კიბერუსაფრთხოება გულისხმობს კომპიუტერული სისტემების, ქსელებისა და მონაცემების დაცვას არაავტორიზებული წვდომისგან, დაზიანებისგან, ქურდობისაგან, ასევე ის მოიცავს ციფრული აქტივობებისა და მონაცემთა წვდომის შეფერხების თავიდან აცილებას, მომხმარებლის აქტივებისა და კონფიდენციალურობის დაცვას. კრიმინალური თავდასხმების მუდმივი ზრდაა ინდუსტრიებზე, როგორიც არის: კომუნალური მომსახურება, ჯანდაცვა, ფინანსები, ფედერალური მთავრობა და ა.შ გასაკვირი არ არის, რომ კიბერ უსაფრთხოების პროფესიონალებზე დიდი მოთხოვნაა. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) თანახმად, მოთხოვნა საწყისი დონის კიბერუსაფრთხოების სამუშაოებზე 33 პროცენტით, ხოლო ანაზღაურება 15 პროცენტით გაიზრდება მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
იმის გამო, რომ კიბერ თავდასხმა შეიძლება ნებისმიერ დროს და ადგილას მოხდეს, დამსაქმებლებს, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სამუშაოებზე ქირაობენ თანამშრომლებს, სხვადასხვა ინდუსტრიებს წარმოადგენენ დაწყებული მსხვილი კორპორაციებიდან, დამთავრებული მცირე ბიზნესის მფლობელებამდე. თუ ხართ დაინტერესებული დაიწყოთ კარიერა კიბერუსაფრთხოების სფეროში, მაშინ წაიკითხეთ მეტი, რომ შეიტყოთ საწყისი დონის კიბერუსაფრთხოების სამუშაოების ტიპების შესახებ, რომლებიც შეიძლება თქვენთვის იყოს შესაფერისი.
როგორ მივიღოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში სამუშაო დამწყებისთვის
პირველი რაც უნდა გააკეთოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში სამუშაოს მისაღებად, თქვენი ამჟამინდელი უნარების ანალიზია. რეზიუმეს შექმნისას აუცილებლად შეიტანეთ უნარ-ჩვევები როგორიცაა კომუნიკაცია, ადაპტირება, კონფლიქტის მოგვარება, დროის მენეჯმენტი, ორგანიზაციული და ტექნიკური უნარები.
მათ კი, ვისაც დამატებით ტრენინგი ან კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდება კვალიფიციური აკადემიური განათლება საშუალებას მისცემს მიიღოს შესაბამისი, პროექტებიდან გამომდინარე მოთხოვნადი უნარები. ხოლო შემდეგ ეს პროექტები შეგიძლიათ თქვენს პორტფოლიოდ გამოიყენოთ, რომელსაც პოტენციურ დამსაქმებელს წარუდგენთ. ჩვენი სასწავლო კურსი გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენი კურსი მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით.
ჩვენი აკადემია გთავაზობს მოქნილ გრაფიკს და ყველა პირობას, რომ სასწავლო კურსის ბოლომდე მიყვანა შეძლოთ. თვითაგანათლება ამ სფეროში არაეფექტურია, ნებისმიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე დამსაქმებელმა შეიძლება მოითხოვოს ტრენინგისა და უნარ-ჩვევების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა კიბერუსაფრთხოება - დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!
კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვა სფეროების მსგავსად, კიბერუსაფრთხოების სერთიფიკატები დიდ როლს თამაშობენ კიბერუსაფრთხოების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში.
დასაქმება დამწყებთათვის კიბერუსაფრთხოების სფეროში
ნებისმიერს, ვისაც კომპიუტერული ქსელი აქვს, გარკვეული სახის კიბერუსაფრთხოების გეგმა სჭირდება . ინდუსტრიები, მათ შორის ფინანსები, ჯანდაცვა და ტექნოლოგიები, სულ უფრო ხშირად განიცდიან კიბერ თავდასხმებს, რაც გავლენას ახდენს მათ კლიენტებზე. ამ საფრთხის გამო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე სულ უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე ოდესმე და მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.
მათთვის, ვინც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოებაში კარიერის შექმნით, აქ არის მოცემული საწყისი დონის კიბერუსაფრთხოების სამუშაოების ჩამონათვალი.
კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი
მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში 1.3 მილიონზე მეტი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია საჭირო თუმცა, ამჟამად მხოლოდ 805 000 პოზიციაა შევსებული. ეს კიბერუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან სიცარიელეს აჩენს სამუშაო ძალის მხრივ. კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსის მთავარი როლი არის კომპანიის IT ინფრასტრუქტურის დეტალურად გააზრება, მისი მუდმივად მონიტორინგი და იმ საფრთხეების შეფასება, რამაც შეუძლია დააზიანოს ქსელი. მისი ფუნქციაა მოძებნოს გზები, რათა გააძლიეროს კომპანიის ქსელის უსაფრთხოება, დაიცვას მონაცემთა აქტივები, ქსელში წვდომა და კონფიდენციალურობა. ამასთანავე ანალიტიკოსის პასუხისმგებლობაა უსაფრთხოების შეფასებების და უსაფრთხოების აუდიტის ანგარიშების შესრულება. ეს ანგარიშები უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების ძლიერ და სუსტ მხარეებს, ისევე როგორც ქსელში დაფიქსირებულ ნებისმიერ უჩვეულო აქტივობას. ღრუბლოვანი უსაფრთხოება და რისკის მენეჯმენტი არის კიბერუსაფრთხოების სამუშაოების სხვა მოთხოვნები, რომელთა შესწავლა კიბერუსაფრთხოების ბანაკში შეგიძლიათ.
უსაფრთხოების სპეციალისტი
უსაფრთხოების სპეციალისტია პირი, რომელსაც ასევე ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტს უწოდებენ , ის იცავს კომპანიების ციფრულ ინფორმაციას ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა მონაცემთა დაშიფვრა, სისტემის დაუცველობის შეფასება და მოხსენებები, უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირება და უსაფრთხოების სტრატეგიების შემუშავება. ისეთი დაუცველი სფეროები, როგორიცაა მთავრობა, ტრანსპორტი და ჯანდაცვა, სჭირდებათ უსაფრთხოების სპეციალისტები, რათა დაცული იყვნენ ჰაკერული თავდასხმებისგან, მავნე პროგრამებისა და ვირუსებისგან. უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობენ IT გუნდებზე, რომლებიც ორგანიზაციის ქსელის დაცვას და მონაცემთა მთლიანობას უზრუნველყოფა. რადგან ქსელზე უსაფრთხო და საიმედო წვდომა არის უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციების უმეტესობისთვის, კიბერუსაფრთხოების სრულ განაკვეთზე დაქირავებული თანამშრომლები აუცილებელ კადრებად გადაიქცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური სამუშაო რეჟიმი შეიძლება განსხვავდებოდეს ორგანიზაციის მოცულობის და სექტორის მიხედვით, ეს პოზიცია ისეთ თანამშრომელს მოითხოვს, რომელსაც დიდი ყურადღება აქვს დეტალებზე და ძალიან კარგად ფლობს მონაცემებს. ამ პოზიციაზე ბევრი საწყისი დონის თანამდებობაა ხელმისაწვდომი და ხშირად დამატებით ტრენინგებსაც მოიცავს შემდგომი წინსვლისთვის.
გამომძიებელი ციფრულ კრიმინალისტიკაში
ციფრულ კრიმინალისტიკაში გამომძიებლის მთავარი პასუხისმგებლობა კომპიუტერებიდან და შესანახი მოწყობილობებიდან ინფორმაციის შეგროვებაა, რათა კიბერდანაშაულის საქმეების გახსნას შეუწყოს ხელი. ისინი ათვალიერებენ კომპიუტერებს, ტელეფონებს და სხვა ციფრულ მოწყობილობებს და აანალიზებენ შეგროვებულ მონაცემებს. გამომდინარე სფეროდან გამომძიებლის ყოველდღიური საქმე შეიძლება მოიცავდეს აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის და აპლიკაციების მოძიებას და შეგროვებას, რათა გაანალიზდეს კიბერ დანაშაულის გამომწვევი მიზეზები. გარდა ამისა, ყველა ამ ციფრული მტკიცებულების დაცვის ჯაჭვი უნდა იყოს შენარჩუნებული და დაიწეროს ტექნიკური ანგარიშები, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული დასკვნები.
იმის გამო, რომ ციფრული კრიმინალისტიკის გამომძიებელს უწევს სამართალდამცავებთან, იურისტებთან და კორპორაციულ რესურსებთან მუშაობა, გარდა მაღალი ტექნიკური უნარებისა, უნდა ჰქონდეს კარგი ინტერპერსონალური უნარებიც. ეს ინტერპერსონალური უნარები შეთავსებული მშვიდ, პრაგმატულ ქცევასთან, შეიძლება გადამწყვეტი იყოს სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემის დროს.
IT აუდიტორი
IT აუდიტორებს ბიზნესისა და სისტემის პროცესების ღრმა გააზრების უნარი უნდა გააჩნდეთ. იმის გამო, რომ IT აუდიტორები კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, სხვადასხვა ტექნოლოგიებთან და აპლიკაციებთან მუშაობენ , მათ ასევე უნდა ჰქონდეთ პრობლემების აღმოფხვრისა და მათი გადაჭრის გამორჩეული უნარები, დეტალებისადმი ზედმიწევნითი ყურადღება და კიბერუსაფრთხოების ტენდენციების ცოდნა. ამ როლის კანდიდატებს ხშირად მოეთხოვებათ გაეცნონ firewall-ს, VPN-ებს და მონაცემთა დაკარგვის პრევენციის ტექნიკებს.
IT აუდიტორები მუდმივ საქმეს იმის შემოწმება წარმოადგენს თუ რამდენად დაცულია ქსელი. მის მოვალეობებში შეიძლება ასევე შედიოდეს კომპანიის უსაფრთხოების რისკების ზემოქმედების შემოწმება ამ რისკებზე დაფუძნებული ღონისძიებების დაგეგმვის, მონიტორინგისა და განახლების დროს. IT აუდიტორებმა უნდა წარუდგინონ ანგარიშები და ანალიტიკური მასალები თავიანთ გუნდს, მენეჯერებს ან დაინტერესებულ მხარეებს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოება პირველ რიგში ტექნიკურ უნარებს მოითხოვს , ინტერპერსონალური უნარები ხშირად იმავენაირად მნიშვნელოვანია.
გამომცდელი შეღწევადობაზე
გამომცდელი შეღწევადობაზე - ეს კიდევ ერთი ვაკანსიაა, რომელიც კანდიდატისგან პრო-აქტიულობას მოითხოვს, ამჯერად ამ პოზიციაზე დასაქმებული გვევლინება, როგორც იმიტირებული თავდამსხმელი. ეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ახორციელებენ თავდასხმებს კომპანიის არსებულ კომპიუტერულ სისტემებზე იმავე ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებსაც ჰაკერები იყენებს დაუცველ ციფრულ სისტემაში შესაღწევად. შეღწევადობის სპეციალისტები აღმოაჩენენ ხარვეზებს, რომლებიც ჰაკერებს შეუძლიათ გამოიყენონ ვირუსების ან ინფორმაციის ქურდობის მიზნით. ეს სამუშაო მოითხოვს ჰაკერების ქცევის და ინსტრუმენტების საფუძვლიან ცოდნას, რათა კომპანიები დაცულები იყვნენ კიბერ შემოსევებისგან.
იმიტირებული კიბერშეტევების დაწყებამდე, შეღწევადობის სპეციალისტები ამოწმებენ აპლიკაციების, ქსელური მოწყობილობების, ღრუბლოვანი სისტემების და კოდის დაცულობას. შემდეგ ისინი შეიმუშავებენ და სიმულაციას უკეთებენ საპირისპირო შეტევებს, მავნე პროგრამების და სპამების საშუალებით და ამ პროცესების დოკუმენტირებას ახდენენ ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად.
ეს პოზიცია ასევე მოიცავს გუნდისთვის და ხელმძღვანელობისთვის შედეგების გაცნობას. შეღწევადობის სპეციალისტების სამუშაო არ მთავრდება ანგარიშების გადაცემით, მათ მუდმივად უნდა განახორციელონ იმიტაცია ახალი ჰაკერული შეტევების და მუდამ საქმის კურსში იყვნენ უსაფრთხოების საკითხებში თანამედროვე ტენდენციების.
არის კიბერუსაფრთხოება ჩემთვის შესაფერისი საქმე ?
შეიძლება დასვათ კითხვა: არის კიბერუსაფრთხოება ჩემთვის შესაფერისი საქმე? იმისთვის რომ პასუხი გასცეთ ამ კითხვას კვლევა უნდა ჩაატაროთ და გაიაზროთ რა ვალდებულებები, უნარები და ნაბიჯები გჭირდებათ ამ სფეროში წარმატების მისაღწევად.
ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ კიბერუსაფრთხოების რომელი ჯგუფი გაინტერესებთ. კიბერუსაფრთხოება არის ზოგადი ტერმინი, რომელსაც მრავალი სპეციალობა ექვემდებარება. ამიტომ, ინტენსიური კვლევაა ჩასატარებელი რათა დაადგინოთ, რომელია თქვენი ნიშა. მოძებნეთ სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების სამუშაო აღწერილობები, რათა დაადგინოთ, რომელი თქვენი უნარები და ინტერესები შეესაბამება თითოეულ პოზიციას.
შემდეგ, გადახედეთ რა ტიპის მომზადება, სერტიფიკატები და გამოცდილება დაგჭირდებათ, რომ გახდეთ კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი, უსაფრთხოების სპეციალისტი, გამომძიებელი ციფრულ კრიმინალისტიკაში, IT აუდიტორი თუ შეღწევადობის სპეციალისტი.
ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად იზვერე ჰაკერების რიცხვიც რომლებიც ცდილობენ მიიღონ უკანონო წვდომა კომპიუტერულ სისტემებზე. ამიტომ კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები, მომავალშიც მოთხოვნადი კადრები იქნებიან. BLS-ის თანახმად, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 16000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება IT სფეროში.
თუ ეძებთ ისეთ პროფესიას, რომელიც მოქნილობას გთავაზობთ , კიბერუსაფრთხოება შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. ის მოგცემთ სახლიდან მუშაობის და მოგვიანებით თუნდაც სხვა სექტორში გადასვლის საშუალებას. გარდა ამისა კიბერუსაფრთხოება ეს ის სფეროა, რომელიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისია სასწავლო ბანაკებში მიღებული ცოდნით, სადაც შესაძლებელია მოკლე დროში შესაფერისი სერტიფიკატის აღება.
როგორ დავიწყოთ კარიერა კიბერუსაფრთხოებაში?
ეს იქნება გამოცდილების მიღება, კიბერუსაფრთხოების სასწავლო ბანაკში ტრენინგი თუ ტრადიციული განათლება, კიბერუსაფრთხოების სფეროში კარიერის დაწყება არ არის ყოველთვის სწორხაზოვანი.
რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოების კარიერისკენ ყველაზე პირდაპირი გზა არის ტრადიციული სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინჟინერიაში, IT-ში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. ზოგიერთი სპეციალისტი უპირატესობასაც კი ანიჭებს ამ გზას და მაგისტრის ხარისხს იღებენ. თუმცა, ისინი ვინც ახლა იწყებს და ეძებს სამუშაოს დამწყებ დონეზე, ხანდახან ამჯობინებენ უარი თქვან ტრადიციულ პროგრამულ სწავლებაზე და 24 კვირიან ინტენსიურ კურსებს ირჩევენ. კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების დიდი მოთხოვნის გამო სულ უფრო პოპულარული ხდება სწრაფი კურსების საშუალებით სამუშაო უნარების შეძენა.
კიბერუსაფრთხოების ყველა ვაკანსიას არ ჭირდება დიპლომი ან ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომები ან სერტიფიკატები შეიძლება უფრო პირდაპირი გზა იყოს ცოდნის მისაღებად, სამუშაოს პორტფოლიოს და რეზიუმეს შესაქმნელად, უშუალოდ მუშაობის პროცესში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში მცირე გამოცდილებით სამსახურში მოწყობა შეიძლება რთული აღმოჩნდეს.
კიბერუსაფრთხოებაში კარიერის დასაწყებად მხოლოდ ერთი გზა არ არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ სად დაიწყებთ და სად მიდიხართ თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე.
დამწყები დონის კიბერუსაფრთხოების ვაკანსიების ხშირად დასმული შეკითხვები
მათთვის, ვინც მომავალ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებას უკავშირებს, აქ მოცემულია რამდენიმე სწრაფი პასუხი ხშირად დასმულ კითხვებზე საწყისი დონის კიბერუსაფრთხოების სამუშაოების შესახებ.
რა არის კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება (ან IT უსაფრთხოება) გულისხმობს კომპიუტერული სისტემების და ქსელების დაცვას ინფორმაციის გაჟონვისგან, მონაცემთა ქურდობისგან და ტექნიკის ან პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებას არაავტორიზებული წვდომისგან/თავდასხმისგან.
რთულია კიბერუსაფრთხოება?
კიბერუსაფრთხოება მოითხოვს ფოკუსირებას და ყურადღებას დეტალებზე, ისევე როგორც ტექნოლოგიებისადმი ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოებაში კარიერის დაწყება მომზადების გარეშეა შესაძლებელი, კიბერუსაფრთხოების სასწავლო ბანაკში განათლების მიღება უფრო მარტივი გზაა მათთვის, ვინც ეძებს პირდაპირ, ეფექტურ საშუალებას დაწყებითი დონის კიბერუსაფრთხოების სამუშაოს მოსაპოვებლად.
არის კიბერუსაფრთხოება მოსაწყენი?
კიბერუსაფრთხოების ზოგიერთი სპეციალისტი დაზვერვის ან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მუშაობს , როგორიცაა CIA, NSA ან FBI. სხვები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, რათა დაეხმარონ მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადაჭრას. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი სახლთან უფრო ახლოს მუშაობს და ეხმარება საავადმყოფოებს დაიცვან თავიანთი პაციენტების ჩანაწერები. კიბერუსაფრთხოება გთავაზობთ მრავალ განსხვავებულ ვარიანტს და შესაძლებლობას.
არის კიბერუსაფრთხოება კარგი კარიერა?
კიბერუსაფრთხოებაში კარგი ანაზღაურებაა, დიდი მოთხოვნაა და ხელმისაწვდომია თითქმის ნებისმიერ ინდუსტრიაში. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მოთხოვნა არ მცირდება. გარდა ამისა, ვინაიდან კიბერუსაფრთხოების ტენდენციები მუდმივად იცვლება, ამ სფეროსი მუშაობა იშვიათად არის მოსაწყენია.
შეგიძლიათ სახლიდან მუშაობა თუ კიბერუსაფრთხოებაში ხართ დასაქმებული?
კიბერუსაფრთხოებაში დასაქმებულმა სპეციალისტმა შეიძლება იმუშაოს დისტანციურად. ეს როლი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ არსებობს უამრავი უპირატესობა. მაგალითად, დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა ნებისმიერი ზომის კომპანიაში მთელ მსოფლიოს მასშტაბით.
დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!
+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23
+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში