IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ბრენდ დიზაინის საუკეთესო ტენდენციები

541

დიზაინი

09.06.2023

1092 დათვალიერება

ბრენდის აქტუალობის შენარჩუნება მუდმივი გამოწვევაა.  იყავით ერთი ნაბიჯით წინ ამ ტენდენციების დამხარებით ბრენდ დიზაინის სფეროში.

 

ბრენდინგს დიდი დატვირთვა აქვს - უნდა იყოს უნიკალური, ცნობადი, გადმოსცემდეს ბრენდის მისიას, მიზანს, იდენტობასა და ა.შ.

თანამედროვე ბრენდ დიზაინი უამრავ რამეს მოიცავს. ეს არის ბრენდის ვიზუალური იდენტობა, რომელიც მოიცავს ლოგოს, ფერთა პალიტრას, გრაფიკულ ელემენტებს და მათი გამოყენებისა და პრეზენტაციის საშუალებებს მარკეტინგულ მასალებსა და პროდუქტებში. ასევე არსებობს ბრენდის ხმა, საშუალება, რომლითაც ბრენდი მსოფლიოს ესაუბრება. 

მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ბრენდ დიზაინის სახელმძღვანელო (ბრენდ ბუქი), ან ხართ მისი შექმნის პროცესში, ეს ახალი ტენდენციები დაგეხმარებათ ნახოთ თუ როგორ შეიძლება მათი თქვენს საქმიანობაში დანერგვა. მათგან ინსპირაციის მიიღებთ და კონკურენტებისგან განსხვავებით ერთი ნაბიჯით წინ იქნებით.

 

ნოსტალგიით შეპყრობა

ადამიანებში ემოციური რეაგირების აღძვრა  ბრენდისთვის პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარების უტყუარი გზაა. 

ეს სიახლე არ არის - მარკეტერები დიდი ხანია იყენებენ მას სულისაღმძვრელი რეკლამების შესაქმნელად, ან ისეთი ემოციების გამოსაწვევად, როგორიცაა ბედნიერება და სიხარული, რაც პროდუქტისა და ბრენდის მიმართ შესაბამის ასოციაციას ქმნის. ნოსტალგია უკვე ნაცადი და გამართლებული ხერხია პოზიტიური ემოციების აღსაძრელად. 

თუმცა მაშინ, როცა რეკლამას აქვს ამ ემოციების წარმოქნის უფრო მასშტაბური შესაძლებლობა, ბრენდინგის საშუალებები ბევრად შეზღუდულია. საუკეთესო გზა ბრენდინგის შემთხვევაში ნოსტალგიაა. შეგიძლია გამოიყენო 90-იანებისა და 2000-იანების სტილი, რაც ტექნოლოგიური ბუმის ეპოქისგან გამოწვეული მღელვარების ასოციაციას შექმნის. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ ეპოქას ამოირჩევ, მთავარია ამ დიზაინმა ადამიანებში ძველი პერიოდის ნოსტალგიის აღძრას. 

 

მინიმალისტური სტილი

თანამედროვე ეპოქაში მუდმივად განვიცდით უამრავი ინფორმაციისა და ვიზუალური რესურსების სიჭარბეს. 

გაჩაღებულია მუდმივი ომი ჩვენი ყურადღების მისაპყრობად. ადამიანების უმეტესობა კი ფიქრობს, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზაა ყველაფრის ერთდროულად ჩვენება და შემდეგ დაკვირვება, თუ რომელი გაამართლებს. მაგრამ ბევრი ყოველთვის უკეთეს გზას არ ნიშნავს და ხანდახან მინიმალისტური დიზაინი არის საუკეთესო არჩევანი, რომელიც დაეხმარება შენს ბრენდს იყოს გამორჩეული.

ზოგიერთ ყველაზე ცნობილ ლოგოსა და დიზაინს რომ დავაკვირდეთ, როგორიცაა Nike და Apple, მივხვდებით, რომ ჩვენ მათი სიმარტივე მოგვწონს. ამ შემთხვევაში ნაკლები არის უმჯობესი. მინიმალისტური ელემენტების არჩევისას თქვენ მისცემთ ბრენდს საშუალებას ჩამოიყალიბოს სწორედ ასეთი საკულტო სტატუსი. 

 

მინიმალისტური ლოგოების მეორე უპირატესობას წარმოადგენს პიქსელების სიმცირე და ჩატვირთვის სიჩქარე, რაც აუმჯობესებს ვებსაიტზე ონლაინ გამოცდილების ხარისხს. რა თქმა უნდა, საუკეთესო დიზაინერები აირჩევენ ვექტორულ რედაქტორებს ლოგოების შესაქმნელად, მაგრამ მინიმალიზმის პრინციპები ამ შემთხვევაშიც მუშაობს.

მინიმალისტურ მიდგომას თავისი საფრთხეც ახლავს - ზედმეტი სიმარტივე შესაძლოა არაეფექტური გამოჩნდეს. შექმნა რაიმე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ეფექტური და ძლიერი, დიზაინერებისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ასე რომ, წარმატების მისაღწევად საჭიროა კარგად ისწავლოთ და დაეუფლოთ ამ მიმდინარეობას. 


 

აქციე ბრენდი მეტად "ადამიანური"

თუ გსურს, რომ შენი ბრენდი იყოს წარმატებული, მომხმარებლებში რა თქმა უნდა ნდობა უნდა გამოიწვიო. 

ადამიანები აფასებენ ავთენტურობას და სურთ, რომ ეს იმ ბრენდებშიც იგრძნობოდეს, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. ერთ-ერთი გზა ამ ნდობის მოსაპოვებლად არის ბრენდის ჰუმანიზაცია და მასში ჰუმარური ხმის გამოკვეთა.  

ჰუმანიზაციის ერთ-ერთი გზაა ბრენდის აქტივიზმი და მისი რელევანტურ, აქტუალურ და ღირებულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანაა. როგორიცაა გარემოს დაცვა და ადამიანების უფლებები. 

ბრენდინგის ელემენტებისა და კამპანიების შექმნა, რომლებიც ამ მიზნებს ემსახურება, დაეხმარება თქვენს ბრენდს იყოს უფრო ადამიანური და რელევანტური. 

რა თქმა უნდა, თქვენი ბრენდიც სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და რეალურად განახორციელოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ძალისხმევა არაკეთილსინდისიერი იქნება.

ყველა ტენდენციიდან, ბრენდის ჰუმანიზაცია არის ყველაზე რთული მისაღწევი. მაგრამ როდესაც იგი გაამართლებს, თქვენ ნამდვილად ლოიალურ მომხმარებლებს შეიძენთ.

 

UI/UXდიზაინიზრდის მომხმარებლის ჩართულობას.კარგად შემუშავებული ვებსაიტი ან აპლიკაცია უფრო მეტად იზიდავს და ინარჩუნებს მომხმარებლებს, ისწავლე ეს პროფესია ჩვენთან:

დარეგისტრირდი მარტივად

 

დიდი გრადიენტები

ლოგოზე ან ბრენდინგზე გრადიენტის დამატება არის  მოტყუებითი მარტივი ტექნიკა, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. 

როდესაც გრადიენტზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ერთი ფერის გაუფერულებას არ ვგულისხმობთ. აქ საუბარია სხვადასხვა ფერების კომბინირებაზე გრადიენტების გამოყენებით. 

ასეთი ლოგოს საუკეთესო მაგალითია Instagram. იგი უხვად ურევს ერთმანეთში სხვდასხვა ფერებს, რაც ნამდვილად ხდის ლოგოს გამორჩეულს. სწორად გამოყენების შემთხვევაში, გრადიენტებს შეუძლიათ თქვენს ბრენდინგს შემატონ დინამიურობისა და სტილის ახალი დონეები. 

ამ კატეგორიის ქვეტენდენციებია მდნარი და თხევადი გრადიენტები. ისინი დიზაინს აძლევენ სამეცნიერო ფანტასტიკის ელფერს და ხდიან არაამქვეყნიურ ბრენდინგს.


 

ნეგატიური სივრცეები

ჩვენ გვიყვარს ნეგატიური სივრცის კრეატიული გამოყენება ლოგოტიპსა და ბრენდინგში.

ჩვენი აზრით, ეს არის ვიზუალური დიზაინის ნაკლებად გამოყენებადი ტექნიკა, მეტ ყურადღებას იმსახურებს. მისი მუშაობის პრინციპი შემდეგია - ტექსტის ან ლოგოს ირგვლივ და შიგნით არსებული ცარიელი სივრცეები გამოყენებულია როგორც დიზაინის ნაწილი. მას თეთრ სივრცესაც უწოდებენ. 

ხშირად ნეგატიური სივრცე თითქმის ისე მუშაობს, როგორც ოპტიკური ილუზია. ამის საუკეთესო მაგალითია FedEx-ის ლოგო. ერთი შეხედვით, მხოლოდ ორი მარტივი სიტყვა ჩანს, მაგრამ თუ ცოტა უფრო დიდხანს დააკვირდები დაინახავ, რომ x-სა და e-ს შორის ისრის ფორმაა წარმოდგენილი. 

ეს არის გენიალური ტექნიკა, რომელიც ნეგატიური სივრცეების ერთ დადებით თვისებას უსვამს ხაზს - მას შეუძლია მიიპყროს მომხმარებლის ყურადღება. სხვა ასევე ცნობილი მაგალითია WWF-ის ლოგო, სადაც შავი ლოგოსა და თეთრი სივრცის საშუალებით ჩინური პანდაა წარმოდგენილი. 

 

ლოგოს ანიმირება

დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ანიმაციური ლოგოები საუკუნეებს გაუძლებენ და, ვფიქრობთ დადგა დრო როცა ეს ტრენდი სათანადო ყურადღებას მიიპყრობს. 

რა თქმა უნდა, სტატიკური ლოგო შესანიშნავია, მაგრამ მაშინ როცა, ციფრულ სამყაროში ამდენი აქტივობა ხორციელდება, უბრალოდ ლოგიკურია, რომ გამოვიყენოთ მისი შესაძლებლობები და მოვახდინოთ ლოგოების ანიმირება ამ სივრცეებში. 

მოძრაობა და ანიმაცია თავისი ბუნებით იპყრობს ყურადღებას. ანიმაციური ლოგო კი თქვენს აუდიტორიას ბევრად უფრო ეფექტურად მიიზიდავს, ვიდრე სტატიკური. 

გარდა ამისა, ანიმაციური ლოგოები გაძლევენ კომუნიკაციის დამატებით დონეს, რომელთა საშუალებითაც შეგიძლია გადმოსცე შენი ბრენდის დანიშნულება. ისინი შეიძლება გადმოსცემდნენ მხიარულებას, სპონტანურობასა და ა.შ. 

 

თამამად გამოიყენე ფერები

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში პოპულარობას ინარჩუნებდა მშვიდი ფერები კიდევ უფრო წყნარი პასტელური ელფერებით, რომლებიც ცენტრალურ ნაწილს იკავებდნენ. 

ეს ტენდენცია ალბათ წარმოადგენს რეაქციას 2010 წლის ნეონის კაშკაშა ფერების დომინირების წინააღმდეგ. ახლა კი დროა ისევ დავუბრუნდეთ კაშკაშა ფერებს, მაგრამ არა ისეთს, როგორიც 2010-იანებში იყო. ამის ნაცვლად უნდა მოველოდეთ უფრო თამამი ფერების ხილვას. 

არსებობს მკვეთრი ფერების გამოყენების ბევრი დადებითი მხარე. ისინი არა მხოლოდ ყურადღებას იპყრობენ, არამედ დადებითი გავლენა აქვთ ხასიათზეც.  

ცოცხალი, ნათელი და კაშკაშა ფერების კომბინაცია ქმნის ბედნიერებისა და სიმსუბუქის გრძნობას, რომელიც თქვენს ბრენდს უფრო პოზიტიურად წარმოაჩენს. 

 

იუმორისა და მიმების გამოყენება

რეკლამის არსებობის პერიოდში, ადამიანების გამხიარულება არის ყველაზე ძლიერი მარკეტინგული მეთოდი.

იუმორი წარმოადგენს გზას ბრენდის რელევანტურობის წარმოსაჩენად და საჩვენებლად, რომ არც იგი აღიქვამს საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად. რა თქმა უნდა, როდესაც ბრენდ ცდილობს იყოს სასაცილო, მაგრამ არ გამოსდის, მას უარყოფითი ეფექტი აქვს. უტყუარი გზა, რომელიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ იუმორი თქვენს ბრენდინგში, არის მიმები. 

მოსალოდნელია, რომ უფრო და უფრო მეტი ბრენდი დაიწყებს მიმების გამოყენებას, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოების. ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ გამოგადგებათ, არის მიმებისთვის ანიმაციების დამატება. თუ ისწავლით მიმების ანიმირებას, ნახავთ როგორ მკვეთრად გაიზრდება თქვენი ბრენდი. 

 

იმედი გვაქვს, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ თქვენი ბრენდ დიზაინისთვის ახალი იდეების გენერირებასა და წარმატებაში, მათ კი ვისაც საკუთარი სტარტაპის წამოწყება სურს აუცილებლად უნდა შემოგვიერთდეს IT Academy Step-ში ბრენდ დიზაინის კურსზე, რათა თავად განსაზღვონ და ააგონ ძლიერ ბრენდინგზე დაფუძნებული კომპანია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა