IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

პროგრამირება შუახნის ასაკის შემდეგ

1000

პროგრამირება

19.05.2024

316 დათვალიერება

რატომ უნდა ისწავლონ ზდასრულებმა ადამინმა კოდირება? - ეს ცოტა სულელური შეკითხვაა.

 

რეალურად, ჩვენი მოტივაცია ხომ არ არის დამოკიდებული ასაკობრივ ჯგუფებსა და დემოგრაფიაზე, განვითარების სურვილმა და ცოტაოდენმა ცნობისმოყვარეობამ ზრდასრული ადამიანიც კი შეიძლება პროგრამირების სფეროში მიიზიდოს. ან შეიძლება ადამიანს მოსწონდეს პრობლემების კოდით გადაჭრა, უნდოდეს პროფესიის შეცვლა ისე რომ, ყოველდღიურად შინიდან გარეთ გამოსვლა აღარ უწევდეს... ზრდასრულ ადამიანებს არ სჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი კოდირების შესწავლისთვის; როგორც ნებისმიერ სხვას, მათაც მხოლოდ ცოტაოდენი მოტივაცია სჭირდებათ, თუმცა გვესმის, რომ პროგრამირების სწავლა შეიძლება ძალიან რთულადაც მოგეჩვენოთ

 

ბლოგში ვისაუბრებთ, როგორ უნდა შეისწავლო პროგრამირება თუ უკვე საშუალო ასაკში ხარ,  მოგიყვებით პროგრამულ ენებზე და ზოგიერთ პოპულარულ ფრეიმვორქებზე, რომლებიც დღეს გამოიყენება. 

 

აზრი რომ პროგრამირებისთვის ძალიან დიდი ხარ, თავიდან მოვიშოროთ; კოდირებაში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, რამდენი წლისაც არუნდა იყო შენ ამას მარტივად გაუმკლავდები, თავდაჯერებულობის ნაკლებობა და არასწორი ფიქრების ნაკადი ყველა ასაკში მყოფ ადამიანს შეუშლის ხელს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებაში

 

დისტანცირდი ყველასგან, ვინც გეუბნება შემდეგ ფრაზებს:

  • „კარიერის შეცვლა შენს ასაკში? შეუძლებელია.“
  • „ახალგაზრდები ამ ტექნიკურ უნარებს ითვისებენ ბევრად უფრო მალე, ვიდრე შენ შეძლებ.“
  • „ძალიან დიდი ხარ ახალი ენის დაუფლებისთვის, მით უმეტეს პროგრამირების ენის.“

 

არაეფექტურად განვლილ წლებს ვერავინ ვერ დაგვიბრუნებს, ნუ მოუსმენ სხვების შეხედულებებს, შენ უნდა იცოდე შენი ფასი, მიუხედავად შენი ასაკისა. არ მისცე გარკვეულ სტერეოტიპებს საშუალება წაგართვას თავდაჯერებულობა და ცნობისმოყვარეობა. არ ჰკითხო შენს თავს: იქნებ დიდი ვარ სიახლეებისთვის? შენ იმსახურებ უკეთესს, შენ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს. 

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2020 წლის Codeacademy-ს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად დასაქმებულ 45 მილიონამდე პროგრამისტიდან, 26 მილიონი 30 წელზე ზემოთ იყო, ხოლო 2 მილიონამდე ადამიანი 55 წელს იყო გადაცილებული. კოდირება ზრდასრული ადამიანისთვის შესაძლებელია და საპირისპიროს დამტკიცება დროის ფუჭი ფლანგვაა

 

 

ბედნიერი ცხოვრების მთავარი კომპონენტია, რომ აკეთო ის, რაც მოგწონს და რაც გაინტერესებს. პროგრამირება იმდენად ფართო სფეროა, რომ აუცილებლად იპოვი საშენო მიმართულებას. როგორც თითქმის ყველგან, პროგრამირების სწავლა თავიდან შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო იყოს, თუმცა, რაც უფრო დიდი დრო გავა და თქვენი გამოცდილება გაიზრდება, იგრძნობთ, რომ ყოველი მომდევნო კოდირების დღე უფრო ბედნიერია.

 

როგორ უნდა დაიწყო პროგრამირების სწავლა?
ინტერნეტის დღევანდელი შესაძლებლობებით ძალიან ადვილია სასურველი სფეროს დაუფლება, განსაკუთრებით პროგრამირების. თუმცა, ვიდრე სწავლის თავგადასავალს შეუდგები, საჭიროა შეაფასო შენი მოტივაციები და მიზნები

  1. გახსნა ახალი კარიერული შესაძლებლობები: ეკონომიკა დღეს ტექნოლოგიებით იმართება, ბუნებრივია, რომ პროგრამირება თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. სამუშაო ძალის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, მოთხოვნა პროგრამისტებზე 2025-2028 წლებში გაიზრდება 29%-ით, რაც დღევანდელი ყველა სამუშაოს საშუალო ტემპის გაოთხმაგებული ნიშნულია.
  2. გქონდეს უკეთესი ანაზღაურება: 2018 წლიდან Techsurvey-მ არაერთხელ გამოიკვლია თუ როგორი გადანაწილებაა IT სფეროში ასაკობრივი კუთხით და რა არის საშუალო/მედიანური ანაზღაურება თითოეული ასაკისთვის? როგორი გადანაწილებაა IT სფეროში გენდერული კუთხით და ანაზღაურების კუთხით? როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ასაკი, გამოცდილება და სამუშაოს ანაზღაურება და სხვა.... კვლევის შედეგებით, თვიურად საქართველოში დამწყები პროგრამისტისთვის საშუალო ხელფასი 5,500 ლარს შეადგენს. ამერიკასა და ევროპაში კი $11,200. ძირითადი ნაწილი სწავლის დაწყებიდან 1 წელზე ნაკლებ დროში იწყებს ანაზღაურებად სამსახურს/სტაჟირებას. ქალებსა და კაცებს შორის მედიანური ხელფასი გათანაბრებულია. ანაზღაურება ორმაგდება იმ პროგრამისტებისთვის, ვინც ამ სფეროში უკვე 5 წელზე მეტია დასაქმებული
  3. შექმენა პირადი პროექტი: ბევრი ადამიანი სწავლობს კოდირებას ვებ-საიტის ან აპლიკაციის შესაქმნელად. თუ გსურს შექმნა საკუთარი პროექტი ეს სწავლის ძალიან კარგი დასაწყისია! დარწმუნდი რომ პროექტი, რომელიც დაიწყე საკმარისად საინტერესოა. გასაოცარი შეგრძნებაა, როცა ჩქარობ რაც შეიძლება მალე აითვისო ახალი უნარები შენი პროექტისთვის, მაგრამ, ამავდროულად, პროექტი უნდა იყოს ისეთი, რომ მასზე მუშაობა რამდენიმე საათში არ მოგბეზრდეს. 

 

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

Harvard Health-ის თანახმად, მაღალი ხარისხის განათლება ზოგადად დაკავშირებულია უკეთეს მენტალურ ფუნქციონირებასთან ცხოვრების გვიან წლებში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მუდმივი განათლება ხელს უწყობს მახსოვრობას, რადგან ადამიანს უჩნდება ჩვევა იყოს ყოველთვის მენტალრად აქტიური. მენტალური დავალებების მიღებით ხდება პროცესების გააქტიურება, რომლებიც ეხმარება ტვინის ინდივიდუალური უჯრედების შენარჩნებას და ასტიმულირებს მათ შორის კავშირს - გრძელვადიან პერიოდში კოდირების შენს ყოველდღიურობაში ჩასმა იქონიებს შესანიშნავ გავლენას საერთო კოგნიტურ ჯანმრთელობაზე. 

 

განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამული ენები, რომლებსაც პროფესიონალები იყენებენ. გახსოვდეს, რომ ენები, რომლებსაც აირჩევ, უნდა იყვნენ თავსებადი თქვენს მიზნებსა და მოლოდინებთან. 

 

ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი ენებია: JavaScript (56.9%), Python (51.6%), Java (38.1%), C# (21.7%) და C++ (17.2%).

 

JavaScript

JavaScript არის სკრიპტირების ენა, რომელის კოდერებს აძლევს საშუალებას შექმნან დინამიურად ფუნქციონალური ვებ გვერდები. JavaScript-ის გარეშე ვებ გვერდები იქნებოდა სრულიად არარესპონსიული მომხმარებლის მხრიდან საიტთან ინტერაქციისას. 

მართალია - JavaScript არის ის, რაც საიტს ქმნის რესპონსიულს და აქტიურს. ყველა თვისება, რომელსაც ხედავ, მათ შორის ინტერაქციული რუკები და ანიმაციური გრაფიკა, დიდი ალბათობით, ჯავასკრიპტის საშუალებითაა მიღებული. 

ვებ დეველოპმენტისთვის ჯავასკრიპტი ხშირად გამოიყენება HTML და CSS-თან ერთად, რომლებსაც მოგვიანებით გავეცნობით.

 

Python

ძირითადად გამოიყენება მონაცემთა ბაზებისთვის და „კულისებს მიღმა“ ბიზნეს ლოგიკისთვის. პაითონი არის მოქნილი პროგრამირების ენა ჯავასკრიპტის მსგავსად. განსხვავებით სხვა ენებისა, პაითონის სინტაქსი არის უფრო მსუბუქი, რომელიც მას ხდის საუკეთესო არჩევანს დამწყებთათვის, ვისაც არ აქვს დიდი გამოცდილება კომპიუტერულ ლოგიკაში. 

მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ უფრო კომპლექსური ფუნქციონალები პაკეტების დაიმპორტებით - კოდების ნაწილები, რომლებიც დაწერილია სხვა დეველოპერების მიერ. ენა უფრო ხშირად გამოიყენება მანქანურ სწავლებაში, მაგრამ ასევე შევხვდებით კომპლექსური პროცესების ავტომატიზაციაში, მონაცემთა გაწმენდაში და აპლიკაციებისთვის გრაფიკული ინტერფეისის შექმნაში. 

 

Java

არა, ეს ყავა არაა - Java არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამირების ენა გლობალურად. როგორც ობიექტზე ორიენტირებული ენა, პროგრამები თავმოყრილია „ობიექტის“ იდეის ირგვლივ - ანუ, კოდების პაკეტები, რომლებსაც აქვთ თავიანთი ატრიბუტები და ქცევები და შეუძლიათ ერთმანეთთან ინტერაქცია. 

ჯავა პოპულარული 90-იან წლებში გახდა, როგორც პირველი ენა, რომელიც არ იყო დამოკიდებული ოპერაციულ სისტემაზე, რაც ნიშნავს, რომ ჯავას კოდის დაწერა და გაშვება შესაძლებელი იყო ნებისმიერ მანქანაზე. ეს წამყვანი ენა გამოიყენება ყველაფერში: მობილური მოწყობილობებიდან - გეიმ კონსოლებით, მოწყობილობების დრაივერებსა და მონაცემთა ბაზების აპლიკაციებამდე.

 

საკუთარი პროექტი

ოდესმე გიფიქრია, რომ პრობლემის მოგვარება, რომელიც ცხოვრებაში დისკომფორტს გიქმნის, შესაძლებელია პროგრამირებით გადაჭრა? თუ ასეა, მაშინ დროა შექმნა შენი პროექტი. 

ზოგადად, უნარები, რომლებიც დაგჭირდება, დამოკიდებულია პროექტზე. თუმცა თუ ქმნი მარტივ საიტს ან აპლიკაციას, უნდა ორიენტირდე ქვემოთ მოცემულ რამდენიმე მთავარ ენაზე.

 

HTML

HTML ან HyperText Markup Language (ჰიპერტექსტური მარკირების ენა), წარმოადგენს ვების ხერხემალს უკვე რამდენიმე ათეული წელია. შეიძლება საშიშად ჟღერდეს, მაგრამ იგი საერთოდ არ არის რთული.

ვებგვერდის თითოეული გვერდი შედგება HTML ფაილებისგან, ბოლოში მონიშნული გაფართოებით .html. ერთი HTML ფაილი განსაზღვრავს შინაარსის სტრუქტურას და განლაგებას ერთ გვერდზე.

HTML შედგება ტეგებისგან, რომლებიც ფორმატდებიან ზუსტად ისე, როგორც კონტენტი უნდა იყოს ნაჩვენები. ტეგების უმეტესობას აქვს გახსნის და დახურვის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს საზღვრებს კონტენტს შორის. პარაგრაფები, მუქი ტექსტი, გამოსახულებები, ცხრილები, ღილაკები, ლინკები და კონტეინერები, ყველა ამ დაწერილი ტეგებითაა განსაზღვრული. 

 

CSS

მხოლოდ HTML-ით ვებსაიტი ნამდვილად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. მარტივი HTML მუშაობს კარგად, მაგრამ იგი უბრალოა და არარესპონსიული. CSS ან Cascading Style Sheets (კასკადური სტილების ცხრილი) განსაზღვრავს ვებსაიტის გარეგნობას და მგრძნობელობას. ფერებიდან დაწყებული, ფონტებით, ზომებისა და მარტივი ანიმაციების ჩათვლით, ყველაფერი CSS-ის საშუალებით კეთდება. 

 

JavaScript

როგორც მაღლა აღვწერეთ, JavaScript გვეხმარება ვებსაიტს შევძნოთ კომპლექსურობა და დინამიურობა რესპონსიული ქცევის დამატებით. პროგრამისტებს შეუძლიათ შეცვალონ HTML ელემენტის რეაქცია JavaScript-ის გამოყენებით. მაგალითად, დეველოპერმა შეიძლება აირჩიოს ღილაკი სახელით ჯავასკრიპტის დოკუმენტში, რომელიც დაკლიკებისას შეცვლის ვებსაიტის ბექგრაუნდის ფერს. რათქმაუნდა, შესაძლებელია უფრო კომპლექსური ანიმაციბის და ქცევის დამატება.

 

Scratch

თუ კოდირების ფრეიმვორქების ფართო ეკოსისტემამ შეგაშინა, გირჩევთ სწავლა Scratch-იდან დაიწყოთ. 

თავდაპირველად იგი ბავშვებისთვის შეიქმნა, ამიტომ ზრდასრულებისთვის საინტერესოც არ არის. ენა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინტერქაციული მედია, ამინაციები, მაღაზიები და თამაშები ონლაინ ინტერაქციულ ქომიუნითიში. 

Scratch უზრუნველყოფს კოდირების შესავალს მიუხედავად შენი ასაკისა. 

 

Swift

Apple-ის მიერ შექმნილი Swift არის კროსოვერი პროგრამირების ენა, რომელიც შესაფერისია როგორც მობაილ, ასევე დესკტოპ აპლიკაციებისთვის. სხვა თანამედროვე ენებთან შედარებით, Swift-ში „წერა უსაფრთხოა“, რაც ნიშნავს, რომ პროგრამისტებს არ შეუძლიათ ცვლადის გამოყენება არასწორი ცვლადის დაწერის შემთხვევაში. მარტივად რომ ტქვათ, უფრო მარტივია შეცდომებისა და ბაგების გამოსწორება, როდესაც ისინი ჩნდებიან.

თუ შექმენი ცვლადი, ან ფლეისჰოლდერი, რომელსაც აქვს სახელი, შემდეგ რიცხვისთვის ცვლადის მინიჭება შეუძლებელი იქნება. შედეგად, Swift-ის დებაგერი ავტომატურად იჭერს დამწყებების შეცდომებს, რაც თავიდან გვაცილებს კოდის სტრიქონების გადაკითხვის საჭიროებას. 

Swift ყველაზე ხშირად აიფონის აპლიკაციების შემუშავებასა და მოწყობილობის დრაივერების ლოგიკაში გამოიყენება, რომელიც ემყარება სმარტ საათებს, ფიტნეს ტრეკერებსა და სხვა.

 

 

შეჯამება

თუ ოდესმე გიფიქრია - შეუძლია 40 წლის ადამიანს ისწავლოს კომპიუტერული მეცნიერება? შესაძლებელია გახდე პროგრამისტი 50 წლის ასაკში? - მაშინ მარტო არ ხარ. ბევრს შეცდომით სჯერა, რომ პროგრამირების სწავლა ზრდასრულებისთვის შეუძლებელია, მათი სტერეოტიპები სიმართლისგან ძალიან შორსაა.გინდა ყველაზე საინტერესო სფეროს შესწავლა? შემოგვიერთდით  Python-ის დისტანციურ კლასებზე, ადგილები შეზღუდულია

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა