IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ვებ-სოკეტების გამოყენება ვებ-აპლიკაციაში

27.05.2021

592 დათვალიერება

ტექნოლოგიები რეაქტიული სისწრაფით ვითარდება.პირველი სმარტფონის გაყიდვა სულ რაღაც 10 წლის წინ დაიწყო. ალბათ გახსოვთ ის ცნობილი Iphone 3G, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში და რადიკალური ცვლილება შეიტანა მობილური ტელეფონის ინდუსტრიაში. საოცარია იმის ნახვა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე არსებობდა განახლებული ვერსია, შემდეგ კიდევ ერთი უფრო მოკლე დროში, და სხვა ... უკვე იმ დონემდე მივედით, რომ ყოველწლიურად ჩნდება დიდი კომპანიების ახალი მოდელი, რომელიც არის უფრო სწრაფი, უფრო ძლიერი, უკეთესი ჩიპით და ა.შ.

 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა დროსა და სივრცეში ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, ადამიანის მოთხოვნაც იზრდება და სურთ, რომ აპლიკაციები რეაგირებდნენ უფრო სწრაფად და მორგბულად მასზე. სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩატებით ან ონლაინ შოპინგით, მივაღწიეთ იმ წერტილს, რომ მომხმარებელი მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას.

 

მაგრამ როგორ შეიძლება ამ ურთიერთქმედების მიღწევა რეალურ დროში? აქ ვებ-სოკეტები შემოდის თამაშში .

 

რა არის ვებ-სოკეტები?

ვებ-სოკეტი არის W3C-ს (მსოფლიო ქსელის კონსორციუმი) მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ორმხრივი კომუნიკაციის საშუალებას კლიენტსა და სერვერს შორის არხების უზრუნველყოფით ერთ TCP კავშირზე. ვებ-სოკეტი საშუალებას გვაძლევს დავითხოვოთ ძველი HTTP მოდელი, სახელად „პოლინგი“, რომელიც შედგებოდა HTTP მოთხოვნების გარკვეულ ინტერვალში გაგზავნით "დაუყოვნებლივი" პასუხის მისაღებად, და აღწევს ორ წერტილს შორის პირდაპირ კომუნიკაციას მუდმივი მოთხოვნების გაგზავნის გარეშე.

 

ვებ-სოკეტების გამოყენების მაგალითები

  • კედელი (Feed) სოციალურ ქსელებში
  • მრავალმოთამაშიანი თამაშები
  • ონლაინ დოკუმენტების ერთობლივი რედაქტირება
  • ჩატები
  • ადგილმდებარეობის აპლიკაციები

 

ყველა ამ შემთხვევაში საჭიროა მომხმარებლებსა და სერვერს შორის რეალურ დროში კომუნიკაცია. როგორ იქმნება ეს კომუნიკაცია?

 

კომუნიკაცია ვებ-სოკეტებით

მოცემული სურათი გვიჩვენებს კომუნიკაციის შექმნის პროცესს კლიენტსა და სერვერს შორის ვებსოკეტების გამოყენებით.

 

კომუნიკაციის დამყარების მიზნით, კლიენტი გზავნის ხელის ჩამორთვემვის თხოვნას სერვერთან. ეს მოთხოვნა შედგება HTTP მოთხოვნისაგან, შემდეგი სათაურებით.

  • “host: {url}”. მიუთითებს სერვერზე, სადაც გვინდა კომუნიკაციის დამყარება. 
  • “upgrade: websocket”. HTTP მოთხოვნის განახლების ველი საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ პროტოკოლი HTTP კავშირის დამყარების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ნაჩვენებია, რომ ჩვენ გვინდა გადავიდეთ ვებ-სოკეტის პროტოკოლზე.
  • “connection: upgrade”. ეს ველი მიუთითებს დასამყარებელი კავშირის ტიპზე. ჩვეულებრივ ხორციელდება "Keep-Alive" კავშირი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვებ-სოკეტის პროტოკოლში ცვლილების შესატანად, ეს ველი უნდა შეიცავდეს კავშირის "განახლების" ტიპს.
  • “sec-websocket-key: {key}”. ეს სათაური გთავაზობთ გარკვეულ ინფორმაციას ვებ-სოკეტის სერვერიდან იმის გადასამოწმებლად, რომ ხელის ჩამორთმევის დროს მოხდა სწორი თხოვნის მიღება.

 

სერვერი იღებს და ამოწმებს ამ მოთხოვნას და რეაგირებს იმ პროტოკოლში ცვლილების განხორციელებით, რომელიც მითითებულია კლიენტის მოთხოვნაზე, ამით მყარდება ორმხრივი კომუნიკაცია კლიენტსა და სერვერს შორის.

 

სხვა რა სარგებელს ვიღებთ ამგვარი გამოყენებით?

ავიღოთ ძალიან მარტივი მაგალითი, სადაც ჩვენ გვაქვს სერვერი, რომელიც მდებარეობს A ქსელში, რომელსაც სჭირდება პირდაპირი მოთხოვნების გაკეთება კომპიუტერთან, რომელიც მდებარეობს B ქსელში.

თუ კომპიუტერს აქვს საჯარო IP მისამართი (იშვიათად ხდება), პაკეტის გაგზავნა შესაძლებელია პირდაპირ კომპიუტერში. თუმცა, მანამდე, თქვენ უნდა გაიაროთ ფაიერვოლი და B ქსელის როუტერი, რაც ნიშნავს, რომ B ქსელში უნდა დაუშვათ A ქსელიდან შემოსული პაკეტები.

 

როგორც წესი, კომპიუტერებს ენიჭებათ კერძო IP მისამართი, რომელიც მხოლოდ ქსელის შიგნითაა ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ პაკეტი ვეღარ გაიგზავნება პირდაპირ კომპიუტერში და ის უნდა გაიგზავნოს საჯარო IP მისამართზე B ქსელში, ანუ ქსელის წვდომის წერტილში (ფაიერვოლი).

 

მას შემდეგ, რაც პაკეტი მიაღწევს B ქსელში შესვლის წერტილს, ის უნდა გაიგზავნოს დანიშნულების კომპიუტერში, ამიტომ შესვლის ამ ეტაპზე აუცილებელია რაიმე სახის მექანიზმის დამატება, რომელსაც პაკეტი გადაჰყავს დანიშნულების კომპიუტერში (NAT).

 

არ გვსურს აქ ბევრი დეტალის მოყვანა, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სისტემა არ იძლევა კარგ მასშტაბურობას ზემოთ განხილული მომსახურების ტიპისთვის.

 

ვებ-სოკეტებით კი ეს ყველაფერი დავიწყებადიც კია. როგორც უკვე ავხსენით, კავშირი არ ხდება სერვერიდან → კლიენტთან, არამედ კლიენტიდან → სერვერთან. ამ მაგალითში, ეს საშუალებას იძლევა, B ქსელის ჯგუფმა თავად გააკეთოს მოთხოვნა კომუნიკაციის შესაქმნელად პირდაპირ A ქსელის სერვერთან, წინა ნაწილში აღწერილი პროცესის შესაბამისად.

 

დაეუფლე პროფესიებს, როგორიც არის:  IT მხარდაჭერაინტერიერის დიზაინიბრენდ დიზაინი

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ინდუსტრიული რევოლუციები და ადამიანი მომავლის ზღვარზე

ინდუსტრიული რევოლუციებიდან AI-მომავლამდე – გაიგე როგორ გარდაიქმნა მსოფლიო ტექნოლოგიების გავლენით და რატომ არის დღეს სწორი პროფესიული არჩევანი გადამწყვეტი. მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც იცნობს ტრენდებს, ეუფლება ახალ უნარებს და მზად არის მოქმედებისთვის.

დრო აღარ გველოდება მოდი, ჯერ აღვწეროთ, როგორია ჩვენი დღევანდელობა - დილას შენი სმარტფონი შენზე ადრე იღვიძებს. ის გიჩვენებს ამინდის პროგნოზს, გზაზე საცობებს და იმ ძველ მეგობარსაც გახსენებს, ვისთანაც დიდი ხანია არ გისაუბრია. ინტერნეტი უკვე არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ შენი ცხოვრების რიტმში ზის. ბავშვებს დღეს პლანშეტზე აქვთ წიგნი და ტელეფონით იღებენ პირველ ვიდეოს. წარმოგიდგე

ШАГ логотип

რა უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყველაზე მოთხოვნადი უნარები იქნება კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, ემოციური ინტელექტი, პროგრამირება, მონაცემთა ანალიზი და მუდმივი სწავლის უნარი. მომავლის პროფესიონალები იქნებიან ის, ვინც შეძლებს AI ტექნოლოგიებთან ეფექტურ თანამშრომლობას.

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების პირობებში, ბევრი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიები ადამიანებს სამუშაო ადგილებზე ჩაანაცვლებს. სინამდვილეში კი, ეს ცვლილებები ადამიანური უნარების ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და ემოციური ინტელექტი გახდება ის მთავარი კომპეტენციები, რომლებსაც AI ვერ ჩაანაცვლებს. მომავალში ყველაზე წარმატებული იქნებიან ი

ШАГ логотип

მშობლის გავლენა შვილის კარიერულ არჩევანზე როგორ დავეხმაროთ ბავშვებს

მშობელი ბავშვის კარიერული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი მენტორია. მხარდაჭერა, ყურადღებით მოსმენა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა - ესაა წარმატების გასაღები.

მშობლის როლი და გავლენა მშობელი ბუნებრივად ყველაზე მნიშვნელოვანი პირია ბავშვის ცხოვრებაში და მისი კარიერული არჩევანი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ მშობლის მხარდაჭერასა და მიდგომაზე. ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მშობლების მოსაზრებებისა და მოლოდინების მიმართ, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებასა და მომავლის ხედვაზე. თანამედროვ

ШАГ логотип

როგორ შევქმნათ სახლში ისეთი გარემო, რომელიც ინოვაციებს და სწავლას უწყობს ხელს?

სტატია გვთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ შეგვიძლია სახლში შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლასა და ინოვაციებს. განხილულია დედიკატირებული სასწავლო სივრცის მოწყობის, ციფრული ხელსაწყოების სწორად შერჩევისა და კრეატიული ატმოსფეროს შექმნის მნიშვნელობა. სტატია გვთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელთაც სურთ სახლი აქციონ განვითარებისა და ზრდის ადგილად.

სწავლის სივრცე - ინოვაციების საფუძველი ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად, სახლი ხდება არა მხოლოდ დასვენების, არამედ განვითარებისა და ზრდის ადგილიც. სწორად მოწყობილი სახლის გარემო შეიძლება გადაიქცეს ნამდვილ ინოვაციურ ჰაბად, სადაც ყველა ოჯახის წევრს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს, შეიმეცნოს და შექმნას ახალი. ყველა ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იცხოვროს ისეთ გარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა