChatGPT, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ადამიანის ექსკლუზიურობა კრეატიულ პროცესებში. ბევრი ფიქრობს, რომ ალგორითმები, რომლებსაც წამებში შეუძლიათ რთული ილუსტრაციების შექმნა, ჩაანაცვლებენ სპეციალისტებს და

ШАГ логотип

ძირითადი უნარების გარდაქმნა რა ცოდნას ითხოვს მომავალი

ნოლოგიური ევოლუცია ჩვენს თვალწინ ცვლის სამუშაო გარემოსა და მოთხოვნად უნარებს. გაიგე, რა ცოდნას ითხოვს მომავალი, როგორ უნდა გარდაქმნა შენი ძირითადი უნარები ახალ რეალობასთან მოსარგებად და რატომ არის უწყვეტი განათლება წარმატების მთავარი ფორმულა ციფრულ ეპოქაში.

ეპოქალური ცვლილება შრომის ბაზარზე ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რაც გუშინ უალტერნატივო უნარად ითვლებოდა, დღეს შესაძლოა ავტომატიზებულმა სისტემამ ჩაანაცვლოს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნა, არამედ ადაპტაციის უნარი და ახალი ეპოქის მოთხოვნებზე მორგება. მ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა