IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

თუ პედაგოგიკაზე არ ვმუშაობთ, სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა !

28.02.2020

856 დათვალიერება

აშშ-ში განათლების რეფორმის გარშემო დაუსრულებლად საუბრის მიუხედავად, პედაგოგიკის შესახებ იშვიათად ვსაუბრობთ. ეს ასე არ უნდა იყოს.

დაუსრულებელი განხილვის მიუხედავად იმის თაობაზე თუ როგორ გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, პედაგოგიკის შესახებ იშვიათად ვსაუბრობთ. თუ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცით, ნუ შეგრცხვებათ, ბევრმა ადამიანმა არ იცის. The Chronicle of Higher Education-მა სტატია გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე ამ კვირაში, სადაც დარწმუნებით აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის პროფესორების საოცრად დიდმა რაოდენობამაც არ იცის რა არის პედაგოგიკა.

The Chronicle of Higher Education

ზოგიერთი ინსტრუქტორი ბუნებრივად აიძულებს და სწავლის ინტერესის ნაპერწკალს უღვივებს თავის სტუდენტებს.

პედაგოგიკა განსაზღვრავს სტუდენტებს, მასწავლებლებს და სწავლების საგანს შორის ურთიერთობას. ეს არის ის, თუ როგორ ვქმნით სწავლის სივრცეებს, როგორც პედაგოგები და მოსწავლეები. ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების შესახებ მათ ცხოვრებაში და ისინი მოგიყვებიან იმ ადამიანის შესახებ, ვინც მათ საკუთარი თავის და მსოფლიოს შეფასების საშუალება მისცა. ისინი არ მოგიყვებიან განრიგის შესახებ, არაფერს გეტყვიან სტანდარტების და არც დაფინანსების ნიმუშების შესახებ. ჩვენ უამრავ დროს ვხარჯავთ ასეთ თემებზე საუბარში, რადგან მათ დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მათ სწავლასა და სწავლებაში წამყვანი ადგილი მაინც არ უკავიათ. პედაგოგიკას კი ნამდვილად მთავარი ადგილი უკავია.

სწავლების პირველ წელს, ჩარტერულ სკოლაში, ვმუშაობდი ჩემთვის სავალდებულო დასასწრებ სემინარზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მასწავლებელთა ტრენინგის ცნობილი ორგანიზაციის მიერ. სასწავლო წლის მანძილზე, „კვლევით-ინფორმირებულ“ პრაქტიკაში ჩემი საკლასო ოთახის მართვის 10 საატიანი ინსტრუქცია მივიღე. მაგალითად, მეუბნებოდნენ, რომ სკოლის მასწავლებლებს სჭირდებათ გარდამავალი აქტივობები ყოველ შვიდ წუთში, რადგან ეს იყო სტუდენტების უმრავლესობის ყურადღების მიქცევის ზღვარი. ტრენინგმა შეიმუშავა კვალიფიციური სწავლება, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მექანიკური სერიები. ჩვენ არასოდეს განვიხილავდით ამას ტრენინგის დროს, მაგრამ მათი მიდგომა პედაგოგიკის ფესვებზე იყო დაფუძნებული, რაც იმას ითვალისწინებს, რომ მასწავლებლებმა სრულად უნდა გააკონტროლონ სასწავლო სივრცე და პროცესი იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შთანთქონ.

ძალიან ცოტა პედაგოგი არსებობს, რომლებიც ასეთი ტიპის პედაგოგიური ღირებულებებით ხვდებიან ამ სფეროში. ჩვენ გვსურს, რომ სტუდენტები მგზნებარე შემსწავლელები იყვნენ. გვინდა, რომ ისინი თანატოლებთან და მსოფლიოსთან ერთად პროდუქტიული და პოზიტიური გზით იყვნენ ჩართული. ჩვენთან ერთად მეტი დრო გაატარონ და მოემზადონ საკუთარი ოჯახების, საზოგადოების და ჩვენი სამყაროს გაძღოლისთვის. გულწრფელად გეტყვით, რომ არც შედეგი არ არის ადვილად მისაღწევი. ჩვენი კულტურა და საზოგადოება მოსწავლეებს აშკარად და დაფარულად აწვდის მკაფიო და ინტუიციურ შეტყობინებებს, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, განსაკუთრებით ფერად კანიან სტუდენტებს და ისეთებს, ვინ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებიდან არიან. იმისთვის, რომ შევქმნათ სწავლის გარემო, რომელიც ისეთ შედეგებს მოგვცემს, რაც ჩვენთვის ღირებულია, მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით ამას ვერ გავაკეთებთ. სტუდენტებს უნდა დავეხმაროთ და მოვუხსნათ იმის შეგრძნება, რომ ისინი მოსწავლეები არიან.

როგორც ყველა ურთიერთობა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის ურთიერთობაც დინამიური და მუდმივად ცვალებადია. ეფექტური პედაგოგიკა ვერ იქნება მექანიკური. არ შეიძლება ის სკრიფტის სახით იყოს დაწერილი და ამ სრიფტის მიხედვით იმუშაო. Paulo Freire წიგნში Pedagogy of the Oppressed მოგვითხრობს, რომ აის გაკეთება არის დეფუმანიზაცია ყველა ჩართული ადამიანისთვის. საუკეთესო პედაგოგები, ვისაც ვიცნობ, ყოველ დღე უფრთხილდებიან პედაგოგიკას, რადგან ისინი ცდილობენ დინამიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას სასწავლო სივრცეში. მათთვის სწავლება პროფესია არ არის, ის ხელოვნებაა.

როდესაც ჩვენ ვალდებულნი ვართ კრიტიკულად ჩავერთოთ პედაგოგიკაში, როგორც ჩვენი ყოველდღიუირი პრაქტიკის ნაწილში, სწორედ მაშინ ხდება საოცრება. ჩემი ნაშრომის, აზროვნება საზღვრებს მიღმა (TBB), დაფუძნების და გაძღოლის დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური გავლენის მქონე ლიდერების მომზადებას, 13 წელი გავატარე მასწავლებლების კადრებთან და სტუდენტებთან, რათა შეგვექმნა ტრანსფორმაციული სასწავლო გარემო. სწავლისა და სწავლების დინამიური ხასიათის გამო, შეგნებულად გავაგრძელეთ მიმდინარე ანალიზი ჩვენი სასწავლო საზოგადოების ყველა წევრს შორის, რათა დაგვედგინა სახელწოდება და გაგვეგო ჩვენი მუშაობისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა. ჩვენი საბოლოო მიზანი არ იყო დიდ პედაგოგიკამდე მისვლა. პირიქით, ეს იყო გამოძიების, ჩართულობის და გამოხატვის პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა თითოეულ ჩვენგანს გვესწავლა და უფრო განზრახული და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიგვეღო, როგორც შემსწავლელებს და როგორც მასწავლებლებს.

ჩვენი პრაქტიკის ერთერთი საშუალება იყო ჩვენი სწავლებისა და სწავლის პრინციპები. პრონციპები ავტორიზებული იყო და მუდმივად ხდებოდა გამოკითხვა საზოგადოების ყველა წევრის მიერ. პერსონალის ტრენინგების და დისკუსიების, სტუდენტური ორიენტაციისა და გამოხატვის სესიების, ადმინისტრაციული სტრატეგიის და დაგეგმვის სხდომების დროს, აღნიშნული პრინციპები ჩარჩოს უზრუნველყოფდა და რასაც ვგრძნობდით, იმ საკითხების შესწავლისთვის საჭირო ენას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს გონებაში, რადგან ჩვენ საქმე გვქონდა სწავლების და შესწავლის დინამიკასთან. ეს პრინციპები უზრუნველყოფდა სწრაფ წვდომას ჩვენს ძირითად ღირებულებებზე ისეთი გზით, რაც იწვევდა კრიტიკულ ჩართულობას იმ საკითხში, თუ როგორ უნდა გვეცხოვრა ამ ღირებულებებთან ერთად.

TBB საზოგადოება მუშაობდა იმისთვის, რომ კრიტიკული ყურადღება მიეპყრო მსოფლიოს, ჩვენი და ჩვენი ადგილის შესახებ იქ. ამიტომ გთავაზობთ პრინციპებს, რომლებიც განვსაზღვრეთ, როგორც მთავარი პრონციპები სწავლების ჩამოყალიბების დროს:

სწავლების და სწავლის პრინციპები

1. სწავლება და სწავლა მოითხოვს განზრახვას, თავმდაბლობასა და კრიტიკულ აზროვნებას მსოფლიოზე და საკუთარ თავზე.

2. სწავლის და სწავლების ურთიერთობა სამკუთხაა, სადაც მასწავლებლები გიდები არიან, რომლებიც ჩვენს მიერ აღმოჩენილი საკითხების განსაზღვრაში გვეხმარებიან, როგორც მოსწავლეებს.

3. არ არსებობს სწავლების სწორი გზა.

4. ჭესმარიტებაზე მონოპოლია არავის არ აქვს.

5. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ პასუხი კი არ გვქონდეს ყველა შეკითხვაზე, არამედ შეკითხვა ყველა პასუხზე.

6. სწავლება და სწავლა არის ინტელექტუალური, სოციალური, კულტურული, სულიერი და ემოციური პროცესები.

7. სწავლება და სწავლა არც სწორხაზოვანი და არც დაუყოვნებელი პროცესია – მას შეუძლია მხოლოდ იქიდან დაწყება, რა ეტაპზეც ხართ.

8. თითოეული ადაიანი პასუხისმგებელია საკუთარ სწავლზე.

9. მიზნად დაისახეთ დიდება და გჯეროდეთ ყველა ადამიანის შესაძლებლობის მის მისაღწევად.

10. იზეიმეთ ყველა გამარჯვება.

ჩვენი მუშაობის შედეგები საოცარი იყო. სტუდენტები უცვლელად გვატყობინებდნენ თავიანთი სწავლის მიზანს და მიმართულებას. მათ აღწერეს პროცესის საკუთრების განცდა. ალბათ მთავარი ის იყო, რომ სტუდენტებს შეეძლოთ განესაზღვრათ გარკვეული ურთიერთობა მათ ძირითად ღირებულებებს შორის, მსოფლიოს გაგება და დაძაბულობები, რომლებსაც ისინი აწყდებოდნენ ისეთი ცხოვრების შექმნის დროს, როგორიც მათ სურდათ.

თუ გვსურს განათლების გაუმჯობესება შეერთებულ შტატებში, ჩვენი ყურადღება პედაგოგიკისკენ უნდა მივმართოთ. პედაგოგების ტრენინგი პედაგოგიური თეორიისა და პრაქტიკის გარშემო უნდა მიმდინარეობდეს და არა კლასის მართვის გარშემო. ჩვენი სკოლის საზოგადოებებმა უნდა შექმნან კულტურა, სადაც თითოეულ ჩვენგანს ექნება სწავლებისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა და შეძლებს მისი მიზნის განსაზღვრას. როცა ამ საკითხებს მოვაგვარებთ, ისეთ ეტაპს შევქმნით სწავლებისთვის, რომელიც ყველასთვის ტრანსფორმაციული იქნება.

დაგვიკავშირდით ეხლავე !



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა