IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ადამიანი კომპიუტერი - ქათრინ ჯონსონი

24.08.2021

748 დათვალიერება

ამბობენ, რომ მეცნიერებაში ქალის ადგილი არ არის თუმცა, საუკუნეების განმავლობაში მეცნიერების განვითარებაში არა ერთმა ქალმა შეიტანა წვილი.
 

XX საუკუნეში არსებობდა სტიგმა - როდესაც მეცნიერების დარგში ქალი რაიმეს აღმოაჩენდა ან მიაღწევდა, ხშირ შემთხვევაში არ აღიარებდნენ და მის წარმატებას მამაკაცს მიაწერდნენ.

,,გოგონებს შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მამაკაცები აკეთებენ. მეტიც, ზოგჯერ გოგონებს უფრო მეტი წარმოსახვის უნარი აქვთ’’ - ეს სიტყვები ამერიკელ მათემატიკოსს, ქათრინ ჯონსონს ეკუთვნის.

ქათრინი იმ მრავალი ქალიდან ერთ-ერთია, რომელმაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორიაში კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.



ქათრინ ჯონსონმა გამოიანგარიშა ზუსტი ტრაექტორია, რომლითაც 1969 წელს კოსმოსური ხომალდი „აპოლო 11“ მთვარეზე დაეშვა და ნილ არმსტრონგის ისტორიული დაჯდომის შემდეგ, უკან, კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა.

ქათრინმა იცოდა, რომ ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო, როგორც ხომალდის, ასევე – ეკიპაჟის წევრებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ქათრინს მსგავსი გამოცდილება ადრეც ჰქონია, როდესაც 1953 წელს, ნასას დაკვეთით, პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ალან შეპარდის ფრენის ტრაექტორია ზუსტად განსაზღვრა.


„ყველაფერს ვითვლიდი, ნაბიჯებს სიარულისას, ეკლესიამდე ასასვლელ საფეხურებს, გარეცხილი თეფშების რაოდენობას, ყველაფერს, რისი დათვლაც შეიძლებოდა.“
 


ქათრინი 1918 წლის 26 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში დაიბადა. პატარა მათემატიკოსი ბავშვობიდან ციფრების დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. მისი მათემატიკური უნარები ადრეული წლებიდან უკვე შესამჩნევი იყო.

10 წლის ქათრინ ჯონსონი დასავლეთ ვირჯინიის საშუალო სკოლაში. 1928 წლის 1 ივნისი.


ქათრინმა 14 წლის ასაკში დაასრულა სკოლა 18 წლის ასაკში კი – უნივერსიტეტი. მისი აკადემიური მოსწრება გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა სკოლები აფროამერიკელი მოსწავლეებისთვის მერვე კლასის შემდეგ, ძირითადად, აღარ ფუნქციონირებდა.


       14 წლის ქათრინ ჯონსონი სკოლის დამთავრების მომენტში. 1936 წლის 1 მაისი


                                                         სტუდენტი ქათრინ ჯონსონი

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1937 წელს, ქათრინი ჩაირიცხა დასავლეთ ვირჯინიის შტატში მდებარე ისტორიულად შავკანიანებისთვის განკუთვნილ კოლეჯში. 18 წლის ასაკში, როდესაც მან დაამტავრა უნივერსიტეტი, იგი ფლობდა უმაღლესი მათემატიკოსის ხარისხს. ამ პერიოდში ქათრინს მასწავლებლად მუშაობა შესთავაზეს სწორედ იქ, სადაც თავად სწავლობდა.

1939 წელს, როდესაც ქათრინმა მასწავლებლის სამსახური დატოვა, გაიცნო თავისი პირველი მეუღლე ჯეიმს გობლი. ამ პერიოდში იგი ორსულად იყო პირველ შვილზე, ამიტომ ქათრინი ოჯახურ ცხოვრებაზე ფოკუსირდა.

                            ქათრინი ნასას ლანგლის კვლევით ცენტრში. 1953 წელი

მრავალი წლის შემდეგ, ნასას ფრენითი კვლევის დანაყოფში, (საიდანაც დაიწყო ამერიკული კოსმოსური პროგრამა) 33 წლიანი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, ქათრინის სახელი ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი იყო. ის ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით განათლებულ, გასაოცრად შრომისუნარიან მათემატიკოს ქალთაგან, რომელთაც იმ პერიოდში საკმარისი დაფასება არ ჰქონდათ.

„იმ დროს ჩვენ, ქალები, უნდა  ვყოფილიყავით მტკიცენი და აგრესიულნი, სწორედ ეს განსაზღვრავდა სად და როგორ წარიმართებოდა ჩვენი მომავალი.“ - ქათრინ ჯონსონი.


ქათრინი აღნიშნავს ქალიშვილის, ჯოილეტის საშუალო სკოლის დამთავრებას. 1958 წელი.

,,ქალი, რომელმაც დაარღვია რასობრივ-სოციალური ბარიერები, მისი თავდაუზოგავი შრომა და მათემატიკური შესაძლებლობები ადამიანს დაეხმარა მიეღწია მთვარემდე. ქათრინის წყალობით ჩვენმა კოსმონავტებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს კოსმოსში. ეს ის კვალია, ოფიციალურ განცხადებაში.

(,,ნასას’’ ოფიციალური განცხადება ქათრინ ჯონსონის გარდაცვალების შესახებ)

ჯონსონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია გადმოცემულია ფილმში „Hidden Figures“, რომელიც 2016 წელს გამოვიდა და ოსკარის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

 (ფილმი ,,Hidden Figures’’ თრეილერი)

მას შემდეგ, რაც, 1958 წელს, NACA NASA-დ გარდაიქმნა, ორგანიზაციაში რასობრივი სეგრეგაცია აიკრძალა. ჯონსონმა მუშაობა განაგრძო კოსმოსურ სამუშაო ჯგუფში.

1960 წელს მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა სტატია კოსმოსური ხომალდის ორბიტაზე განთავსების მათემატიკური გამოთვლების შესახებ: ეს იყო NASA-ს ამ განყოფილების პირველი სამეცნიერო პუბლიკაცია, რომლის ავტორთა შორის ქალი იყო. თავისი კარიერის მანძილზე ჯონსონი იყო 26 სამეცნიერო სტატიის ავტორი ან თანაავტორი.



1950-იან წლებში არ არსებობდა ისეთი კომპიუტერები, როგორიც დღეს გვაქვს. შესაბამისად, მეცნიერების დარგში მომუშავე დასაქმებულებს ხშირად ურთულესი ამოცანების ამოხსნა და ანგარიში სჭირდებოდათ, რაშიც სპეციალურ დამატებით მანქანებს და მმართველებს იყენებდნენ. ასე მუშაობდა ქათრინ ჯონსონიც, ამიტომ მას ადამიანი კომპიუტერი შეარქვეს.

2018 წლის 25 აგვისტოს, დიდი მათემატიკოსისის ოჯახის წევრებმა და ახლობლება დასავლეთ ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში ქათრინ ჯონსონის ბრინჯაოს ქანდაკება გახსნეს.



                    ქათრინი ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად


ქათრინს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. 2015 წელს, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯონსონი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.


2016 წელს მისი სახელი მიენიჭა NASA-ს გამოთვლითი კვლევების შენობას ლანგლის კვლევით ცენტრში (ჰამპტონი, ვირჯინია).


ქათრინ ჯონსონი 2020 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა.

National Geographic-ის ვიდეო  ქათრინ ჯონსონის შესახებ)

მისი ნაშრომები და მოღვაწეობა დღემდე აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანიმუშო მეცნიერულ მიღწევად, რომელსაც ადამიანები დღემდე მივყვებით.
 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning) XXI საუკუნეში?

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ერთი პროფესიის ან ერთხელ მიღებული ცოდნის იმედად ყოფნა აღარ არის საკმარისი. გაიგე, რას ნიშნავს უწყვეტი განათლება (Lifelong Learning), რატომ გახდა ის XXI საუკუნის ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ გვეხმარება მუდმივი სწავლა კარიერულ განვითარებაში.

ცოდნა, რომელიც არასდროს ჩერდება ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და ახალი ციფრული ინსტრუმენტები მუდმივად ცვლიან იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვქმნით მომავალს. ცოდნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმარისი იყო კონკრეტულ სფეროში წარმატებისთვის, დღეს შეიძლება განახლებას საჭიროე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ხელოვნური ინტელექტი, როგორც შენი თანამშრომელი

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური დამხმარეა, ის ამარტივებს რუტინულ პროცესებს, გვიზოგავს დროს და გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი ყურადღება დავუთმოთ კრეატიულობასა და განვითარებას. გაიგე, როგორ შეიძლება AI გახდეს შენი ციფრული თანამშრომელი და დაგეხმაროს თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის.

ხელოვნური ინტელექტი - ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აძლიერებს ბოლო წლების განმავლობაში ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი გვეგონა, დღეს უკვე რეალური ინსტრუმენტია, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს სწავლაში, მუშაობაში, კომუნიკაციასა და სხვადასხვა პროცესის გასამარტივებ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დავისვენოთ სწორად?

დასვენება პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. გაიგე, როგორ აღადგინო ენერგია სწორად, შეინარჩუნო ბალანსი სწავლას, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის და რატომ არის პაუზა განვითარების აუცილებელი ნაწილი.

დასვენება პროდუქტიულობის ნაწილია - რატომ გვჭირდება პაუზა? თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას ვიღებთ, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, დასვენება ხშირად მეორე ადგილზე გადადის. ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მეტ დროს დაუთმობს მუშაობას, მით უკეთეს შედეგს მიიღებს, თუმცა რეალობა განსხვავებულია. გადაღლილი გონება კარგავს კონცენტრა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI წიგნიერება ახალი უნარი, რომელიც ყველას სჭირდება

ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას და სამუშაო პროცესებს. გაიგე, რატომ გახდა AI წიგნიერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი უნარი და როგორ დაგეხმარება მისი ცოდნა პროფესიულ განვითარებაში.

ტექნოლოგიური ცვლილებები ყოველთვის ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, თუმცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ეს პროცესი ძალიან დააჩქარა. ის, რაც რამდენიმე წლის წინ მხოლოდ მომავლის იდეად ჩანდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია - AI გვეხმარება სწავლაში, მუშაობაში, ინფორმაციის დამუშავებაში, იდეების განვითარებასა და რთული პროცესების გამარტივებაში. დღეს ხელოვნური ინტელ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა