IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ახალი უნარების განვითარებას თუ გადაწყვეტთ

06.01.2021

618 დათვალიერება

ცვლილებები, რთულია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ადამიანები, რომლებიც ირჩევიან ერთ მიმართულებას, ბოლომდე მიჰყვებიან მას. იმის მიუხეავად, რომ შეიძლება სურდეთ სხვა რამის ათვისებაც

 

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისი, თუ რატომ შეიძლება მოუნდეთ ზრდასრულ ადამიანებს კარიერის შეცვლა, შეგვიძლია დავაჯგუფოთ ორ ძირითად მიზეზად:

  • პროფესიამ ისინი უკან მოიტოვა. შესაძლოა, რომ საქმე რომლისთვისაც მუშაოდბნენ დეგრადაციას განიცდის და მოთხოვნა იკლებს, ამის მაგალითია გამქრალი ტელემარკეტოლოგია, აუდიტორული საქმეები, უძრავი ქონების აგენტები, მექანკოსები და სხვა
  • ისინი ტოვებენ კარიერას რაიმე უკეთესისთვის. ეს არის პროგრამირების ტრენდი: ბევრი ადამიანები ეძებს სტიპენდიას ზრდასრული თანამშრომლებისთვის, რომ ისწავლონ კოდირება და ააწყონ კარიერა, რომელიც ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება.

 

ახალი უნარების გამომუშავება არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა წყალში გადაყაროს არსებული გამოცდილება, მათ შეუძლიათ სამუშაოს სხვა მხარე განახორციელონ, ანუ გადაადგილდნენ ჰიროზინტალურად - იგივე დონის და წონის კომპანიაში სცადონ სხვა პოზიციაზე შრომა, ან ვერტიკალურად - სხვა ადგილის დაკავება სამსახურში.

 

ახალი უნარების შესწავლის სირთულეები

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის უნარები უნდა შეისწავლოთ, პროცესი მაინც რისკთანაა დაკავშირებული.

  • ფინანსური კრიზისი - თუ გადაწყვეტთ სამსახურიდან წამოსვლას რაიმე ახლის შესასწავლად, ამან შეიძლება ფინანსური პრობლემები გაგიჩინოთ, რაც საკმაოდ რთულია.
  • დროის მენეჯმენტი - თუ გადაწყვეტთ ისწავლოთ მუშაობის პარალელურად, თქვენ დაგჭირდებათ ყურადღების ფოკუსირება. ამან შეიძლეაბ გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე და მოტივაციაზე. თქვენ მოგიწევთ ნაკლები იმუშაოთ
  • მენტალური განსხავავებები - თქვენს პირველ კარიერაში, ალბათ მუშაობდით თქვენივე ასაკის ადამიანებთან, როდესაც თქვენ იცვლით კარიერას და იწყებთ თავიდან, თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ ახალი თაობის ახალ მენტალიტეტს. თქვენი უფროსი შეიძლება თვენზზე ორჯერ პატარა იყოს. ამან შეიძლება თავი გარიყულად გაგრძნობინოთ

 

ასევე, სირთულე სამსახურის ცვლილების დროს შეიძლება იყოს კონკურენცია. თქვენ ახალ სფეროს უერთდებით, სადაც იქნებიან სამსახურის მაძიებელი კურსდამთავრებულები. იმის მიუხედავად, რომ თქვენი და მათი კომპეტენცია შეიძლება ერთი და იგივე იყოს, შეგიძლაით გამოიყენოთ წინა სამსახურში ნასწავლი ხრიკები. ეს არის მსუბუქი უნარები, როგორიცაა: კონფლიქტის მოგვარება, გუნდის ლიდერობა, პროექტის მენეჯმენტი და სხვა.

 

როგორ გადავიდეთ ახალ კარიერაზე უმტკივნეულოდ

მიიღეთ გადაწყვეტილება და მზად ხართ კარიერის შეცვლისთვის!?

  • გამოიძიეთ თქვენი მომავალი სფერო. წაიკითხეთ არამხოლოდ დავალებები და პასუხისმგებლობები, რაც ექნება თქვენს მომავალ სამსახურს, არამედ ისიც, თუ რა კატეგორიის ადამიანები მოღვაწეობენ. კარგი იქნება, თუ გაესაუბრებით რამდენიმე წარმომადგენელს ამ სფეროდან და ჰკითხავთ, თუ რა მოსწონთ და რა - არა?
  • იპოვეთ სწავლების რესურსი - იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება გსურთ, თქვენი სასწავლო წყაროები იქნება განსხვავებული. თუ იმუშავებთ სერთიფიცირებულ გარემოში, მაგალითად - იურიდიული და სამედიცინო, თქვენ დაგწირდებათ ისწავლოთ სპეციალურ უნივერსიტეტში
  • გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსები - სწავლისთვის დროის დათმობა შეიძლება ნიშნავდეს სამუშაოსთვის ნაკლები დროის დათმობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სირთულეები
  • იპოვეთ 2 საათი მაინც სწავლისთვის - ყველაზე დიდი გადაწყვეტილება არის ის, თუ როგორ დაუთმობთ დროს სწავლას. ისწავლით საღამოოთ, შაბათ-კვირას, თუ ნაკლებ დროს დაუთმობთ სამსახურს? ეს დაკავშირებულია თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან.
  • გაამდიდრეთ თქვენი რეზიუმე - ინტერვიუს დრო მალე მოვა, თქვენ მოგიწევთ თქვენი რეზიუმეს გამოყენება. არ დაგავიწყდეთ დაწეროთ ყველა უნარი, რაც შეიძინეთ წლების მანძილზე.
  • მოემზადეთ ინტერვიუსთვის - სამსახურის ინტერვიუზე წასვლა მნიშვნელოვანი ნაწილია კარიერული ცვლილების. შეიძლება ამ მხრივ დიდი გამოცდილება არ გქონდეთ,  მაგრამ გამოხატეთ თქვენი სურვილი: დამსაქმებლებს. ზოგჯერ, ეშინიათ, რომ თანამშრომლები ინანებენ კარიერულ ცვლილებას და იქნებიან არაპროდუქტიული თანამშრომლები.
  • როდესაც დაიწყებთ მუშაობას, გააკეთეთ ბევრი დავალება, მაგრამ არ ჩაიკეტოთ. პატარა დავალებები კოლეგებთან ერთად საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ კომპანიის პოლიტიკა, შეიძლება იპოვოთ პრობლემა, რისი გადაჭრაც შეგიძლიათ. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი კარიერული წარმატებისთვის.

 

როდესაც ცდილობთ, გადახვიდეთ ახალ სამუშაოზე, ბოლო სამი ნაბიჯი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყო ვიღაცის თანამშრომელი. სამსახურის ცვლლება, ასევე, შეიძლება ნიშნავდეს, რომ გახდეთ ფრილანსერი! ამ შემთხვევაში, CV-ს ნაცვლად, დაგჭირდებათ პორტფელიო.

 

 

კომპანიებს ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ხარჯები გაუორმაგდათ - ეს თქვენი შანსია დასაქმდეთ სხვადასხვა ზომისა და მოცულობის კომპანიაში შინიდან გაუსვლელად!

 დარეგისტრირდი ახლავე!

 

მზად ხართ ცვლილებისთვის?

  1. დასაქმებულთა 70% უკმაყოფილიო თავისი სამსახურით. არ არის აუცილებელი, თქვენც იყოთ ერთ-ერთი მათგანი. გააკეთეთ კარიერული ტრანსფორმაცია. გზადაგზა თქვენ მიიღებთ სხავდასხვა რჩევებს.
  2. ასევე, მნიშვნელოვანია მორალური მხადაჭერა. უფრო ადვილად მიაღწევთ წარმატებას, თუ თქვენი ოჯახი და მეგობრები მორალურად გამხნევებენ. ისაუბრებთ მათთან გადაწყვეტილებაზე.
  3. გამოიკვლიეთ რაც შეგიძლიათ, შეიძლება თქვენ არ ხართ კმაყოფილი თქვენი სამსახურით, მაგრამ კონკრეტულად რაიმე ასპექტით? იპოვეთ საუკეთესო გამოსავალი თქვენთვის და მხოლოდ ამის შემდეგ დაგეგმეთ შემდეგი ნაბიჯი.

 

ცვლილებების დროა!

გაიხსენე, ერთადერთი ვინც პანდემიის დროს შეძლო წინსვლა და ფინანსურად განვითარება, იყვნენ დისტანციურად დასაქმებული ადამიანები - საჭირო უნარებით შეიარაღებული პროფესიონალები!

დაეუფლე პროფესიებს, როგორიც არის:  IT მხარდაჭერაინტერიერის დიზაინიბრენდ დიზაინი

 

და ბოლოს

კომპანიებისთვის პროფესიონალები სხვადასხვა კრიტერიუმით და კატეგორიად იყოფიან, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური განსხვავება დასაქმების მსურველთა შორის. სწორედ ეს განსხვავებები განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობების მასშტაბებს – არჩევანი ჩვენზეა. არჩევანი ტკბილ, კომფორტულ, დოგმატურ, ჩარჩოებში მოქცეულ, კონფორმისტულ უმრავლესობასა და მწარე, ტკივილიან, დისკომფორტულ, მაგრამ უსაზღვრო შესაძლებლობებისა და გმირული თავდადების მქონე უმცირესობას შორის. ის, რაც უმრავლესობისთვის შეუძლებელია, უმცირესობაში მყოფთათვის შესაძლებელია. 

გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია! 2021 წელს შენც დაამტკიცებ რომ შეუძლებელი არაფერია!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ცხოვრება ეროვნული გამოცდების მიღმა რატომ არ ნიშნავს ჩაჭრა დამარცხებას

ეროვნული გამოცდები არ არის შენი პოტენციალის საბოლოო განმსაზღვრელი, ეს არის შესაძლებლობა, გადააფასო მიზნები და აირჩიო განათლების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც რეალურ პრაქტიკულ უნარებსა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

მითები ეროვნული გამოცდების შესახებ და რეალური პერსპექტივები ეროვნული გამოცდები ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც ცხოვრების "გამარჯვებულთა" და "დამარცხებულთა" გამყოფი ხაზი. ამ მოლოდინების წნეხი აბიტურიენტებზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გამოცდა მხოლოდ ცოდნის შეფასების ერთი კონკრეტული მეთოდია, რომელიც ვერ ასახავს ადამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI არ წაგართმევს სამსახურს მას წაგართმევს ადამიანი, რომელიც AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ ართმევს - კონკურენტულ უპირატესობას ის ადამიანები იძენენ, ვინც AI-ს ეფექტურად იყენებს. გაიგე, რატომ გახდა AI თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარი და როგორ მოემზადო მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

პრობლემა AI არ არის - პრობლემა მისი არგამოყენებაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შევიდა. დღეს AI-ს იყენებენ მარკეტინგში, პროგრამირებაში, დიზაინში, ფინანსებში, განათლებაში, მედიცინაში და კიდევ უამრავ სფეროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თუმცა რეალობა გაცილებით გ

ШАГ логотип

5 სრულიად ახალი პროფესია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 2 წელიწადში გააჩინა

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო ორ წელიწადში სრულიად ახალი პროფესიები შექმნა. გაიგე, რომელი 5 მიმართულებაა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და რატომ ხდება AI-ის პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა

ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ არსებული პროფესიები არ შეცვალა, მან სრულიად ახალი სამუშაო მიმართულებებიც შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა დაიწყეს ისეთი სპეციალისტების ძებნა, რომელთა საჭიროებაც მანამდე თითქმის არ არსებობდა. დღეს AI უკვე გამოიყენება მარკეტინგში, განათლებაში, ფინანსებში, კიბერუსაფრთხოებაში, დიზაინში და ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებში. სწორე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რობოტი თუ ასისტენტი? როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად დამხმარედ

ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩატბოტი. გაიგე, რა განსხვავებაა AI რობოტსა და AI ასისტენტს შორის, როგორ შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება და რატომ ხდება AI-ს ეფექტურად გამოყენება თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის მხოლოდ საინტერესო ტექნოლოგია იყო. ადამიანები მას ძირითადად კითხვებზე პასუხების მისაღებად ან ტექსტების დასაწერად იყენებდნენ. დღეს კი AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოტი. მას შეუძლია ინფორმაციის ანალიზი, დოკუმენტების შეჯამება, იდეების გენერირება, მონაცემე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა