IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

პროგრამირების ტოპ 10 წიგნი, რომელიც 2023 წელს უნდა წაიკითხოთ

99

პროგრამირება

06.05.2023

2153 დათვალიერება

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პროგრამირება მხოლოდ ჰობი იყო. ახლა კი იგი შესანიშნავ კარიერულ უნარად იქცა, რომლის  შესწავლაც მარტივად, დღესვე და აქვე შეგიძლია დაიწყო, მას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. რამდენიმე მათგანია:

  1. განვითარება მიმდინარე სამუშაო სფეროში

  2. შინიდან გაუსვლელად სამსახურის პოვნა, მაღალი ანაზღაურებით

  3. დისტანციური და დაბალანსებული შრომა

  4. საკუთარი ბიზნესის დაწყება

  5. ლოგიკისა და მსჯელობის უნარის გაუმჯობესება

 

სწორედ ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, წარმოგიდგენთ პროგრამირების 10 საუკეთესო წიგნს 2023 წლისთვის.  

 

 

 

10. მოქნილი უნარები: პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის ცხოვრების სახელმძღვანელო

 

სოფტვეარ დეველოპერების უმეტესობისთვის კოდის წერა სახალისო ნაწილია. ყველაზე რთულია კლიენტებთან, მენეჯერებსა და თანატოლებთან ურთიერთობა, ფინანსური უსაფრთხოების მიღწევა, ფორმის შენარჩუნება და ნამდვილი სიყვარულის პოვნა. ეს წიგნი სწორედ ამაში დაგეხმარებათ.

ეს წიგნი არის ტექნოლოგიების პროფესიონალის გზამკვლევი დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისათვის. მასში დეველოპერი და ცხოვრების მწვრთნელი ჯონ სონმესი დეველოპერებს სთავაზობს რჩევებს ისეთ მნიშვნელოვან „რბილ“ თემებზე, როგორიცაა კარიერა და პროდუქტიულობა, პირადი ფინანსები და ინვესტიციები და თუნდაც ფიტნესი და ურთიერთობები. წიგნი 71 მოკლე თემისგან შედგება. თითოეული თავის ბოლოს მოცემულია “მოქმედების” განყოფილება, რომელიც გასწავლის როგორ მიიღო სწრაფი შედეგები. მოქნილი უნარები დაგეხმარება იყო უკეთესი პროგრამისტი, უფრო ღირებული თანამშრომელი და ბედნიერი, ჯანმრთელი ადამიანი. 

ნახე Amazon-ზე


 

9. Cracking the Coding Interview

მე არ ვარ რეკრუტერი. მე ვარ ინჟინერი. აქედან გამომდინარე, ვიცი რას ნიშნავს, როცა გთხოვ ადგილზე შეადგინო ბრწყინვალე ალგორითმები და შემდეგ დაფაზე  უნაკლო კოდი დაწერო. ეს გამომივლია როგორც კანდიდატს და როგორც ინტერვიუერს.

 

ეს წიგნი ამ პროცესში დაგეხმარება, გასწავლის რა უნდა იცოდე და მოგცემს საშუალებას საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი თავი. მე ასობით ინჟინერი გამიწვრთნია და გამომიკითხავს, შედეგი კი ეს წიგნია. 

 

ისწავლეთ როგორ აღმოაჩინოთ დამალული მინიშნებები და დეტალები კითხვებში, როგორ დაშალოთ პრობლემა მართვად ნაწილებად, შეიმუშაოთ ტექნიკები პრობლემებიდან გამოსაძვრენად, ისწავლეთ (ან ხელახლა ისწავლეთ) კომპიუტერული მეცნიერების ძირითადი ცნებები და ივარჯიშეთ გასაუბრებების 189 კითხვაზე. ეს კითხვები არის რეალური; ისინი კომპიუტერული მეცნიერებების სასწავლო წიგნებიდან არ ამოგვიღია. ისინი ასახავს იმას, რასაც ნამდვილად ითხოვენ ტოპ კომპანიებში, რათა მაქსიმალურად მომზადებული იყოთ გასაუბრების წინ. 

ნახე Amazon-ზე







 

8. Design Patterns

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დიდი გამოცდილებით, ოთხი მაღალი დონის დიზაინერი წარმოგიდგენთ მარტივი და ლაკონიური გადაწყვეტილებების კატალოგს ხშირად წარმოქმნილი პრობლემებისთვის. ეს 23 პატერნი საშუალებას აძლევს დიზაინერებს შექმნან უფრო მოქნილი, ელეგანტური და მრავალჯერადი გამოყენების დიზაინები მათი ხელახალი აღმოჩენის გარეშე. 

 

ავტორები იწყებენ პატერნების ახსნით და მათ შესაძლებლობებზე ობიექტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას. შემდეგ კი აგრძელებენ ხშირად გამეორებადი დიზაინების დასახახელებას, ახსნას, შეფასებასა და მათ კლასიფიკაციას. ამ წიგნის საშუალებით ისწავლი როგორ ჯდებიან პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის პროცესში ეს მნიშვნელოვანი პატერნები და როგორ შეგიძლია მათი ეფექტური გამოყენება სხვადასხვა პრობლემების დროს. 

 

თითოეული პატერნი აღწერს იმ სიტუაციებს, რომლებშიც მათი გამოყენება ყველაზე შესაფერისია, როდის შეიძლება მათი გამოყენება სხვა დიზაინის შეზღუდვების პირობებში და საუბრობს უფრო დიდი დიზაინის ფარგლებში პატერნის გამოყენების შედეგებზე. ყველა პატერნი შეკრებილია რეალური სისტემებიდან და დაფუძნებულია რეალურ მაგალითებზე. თითოეული პატერნი ასევე მოიცავს კოდს, რომელიც გვიჩვენებს როგორ შეიძლება იქნას იგი გამოყენებელი ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ენებში, როგორიცაა C++ ან Smalltalk.

ნახე Amazon-ზე

 

დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

7. The Clean Coder

პროგრამისტები, რომლებიც უძლებენ და აღწევენ წარმატებას გაურკვევლობისა და უწყვეტი ზეწოლის პირობებში, იზიარებენ ერთ საერთო თვისებას: ისინი ზრუნავენ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პრაქტიკაზე და მას ხელოვნებად აღიქვამენ. ისინი პროფესიონალები არიან.

 

ამ წიგნში პროგრამული უზრუნველყოფის ლეგენდარული ექსპერტი, რობერტ ს. მარტინი წარმოგიდგენთ პროგრამული უზრუნველყოფის ჭეშმარიტი ოსტატობის დისციპლინებს, ტექნიკას, ხელსაწყოებსა და პრაქტიკას. ეს წიგნი სავსეა პრაქტიკული რჩევებით ყველაფრის შესახებ - შეფასებიდან და კოდირებიდან, რეფაქტორირებამდე და ტესტირებამდე. იგი მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ ტექნიკას - დამოკიდებულებას. მარტინი გვიჩვენებს როგორ უნდა მივუდგეთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტს პატივისცემით, საკუთარი თავის პატივისცემითა და სიამაყით; სუფთად და სწორად მუშაობას; ერთგულ კომუნიკაციასა და შეფასებას; რთულ გადაწყვეტილებებთან სიცხადითა და პატიოსნად შეხვედრას; და გაგებას, რომ ღრმა ცოდნა მოდის მოქმედების პასუხისმგებლობასთან ერთად.

ნახე Amazon-ზე


 

6. The Mythical Man-Month

 

არც თუ ისე ბევრი წიგნი არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის პროექტ მენეჯმენტზე, რომელიც The Mythical Man-Month-ის მსგავსად გავლენიანი და უკვდავია. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფაქტებისა და დამაფიქრებელი მოსაზრებების შერწყმით, ფრედ ბრუკსი გვთავაზობს ინფორმაციას ყველასთვის, ვინც რთულ პროექტებს მართავს. ეს ესეები ემყარება ფრედ ბრუსკის გამოცდილებას, როგორც IBM System/360-ის კომპიუტერული ოჯახისა და შემდეგ OS/360-ის პროექტ მენეჯერის. 

ნახე Amazon-ზე













 

5. Working Effectively with Legacy Code

ამ წიგნში მაიკ ფიზერსი გვთავაზობს სტრატეგიებს გრძელი, დაუტესტავი მემკვიდრული კოდების ბაზებთან ეფექტური მუშაობისთვის. 

 

ეს წიგნი დაფუძნებულია იმ მასალებზე, რომლებიც მაიკლმა თავისი ცნობილი Object Mentor-ის სემინარებისთვის შექმნა: ტექნიკებს, რომლებიც მაიკლმა ასობით დეველოპერის სწავლებისას გამოიყენა, ტექნიკურ მენეჯერებსა და ტესტერებს თავიანთი მემკვიდრული სისტემები კონტროლის ქვეშ მოჰყავთ. 

 

ეს წიგნი ასევე შეიცავს ოცდაოთხი ტექნიკის კატალოგს, რომლებიც დაგეხმარებათ პროგრამის ელემენტებთან იზოლირებულად მუშაობაში და უფრო უსაფრთხო ცვლილებების განხორციელებაში.

ნახე Amazon-ზე


 

4. Refactoring

მას შემდეგ რაც ობიექტზე ორიენტირებული ტექნოლოგია - კონკრეტულად კი Java-ს პროგრამირების ენა - იქცა ჩვეულებრივობად, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების საზოგადოება ახალი პრობლემის წინაშე დადგა. ნაკლებად გამოცდილი დეველოპერების მიერ შექმნილი ცუდი პროგრამების დიდმა რაოდენობამ გამოიწვია არაეფექტური და რთულად შესანარჩუნებელი აპლიკაციების წარმოშობა. პროგრამული სისტემის პროფესიონალებს კი სულ უფრო და უფრო ხშირად უწევდათ აღმოეჩინათ, თუ რამდენად რთულია ამ მემკვიდრეობით, არაოპტიმალურ აპლიკაციებთან მუშაობა.

 

წლების განმავლობაში ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ექსპერტები ითვისებდნენ უამრავ ტექნიკას იმისათვის, რომ გაეუმჯობესებინათ მსგავსი სოფტვეარ პროგრამების სტრუქტურული მთლიანობა და მათი შესრულება. ეს მეთოდები, რომლებსაც რეფაქტორირებას უწოდებენ, ექსპერტების კომპეტენციაში დარჩა, რადგან აქამდე არ ყოფილა არცერთი მცდელობა ამ ცოდნის სხვა ფორმაში გადაქცევის, რომელსაც ყველა დეველოპერი გამოიყენებდა. წიგნში “Refactoring: Improving the Design of Existing Software” ობიექტის ტექნოლოგიის ცნობილი მენტორი, მარტინ ფოულერი არღვევს ახალ ნიადაგს, მხელს ამ სამაგისტრო პრაქტიკებს და აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის პრაქტიკოსებს გააცნობიერონ ამ ახალი პროცესის მნიშვნელოვანი სარგებელი. 

ნახე Amazon-ზე


 

3. Head First Design Patterns

 

ნებისმიერ მომენტში ვიღაც სხვა შეიძლება ზუსტად იმ პრობლემას ებრძოდეს, რასაც თქვენ. და არსებობს შანსი, რომ ვიღაც სხვამ თქვენი პრობლემის გადაჭრის გზა უკვე იპოვა. Head First Design Patterns-ს ახალი გამოცემა წარმოგიდგენთ უკვე გამოცდილი და დატესტრილი პატერნების სიას, რომლებიც დეველოპერებმა ფუნქციონალური, ელეგანტური, მრავალჯერადი გამოყენებისა და მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად გამოიყენეს. წიგნის დასრულებისას უკვე გექნება საშუალება ისარგებლო დიზაინის საუკეთესო პრაქტიკითა და გამოცდილებით, რომლებიც ექსპერტებმა თავიანთი “ბრძოლის” დროს დააგროვეს. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენი დრო ზედმეტად ღირებულია ახალ კონცეფციებთან ბრძოლაში დასახარჯად. მრავალსენსორული სწავლის გამოცდილების შესაქმნელად, კოგნიტური მეცნიერებისა და სწავლის თეორიის უახლესი კვლევის გამოყენებით, Head First Design Patterns იყენებს ვიზუალურად მდიდარ ფორმატს, რომელიც თქვენი ტვინის მუშაობისთვისაა შექმნილი. 

ნახე Amazon-ზე






 

2. Clean Code

ეს წიგნი დაყოფილია სამ ნაწილად. პირველი აღწერს სუფთა კოდის წერის პრინციპებს, პატერნებსა და პრაქტიკას. მეორე ნაწილი შედგება მზარდი სირთულის რამდენიმე შემთხვევისგან. თითოეული შემთხვევის შესწავლა არის კოდის გასუფთავების სავარჯიშო - პრობლემური კოდის ბაზის ტრანსფორმაცია სწორ და ეფექტურ კოდამდე. მესამე ნაწილი კი არის ანაზღაურება: ერთადერთი თავი, რომელიც მოიცავს თემატიკური კვლევების დროს შეგროვებულ ევრისტიკასა და "სუნებს". შედეგი არის საბაზისო ცოდნა, რომელიც აღწერს ჩვენი წერის, კითხვისა და სუფთა კოდის წერის გზას. 

ნახე Amazon-ზე

 

1. The Pragmatic Programmer

“პრაგმატული პროგრამისტი” არის ერთ-ერთი იმ იშვიათი წიგნებიდან, რომელსაც წლების განმავლობაში მრავალჯერ წაიკითხავ. მიუხედავად იმისა, დამწყები პროგრამისტი ხარ თუ ექსპერტი, ამ წგინში ყოველთვის იპოვი ახალ ხედვას. 

 

დეივ თომასმა და ენდი ჰანტმა ამ გავლენიანი წიგნის პირველი გამოცემა 1999 წელს გამოაქვეყნეს. იგი მათ კლიენტებს უნდა დახმარებოდა უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და კოდის წერაში სიხარულის პოვნაში. ეს წიგნი დაეხმარა კიდევაც უამრავ მკითხველს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის არსის შესწავლაში, ნებისმიერი კონკრეტული ენის, ჩარჩოსა თუ მეთოდოლოგიისგან დამოუკიდებლად. ამ პრაგმატულმა ფილოსოფიამ ასევე შექმნა ასობით წიგნი, ეკრანიზაცია, აუდიო წიგნი და, რაც მთავარია, ათასობით წარმატებული კარიერის ისტორია.

 

ახლა, ოცი წლის შემდეგ, წიგნის ახალი გამოცემა ხელახლა განიხილავს რას ნიშნავს იყო თანამედროვე პროგრამისტი. თემები მოიცავს როგორც პირად პასუხისმგებლობებსა და კარიერულ განვითარებას, ასევე არქიტექტურულ ტექნიკებს კოდის მოქნილობის, ადაპტურობისა და მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება საá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა