IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

სამუშაო გაკვეთილები: პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის ერთ წლიანი გამოცდილება

777

პროგრამირება

10.10.2022

839 დათვალიერება

ერთი წელი შესრულდა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა, ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და უამრავი ჩანაწერიც გავაკეთე, ვფიქრობ, მათი გაზიარება ყველასთვის სასარგებლო იქნება - არ აღიქვათ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის გამოცდილება მიღებულ კანონებად, ეცადეთ მოახდინოთ მათი ადაპტაცია. 

 

ნებისმიერ პროექტში, თავიდან აირიდეთ უარის თქმა 

როდესაც პროდუქტის მფლობელი გაძლევთ იდეის შესრულების უფლებას, პირველ რიგში, დაფიქრდით როგორ შეიძლება დაავლების შესრულება, თავიდან აირიდეთ “არას” თქმა და ეცადეთ არ ახსენოთ სიტყვა - “რთულია”. ეს კარგი იქნება თქვენი თავის გამოსაცდელად. 

 

Მაგრამ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ დაპირება დაკვეთს, გაურკვეველ საკითხზე, რომლის შესრულების გარანტიის მიცემაც არ შეგიძლია  - შეეცადე საფუძვლიანად გაანალიზო და იპოვო პრობლემის გადაჭრის საჭირო შესაძლებლობა. მაგრამ თუ ვერაფერს გახდებით დღის ბოლოს უარის თქმა საუკეთესო გამოსავალია.

 

იყავით გახსნილი, კეთილი და პოზიტიური

ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, სწორედ ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ შეცდომებს ვუშვებთ. შესაბამისად, ხანდახან ცუდი დღეები გვაქვს და ეს ჩვენს ხასიათზეც უარყოფითად აისახება. ეცადეთ, რომ გააბედნიეროთ თქვენი თანამშრომლები, არ დაიშუროთ საქებარი სიტყვები. ისინი ამას აუცილებლად დაგიფასებენ დაკისრებული სამუშაოს უმაღლეს დონეზე შესრულებით

 

მოუსმინე ყველას, სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია

გუნდური მუშაობისას (ერთსა და იმავე პროდუქტზე), მკაფიო კომუნიკაცია ძლაზედ მნიშვნელოვანია. ნუ მოელით თქვენი თანამშრომლებისგან თქვენნაირ აზროვნებას. უმჯობესია ერთად შექმნათ თქვენი შესასრულებელი სამუშაოს ნათელი სურათი და თავიდან აირიდოთ სამომავლო დროის ხარჯვა, არასწორად დაგეგმილი, მოსაზრებათა სხვაობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად

ნათლად ჩამოაყალიბეთ აუცილებელი მოთხოვნები. ნუ შეადგინთ გუნდის მიმართ მოთხოვნებს კლიენტის, პროდუქტის მფლობელისა და ბიზნეს ანალიტოკისის გარეშე, დასახული მიზნები განიხილეთ თანაგუნდელებთან ერთად. თუ ვერ ახერხებთ გეგმის შესრულებას, ეს აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ხემძღვანელს, რათა განისაზღვროს გეგმის ცვლილების აუცილებლობა. აუცილებელია იყოთ ღია გუნდთან და საქმესთან მიმართებაში.

 

თუ გადაწყვეტ კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება - დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა

თქვენ მარტო არ მუშაობთ - კარგი თანაგუნდელები ყოველთვის მზად არიან დაგეხმაროთ. არავინაა ვალდებული მარტომ იმუშაოს. როდესაც რაღაც პრობლემას წააწყდებით, სრულიად ნორმალურია დახმარების თხოვნა. ყურადღება მიქციეთ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას!

არასოდეს არ დანებდეთ, ნებისმიერი სირთულის შეკითხვაზე პასუხის მოძებნა სცადეთ. თუ გსურთ იპოვოთ ფაილი, სცადეთ მოძებნოთ რამდენიმე საკვანძო სიტყვა ცოდნის ბაზაში. თუ გსურთ იპოვოთ API პასუხის ფორმატი, შეეცადეთ გადახედოთ წყაროს კოდს.

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ: თუ კითხვა ეხება მოთხოვნილებებს, აუიცილებლად გაარკვიეთ ყველაფერი და გაუზიარეთ გუნდს, მაგრამ თუ პრობლემა, ტექნიკური ხასიათისაა, ეცადეთ თქვენით მიაგნოთ გამოსავალს.

სამწუხაროდ, უმცირესმა შეცდომამაც კი, შეიძლება გაგინადგუროთ კოდი - ჩაატარეთ კოდის ტესტირება ლოკალურად.

 

ახლა თუ არ გესმის - არ ნიშნავს, რომ ვერასოდეს გაიგებ

თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა, GoLang-ში დაწერილ მიკროსერვისებზე მუშოაბა რომ დავიწყება. Go-ზე იმდენი გამოცდილება არ მქონდა, რამდენიც JavaScript-ზე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე სიახლეებისკენ სწრაფვა. კოდის ასეთ დიდ ბაზებთან მუშაობა, ნამდვილად ტკივილს მოგგვრით. მაგრამ ჩემს თავს ბახსენებდი, რომ შეცდომები ჩემი არ ცოდნის გამო დავუშვი და მუდმივად ვცდილობდი მათ გამოსწორებას.

 

შესაძლოა, თქვენ წააწყდით დამაბნეველ შეცდომას ან შესაძლოა თქვენმა კოდმა გამოავლინოს აქამდე ნანახი შეცდომა. თავდაპირველად ცდილობთ მის გამოკვლევასა და ნაწილ-ნაწილ გამარვთვას. თუ მაინც ვერ შეძლებთ პრობლემების აღმოფხვრას, თქვენი უფროსების ან კოლეგებისგან სცადეთ რჩევების მიღება. იქნებ მათაც ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება? - თუ დღეს რაღაც არ მუშაობს, კარგად გამოიძინეთ და მისი გამოწორება მეორე დღეს განაგრძეთ, დასვენება ნამდვილად დაგეხმარებათ.

 

მოინდომეთ და ყოველდღე რაღაც ახლის შესწავლას შეძლებთ

შეცდომამ შესაძლოა საინტერესო კონცეფციამდე მიგიყვანოთ. წაიკითხეთ სხვების კოდი, რათა ნახოთ როგორ შესაბამისობაშია პროექტის ნიმუში - რეალურთან ( მომხმარებლის მიერ მისი გამოყენების შემთხვევაში). შეისწავლეთ მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაცია, რათა გაერკვეთ მისი მოხმარების ვარიაციებში - იყავით მზად სწავლისთვის და მუდმივად განვითარდით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy Stepლიდერი ITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549  ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51  ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა