მიმოვიხილოთ დღის საუკეთესო დრო, როცა სასურველია გააკეთოთ თქვენს განწყობებთან და გონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საქმე, რაც თავის მხრივ, როგორც დიზაინერს, მეტად პროდუქტიულს გაქცევთ
ეს არ არის მკაცრად დადგენილი, წინასწარ გაწერილი დრო, რადგან, როგორც ხვდებით, ყველას აქვს ცხოვრების სხვადასხვა სტილი, გრაფიკი და სამუშაო დრო
8:00 - შიშებს დროულად შეხვდით გაბედულად
ეს ყველაზე მშვიდი დროა თვითმკვლელობისთვის, ასე რომ, ეს კარგი დროა თქვენი შიშების გამკლავებისთვის - იცოდეთ, რომ ვადა 1 საათამდე გაქვთ დაწესებული, იცოდეთ რომ 10 სხვა პროექტი გაქვთ დასასრულებელი, იცოდეთ, რომ თქვენს სახლს დასუფთავება სჭირდება, გადასახადები უნდა გადაიხადოთ და იცოდეთ, რომ ამ ყველაფერს დასასრული არ აქვს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ იცით ეს ყველაფერი ღამის 23:00 საათზე, რადგან ეს არის თვითმკვლელობის საათი.
8:30-დან 11:00-მდე - რძის, შვრიის ფაფის მიღების და სამუშაოს დაწყების დროა
თქვენი საქმის მოგვარების დრო დილიდან იწყება, 8:30 არის ყველაზე პროდუქტიული დრო უმრავლესობისთვის - დღის საუკეთესო მონაკვეთი დიზაინერებს ეფექტურად სამუშაოდ
11:00 - ფიქრისა და ანალიზის დროა
ეს არის დრო, როდესაც უმეტესად ხდება გულის შეტევები, ამიტომ კარგი იქნება ამ დროს მოდუნება ან შესვენება, პოზიტიური ფიქრები, ვინმეს შესვენება ხომ არ სურს ინსტაგრამის ჩასასქროლად?!
12:00 - ლანჩი, ყავა, სექსი - არასამუშაო დრო (კომბინაციაც შეიძლება)
თუ თქვენს ოფისში ან საკლასო ოთახში ვინმეს მიმართ სიმპათიებს გრძნობთ, ახლა დროა ის ადამიანი გაიცნოთ. როგორც ჯეიმს სნიჩოვსკი, New Intimacy- ის ავტორი განმარტავს: ”ხალხი უფრო მეტად იღებს მიღწევებს, რადგან მათი გონება არ არის გადატვირთული იმით, რა უნდა გააკეთონ იმ დღეს ან რა უნდა გააკეთონ, როდესაც ისინი სახლში წავლენ.”
საკმაოდ კარგი დროა თქვენი შემოქმედებითობის გასაღვიძებლად, მობილიზებისთვის, რადგან თქვენ გქონდეთ დარეფრშებული, დასვენებული გონება.
13:30 - ხანმოკლე ძილის დრო
კარგი ხანმოკლე ძილისთვის საუკეთესო დროა დაახლოებით 1 საათზე, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად ვარდება. იდეალური ხანმოკლე ძილი 20 წუთის პერიოდით უნდა გაგრძელდეს.
14:00 - რაუნდი მეორე
ეს არის დრო, როდესაც ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი შრომის უნარიანობა, ამიტომ კარგი დროა დააწესოთ ბარიერები ხმამაღალი მუსიკით ან კარის შეკეტვით, ითხოვოთ ხელის შეწყობა, ამ პერიოდში ხელის და თვალების კოორდინაცია პიკს აღწევს და განწყობაც მაღალია, ამიტომ ეს კარგი დროს აქტიურად სამუშაოდ - ეს ის დროც არის, როცა ხალხი ყველაზე მეტად ფხიზლობს და გამოფხიზლებულ მდგომარეობაშია - დღის საუკეთესო მონაკვეთი დიზაინერებს ეფექტურად სამუშაოდ
ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ გრაფიკა და დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან
→ დარეგისტრირდი ახლავე!
18:00 - ბედნიერი საათი
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რას ნიშნავს 18:00 დრო, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ თქვენი ღვიძლი ამ დროს ყველაზე ეფექტურად ახდენს ალკოჰოლის მეტაბოლიზირებას? ბევრი შრომისა და გემრიელი ვახშმის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ალკოჰოლის დალევის იდეა ასე კარგად აქამდე არასოდეს გაჟღერებულა
22:00 - გასეირნების დრო
მიუხედავად ხალხის აზრისა, გვიან ჭამის გამო წონაში აუცილებლად არ მოიმატებთ, ამბობს Nigel Denby, ბრიტანეთის დიეტის ასოციაციიდან. „კალორია ყოველთვის კალორიაა, როცა არ უნდა მიიღოთ.“, ამიტომ ისეირნეთ ფეხით დაწვით კალორიები
23:00- ძილის დრო
თბილი შხაპი დაძინებაში გვეხმარება, რადგან სხეულის ტემპერატურა უნდა დაეცეს, რომ დაძინება შევძლოთ... არც ერთ დიზაინერს არ შევხვედრივარ, რომელიც დასაძინებლად 21:00-ზე მიდის. ცნობილია რომ ღამის პერიოდში ადამიანი ყველაზე შემოქმედებითი არიან
შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!