IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

10000

პროგრამირება

05.11.2023

947 დათვალიერება

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი და მიდრეკილი ხარვეზებისკენ. სწორედ აქ გვეხმარება NCU (npm-check-updates). ამ სტატიაში ჩვენ ვისაყბრებთ, თუ როგორ შეუძლია NCU-ს გაამარტივოს ყველა პაკეტის განახლების დავალება package.json ფაილში. 

 

რა არის NCU?

NCU, შემოკლებით npm-check-updates, არის ბრძანებების ძლიერი ხელსაწყო, რომელიც გაძლევს საშალებას ავტომატურად განაახლო package.json ფაილი უახლესი ვერსიებით, თქვენი პროექტის დამოკიდებულებების მიხედვით. იგი ასკანერებს თქვენს package.json ფაილს, ამოწმებს დაინსტალირებული პაკეტების ახალ ვერსიებს და აგენერირებს განახლებულ package.json ფაილს დამოკიდებულების ახალი ვერსიებით. 

 

სამყაროში, რომელიც ტექნოლოგიებით ვითარდება, პროგრამული ენების შესწავლა არ არის მხოლოდ ახალი უნარის შეძენა — ეს არის ინვესტიცია შენს მომავალში - დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

დაწყება:

სანამ NCU-ს გამოყენებით პაკეტების განახლებას დავიწყებთ, დავრწმუნდეთ, რომ ის დაინსტალირებულია ჩვენს მოწყობილობაზე გლობალურად. გახსენით ტერმინალი და შეასრულეთ შემდეგი ბრძანება:

npm install -g npm-check-updates

 

მას შემდეგ, რაც NCU დაინსტალირდება, გადადით თქვენი პროექტის root დირექტორიაში ტერმინალის გამოყენებით.

პაკეტების განახლება:

  1. გადადით თქვენი პროექტის root დირექტორიაში ტერმინალის გამოყენებით.

  2. შეასრულეთ მოცემული ბრძანება განახლებული package.json ფაილის დასაგენერირებლად უახლესი პაკეტის ვერსიებით:

ncu -u

  1. NCU დაასკანირებს package.json ფაილს და გიჩვენებთ ხელმისაწვდომი განახლებების სიას თქვენი დამოკიდებულებისთვის. ის ასევე მიუთითებს ამჟამად დაყენებულ ვერსიას და უახლეს ვერსიას, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული პაკეტისთვის.

  2. განახლებების გამოსაყენებლად და არსებული package.json ფაილის ახალი ვერსიებით გადაწერისთვის, შეასრულეთ შემდეგი ბრძანება:

npm install

  1. NPM ახლა დააინსტალირებს განახლებულ პაკეტებს შეცვლილი package.json ფაილის საფუძველზე.

NCU-ს გამოყენების უპირატესობები

დროის დაზოგვა: იმის ნაცვლად, რომ ხელით შეამოწმოთ განახლებები და ინდივიდუალურად განაახლოთ თითოეული პაკეტი, NCU-ს ავტომატიზირების პროცესი თქვენს ძვირფას დროს დაზოგავს.

მარტივი გამოყენება: NCU უზრუნველყოფს ბრძანების ხაზის მარტივ ინტერფეისს, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ყველა დონის დეველოპერისთვის. 

სანდო განახლებები: NCU აახლებს მხოლოდ package.json ფაილის კონკრეტულ ვერსიებს, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი პროექტის დამოკიდებულებები დარჩება თანმიმდევრული და შესაბამისი. 

Minor და Patch ვერსიების განახლება:

შეასრულეთ შემდეგი ბრძანება განახლებული package.json ფაილის დაგენერირებისთვის უახლესი Minor და Patch ვერსიებით. 

ncu -u --upgradeAll --target minor

ზემოხსენებულ ბრძანებაში ვიყენებთ –upgradeAll-ს ყველა პაკეტის განახლებისთვის და –target minor-ს მხოლოდ მცირე ვერსიის განახლებისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ ძირითადი ვერსიები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, არ განახლდეს.

 

დასკვნა:

JavaScript პროექტში პაკეტების განახლება აუცილებელია, რომელიც არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. NCU-ით შეგიძლიათ გაამარტივოთ პროცესი და უზრუნველყოთ, რომ თქვენი პროექტის დამოკიდებულებები იყოს ყოველთვის განახლებული. ამ სტატიაში აღწერილი ნაბიჯების დაცვით, შეგიძლიათ მარტივად განაახლოთ ყველა პაკეტი თქვენს package.json ფაილში რამდენიმე მარტივი ბრძანებით. გამოიყენეთ NCU-ს ძალა და შეინარჩუნეთ თქვენი პროექტებისთვის უსაფრთხი, სტაბილური და უახლესი ფუნქციები. ბედნიერი კოდირება!

გაუმჯობესებული სტაბილურობა და უსაფრთხოება: პაკეტების რეგულარული განახლებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ გასწორებული ხარვეზებით, გაუმჯობესებული მუშაობით და უსაფრთხოების პატჩებით, რომლების გამოქვეყნებულია პაკეტის შემსრულებლების მიერ. 

უკეთესი თანამშრომლობა: პაკეტების განახლებით დარწმუნდებით, რომ თქვენი გუნდის წევრები მუშაოებნ თითოეული დამოკიდებულების ერთსადა იმავე ვერსიასთან, რაც ამცირებს თავსებადობის პრობლემებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

გარდა მრავალმხრივი ცოდნისა, IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობთ. პროგრამირება ზრდასრულებისთვის  განმავლობაში მიიღებთ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნებათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე!

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. განსá

ШАГ логотип

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. გან

ШАГ логотип

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა