IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რატომ უნდა შეისწავლოთ Python 2021 წელს?

07.06.2021

719 დათვალიერება

Python არის ერთ-ერთი იმ პროგრამირების ენებიდან, რომლებიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან მოთხოვნადი და პოპულარული გახდა. ვსაუბრობთ PYPL ინდექსზე, Stack Overflow-ზე თუ სხვა პლატფორმაზე – ენა იკავებს მოწინავე პოზიციებს პროგრამირების ენებს შორის. თუმცა, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს რეიტინგი ხშირად იცვლება და უნდა არსებობდეს შესაბამისი და მართებული მიზეზები, რომ ვისწავლოთ Python!

 

კონკრეტული პროგრამირების ენის მხოლოდ პოპულარობასა და მოთხოვნადობაზე აქცენტის გაკეთების ნაცვლად, უნდა გაითვალისწინოთ სხვა ასპექტებიც, როგორიცაა მისი მახასიათებლები, სწავლების მრუდე, სხვა ტექნოლოგიებთან შესაბამისობა, საზოგადოების მხარდაჭერა და ა.შ. ასევე, უნდა შეაფასოთ, შეესაბამება თუ არა ენა თქვენს კარიერულ პერსპექტივებს.

 

და როდესაც კონკრეტულად Python-ზე ვსაუბრობთ, ეს ენა გთავაზობთ სხვადასხვა ღირებულ მიზეზს 2021 წელს მის შესასწავლად, იქნება ეს მისი შესაბამისობა მომავლის ტექნოლოგიებთან, თუ ფართო ბიბლიოთეკის მხარდაჭერა, მისი მარტივად შესწავლის შესაძლებლობა თუ სხვა რაიმე მიზეზი. ამ სტატიაში ჩვენ გაცნობებთ 7 ასეთ მნიშვნელოვან მიზეზს, რომლებიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნიან იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ისწავლოთ Python 2021 წელს.

 

1. გამოსავალი სიმარტივეშია

როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით სტუდენტი, გადაწყვეტს ახალი პროგრამირების ენის შესწავლას, პირველი, რაც მას თავში მოუვა არის ის, რომ ენა უნდა იყოს ადვილად შესასწავლი, ძალიან რთული სინტაქსისა და უჩვეულო წესებისგან თავისუფალი.

 

და უდავოა, რომ Python ამ პარამეტრში 100-დან 100 ქულას იღებს!

 

Python-ს აქვს ძალიან მარტივი სინტაქსი, რომელიც თითქმის მსგავსია ინგლისური ენისა, რაც მას დამწყებთათვის მეგობრულ ენად აქცევს. მარტივი სინტაქსისა და უკეთესი წაკითხვადობის ასპექტის გამო, ენის სწავლა შედარებით ადვილია. მაგალითად, თუ გსურთ დაწეროთ "Hello World" Python-ში, კოდი იქნება print("Hello World") – დიახ, ეს ასეთი მარტივია! და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც ირჩევს ამ ენას სხვადასხვა სკოლა და კოლეჯი პირველად სასწავლ პროგრამირების ენად სტუდენტებისთვის. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ Python არის უფასო, ღია წყაროს, მაღალი დონის პროგრამირების ენა.

 

2. აქვს მაქსიმალური მოქნილობა და განვრცობადობა

Python უზრუნველყოფს თქვენთვის საჭირო მოქნილობას, მასშტაბურობას და განვრცობადობას. როგორც პლათფორმათაშორისი ენა, ის ეფექტურად მუშაობს ყველა პლატფორმაზე, იქნება ეს Windows, Linux თუ macOS. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ თუ გსურთ შეასრულოთ Python კოდი, რომელიც შეიქმნა Windows-ზე, Mac-ზე ან Linux-ზე, მაშინ იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ სამივე პლათფორმაზე ყოველგვარი პრობლემების გარეშე. Python საშუალებას აძლევს დეველოპერებს შეასრულონ ენათაშორისი ოპერაციები მოხერხებულად და მარტივად შეძლონ ინტეგრირება Java-სთან, .NET კომპონენტებთან ან C/C++ ბიბლიოთეკებთან. მისი ძალზე განვრცობადი ბუნება საშუალებას იძლევა ეფექტურად გავრცელდეს სხვა პროგრამირების ენებზე. გარდა ამისა, რადგან Python არის ინტერპრეტირებული ენა, თქვენ არ გჭირდებათ თქვენი პროგრამის კომპილირება მის შესრულებამდე, როგორც ამას Java ან C++ საჭიროებენ. გარდა ამისა, ეს არის დინამიურად ტიპირებული ენა, სადაც დეკლარაციისას არ მოგიწევთ მონაცემების ტიპის მითითება. სხვა პროგრამირების ენებთან შედარებით, Python მართლაც უფრო მოქნილი, პორტატული და განვრცობადი ენაა.

 

3. გამოიყენება თითქმის ყველა ტენდენციურ ტექნიკურ დომენთან

  • გსურთ, გაეცნოთ ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების დომენებს?
  • გსურთ, გახდეთ მონაცემთა მეცნიერი ან მონაცემთა ინჟინერი?
  • გსურთ, აიწყოთ კარიერა ვებ-განვითარებაში ან თამაშის განვითარებაში?

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრენდულ დომენში გინდათ შეიძინოთ გამოცდილება ან აიწყოთ კარიერა – იმის შანსი, რომ Python დაგჭირდებათ მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში, დიდია. დიდი მონაცემები, ღრუბელში მუშაობა, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, მონაცემთა მეცნიერენა და ა.შ. იმ ტექნოლოგიებიდან რამდენიმეა, რომლებიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული Python-ზე. ანგარიშების თანახმად, ტექნიკური პროფესიონალების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ Python არის ყველაზე შესაფერისი ენა ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერებისათვის დღევანდელ გარემოში. უფრო მეტიც, შეგიძლიათ მოახდინოთ ვებ განვითარება, ვებ-სკრაპინგი, ჩაშენებული სისტემების  განვითარება და ა.შ. ასევე Python-ის დახმარებით. ეს ტექნოლოგიები იყენებენ Python-ს, როგორც ინსტრუმენტს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, როგორიცაა რობასტულობა, მდიდარი ბიბლიოთეკა, უკეთესი მასშტაბურობა, საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და სხვა მრავალი.

 

ეძებ მარტივად შესასწავლ და ამავდროულად ყველაზე მოთხოვნად ენას?! 

უდავოა, რომ Python ამ პარამეტრში 100-დან 100 ქულას იღებს!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

4. გთავაზობთ ბიბლიოთეკებისა და ჩარჩოების უზარმაზარ კოლექციას

ეს არის Python-ის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა – ბიბლიოთეკებისა და ჩარჩოების უზარმაზარი კოლექცია. ამ ენის გამოყენებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ასობით ბიბლიოთეკითა და ჩარჩოებით მანქანური სწავლების, მონაცემთა მეცნიერების, ღრუბელში მუშაობის, ვებ-განვითარებისა და სხვისთვის. ეს ნამდვილად ეხმარება განვითარების პროცესის ბევრად გამარტივებას და ეფექტურობას, კოდის რამდენიმე ხაზით საჭირო ამოცანის შესრულებისთვის. დეველოპერების თვალსაზრისით, უზარმაზარი სტანდარტული ბიბლიოთეკა მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ მთავარ ამოცანებზე, რომლებიც უნდა შესრულდეს დაბალი მნიშვნელობის პრობლემებთან ბრძოლის ნაცვლად. გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებასაც.

 

Python-ის ზოგიერთი პოპულარული ბიბლიოთეკა და ჩარჩო მოცემულია ქვემოთ:

  • მონაცემთა მეცნიერებისთვის: NumPy, SciPy, Pandas, PyTorch, სხვ.
  • მანქანური სწავლებისთვის: Scikit-Learn, PyBrain, PyML, Tensorflow, სხვ.
  • ხელოვნური ინტელექტისთვის: NLTK, Keras, OpenCV, სხვ.
  • ვებ-განვითარებისთვის: Django, Pyramid, Flask, სხვ.
  • ქსელური პროგრამირებისთვის: Asyncio, Pulsar, Pyzmq, სხვ.

 

5. სასურველია სკრიპტინგისა და ავტომატიზაციისთვის

ყველამ იცის, რომ ავტომატიზაცია დღეს დიდ საჭიროებას წარმოადგენს და მოდით გეტყვით, რომ Python მართლაც შესანიშნავი არჩევანია სკრიპტინგისა და ავტომატიზაციისთვის. ენა შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ყოველდღიური თუ განმეორებადი ამოცანების ავტომატიზირებისთვის, უკეთესი პროდუქტიულობისა და ეფექტურობის მისაღწევად. რადგან Python არის ინტერპრეტირებული ენა, თქვენ მხოლოდ გჭირდებათ, დაწეროთ კოდი სკრიპტის ფორმატში და შეგიძლიათ მისი პირდაპირ შესრულება. შეცდომას მანქანა შეამოწმებს მუშაობის დროს, როდესაც მანქანა წაიკითხავს თქვენს კოდს და მოახდენს მის ინტერპრეტირებას. მას შემდეგ, რაც კოდი შემოწმდება შეცდომებზე, ის შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალჯერ. იმისათვის, რომ საქმე გაცილებით გამარტივდეს, არსებობს უამრავი ინსტრუმენტი და მოდული, რომლებიც Python-ს მოყვება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ავტომატიზაციის დავალებებისთვის, როგორიცაა ვებ-სკრაპინგი, ტესტირება და ა.შ. Python-ის რამდენიმე პოპულარული ბიბლიოთეკა და ავტომატიზაციის ინსტრუმენტია: Selenium Python, Robot frame, PyTest, Beautiful Soup, Automagica და მრავალი სხვა.  

 

6. აქვს უზარმაზარი საზოგადოების მხარდაჭერა

პროგრამირების ენის ზრდა და განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი საზოგადოების მხარდაჭერაზე, დოკუმენტაციასა და სხვა შესაბამის პარამეტრებზე. ამასთან, დამწყები ხართ თუ გამოცდილი, ეს ღია წყაროს ენა გაძლევთ უზარმაზარი და საიმედო საზოგადოების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს თქვენს დახმარებას Python-თან დაკავშირებული პრობლემების და საკითხების გადაწყვეტაში. ანგარიშებიდან ვგებულობთ, რომ მთელ მსოფლიოში აქტიურად არის წარმოდგენილი 8 მილიონზე მეტი Python დეველოპერი. თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ სხვადასხვა ცნობილ საზოგადოებას, როგორიცაა Stack Overflow, GitHub და ა.შ. სადაც ნახავთ უამრავ Python პროგრამისტს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დამწყებთა დასახმარებლად.

 

გარდა ამისა, ინტერნეტში ხელმისაწვდომია სხვადასხვა დოკუმენტები, სახელმძღვანელოები, სასწავლო რესურსები და ა.შ., რომლებიც დაგეხმარებათ Python-თან მუშაობის დაწყებაში და მის მარტივად ასათვისებლად. თუ დამწყები ხართ ან ჯერ არ შეგიბიჯებიათ პროგრამირების სამყაროში, შესაძლოა ეს საზოგადოების მხარდაჭერა უდიდეს უპირატესობად არ ჩათვალოთ,  თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ამ უპირატესობით ყველაზე მეტად ისარგებლებთ მას შემდეგ რაც Python-ში უფრო მეტად გაიღრმავებთ ცოდნას.

 

7. და დიახ, Python დეველოპერების ანაზღაურება საკმაოდ მაღალია!

Python ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიაა მთელ მსოფლიოში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის დაკავშირებულია უამრავ მომავლის ტექნოლოგიასთან, როგორიცაა ნივთების ინტერნეტი (IoT), ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია, ღრუბელში მუშაობა, დიდი მონაცემები და მრავალი სხვა; და ამიტომ Python-ის დეველოპერებზე მოთხოვნა ტექნიკურ სამყაროში დიდია, შესაბამისად, მათი ანაზღაურება ასევე შედარებით მაღალია, ვიდრე სხვა დეველოპერების. საშუალო დონის Python დეველოპერის საშუალო ხელფასი ინდოეთში დაახლოებით 10-16 LPA-ს შეადგენს. ასევე, თუ Python-ის პარალელურად შეიძენთ სხვა შესაბამის უნარ-ჩვევებს, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება, მანქანური სწავლება და ა.შ., მაშინ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს კიდეც. თითქმის ყველა IT გიგანტი, იქნება ეს Google, Facebook, Amazon, Uber თუ სხვა ნებისმიერი, იყენებს Python-ს მისი შესაბამისი პლატფორმის ან პროდუქტისთვის. ეს ასევე ნიშნავს, რომ Python-ის მომავალი ნათელია და Python-ის პროფესიონალების კარიერული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება უახლოეს პერიოდში.  

 

ასე რომ, ეს არის რამდენიმე ძირითადი უპირატესობა, რომელთა გათვალისწინებაც შეგიძლიათ Python-ს შესწავლა 2021 წელს. ვებ-დეველოპერებისთვის, მონაცემთა მეცნიერებისთვის, მანქანური სწავლების პროფესიონალებისთვის და ა.შ., ეს ენა უზრუნველყოფს კარიერული მრავალი ვარიანტის გამოჩენას მისი სათანადოდ დაუფლების შემდეგ.

 

 

ამრიგად, ამიერიდან შეწყვიტეთ Python-ის შესწავლისთვის მიზეზების ძებნა, ნაცვლად ამისა, დაიწყეთ სწავლა ახლა და მიიღეთ მაქსიმალური ამ პროცესისგან..!!

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რა არის კომპიუტერული აზროვნება?

კომპიუტერული აზროვნება არის უნარი, რომელიც ბავშვს ეხმარება პრობლემების ლოგიკურად დანაწილებაში, ალგორითმულ აზროვნებასა და სამუშაო პროცესების სწორად გააზრებაში. ტექნოლოგიური სამყაროს პირობებში ეს უნარი აუცილებელი ხდება კარიერული განვითარებისთვის.

კომპიუტერული აზროვნება: უნარი, რომელიც ყველა ბავშვს სჭირდება კომპიუტერული აზროვნება არის აზროვნების პროცესი, რომლის დროსაც ადამიანი იყენებს ციფრულ ლოგიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, ამოცანის ნაწილებად დაყოფას, შაბლონების ამოცნობას, აბსტრაქციას და ალგორითმული ნაბიჯების დაგეგმვას. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გახდე პროგრამისტი - ეს ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია გა

ШАГ логотип

გლობალური რეალობა, სადაც ტექნოლოგია უკვე ძალაუფლების ფორმაა

ტექნოლოგია გახდა თანამედროვე ძალაუფლების ფორმა - ის განსაზღვრავს ეკონომიკას, პროფესიებს, ინფორმაციის მოძრაობასა და ადამიანების შესაძლებლობებს. გაიგე, როგორ ცვლის ეს გლობალური რეალობა შენს კარიერას და რატომ არის ტექნოლოგიური განათლება დღეს უკვე აუცილებელი პირადი უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.

ტექნოლოგიური ძალაუფლება - ახალი მსოფლიო წესრიგი დღეს, როცა გლობალური პროცესები რეკორდული სიჩქარით ცვალებადია, ძალაუფლება მხოლოდ პოლიტიკისა და ეკონომიკის ხელში აღარ არის. ტექნოლოგია გადაიქცა მძლავრ ბერკეტად, რომელსაც შეუძლია ქვეყნის, კომპანიის და კონკრეტული ადამიანის მომავალი განსაზღვროს. ვინც უკეთ ფლობს ტექნოლოგიურ ცოდნას, მას აქვს მეტი გავლენა, მეტი შესაძლებლობა და

ШАГ логотип

ტექნოლოგიური აზროვნება - პრივილეგია თუ საჭიროება?

ტექნოლოგიური აზროვნება დღეს აღარ არის პრივილეგია, ის აუცილებლობაა, რომელიც განსაზღვრავს კარიერულ წარმატებას, თვითგანვითარებას და კონკურენტულ გარემოში სწორად გადაადგილებას.

დღეს ტექნოლოგია აღარ არის მხოლოდ წვდომა კომპიუტერზე, პროგრამაზე ან მოწყობილობაზე - ის აზროვნების სტილია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს სწავლაზე, მუშაობაზე და იმაზე, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. განათლების სფეროში, ბიზნესებში, ბანკებში, სამედიცინო სისტემაშიც კი ტექნოლოგიური ცოდნა ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად სწრაფად, ეფექტურად და დამოუკიდებლად ვიმოქმედებთ. სამ

ШАГ логотип

შენ თუ არ ფლობ ტექნოლოგიურ ცოდნას - სხვამ შენზე მეტი იცის

სტატიაში ვსაუბრობთ იმაზე, რატომ ნიშნავს დღეს ფრაზა „ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი“ იმას, რომ სხვამ შენზე მეტი იცის შენი კარიერისა და შესაძლებლობების შესახებ. ერთად ვნახავთ, რას შეიძლება აკეთებდე მაშინაც, როცა „დრო არ გაქვს, მაგრამ განვითარება გჭირდება“, და რატომ არის „ტექნოლოგიების ენაზე“ სწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ხვალინდელ პროფესიულ საუბარშიც აქტიურად ჩაერთო.

რატომ ნიშნავს „არ ვიცი ტექნოლოგიები“ იმას, რომ სხვამ შენზე მეტი იცის? ციფრულ სამყაროში, სადაც შენი ყველა მოქმედება - საძიებო სიტყვიდან ონლაინ შეძენამდე – მონაცემად იქცევა, ტექნოლოგიური ცოდნა უბრალოდ „დამატებითი პლიუსი“ აღარ არის. თუ შენ არ იცი, როგორ მუშაობს ალგორითმები, როგორ აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს, როგორ ცვლის AI პროფესიებს, პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შენი კარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა