IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რატომ უნდა შეისწავლო პროგრამირება?

88

პროგრამირება

12.09.2022

1442 დათვალიერება

კოდირება არ არის ერთი რიგითი პროფესია, ეს თანამედროვეობის უნიკალური უნარია, რომლის შესწავლითაც შესაძლებელია, თავად შექმნათ სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დედამიწაზე და მის ფარგლებს გარეთაც ცხოვრებას გაამარტივებს.

 

 

რატომ უნდა ისწავლო კოდირება?

საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ პროგრამისტები არიან გონებრივად ზეგანვითარებული ელიტური ჯგუფი, რომლებიც კლავიატურაზე მაგიური სიმბოლოების აკრეფით ქმნიან სხვადასხვა პროგრამებს. მეორე ნაწილისთვის ეს მოსაწყენი საქმეა, რომელსაც მოსაწყენი ადამიანები აკეთებენ და მალე არც თუ ისე მნიშვნელოვანი გახდება ეს სფერო, მეგობრებო, ორივე ცდება!

 

2022 წლის მონაცემებით, პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში. უამრავი კომპანია ყოველდღიურად სანთლით ეძებს კარგ გამოცდილ თუ დამწყებ დეველოპერს. Indeed-ის მიხედვით კომპიუტერთან და გამოთვლით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიებზე მსოფლიოში ყველაზე მეტი მოთხოვნაა

 

უკანასკნელი ცნობებით, მსოფლიოში ყოველი მეორე ვაკანსია ციფრულ სფეროს მოიცავს და ყოველი მეოთხე პროგრამულ დეველოპერებზე მოდის, გარდაამისა, კარგი ანაზღაურება არის ის ძირითადი მიზეზი, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი სწავლობს ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას, ხმოვანი ასისტენტის შექმნას, თამაშების კეთებას, ეთიკურ ჰაკინგს, ვირტუალურ და აუგმენტირებულ რეალობას, ციფრული ფულის ევოლუციას, კოდის სხვადასხვა ენაზე წერას, ბლოქჩეინ ტექნოლოგიებს და სხვა... გასაოცარია, რომ რამდენიმე თვიანი შრომით მარტივია პროგრამირების საფუძვლების შესწავლა და დასაქმება!

 

თუმცა, კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს რომ დაუკავშიროთ, მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდებათ. მაგალითისთვის: ვებ დიზაინერებმა მინიმუმ HTML, CSS და JavaScript უნდა იცოდნენ. WordPress ვებსაიტის მმართველებს კი PHP-ის ცოდნა ძალიან დაეხმარება საიტის კომპლექსურობის გაზრდასა და განვითარებაშიმ ამ ცოდნით გაიღრმავებთ ტექნიკურ ცოდნას, მარტივად შეეჭიდებით აბსტრაქტულ ცნებებსა და რთულ პრობლემებს.

 

პროგრამირების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე არის, რომ დეველოპერს შეუძლია იმუშავოს სასურველი განაკვეთით და ნებისმიერი ადგილიდან. ამ კულტურას კი პანდემიის პერიოდში უფრო და უფრო მივეჩვიეთ.

 

 

 

ეს ძალიან სახალისოა!

ბედნიერი ცხოვრების მთავარი კომპონენტია, რომ აკეთო ის, რაც გიყვარს. პროგრამირება იმდენად ფართო სფეროა, რომ აუცილებლად იპოვი საშენო მიმართულებას. როგორც თითქმის ყველგან, პროგრამირების სწავლა თავიდან შეიძლება ნაკლებად სასიამოვნო იყოს, თუმცა, რაც უფრო დიდი დრო გავა და თქვენი გამოცდილება გაიზრდება, იგრძნობთ, რომ ყოველი მომდევნო კოდირების დღე უფრო ბედნიერია.

 

 

 

რომელი ენები უნდა ისწავლო?

კოდირებისთვის დაგჭირდებათ მინიმუმ 1 ენის ცოდნა, მისი სინტაქსისა და იმ წესების მიხედვით, როგორც შესაძლებელია კომპიუტერთან საუბარი. ამ პროფესიაში უამრავის განსხვავებული ენა არსებობს და სასურველია ზოგადად ყველა მათგანის შესახებ გქონდეთ ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც სასურველ მიმართულებაზე ჩამოყალიბდებით, შეგიძლიათ მოსინჯოთ მუშაობა ერთ კონკრეტულზე. თუ მაინცდამაინც კომფორტულად ვერ იგრძენით თავი, ნუ ინერვიულებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ენაზე.

 

თუ ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ხართ, არის თუ არა კოდირება თქვენი საქმე, მაშინ შეგიძლიათ HTML-ით დაიწყოთ. ტექნიკურად HTML პროგრამირების ენა არ არის, ის ძირითადად ინტერნეტის ქსელის დოკუმენტების შესაქმნელად გამოიყენება.დღეისთვის ინტერნეტი წარმოუდგენელია ამ ენის გარეშე. საიტების აბსოლუტური უმრავლესობა ასე თუ ისე იყენებს HTML-ს. ამ სფეროში პირველი ნაბიჯის გადასადგმელად HTML-ის სწავლა არაჩვეულებრივია.

 

HTML-თან ერთად ხშირად გაიგებთ CSS-ს, რომელიც ასევე არ არის პროგრამირების ენა. მათ ერთობლივად უმიზეზოდ არ იხსენიებენ. HTML პასუხისმგებელია ვებგვერდის შინაარსზე, ხოლო CSS მის სტილისტიკაზე. მისი დახმარებით ეძლევა საიტს ფერები, შრიფტები, და სხვადასხვა ობიექტის ადგილმდებარეობაც მისი მეშვეობით განისაზღვრება.

 

HTML & CSS სწავლა დამწყებ პროგრამისტებს უფრო უადვილდებათ, რადგან აქ არ არის საჭირო სხვადასხვა გამოთვლითი ოპერაციების ლოგიკებისა და ალგორითმების შედგენა. მათი შესწავლა მეტად კომფორტულადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან შედეგს მალევე ვხედავთ.

 

JavaScript პროგრამირების ენა, რომელიც სტატიკურ ვებგვერდებს დინამიურობას სძენს. ის პასუხისმგებელია ისეთ თემებზე, როგორიცაა: მომხმარებლის ქმედებაზე პასუხი და სხვადასხვა ფუნქციონალის დამატება ვებსაიტზე. ვებ დეველოპერებისთვის პირველად სასწავლო ოქროს ტრიოს სწორედ HTML, CSS და JavaScript წარმოადგენს, რადგან, ამ სამი მიმართულების ცოდნით შესაძლებელია ადეკვატური საიტის შექმნა.

 

აღსანიშნავია, რომ JavaScript-ის განვითარების საზღვრები ნელნელა უფრო და უფრო ფართოვდება. თუ ადრე მხოლოდ ვებ დეველოპმენტში გამოიყენებოდა და თან სერვერის მხარის გარეშე, დღეს მისი დახმარებით შესაძლებელია ველაპარაკოთ სერვერებს და შევქმნათ პროგრამული უზრუნველყოფა ოპერაციული სისტემებისთვის.

 

Python დღითიდღე ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა ხდება, განსაკუთრებით კი დამწყებთათვის. ამის მიზეზი მისი მრავალფეროვანი სამყარო და მოსახერხებელი სინტაქსია. Python-ის კოდის დიდი ნაწილი სტანდარტულ ინგლისურად იკითხება და ეს დამწყებებს სხვადსხვა თემის სწრაფად ათვისებაში ეხმარება.

 

ამას გარდა, Python-ს უამრავი კოდის ბიბლიოთეკა აქვს, რომლის კოდში ჩაშენებაა შესაძლებელი მისი ხელით წერის მაგივრად. ასე საქმე მარტივდება და ცხოვრება ბედნიერი ხდება. Python დღესდღეობით უმეტესწილად მონაცემთა მეცნიერებაში იყენებენ, თუმცა, მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია ვებ დევეოპმენტის მიმართულებითაც.

 

C კიდევ ერთი პოპულარული პროგრამირების ენაა, განსაკუთრებით საბაზისო დონის პროგრამისტებისთვის. უამრავი უნივერსიტეტი და კერძო სასწავლებელი სწორედ ამ ენით იწყებს სწავლებას. ამის მიზეზი C-ის სინტაქსისა და კოდის წერის სტრუქტურიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ენაში ძალიან ბევრი სტანდარტული სიტყვა გვხვდება, როგორც Python-ში, სამუშაოდ უფრო რთულია. კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად იმაზე დიდი კოდის წერაა საჭირო, ვიდრე სხვა ენებში. ერთის მხრივ ეს დამღლელია, თუმცა, მისი დახმარებით არაჩვეულებრივად ვითარდება პრობლემების დაძლევისა და ამოცანების ამოხსნის უნარი.

 

C++ არის C-ის შთამომავალი ენა. მისი სინტაქსი C-ის მსგავსია, თუმცა, მისი საშუალებით დახვეწილი აპლიკაციების პროგრამირება გაცილებით ადვილია. სწავლის დაწყება ნებისმიერი მათგანით შეგიძლიათ, მაგრამ მასალები C++-ზე ბევრად მეტია, ვიდრე C-ზე.

 

 

 

Java ხშირად ერევათ JavaScript-ში, თუმცა მათ არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. Java ობიექტზე ორიენტირებული მულტიპლატფორმული ენაა, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე ხელახალი კომპილაციის გარეშე ეშვება. მისი გამოყენების არეალი უსაზღვროა: ვებ აპლიკაციები, დესკტოპ აპლიკაციები, მობილური აპლიკაციები, მიკროსერვისები და ხელოვნური ინტელექტი.

 

სინტაქსის სიმარტივის გამო Java დამწყებთათვის ერთ-ერთ ყველაზე მიზანშეწონილ ენად ითვლება. მისი კოდი ადვილად წასაკითხი და გასაგებია პროგრამისტებისთვის. მისი ერთ-ერთი უპირატესობა რთული ამოცანების ხშირად ერთი ბრძანებით შესრულებაა.

 

 

შეიძინე ახალი სასწავლო კურსი და აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები ახალი 2023 წლიდან!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

 

 

როგორ უნდა დაიწყო პროგრამირების სწავლა?

ინტერნეტის დღევანდელი შესაძლებლობებით ადვილია სასურველი სფეროს დაუფლება, პოპულარული პროგრამული ენების შემსწავლელ უფასო თუ ფასიან კურსებს რომ გადახედოთ, თვალი ნამდვილად აგიჭრელდებათ იმდენად ფართო არჩევანია, თუმცა სწავლას მაინც სჭირდება მენტორი, კურსელები, მეგობრები და პირადი ურთიერთობები, გირჩევთ ონლაინ პროგრამირების კურსებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული HTML & CSS-დან დამთავრებული მონაცემთა რთული სტრუქტურებითა და ალგორითმებით.

 

პირველი კურსმა უნდა გასწავლოთ კონკრეტული ენის საფუძვლები და უმჯობესია, შეიცავდეს ინტერაქტიულ მოდულებსა და დავალებებს, რადთა თქვენი სწავლების პროცესი პოზიტიურად წარიმართოს. ორგანიზებული კურსის დახმარებით სწორი და თანმიმდევრული სილაბუსი დაგეხმარებათ ცოდნის გეგმაზომიერ ათვისებაში.

 

მენტორი ან ადამიანი ვისაც გაუზიარებთ საქმეს,  ძალიან კარგია საწყისი საფეხურების მარტივად გადასალახად, რადგან შეგხვდებათ უამრავი ისეთი საკითხი, რაზეც დიდხნიანი ფიქრი დაგჭირდებათ, მენტორი კი მისი მოგვარების მარტვი გზას გიჩქვენებთ. გამოცდილი მენტორი დაგეხმარებათ კოდირების პრაქტიკის განვითარებაში და მოგაწვდით პრობლებების სასარგებლო გადაჭრის გზებს.

 

მენტორის გარდა სასურველი გაწევრიანდეთ ამ სფეროს საზოგადოებაში რომელიც სოც-ქსელებშია შეკრებილი, რათა ნახოთ რაზე საუბრობენ, რა არის დღეს მნიშვნელოვანი თემა და ა.შ. ამისათვის არსებობს ონლაინ ჯგუფები, ღონისძიებები, შეხვედრები, ჰაკათონები.

 

 

 

უყურეთ ვიდეო მიმოხილვებს

ონლაინ კურსებისგან განსხვავებით ვიდეო მიმოხილვებს შეიძლობა შედარებით მარტივი და ზოგადი სახე ჰქონდეს, რათა სწრაფად გაგარკვიოთ ტენოლოგიურ სფეროში. ზოგადი ინფორმაციის მისაღებად არაჩვეულებრივი გზამკვლევია Fennec Tech Studio, სადაც საუბრობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და განვითარების საფეხურებზე.

ონალინ სასწავლო ვიდეოები თქვენს ცნობისმოყვარეობას ძალიან მალე და ხარისხიანად დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა Course Computer Science და Tom Scott's The Basics, ორივე მათგანი მოიცავს უფრო ფართო გამოთვლით თემებს. რაც შეეხება ქართულენოვან კონტენტს, Geolab-ს აქვს არაჩვეულებრივი Youtube-ის ვიდეო ბიბლიოთეკა სხვადასხვა მიმართულებაში გასარკვევად.

 

 

 

შეიძინეთ წიგნები

თუ თქვენთვის სწავლების თანამედროვე მიდგომები არც ისე სასიამოვნოა, შეგიძლიათ ძველი, ტრადიციული მეთოდებით იმეცადინოთ. წიგნით პროგრამირების შესწავლა ნამდვილად შესაძლებელია

 

ჩაერთეთ სხვადასხვა პროექტში

პროგრამირების საუკეთესო მასწავლებელი პრაქტიკაა - მის გარეშე ყველანაირ ზოგად ცოდნას ფასი ეკარგება. მიიღეთ ნებისმიერი სახის პრაქტიკა, ააწყეთ მარტივი პროგრამა ან ვებსაიტი. ზოგიერთი კურსი სილაბუსშივე მოისაზრებს 1 ან რამდენიმე პროექტის შექმნას, რაც თავისმხრივ არაჩვეულებრივია. ასევე არსებობს კლასიკური პროექტები დამწყებთათვის, რომლებიც დამოუკიდებლად შეგიძლიათ სცადოთ.

 

დეველოპერის ცხოვრების გასაგებად აუცილებლად დაგჭირდებათ რამდენიმე საჭირო საიტთან დამეგობრება:

Stack Overflow - პროგრამისტების ერთგვარი ფორუმია, სადაც თითქმის ყველა პრობლემაზე თუ ზოგად თემაზე შეხვდებით ინფორმაციას.

GitHub - ეს კოდის საცავია, საიდანაც შეგიძლიათ გაუზიაროთ სხვებს თქვენი ნამუშევარი ან უბრალოდ შეინახოთ თქვენი პროექტის კოდები.

Hacker News - აქ გაეცნობით დეველოპერულ სიახლეებს ყველაზე სწრაფად.

SlashDot - ინტერაქციული პლატფორმა სხვადასხვა ბლოგებისა და სიახლეები განსახილველად.

 

 

 

 

და ბოლოს,

უმნიშვნელოვანესია, მიაგნოთ იმ მიმართულებას, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. მის შესწავლაში არ დაიშუროთ დრო და ენერგია, გახსოვდეთ, კოდირების სწავლა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ადვილია. ყოველი შემდეგი ეტაპი უფრო რთულია და საკითხავი ის არის, სადამდე გსურს შენ განვითარება. გ

 

 

კოდირება მხოლოდ სიტყვების ერთმანეთზე მიწყობა და შემდეგ ამით რაღაც შედეგის მიღება არ არის. საწყის ეტაპზე ეს ასეც ჩანს და ლოგიკურიცაა, თუმცა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ წერა.

 

სინამდვილეში, თქვენ გაცილებით მეტ დროს დახარჯავთ იმაზე ფიქრში, თუ რა უნდა დაწეროთ, სანამ რეალურად დაწერთ. ეს იმიტომ ხდება, რომ კოდირება უფრო პრობლემების გადაჭრაა, ვიდრე სინტაქსის ცოდნა. პროგრამირების სწავლა არის კომპიუტერების მსგავსად ფიქრის სწავლა და პრობლემების გადაჭრა იმ ხელსაწყოებით, რომელთა გამოყენების საშუალებაც გაქვთ.

 

თქვენ ისწავლით კოდის წერას და შექმნით არაჩვეულებრივ პროექტებსა თუ სტარტაპებს, მაგრამ პირველ რიგში განივითარებთ აზროვნების უნარს. ეს უნარი კი მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავი პრობლემი გადაჭრაში დაგეხმარებათ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ხელოვნური ინტელექტი - რა შეცვალა წარსულში და რა იცვლება მომავალში

ხელოვნური ინტელექტის ისტორია იწყება მარტივი ალგორითმებიდან და დღევანდელ ძლიერ და მრავალფუნქციურ სისტემებამდე მივყავართ, რომლებიც ცვლიან განათლებას, ბიზნესს, ჯანდაცვასა და კრეატიულ ინდუსტრიებს. სტატიაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა AI წარსულში, როგორ გარდაქმნის ის აწმყოს და რა მნიშვნელობა ექნება ადამიანურ უნარებსა და შრომის ბაზარს მომავალში, სადაც ადამიანი და AI-სთან ერთად ვითარდება.

ხელოვნური ინტელექტის ისტორია მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციის ქრონიკა არ არის - ეს არის ადამიანური ცნობისმოყვარეობის, მრავალწლიანი კვლევის და რთული პრობლემების ახალი გზებით გადაჭრის მუდმივი ძიების ამბავი. AI-ის საწყისი ფორმები ჯერ კიდევ 1950–60-იან წლებში გაჩნდა, როცა ალგორითმები მარტივი ლოგიკური ამოცანების გადაწყვეტას ცდილობდნენ. თუმცა იმ დროის ტექნოლოგიები ძალიან შეზღუდუ

ШАГ логотип

როგორ ამარტივებდა ტექნოლოგია შრომას და როგორ შეცვალა პროფესიები

ტექნოლოგია ამარტივებს შრომას და ცვლის პროფესიებს: ხელით საკეთებელ მძიმე ამოცანებს ანაცვლებს მექანიზაცია და ავტომატიზაცია, მენეჯმენტი გადადის მონაცემებზე, ხოლო წარმოიქმნება ახალი როლები - UI/UX, მონაცემთა ანალიტიკა, AI. ამ რეალობაში გადამწყვეტია ორი რამ: ტექნოლოგიური აზროვნება და პრაქტიკა. სწორად შერჩეული კურსები ამ კომბინაციას კარიერულ ბერკეტად აქცევს და შესაძლებლობებს გაზომვად შედეგებად გარდაქმნის.

ტექნოლოგიამ, განსაკუთრებით ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, მნიშვნელოვანად შეცვალა ადამიანების შრომითი პირობები და პროცესები. თავდაპირველად, ახალი მექანიკური მოწყობილობების ჩამოყალიბებამ დასაქმებულების ვალდებულებები და სამუშაო დრო მნიშვნელოვნად გაამარტივა. სამუშაო ადგილები, რომლებიც ადრე ძვირადღირებული და შრომატევადი იყო, ბევრად უფრო ეფექტური და ნაკლებად დატვირთ

ШАГ логотип

ისტორია: ინდუსტრიული რევოლუციიდან AI-ის ეპოქამდე

ცვლილებები შეუჩერებელია! მაგრამ ეს არასდროს ყოფილა ისეთი სწრაფი, როგორც ახლა. ამ სამყაროში, როცა ტექნოლოგია უკვე ჩვენი ცხოვრების რიტმს ქმნის - შენ რას აკეთებ? უბრალოდ აკვირდები ცვლილებებს თუ ცდილობ აჰყვე სიახლეებს და განვითარდე?

დრო აღარ გველოდება მოდი, ჯერ აღვწეროთ, როგორია ჩვენი დღევანდელობა - დილას შენი სმარტფონი შენზე ადრე იღვიძებს. ის გიჩვენებს ამინდის პროგნოზს, გზაზე საცობებს და იმ ძველ მეგობარსაც გახსენებს, ვისთანაც დიდი ხანია არ გისაუბრია. ინტერნეტი უკვე არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ შენი ცხოვრების რიტმში ზის. ბავშვებს დღეს პლანშეტზე აქვთ წიგნი და ტელეფონით იღებენ პირველ ვიდეოს. წარმოგიდგე

ШАГ логотип

რა არის კომპიუტერული აზროვნება?

კომპიუტერული აზროვნება არის უნარი, რომელიც ბავშვს ეხმარება პრობლემების ლოგიკურად დანაწილებაში, ალგორითმულ აზროვნებასა და სამუშაო პროცესების სწორად გააზრებაში. ტექნოლოგიური სამყაროს პირობებში ეს უნარი აუცილებელი ხდება კარიერული განვითარებისთვის.

კომპიუტერული აზროვნება: უნარი, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება კომპიუტერული აზროვნება არის აზროვნების პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იყენებს ციფრულ ლოგიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, ამოცანის ნაწილებად დაყოფას, შაბლონების ამოცნობას, აბსტრაქციას და ალგორითმული ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გახდე პროგრამისტი - ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია გა

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა